"მენატრება ბავშვობის წლები, როდესაც დედა ცოცხალი იყო"
ბატონი გიასთვის პოპულარობა უცხო არ არის, ნინუცა კი ამ სფეროში ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, ამიტომაც მსმენელის დამოკიდებულების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. რატომ არ დაიწყო სიმღერა ბავშვობიდან, რას ნანობს, რა ვერ გაბედა დღემდე და რომელი პერიოდი ენატრება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს ნინუცა დავითიანის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მომღერალი. ეს ოჯახის გავლენა იყო. მოგეხსენებათ, დედა მომღერალი, კონცერტმaისტერი გახლდათ. ღრმა ბავშვობიდან მესმოდა დედა მოსწავლეებს როგორ ამეცადინებდა, ამღერებდა. მამასგან განსხვავებით, დედა ეკრანზე არ ჩანდა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...პოზიტიური გოგოაო. რატომღაც ყველა ასე მაფასებს. მეგობრები და ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე კარგად მიცნობენ, ჩემს მხიარულ ხასიათს უსვამენ ხაზს. სამსახურში, მეგობრებში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში მართლაც მხიარული ვარ, შინ მშვიდად დასვენება მირჩევნია, ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. გარეთ იმდენად დიდ ენერგიას ვხარჯავ, შინ მისულს უკვე დასვენება მჭირდება.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...არც ერთ მომენტში მოწყენილი არ ვიქნებოდი, ამ ცხოვრებას მაქსიმალურად ბევრ ბედნიერ წუთს გამოვტყუებდი.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...მამას, მის ნათქვამ სიტყვებს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის ჩემი პირველი შემფასებელია.
- როგორი შემფასებელია, მკაცრი?
- მომთხოვნი, სამართლიანი, ობიექტური. ყოველთვის მეუბნება, მთავარი საკუთარ თავზე მუშაობაა. ვცდილობ, დავუჯერო.
- მუსიკალური ცხოვრების მიღმა, როგორი მამაა?
- მეგობრული. ჩვენ ახლა ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, ბოლო დროს უმეტესად ტელეფონით ვურთიერთობთ.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს ფანტასტიკური შვილი, მეგობრები, მამა და და.
- თქვენი შვილი მღერის?
- ძალიან ლამაზი ხმის ტემბრი აქვს. ვურჩევ, ცოტათი გათამამდი-მეთქი, თუმცა ამას თავადაც ნაკლებად ვახერხებ. ჩემი შვილი 7 იანვარს 20 წლის ხდება.
- პროექტში "მიმღერე" ხომ არ ვიხილავთ?
- ამჯერად - არა, მაგრამ მომავალში ვნახოთ.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...პოზიტიური ხასიათი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...სიმღერის.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...მიზანდასახული ვარ, ხასიათში ეს სიმტკიცე მაქვს. სულ მაქვს მოთხოვნა, უკეთესად გავაკეთო ნებისმიერი საქმე, რომელსაც საკუთარ თავზე ვიღებ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ზოგჯერ სიზარმაცეს ვებრძვი. საქმის გადადება ვიცი.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ბევრი რამ, ფაქტობრივად ცხოვრება ვისწავლე. შეცდომების დაშვების არ მეშინია. ვისთვის რა არის შეცდომა, ესეც ხომ პირობითია.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ის ადამიანი მიყვარს. ჩვენ ხომ ყოველთვის იმ ადამიანებისგან მეტად გვტკივა, ვინც გვიყვარს.
- ვიბნევი...
- ...ხშირად. მაგალითად, რომ უნდა ვიმღერო და წინ მამაჩემი მიზის ან ისეთი პიროვნება, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია, თუმცა ვცდილობ, არ შევიმჩნიო.
- ვნანობ...
- ...ნაკლებად მაქვს ეს შეგრძნება. ერთადერთი რის გამოც შეიძლება ეს განცდა მქონდეს, ისაა, რომ სიმღერა ადრეul ასაკში არ დავიწყე.
- ეს რატომ მოხდა?
- არ ვიცი. სულ მქონდა მოთხოვნა, თავიდანვე კარგად მემღერა, არადა, ეს ხომ დიდი შრომის შედეგად მოდის. რატომღაც მეგონა, პირდაპირ გია დავითიანივით უნდა მემღერა. სულ ვამბობ, ცხოვრება ასეთია, გატარებს, გატარებს და ბოლოს მაინც იმ წერტილამდე მიგიყვანს, რაც შენია. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...პარიზში, რომელიმე კარგ კაფეში ფინჯანი ყავით ხელში.
- მეზარება...
- ...ყოველდღიური რუტინა, მაგრამ ესეც ყოველთვის არა. ყველაზე მეტად უსამსახურობა მეზარება, აქტიური ცხოვრება მიყვარს.
- სიყვარული ეს...
- ...არის ღმერთი, ოღონდ ჩვენში, თითოეულ ადამიანში, რომელიც ბევრ რამეს შეგვაძლებინებს ცხოვრებაში.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...დავფრინავდი, ეს ადამიანი იყო ჩემი შვილის მამა. 17 წლის ვიყავი, მალე დავქორწინდით, დღეს ქორწინებაში აღარ ვარ.
- მაკვირვებს...
- ...ყველა, ვინც მატყუარა, ბოროტი და არაგულწრფელია.
- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...სამეგობროში ყოფნამ. არ არსებობს, როგორი მოწყენილიც უნდა ვიყო, მეგობრები ჩემთან რომ მოდიან ან მე მივდივარ, ყველანი პატარა ბავშვებად გადავიქცევით და ერთად ბედნიერები ვართ.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ცოტათი დეპრესიულიც ვარ, მიუხედავად ჩემი მხიარული ხასიათისა.
- ბოლოს ვიტირე...
- ...არ მახსენდება, რის გამო ვიტირე. იშვიათად ვტირი.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ძალიან მერიდება, მეუხერხულება და თან მიხარია.
- მეშინია...
- ...ახლობლების დაკარგვის. დედა გარდაცვლილი მყავს, დეიდაც, ეს ტკივილი ვიცი, რაც არის.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...შინ მოწყენილი სახით რატომ ხარო?
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ...მოტოციკლზე დაჯდომა, დღემდე მისი მართვაც კი ვერ ვისწავლე.
- თავისუფლება არის...
- ...საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობა. როცა შიშები და კომპლექსები მოშორებული გაქვს და შენი თავი თავიდან ბოლომდე მიღებული გყავს.
- როცა მარტო ვარ...
- ...უმეტეს შემთხვევაში მუსიკას ვუსმენ.
- მენატრება...
- ...ბავშვობის წლები, როდესაც დედა ცოცხალი იყო, მამა მანქანაში ჩაგვსxამდა და დავდიოდით, საქართველოს ყველა კუთხე მოვლილი გვაქვს. მანქანაში სულ ისმოდა სიმღერა, მე და ჩემი და უკან ვისხედით, ვერთობოდით, სასწაული ზაფხულები გვქონდა.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ვცდილობ არ ჩავუღრმავდე, მარტო არ დავრჩე, გავიდე გარეთ და გადავერთო. ამ დროს საკუთარ თავთან დარჩენამ შეიძლება დეპრესიისკენ წამიყვანოს. ყოველდღე 13 კილომეტრს ფეხით დავძუნძულებ, ეს ეფექტური თერაპიაა.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...მამა ხშირად მეუბნებოდა, საკუთარ თავზე სულ იმუშავე, იპოვე შენი საქმე და განვითარდი. ეს ბედნიერების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...დიდი მადლობა ამ ინტერვიუთი რომ დაინტერესდით და წაიკითხეთ, ძალიან მიყვარხართ!
- პროექტი "მიმღერე" ძალიან მომწონს, მისი მაყურებელი ყველა სეზონზე ვიყავი, წინა წლებში არც ერთი ორშაბათი არ გამომიტოვებია.
- რით არის თქვენთვის ეს პროექტი ყველაზე მეტად მიმზიდველი?
- მამასთან ერთად ხშირად არ ვმღეროდი, მიუხედავად იმისა, რომ დუეტების შესრულება ახლობლებთან ძალიან მიყვარს, მგონია, რომ ნამდვილი ემოცია მოდის. ახლა მამასთან ერთად სიმღერას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, იმედია ეს ეკრანზეც იგრძნობა. "მიმღერე" სასწაული პროექტია, ოჯახური და ძალიან თბილი. აქ ყველა ერთმანეთის გულშემატკივარია.
- როგორი გამოხმაურებები მოისმინეთ?
- მინდა თუ არა, სოციალურ ქსელში კომენტარებს მაინც ვეცნობი. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ, განსაკუთრებით - სიმღერის ნაწილში, გია დავითიანის შვილობა სხვა პასუხისმგებლობაა. ათასობით დადებითი კომენტარი იწერება და ეს სასიამოვნოა, თითოეულ ადამიანს დიდ მადლობას ვუხდი, ვისაც ერთი გულის გამოგზავნა არ დაეზარა. ადამიანისთვის, რომელიც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს, ეს მნიშვნელოვანია. პროცესისგან მომღერალი კი იღებს სიამოვნებას, მაგრამ საბოლოოდ ხომ ის მსმენeლისa და მაყურებლისთვის იქმნება.
თამუნა კვინიკაძე