"არ მინდა, ჩემი შვილი ნაცემს მხედავდეს, მაგრამ მან ასეთი დამინახა..."
რომელიც მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას მოჰყვა, მშვიდობიანი პროტესტიდან ძალადობის სიმბოლოდ გადაიქცა. იმ ადამიანებს შორის, ვინც ქუჩაში, საკუთარი უფლებებისa და ქვეყნის მომავლისთვის იბრძოდა, იმყოფებოდა მოცეკვავე ნათია ბუნტური, რომლის მიმართაც, როგორც ნათია ამბობს, სპეცრაზმელმა ძალა გამოავლინა. დავინტერესდით ნათიას ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობით და იმ საკითხითაც, თუ რა აძლევს ძალას, რომ თავისი უფლებებისთვის იბრძოლოს...
- ნათია, ამჟამად თავს როგორ გრძნობთ?
- ძალიან აღელვებული ვარ და დამამშვიდებელი დავლიე. სხვა მხრივ, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არა მიშავს. როცა სპეცრაზმელმა თავში ჩამარტყა, ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. ცხვირი არ გამიტყდა - კარგია, მაგრამ მეორე-მესამე დღეს ძალიან გამისივდა და გამილურჯდა. პირველ დღეს ასე არ მეტყობოდა. აქციაზეც ვერ შემატყვეს. მხოლოდ სიsხლი მომდიოდა, მაგრამ სხვა განსაკუთრებული არაფერი მჭირს - არა უშავს...
- თქვენი მთავარი მოტივი რა იყო, როცა აქციაზე მიხვედით?
- ყოველთვის, როცა ჩემი ქვეყანა - საქართველო არასწორად, ძალადობრივად იმართება, ადამიანები გარეთ არიან. ასე იყო და არის. იმედია, მსგავსი ჯოჯოხეთი აღარ იქნება... კონკრეტულად, ამ აქციაზე მეგობრები გამილახეს, დააკავეს, მეც "მომხვდა"... ძალადობა ყოვლად დაუშვებელია. ამ ქვეყანაში ძალადობა არ დასრულდა, არც ერთი ხელისუფლების პირობებში. დროა, ადამიანების უფლებების დარღვევა შეწყდეს... აქციაზე ყოფნისას, გარკვეულ სიტუაციაში მეგობრებს გამოვეყავი. ოდნავ წინ აღმოვჩნდი, სადაც უფრო მეტი ჩოჩქოლი ატყდა და სპეცრაზმელებთან შევრჩი. მათ გაmiყვანეს - წამო, წამო, აქედან გაგარიდოთო. გვერდით ქუჩაზე რომ გავედით, ვიდექით და ნორმალურად ვლაპარაკობდით. მკითხეს, - მანქანა, მეგობრები სად გყავს? სახლში წადიო და ა.შ. ტიპმა გვერდიდან ხელი ორჯერ მაინც ჩამარტყა. იმედი მქონდა, რომ არ მცემდნენ...
- როგორ ფიქრობთ, იცოდა, რომ ცნობილი ადამიანი ხართ?
- არ ვიცი. საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვარ, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანებს უფრო ურტყამენ, რაც უარესია...
- რა გაძლევთ იმედს და ძალას, რომ თქვენი უფლებები დაიცვათ, ამ ძალადობის მიუხედავად?
- საქართველო არის მამაცი და ძლიერი ქვეყანა. წესიერი და სამართლიანი მომავალი უნდა ჰქონდეს - ამის იმედი მაქვს. არ მინდა, ჩემი შვილი ნაცემს მხედავდეს, მაგრამ მან ასეთი დამინახა...
ეთო ყორღანაშვილი