ანა ჰაუკი - ქართველი "კარმენი" გათხოვდა - გზაპრესი

ანა ჰაუკი - ქართველი "კარმენი" გათხოვდა

ამჟამად ახალდაქორწინებულები გერმანიაში იმყოფებიან...

ანა:

- ქორწილი ვიწრო წრეში გადავიხადეთ. ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის კი გაისად, უფრო დიდი საქორწილო ცერემონია გვექნება.

- ჯერემიასი როგორ გაიცანი?

- შტუტგარტში მეგობართან ვიყავი. აგვისტოს შუა რიცხვებში, იქ ღვინის ფესტივალი ტარდება. ფესტივალზე შემთხვევით მოვხვდი: მეგობართან ერთად ვსეირნობდი. გასართობ ადგილს ვეძებდით. ერთ ადგილას ბევრ ადამიანს მოეყარა თავი. დავინტერესდით, რა ხდებოდა... ფესტივალზე ცოცხალი მუსიკა ჟღერდა, ხალხი მღეროდა, ერთობოდა. ერთ-ერთ მაგიდასთან ოჯახი იჯდა. ვთხოვეთ და მათთან ჩვენც ჩამოვსხედით (ასეთი საქციელი იქ მიღებულია). ამასობაში, 3 ბიჭი მოვიდა, მათ შორის - ჯერემიასი. უბრალოდ, ერთმანეთი გავიცანით... საქართველოში რომ დავბრუნდი, ერთმანეთს მესიჯებით ვეკონტაქტებოდით... შემდეგ ბუქარესტში, გასტროლზე გამგზავრებულს ჯეიმ სიურპრიზი მომიწყო და ჩემთან ჩამოვიდა. ნელ-ნელა ურთიერთობა განვითარდა. დეკემბერში ცოლობა მთხოვა, აგვისტოში კი ხელი მოვაწერეთ. ჩვენ შორის დიდი გრძნობა გაჩნდა და ამ ყველაფრის ახსნა რთულია. ხომ იცით, სიყვარულმა დრო და ადგილი არ იცის.

- გაცნობიდან რამდენ ხანში დაქორწინდით? GzaPress- ერთ წელიწადში. ერთმანეთი შარშან, ზუსტად ამ დროს გავიცანით.

- ჯერემიასი რას საქმიანობს?

- სტუდენტია. ინჟინრის პროფესიას ეუფლება. სწავლას სექტემბრის შუა რიცხვებში ამთავრებს.

- სიყვარული როგორ აგიხსნა?

- თავად გერმანიაში იყო, მე კი - თბილისში. მითხრა, - ასეთი სიშორე ძალიან რთული ასატანია, რადგან ნელ-ნელა ვხვდები, რომ მიყვარდებიო... უცნაური იყო: ერთმანეთი ერთხელ, 2 საათით გვყავდა ნანახი. რეალურად, ერთმანეთს არც ვიცნობდით. არადა, ჩემ გამო, შორს გამოემგზავრა: ვუთხარი, რომ ბუქარესტში გასტროლი მქონდა (სპექტაკლი - "კარმენი" "წავიღეთ"). - რა კარგიაო, - მიპასუხა. მოკლედ, იქ ჩამოვიდა და მომესალმა. მეც მივესალმე (იცინის)... შემდეგ მივხვდი, რომ ეს ის არის, ვინც მე მინდა.

- ცხოვრებას სად აპირებთ?

- ახლა ძირითადად, საბუთების მოგვარებით ვართ დაკავებული. ქართველებს ევროპაში დიდხანს ყოფნის უფლება არ გვაქვს. ქორწინების ვიზას ველოდები, შემდეგ კი მოვიფიქრებთ, რა და როგორ იქნება.

- ჯერემიასი საქართველოში ნამყოფია?

- კი, ოთხჯერ.

ჯერემიასი:

- საქართველო ძალიან ლამაზი, საინტერესო, განსხვავებული, სათავგადასავლო ქვეყანაა. ჩემთვის ყოველი დღე სიახლის მომტანი იყო...

ანა:

- ბევრი ადგილი ვერ ვნახეთ, რადგან შვებულებას რომ იღებდა, მე თეატრში, სპექტაკლებში ვთამაშობდი. ამიტომ ძირითადად, თბილისში ვიყავით. ივნისში რაჭაში წასვლა ძლივს მოვახერხეთ. მინდოდა, იქაურობა მეჩვენებინა. ლამის გაგიჟდა, ისე მოეწონა. ამბობდა, - რა ლამაზიაო!

- ჯერემიას, ანამ ყველაზე მეტად რით მოგხიბლათ?

- პირველად რომ დავინახე, ვიგრძენი, რომ "დაჭერილი" ვიყავი. ანა ძალიან "გახსნილი" პიროვნება გახლავთ. თავადაც ვერ მივხვდი, ისე "დამიჭირა" და მაგნიტივით მიმიზიდა.

- ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობა გაცნობიერებული გაქვთ?

ანა:

- განსხვავებულს საერთოდOვერაფერს ვგრძნობ. უბრალოდ, ახალ გარემოში ვცხოვრობ და ახალი "სახელი" მქვია: ჯერემიასის გვარზე გადავედი - ახლა ანა ჰაუკი ვარ. არადა, ვინმემ ასე რომ მომმართოს, შეიძლება, არც მივხედო. ალბათ 1-2 წელი დამჭირდება შესაჩვევად. გერმანული საერთოდ არ ვიცი. სწავლაც რთულია, რადგან თუკი გერმანულად ლაპარაკი წამოვიწყე, ხვდებიან, რომ ეს ენა არ ვიცი და ინგლისურად მელაპარაკებიან.

- გვარის შეცვლა რატომ გადაწყვიტე? GzaPress- შემეძლო, "ალექსიშვილი-ჰაუკი" ვყოფილიყავი, მაგრამ გერმანელებისთვის ძალიან რთულად წარმოსათქმელია. "ჰაუკი" ლამაზი გვარია. თან, ჯეი ძალიან ბედნიერი იყო, როცა ქორწინების სახლში ჩემი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო. ჯობია, ოჯახის წევრებს საერთო გვარი ჰქონდეთ.

- ჯერემიასის მშობლებმა როგორ მიგიღეს?

- მამა გარდაცვლილი ჰყავს. დედამისი ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს. მას პირველად ნოემბერში შევხვდი. საფრანგეთში ვიყავით. ძალიან ვნერვიულობდი. ჯეის დედამ კარის ზღურბლს რომ გადმოაბიჯა, შემომხედა და გამიღიმა. ჩავეხუტე... მერე მითხრა, შენნაირი საყვარელი ადამიანი არასოდეს შემხვედრიაო (იცინის).

- შენს მშობლებს გერმანელი სიძე მოეწონათ?

- როცა ვთქვი, - გერმანელი ბიჭი მომწონს-მეთქი, დედა ანერვიულდა, - ის 9 მთას იქით არის, "როგორ აგიმღვრევს წყალსაო" (იცინის)? მისი მესმის...Aახლა ძალიან ბედნიერია. ჯეი გაიცნო და მიხვდა, როგორი ადამიანიც არის. საერთოდ, მგონი, ჩვენზე უფროსი თაობის წარმომადგენლები იოლად ხვდებიან, ვინ როგორია, რადგან მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. ჯეი ძალიან ყურადღებიანია. უნდა, რომ ყველაფერი კარგად და ლამაზად იყოს. ყველაფერი იმაზე უკეთ მოხდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა. ჩემი მეუღლე ჩემებმაც შეიყვარეს. დედა მეკითხება, - როგორ ველაპარაკოო? მამა ჯეის ქართულს ასწავლის, დედა (რომელიც რუსი ეროვნების გახლავთ) - რუსულს. ჯეი ორივე ენის ათვისებას ცდილობს. დედას ეუბნება, - "პრივეტ, მამაჩკა", მამაჩემს კი - გამარჯობაო.

- გერმანული ცხოვრების სტილს მოერგე?

- ვერ ვიტყვი, რომ მოვერგე: ზაფხულია, ყველა დასასვენებლად მიდის. მინდოდა, სკოლაში, გერმანული ენის შესასწავლ კურსებზე შევსულიყავი, მაგრამ სკოლა დაკეტილია, სექტემბრამდე ყველა ისვენებს. რაღაც საქმე როცა გაქვს, ასე თუ ისე, ცხოვრების სტილს იგებ, მაგრამ როცა სახლში ხარ და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ გაერთო, ამ ყველაფრისთვის ალღოს აღება რთულია... მეგობრები ძალიან მენატრებიან. თბილისში ყოფნისას ფაქტობრივად, დღე არ გადიოდა, რომ ისინი არ მენახა... ჯეი სამსახურში რომ მიდის, ცოტა ხნით სახლში მარტო ვრჩები. ასეთ დროს ვზივარ და ვცდილობ, რომ გერმანული ენა დამოუკიდებლად ვისწავლო.

- ისე საუბრობ, რომ მგონი, გერმანიაში დარჩენას აპირებ.

- თუ საქმე გამომიჩნდა, ალბათ დავრჩებით, რადგან ოჯახისთვის ეს უკეთესი იქნება. თბილისში რომ ჩამოვიდეთ, ჯეის სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები ექნება. ვნახოთ... გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. თან, ეს თვე მთლიანად ქორწილს და საბუთების მოწესრიგებას დავუთმეთ. ლამის სისხლის ანალიზიც მომთხოვეს.

- გერმანული ქორწილი განსხვავებულია?

- ხელის მოწერის შემდეგ, ვალსი ვიცეკვეთ, შემდეგ საქორწილო ტორტი ერთად გავჭერით. საქართველოშიც ასე ხდება. სახლში შესვლისას ბრინჯი მოგვაყარეს. მგონი, ეს ტრადიცია ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს. მოკლედ, განსხვავებული არაფერია.

- ჯერემიასმა ქართული ცეკვა თუ იცის?

- ამისთვის არ გვეცალა, მაგრამ აუცილებლად ისწავლის. მკითხა კიდეც, - ვალსის მსგავსი საქორწილო ცეკვა თუ გაქვთო? ვუპასუხე, - ცეკვა "ქართული" უნდა შეასრულო-მეთქი. შემპირდა, რომ აუცილებლად ისწავლის.

"კარმენი"

თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის და Mოვინგ თჰეატრე-ის (დიდი ბრიტანეთი) ერთობლივი ნაწარმოები - ქორეო-დრამა "კარმენი" ევროკავშირის განათლებისა და კულტურის პროგრამების საერთაშორისო პროექტი გახლავთ. საქართველოსთან ერთად, პროექტში რუმინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მონაწილეობდა. სპექტაკლი კოტე ფურცელაძემ ბიზე-შჩედრინის მუსიკის ფონზე დადგა. პროექტის წარმომადგენლების მოთხოვნით, პრემიერა ლონდონში, 2012 წლის 23 სექტემბერს გაიმართა, თუმცა, მანამდე, უცხოელი სტუმრებისთვის, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ერთი საჩვენებელი სპექტაკლი მოეწყო...

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ანა ალექსიშვილი (კარმენი), ბაჩო ჩაჩიბაია (ხოსე), აჩიკო სოლოღაშვილი (ტორეადორი), გიორგი ტორიაშვილი (ლეიტენანტი)...

წაბლისფერთმიანმა ანა ალექსიშვილმა თმა წითლად სწორედ "კარმენისთვის" შეიღება. "თმას რომ მიღებავდნენ, მთელი თეატრი ფეხზე იდგა. უკვე მიშრობდნენ, დოი რომ მოვიდა და თქვა: - ვერ ვითმენ, ისე მაინტერესებსო. მეც ვნერვიულობდი. წითელი თმა თეთრი კანის მქონე ადამიანებს უფრო მეტად უხდებათ, მე კი ხორბლისფერი ვარ, მაგრამ მაინც "მოვირგე"; უფრო მეტიც - თმის ახალი ფერი ძალიან მომეწონა, აღფრთოვანებული ვარ! ჰოდა, ჩემი განწყობილება გარშემო მყოფებზეც დადებითად მოქმედებს", - აღნიშნა ანამ "გზასთან" ერთ-ერთ ინტერვიუში. ეთო ყორღანაშვილი, ჟურნალი "გზა"