ლევან ჯავახიშვილი: "ანნას დაბადებას დავესწარი" - გზაპრესი

ლევან ჯავახიშვილი: "ანნას დაბადებას დავესწარი"

- პირველ რიგში, პატარა ანნა ჯავახიშვილის დაბადებას გილოცავთ. ბავშვის სქესი წინასწარ იცოდით თუ ეს თქვენთვის სიურპრიზი იყო?

- არა, სიურპრიზი არ ყოფილა, სქესი წინასწარ ვიცოდით.

- გოგონას სახელი ვინ შეურჩია?

- სახელი წინასწარ მოვიფიქრეთ. ჩემი და მარიამის დიდი სურვილი იყო, ჩვენი პატარა გოგონასთვის ანნა დაგვერქმია.

- მშობიარობას დაესწარით?

- დიახ, დავესწარი. ძალიან მინდოდა, შვილის ამქვეყნად მოვლინება მენახა, პირველივე წუთებიდან მის გვერდით ვყოფილიყავი. ანნა 3 კგ და 500 გ დაიბადა. მარიამს სასწრაფოდ, საკეისრო კვეთა დასჭირდა.

- უკვე 4 შვილის მამა ხართ...

- დიახ, ასეა. მამობა ძალიან კარგი, სასიამოვნო რამ არის.

- დედა-შვილი უკვე შინ არიან?

- კი, უკვე სახლში არიან და თავს მშვენივრად გრძნობენ.

ჩანართი

ანა - სახელი წარმოდგება ძველი ბერძნული და ებრაული სახელებიდან, რაც ქართულად "სასურველს", "სანდომიანს", "საამოს" ნიშნავს. ანა ღვთისმშობელ მარიამის დედას ერქვა და ასევე, ბევრ წმინდანსა და დედოფალს.

ზაზა გაბუნია: "ძიძის შერჩევა საპასუხისმგებლო საქმეა"

ნაძალადევის რაიონის გამგებელს - ზაზა გაბუნიასა და მის მეუღლეს, ნუცა შავლაძეს ახლახან მეორე შვილი შეეძინათ. "გაიცანით ჩემი ქალიშვილი - ლიზა ბარბარე", - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ფოტო საკუთარ "ფეისბუკ"-გვერდზე პოლიტიკოსმა.

ზაზას და ნუცას პირველი შვილი - დამიანე უკვე 5 წლისაა და როგორც მამამისი ამბობს, დღეს უკვე აქტიურად არის ჩართული პატარა დის აღზრდაში.

- მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვინდოდა, მეორე შვილი გოგონა გვყოლოდა და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა. ლიზის დაბადებამ ორივე გაგვაბედნიერა.

- სახელი დედიკომ შეურჩია?

- ჩემს გოგონას 2 სახელი აქვს: ასე ვთქვათ, სამოქალაქო სახელი _ ლიზა და ნათლობის _ ბარბარე. ჩემს მეუღლეს ბავშვობაში ულამაზესი, ლურჯთვალება თოჯინა ჰქონია, რომელსაც ლიზას ეძახდა. ეს სახელი ყოველთვის მოსწონდა და დიდი სურვილი ჰქონდა, თუკი გოგონა გვეყოლებოდა, ლიზა დაერქმია. რაც შეეხება ნათლობის სახელს: ძალიან გვიყვარს წმინდაBბარბარე, ბავშვების მფარველი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ლიზას ნათლობის სახელი ბარბარე ყოფილიყო.

- ახალშობილ ბავშვებს, დახედავენ თუ არა, მაშინვე ამბობენ, - დედას ან მამას ჰგავსო...

- ჰო, მაგრამ ბევრი იმასაც აღნიშნავს, რომ მე და ნუცა ვგავართ ერთმანეთს. ასე რომ, ლიზა-ბარბარე დედასაც ჰგავს და მამასაც (იღიმის)...

- მშობიარობას დაესწარით?

- დიახ, ორივე შვილის დაბადებას დავესწარი.

- დამიანე პატარა დაიკოზე ხომ არ ეჭვიანობს?

- ვიდრე ლიზა დაიბადებოდა, მე და ნუცამ ვიზრუნეთ, რომ და-ძმის შეხვედრა თავიდანვე ხავერდოვანი და ჰარმონიული ყოფილიყო (იღიმის).

- თქვენს მეუღლეს ბავშვების აღზრდაში ძიძა ეხმარება?

- ჯერჯერობით, მხოლოდ ბებიები ეხმარებიან. თუმცა, უკვე მივხვდით, რომ ძიძაც გვჭირდება და უკვე ვეძებთ კიდეც სასურველ კანდიდატურას. დამეთანხმებით, ძიძის შერჩევა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა.

- თავად თუ ხარ ჩართული შვილების აღზრდაში?

- რა თქმა უნდა, ჩართული ვარ. ჩემი "მორიგეობის" პერიოდია დილის 5 საათიდან ლიზას დაძინებამდე (იცინის). ვფიქრობ, ნუცას ასისტენტობას მშვენივრად ვართმევ თავს. აქვე დავამატებ, რომ დამიანე სამაგალითო ძმაა. ის ლიზას ართობს, ეთამაშება და დღის განმავლობაში დედას წვრილმან საქმეებშიც ეხმარება.

სოფო ჭონიშვილი