მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა ხალხური საშუალებებით
*ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 1 კგ შტოში და 200 გ ნიორი, დაუმატეთ 100 გ თაფლი, აურიეთ და გააჩერეთ 3 დღე. მიიღეთ დესერტის კოვზით დღეში 2-ჯერ, ჭამამდე.
*ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ახალგამოწურული ხახვის წვენი და თაფლი. მიიღეთ თითო-თითო ს/კ 2-3-ჯერ დღეში.
*2-3 დაქუცმაცებულ ხახვს დაასხით 300 მლ თბილი გადადუღებული წყალი, გააჩერეთ 7-8 საათი, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 0,5 ჭიქა ნაყენი ჭამის წინ.
*ერთმანეთში აურიეთ 1 კგ შავნაყოფიანი ცირცელი და 2 კგ თაფლი. მიიღეთ დღეში 1 ს/კ.
*ღეჭეთ ლიმონის ცედრა: იგი მდიდარია ეთერზეთებით და აუმჯობესებს გულის მუშაობას.
*ვაშლი ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.
*დღეში 100-150 გ კურაგა მიირთვით.
*ყოველდღიურად მიირთვით ერთი ს/კ თაფლი; შეგიძლიათ გახსნათ 1 ჭიქა თბილ წყალში ან ჭამოთ ხილთან ერთად. თაფლი დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე, აფართოებს გულის სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
*დაჩეჩქვეთ 100 გ ნიგოზი და აურიეთ 2 ს/კ თაფლში. ეს ნარევი გაყავით სამად და მიიღეთ დღის განმავლობაში. ნიგოზი შეიცავს მაგნიუმს (აქვს სისხლძარღვების გამაფართოებელი და შარდმდენი თვისებები), კალიუმს (ორგანიზმიდან გამოჰყავს ნატრიუმი), რკინას, სპილენძს, კობალტს, თუთიასა და 12 ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისათვის.
*ინფარქტის გადატანის შემდეგ რეკომენდებულია დღეში ერთი ნუშის გულის ჭამა.
*აიღეთ 1 კგ თაფლი, 10 ლიმონი, 5 თავი ნიორი. ლიმონებიდან გამოწურეთ წვენი, დაუმატეთ დასრესილი ნიორი, თაფლი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ ერთი კვირა. მიიღეთ 1 ჩ/კ ნარევი დღეში ერთხელ (განსაკუთრებით რეკომენდებულია ძლიერი ქოშინის დროს).
*ერთმანეთში აურიეთ 20 გ ჟენშენის ფესვები და 0,5 თაფლი, გააჩერეთ 1 კვირა, თან - ხშირად-ხშირად ურიეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, მეოთხედი ჩ/კ ოდენობით (განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც ჰემოგლობინი აქვს დაქვეითებული).
*100 გ ხორბალს დაასხით წყალი და დადგით თბილ ადგილას; როცა მარცვლებს 1 მმ სიგრძის ამონაყარი გაუჩნდება, გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ მცენარეული ზეთი, თაფლი და გემოს გასაუმჯობესებლად სხვა კომპონენტები (ქიშმიში, შავი ქლიავის ჩირი და სხვა). მთელი ულუფა მიირთვით დილით.
*1 ჭიქა ასკილის ნაყოფის ნახარშში გაალღვეთ 0,2 გ მუმიო. გაყავით ორად, მიიღეთ დილას და საღამოს. მკურნალობის კურსი შეადგენს 10 დღეს.
*გულ-სისხლძარღვთა ელექსირის მოსამზადებლად საჭიროა: 0,5 კგ თაფლი (უმჯობესია მაისის), 0,5 ლ 70%-იანი სამედიცინო სპირტი, შავბალახა, ბერულა, მატიტელა, გვირილა, ვალერიანის ფესვები ფესურებით, კუნელის ნაყოფი. თაფლი და სპირტი ერთმანეთში აურიეთ, გააცხელეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე (თან მუდმივად ურიეთ), ქაფის წარმოქმნის შემდეგ კი გადმოდგით. 1 ლ მდუღარე წყალში გახსენით 1 ს/კ ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეების ნარევი და ჩაასხით თერმოსში. გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაფილტრეთ და აურიეთ სპირტისა და თაფლის ნარევთან. პირველ კვირას მიიღეთ დილა-საღამოს, თითო-თითო ჩ/კ, მომდევნო კვირის განმავლობაში კი 1 ს/კ. შეისვენეთ 10 დღე, შემდეგ კი კურსი კვლავ გაიმეორეთ. ეს ელექსირი რეკომენდებულია ათეროსკლეროზის, სტენოკარდიის, ჰიპერტენზიის და იშემიის დროს.
*30 გ გახეხილ დინდგელს (პროპოლისი) დაასხით 96%-იანი სპირტი (ისე, რომ დინდგელი დაიფაროს), 1 კვირა გააჩერეთ სიბნელეში (აუცილებლად ოთახის ტემპერატურაზე, რადგან გაცივების შემთხვევაში პროპოლისი კარგავს თავის თვისებებს) და პერიოდულად შეანჯღრიეთ, 1 კვირის შემდეგ კი გაფილტრეთ. ფაფისებურად დასრისეთ 30 გ ნიორი, დაასხით 100 მლ 96%-იანი სპირტი, დადგით ბნელ გრილ ადგილას 10 დღე, პერიოდულად შეანჯღრიეთ, შემდეგ კი გაფილტრეთ. ამ ნარევს დაუმატეთ 2 ს/კ თაფლი, 10 მლ დინდგელის ნაყენი და გულდასმით აურიეთ. მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 კოვზ თბილ წყალში ან რძეში შემდეგი ოდენობით გახსნილი ნაყენი:
I დღეს: საუზმემდე - 1 წვეთი, სადილამდე - 2 წვეთი, ვახშმობამდე - 3 წვეთი.
II დღეს: საუზმემდე - 4 წვეთი, სადილამდე - 5 წვეთი, ვახშმობამდე - 6 წვეთი.
ასე უმატეთ თითო წვეთი, მეხუთე დღის ჩათვლით, შემდეგ კი წვეთების რაოდენობა შეამცირეთ ერთით, მეათე დღემდე ანუ საღამოს 1 წვეთის დალევა მოგიწევთ. მეთერთმეტე დღეს დილას, შუადღეს და საღამოს უნდა მიიღოთ 25-25 წვეთი; მეთორმეტედან მეთექვსმეტე დღემდე დაიწყეთ წვეთების მიღება აღმავალი სქემით ანუ მეთორმეტე დღის დილას - 1, შუადღეს - 2, საღამოს - 3 წვეთი; მეცამეტე დღეს: დილას - 4, შუადღეს - 5, საღამოს - 6 წვეთი და ა.შ. უნდა ახვიდეთ 15 წვეთამდე. მკურნალობა გაიმეორეთ 6 თვის შემდეგ.
*400 გ დასრესილ ნიორს დაუმატეთ 3,5 ლ რძე, მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე (თავდახურულ ჭურჭელში) მანამ, ვიდრე სითხე 0,75 მოცულობამდე არ ამოშრება, შემდეგ კი გაატარეთ საცერში. მიიღეთ გულის ტკივილის დროს, 0,3-0,5 ჭიქის ოდენობით, ყლუპობით, დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას.
*მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადების პირველ დღეს რეკომენდებულია 0,5 ჭიქა სტაფილოს წვენისა და 1 ჩ/კ მცენარეული ზეთის დალევა დღეში 2-ჯერ.
*ინფარქტის შემდეგ ახალგამოწურული სტაფილოს წვენის მიღება საუცხოო საშუალებაა ძალების აღსადგენად. მისი დალევა შეიძლება 0,5-1 ჭიქის ოდენობით, დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. რეაბილიტაციის პერიოდში სასურველია სტაფილოთერაპიის შეთავსება კუნელის დაბალკონცენტრაციის ნაყენთან (ჩაის ნაცვლად).
*დალიეთ დღეში 2-4 ჭიქა არყის ხის კვირტების წვენი.
*ჭარხლის ახალგამოწურული წვენი გააჩერეთ 4 საათი, დაუმატეთ იმავე რაოდენობის თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, 3 ს/კ.
*ბოლოკის წვენს დაუმატეთ თაფლი და მიიღეთ ჭამის წინ, დღეში 3-ჯერ, 2 ს/კ.
*თანაბარი რაოდენობით ჭარხლის, სტაფილოს, ბოლოკის წვენი, თაფლი აურიეთ და მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე (3 თვის განმავლობაში).
*ყოველდღიურად დალიეთ 2-3 ჭიქა ხურმის წვენი.
*დალიეთ თალგამის წვენი თაფლით. თალგამი შეგიძლიათ ჭამოთ ნებისმიერი სახით.