ტედ ტერნერი - ამერიკელების საყვარელი ხულიგანი - გზაპრესი

ტედ ტერნერი - ამერიკელების საყვარელი ხულიგანი

ტედს ბავშვობაში ორი ავტორიტეტი - სარეკლამო ბიზნესით დაკავებული მამა, ედ ტერნერი და... სახელგანთქმული მხედართმთავარი ალექსანდრე მაკედონელი ჰყავდა. თანაც, მამამ მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე მაკედონელზე ბევრად მეტი გავლენა მოახდინა. მშობლიურ ცინცინატიში სამხედროების შვილების დახურულ სკოლაში სწავლისას, სადაც თავიდანვე აითვალწუნეს, ტედს დღისით თანაკლასელები უბაგუნებდნენ, საღამოს კი იმავე მეთოდით მის აღზრდას უკვე მამა განაგრძობდა. ჩამწარებული ბავშვობის მიუხედავად, ტედ ტერნერი მაინც ჯიუტად თვლის, რომ საკუთარი მიზნისკენ შეუპოვარი სვლა სწორედ მამამ ასწავლა.

GzaPressსკოლის დამთავრების შემდეგ ტედს მამამ აუწყა, რომ უნივერსიტეტში მისი სწავლის დაფინანსება ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, შვილის არჩევანმა ტერნერი-უფროსი შოკში ჩააგდო: ტედმა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება და ბერძნული ენის საფუძვლიანად შესწავლა განიზრახა. საბედნიეროდ, ედ ტერნერმა შვილს გადაწყვეტილების შეცვლის აუცილებლობა დაანახვა და ტედმაც არჩევანი მეორედ, უკვე ეკონომიკურ ფაკულტეტზე შეაჩერა. მოკლედ, ედ ტერნერის თავგამოდება რომ არა, შესაძლოა, მსოფლიო CNN-ის გარეშე დარჩენილიყო, ხოლო ტედ ტერნერი დღეს ერთი რიგითი კირკიტა პროფესორი ყოფილიყო. თუმცა, შესაძლოა, ესეც კი საკითხავი გამხდარიყო, რადგანაც ამორალური საქციელის გამო (ღამით, თავის ოთახში, ქალთან შეუსწრეს, რაც მაშინდელი საუნივერსიტეტო წესებით სრულიად მიუღებელი იყო), ტედი უნივერსიტეტიდან მალევე გარიცხეს.

ტერნერი 24 წლის იყო, როცა ვალებში ჩაფლულმა მამამისმა თავი მოიკლა. ამ ტრაგედიამ ტერნერ-უმცროსზე უდიდესი გავლენა მოახდინა და მის შემდგომ ბობოქარ ცხოვრებასაც კი თავისებური გეზი მისცა: ატლანტაში გაემგზავრა და 1963 წლიდან საკუთარი სპორტული მედიაიმპერიის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. მის მთავარ გატაცებად კი საიალქნე სპორტი იქცაDდა 1977 წელს ამ სახეობაში ამერიკის თასიც მოიპოვა.

ორმოცი წლის ასაკმიღწეულ ტედ ტერნერს უკვე მთელი ამერიკა იცნობდა. უფრო მეტიც - ქვეყნის სამხრეთში მდებარე რადიოსადგურისა და სატელევიზიო კომპანიის, აგრეთვე, ბეისბოლის გუნდ "ატლანტა ბრეივზისა" და საკალათბურთო გუნდ "ატლანტა ჰოუკსის" მეპატრონე ტერნერი წარმატებული ბიზნესმენის ერთგვარ ეტალონადაც კი იქცა. მისი ფოტოები ყველაზე პრესტიჟული ჟურნალების გარეკანებს ამშვენებდა და უკვე იმხელა ქონების პატრონი იყო, რომ ამის შემდეგ თითი თითზეც რომ აღარ დაეკარებინა, თავადაც და მისი ხუთი შვილიც ალბათ მთელი დარჩენილი ცხოვრება ყოველმხრივ უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ. მაგრამ ტედს ულევი ენერგია მოსვენებას არ აძლევდა და 1970 წელს კომპანია Atlanta TV Station-ში ტელევიზიის ისტორიაში პირველი თანამგზავრული კავშირის სისტემა დააყენა, რომლის მეშვეობითაც თავიდან მხოლოდ სპორტულ ახალ ამბებს აშუქებდა.

1978 წელს ტედ ტერნერი სადღეღამისო ახალი ამბების არხ CNN-ის (Cable News Network - საკაბელო ახალი ამბების ქსელი) შექმნას შეუდგა, რისთვისაც პირველ ხანებში 100 მილიონი დოლარის დახარჯვა გადაწყვიტა. მთელი ორი წლის განმავლობაში, სანამ არხის ეთერში გაშვებისთვის მზადება მინდოდა, ახლობლები ტედს ამ "უაზრო ახირებაზე" ხელის აღებას ურჩევდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ სისულელეს სჩადიოდა და ქონებას ტყუილად ანიავებდა. მაგრამ სტარტიდან სულ რამდენიმე წელში CNN-მა, ტერნერის ყველა სხვა პროექტის მსგავსად, მოგების მოტანა დაიწყო. 1982 წელს კი ტედ ტერნერი უკვე ჟურნალ Forbes-ის მიერ შედგენილი, ამერიკის 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში შეიყვანეს. საოცრად წარმატებული CNN-ის ჟურნალისტების ძირითადი ბირთვი იმ მაღალი კლასის პროფესიონალებისგან ჩამოყალიბდა, რომლებიც იმხანად სხვა, ბევრად უფრო რესპექტაბელური ტელეარხებიდან სულ სხვადასხვა მიზეზით დაითხოვეს, კერძოდ, იმის გამოც, რომ ყველაფერს ჯინსის ტანსაცმლით სიარულს ამჯობინებდნენ, მხოლოდ იმას იღებდნენ და აშუქებდნენ, რასაც თავად თვლიდნენ საჭიროდ, ყველაფერზე საკუთარი (არცთუ იშვიათად - მთავრობის საპირისპირო) შეხედულება ჰქონდათ და, როგორც წესი, არც დიდი უმწიკვლობით გამოირჩეოდნენ. ერთი სიტყვით, რევოლუციურად მიჩნეული ახალი არხის თანამშრომლები ისეთივე თავაშვებული ხულიგნები იყვნენ, როგორიც თავად ამ არხის პრეზიდენტი. და თუ ვინმეს აღიარებაზე მიდგებოდა საქმე, ასეთად მხოლოდ ისევ ტერნერს თუ მიიჩნევდნენ. "თუ ტედი იწინასწარმეტყველებს, რომ მზე დასავლეთიდან ამოვა, თავიდან გაგეცინებათ და იტყვით, რომ ეს არაფრით მოხდება, მაგრამ მეორე დღეს უთუოდ გამთენიისას ადგებით, რადგან მსგავსი სასწაულის გამოტოვების შეგეშინდებათ", - შენიშნა ერთხელ CNN-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა. CNN-ის კორესპონდენტები უკან არასდროს, არანაირი საფრთხის წინაშე არ იხევდნენ. უფრო მეტიც: ინფორმაციის მოპოვებისას მათთვის სიტყვები, - "დაუშვებელია", "არ გამოვა", "არ შეიძლება" - საერთოდ არ არსებობდა. ტერნერი კი, რომლისთვისაც მთავარი ყოველთვის შემოსავალი იყო, თავისი მედიასტრუქტურების სარედაქციო პოლიტიკაში არასდროს ჩარეულა.

GzaPressCNN-მა ოპერატიულობაში, გადაცემული ინფორმაციის სრულყოფილებასა და უტყუარობაში პირველობასაც მალევე მიაღწია. თანაც, ყველაფერთან ერთად, ამ არხზე ინფორმაციას ყოველგვარი მიკერძოების, ცენზურისა და ხშირად, კომენტარების გარეშეც კი გადასცემდნენ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, შექმნიდან სულ რამდენიმე წელიწადში CNN-ი მთელი მსოფლიოსთვის ახალი ამბების უპირველეს მიმწოდებლად იქცა და დღემდე ასე გრძელდება. მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტმა სპარსეთის ყურეში დაწყებული დაბომბვის დაწყების შესახებ სწორედ CNN-ის მეშვეობით შეიტყო, ხოლო როცა ერაყის თავზე ამერიკული ბომბების ცვენა დაიწყო, კანადის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჟილბერ ლავუამ აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივან მარლინ ფიცოუტერს დაურეკა და ჰკითხა: "რით ხართ ამჟამად დაკავებული?" "რითიც თქვენ, - უპასუხა ფიცოუტერმა, - CNN-ს ვუყურებ". ამბობენ, რომ ვატიკანის საზოგადოებრივი კავშირების საბჭოს პრეზიდენტი, არქიეპისკოპოსი ჯონ ფოული ყოველდღე დილის ექვს საათზე რთავდა CNN-ს, რათა ზუსტად სცოდნოდა, თუ იმ "დღეს ვისთვის უნდა ელოცა". პანამაში ამერიკის შეჭრის გამო საბჭოთა კავშირის პროტესტის შემცველი ტექსტი კი საბჭოთა კავშირის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ ჯერ CNN-ს და მხოლოდ ამის შემდეგ ამერიკის საელჩოს გაუგზავნა.

ახალი არხის აუდიტორია და მისი შემოსავლები გამუდმებით იზრდებოდა, რამაც ტედ ტერნერს 1985 წელს კინოსტუდია Metro Goldwin Meyer-ის 1,5 მილიარდ დოლარად ყიდვის საშუალება მისცა, თუმცა, კინოსტუდია მეტისმეტად წამგებიანი აღმოჩნდა, ამიტომ მაგნატმა ის მალევე გაყიდა.

1988 წელს ტერნერმა თავისი ბიზნესის გაფართოება განაგრძო და გასართობი საკაბელო არხი - თNთ შეიძინა. ასე შეიქმნა ჰოლდინგი - თურნერ Bროადცასტინგ შყსტემ (თBშ). 1996 წელს ტედმა თBშ-ი კორპორაცია თიმე Iნც-ს 7,4 მილიარდ დოლარად მიჰყიდა. თიმე Iნც-ის კინოსტუდია ჭარნერ Bროტჰერს-თან შერწყმის შემდეგ, ტედ ტერნერმა ახალ ჰოლდინგ თიმე ჭარნერ-ში ვიცე-პრეზიდენტის ადგილი და აქციების 10% მიიღო. ახალი ამბების თანამგზავრული ტელეარხ CNN-ის გარდა, თიმე ჭარნერ-ს საკაბელო ტელეარხები, კინოსტუდიები, ხმის ჩამწერი სტუდიები, ჟურნალები - Time, People, Sports Illustrated, Fortune, Life, Money, Newsweek და კიდევ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში გამომავალი სამ ათეულამდე გამოცემა ეკუთვნის. 2000 წელს თიმე ჭარნერ-ი უმსხვილესმა ამერიკულმა ინტერნეტკომპანია America Online Inc.-მა შეიძინა.

CNN-ის შექმნის გარდა, ტედ ტერნერს მსოფლიო იცნობს როგორც ჰოლივუდის სახელგანთქმული ვარსკვლავის, აერობიკის შემქმნელისა და მშვიდობისთვის აქტიური მებრძოლის, ჯეინ ფონდას ქმარს (უფრო სწორად, უკვე ყოფილ ქმარს). ტერნერი და ფონდა 1991 წელს დაქორწინდნენ და ჟურნალმა Pეოპლე ისინი მაშინვე წლის ყველაზე ძლევამოსილ წყვილად დაასახელა. ქორწილი ფლორიდაში, ტედის უზარმაზარ პლანტაციაში, ჯეინის 54 წლისთავის დღეს გადაიხადეს. ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლ-ქმარმა ერთმანეთზე გული საგრძნობლად აიყარა. კიდევ სამი წლის შემდეგ კი ტედი და ჯეინი გაიყარნენ. დაშორების მიზეზებზე საუბარს ორივე თავს არიდებს. თუმცა, ერთხელაც ტერნერმა ჟურნალისტს მიანიშნა, ცოლი ჩემი ველური გამოხდომებით დავღალეო. "ჯეინს უნდოდა, რომ წმინდანი ვყოფილიყავი, - შენიშნა ტედმა. - მაგრამ წმინდანი არ ვარ".

ბოლო წლებში ტედ ტერნერი დროის დიდ ნაწილს საქველმოქმედო პროექტებსა და კერძო

საინვესტიციო საქმიანობას უთმობს, რასაც მხოლოდ თავის პირად ქონებას ახმარს. "ხელგაშლილობა ყოველთვის მიზიდავდა და მსიამოვნებდა, - ირწმუნება იგი. - და როგორც კი რაღაცისთვის ფულს გავცემდი, უმალ გაცემულზე მეტს ვშოულობდი".

ამერიკაში მედიამაგნატი ტედ ტერნერი ზუსტად იმდენადვე უყვართ, რამდენადაც მეორე მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი სძულთ. საშუალო ამერიკელს ტედი ბევრი რამით და, პირველ რიგში, ალბათ, მაინც საკუთარი ყოვლისშემძლეობის განუმეორებელი რწმენით უჩვილებს გულს. "ჩამავლეთ სახელოში ხელი და მთვარეზე ერთად გავფრინდებით", - ირწმუნება იგი.

რუსუდან ლებანიძე