ეროტიკის მეფე
font-large font-small
ეროტიკის მეფე
ჩვეულებრივი ნივთის გასაყიდ საქონლად გადაქცევას სათანადო შეფუთვა, სავაჭრო მარკა, შთამბეჭდავი რაოდენობა და კარგი სამომხმარებლო თვისებები რომ სჭირდება, დღეს ალბათ, ცოტა ვინმემ თუ არ იცის.
მაგრამ თვით გასაყიდი ნივთის ზუსტად შერჩევა ხშირად ამ საქმეში გამობრძმედილთაც კი საკმაოდ უჭირთ. როგორც ჩანს, ეს მაინც განსაკუთრებული ნიჭია, რომლის ქონის ბედნიერებითაც იღბალი მხოლოდ ერთეულებს თუ ანებივრებს.

XX საუკუნის შუა ხანების სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრიის ნამდვილ ბუმგადავლილ ამერიკაში სწორედ ერთი ასეთი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე იკითხა, თუკი მანქანისა და სიგარეტის გაყიდვა შეიძლება, ეროტიკა რატომღა არ უნდა გავყიდოთ? პორნოგრაფია კი არა, ისეთი ლამაზი და დახვეწილი საქონელი, როგორიც ეროტიკააო, და საქმესაც მაშინვე შეუდგა. დღეს უზარმაზარი აყვავებული იმპერიის მქონე ამ ადამიანს, გამომცემელს, ჟურნალ "პლეიბოის" დამაარსებელსა და შეფ-რედაქტორს, აგრეთვე, კომპანია Pლაყბოყ Eნტერპრისეს-ის დამაარსებელ ჰიუ ჰეფნერს, მეტსახელად ჰეფს მთელი მსოფლიო იცნობს ეროტიკის ინდუსტრიის მეფედ და ძირითადად ასეც მოიხსენიებს.

GzaPressჰიუ ჰეფნერის მშობლების - გრეის კეროლაინ სოუნსისა და გლენ ლუსიუს ჰეფნერის კონსერვატიზმით სახელგანთქმული გვარები ამერიკის რელიგიურ წრეებში საკმაოდ კარგად იყო ცნობილი. მათ წინაპრებს შორის არაერთი ცნობილი რელიგიური მოღვაწე, კერძოდ, პურიტანული ეკლესიის გამოჩენილი მასაჩუსეტსელი პატრიარქები - უილიამ ბრედფორდი და ჯონ ვინტონი იყვნენ. ამ უდიდესი პურიტანელი ბურჯების პირდაპირი შთამომავალი ჰიუ მარსტონ ჰეფნერი 1926 წლის 9 აპრილს, ჩიკაგოში დაიბადა. საშუალო სკოლაც იქვე დაამთავრა. სკოლაში სწავლით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც ნიჭიერ მოსწავლედ ითვლებოდა, რადგან მისი IQ, იმ დროს მოდაში შემოსული ინტელექტის დონის განმსაღვრელი ტესტების საზოგადოდ მიღებული ნორმის - 100-110-ის პირობებში, 152-ს აღწევდა. ნიჭის გარდა ჰიუს ენერგიაც მოჭარბებულად ჰქონდა და ამიტომაც, მის დასახარჯად კედლის გაზეთის გამოშვება და კარიკატურებისა და შარჟების ხატვა დაიწყო.

1944 წელს ჰეფნერი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, სადაც ძირითადად, ისევ კარიკატურების ხატვით იყო დაკავებული. ამ საქმემ ბოლოს იმდენად გაიტაცა, რომ დემობილიზაციის შემდეგ ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტთან არსებული, ანატომიის ხანმოკლე საზაფხულო კურსები გაიარა, მათი დასრულების შემდეგ კი სწავლა ილინოისის უნივერსიტეტის სამხატვრო ფაკულტეტზე განაგრძო.

1949 წელს ჰეფნერმა ცოლი მოიყვანა და ოჯახის სარჩენად ჩიკაგოს მუყაო-ქაღალდის კომპანიაში მენეჯერის ასისტენტად მუშაობა დაიწყო. თუმცა, მუყაოს გაყიდვა მალევე მოსწყინდა და როგორც კი შანსი მიეცა, მაშინვე ცნობილი მოდური ჟურნალის - Eსქუირე სარეკლამო განყოფილებაში გადაინაცვლა, სადაც სლოგანების შეთხზვა, კლიენტებთან ენერგიული რეკვა და სარეკლამო ტექსტების წერა ევალებოდა. მიუხედავად იმისა, რომ Eსქუირე-ში ჰეფნერი "ძალზე იმედისმომცემ თანამშრომლად" მალევე აღიარეს, მისთვის ხელფასის მომატება მაინც არავის უფიქრია და კვირაში ისევ 60 დოლარს უხდიდნენ.

1951 წლის იანვარში Eსქუირე-ის ოფისი ნიუ-იორკში გადავიდა და ახალი თანამშრომლების შემოკრება დაიწყო. მართალია, ჰეფნერი სამსახურში დატოვეს, მაგრამ როგორც კი ხელფასის მომატება ითხოვა, უმალ ცივი უარი სტკიცეს. გაცოფებულმა ჰიუმ რედაქციის კარი გამოიჯახუნა და ისიც მაშინვე დაასკვნა, რომ უთუოდ საკუთარი ჟურნალი უნდა გამოეშვა და ამ მიზნით თავის ძველ კლიენტსა და ძმაკაც ჯონ ბაუმგარტს მიაკითხა. ბაუმგარტს ლამაზმანების გამოსახულებიანი კალენდრების გამომშვები პატარა კომპანია ჰქონდა, თუმცა, საქმე მაინცდამაინც კარგად ვერ მიუდიოდა, ამიტომაც ჩიკაგოს გარეუბანში მდებარე მისი სახლი უკვე გვარიანად მტვერდადებული ძველი კალენდრებით იყო გადავსებული. დაბუშტულტუჩებიანი და მკერდსავსე გოგონების ფოტოების

ერთ-ერთ შეკვრაში ჰეფნერს ერთი ქერათმიანი გოგონას ფოტო მოხვდა თვალში, რომელმაც რაღაცით, პირველი, სკოლის დროინდელო სიყვარული მოაგონა. "ეს ვინ არის?" - ჰკითხა მან ძმაკაცს. "ეს?.. - უხალისოდ დახედა ფოტოს ჯონმა. - არაფრით გამორჩეული დამწყები მსახიობია. ასეთებს ჰოლივუდში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდები". სექსუალური ქერათმიანი გოგონა ჯინ მორტენსონი, რომელმაც კომპანია XX ჩენტურე Fოხ-თან კონტრაქტზე ხელმოწერისას "მერილინ მონრო" დაირქვა და ჯერ სულ რამდენიმე მოსაწყენი როლი თუ ჰქონდა ნათამაშები ასეთივე მოსაწყენ ფილმებში, მაშინ მართლაც დიდად არაფრით გამოირჩეოდა. ასე რომ, ჯონსაც დიდხანს აღარ უვაჭრია და ჰიუს გოგონას ფოტო 50 დოლარად დაუთმო. ამ ფოტოს თავისი ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნება ჰეფნერმა ისე გადაწყვიტა, რომ არათუ პუბლიკაციის შინაარსი, არამედ სახელიც კი არ ჰქონდა მოფიქრებული.

თავიდან ჰეფნერს წარმატებული უცოლო მამაკაცებისთვის განკუთვნილი ჟურნალისთვის შტაგ Pარტყ-ის დარქმევა სურდა, მაგრამ იმ დროს უკვე არსებულ მამაკაცების ჟურნალ შტაგ Mაგაზინე-თან კონფლიქტს მოერიდა და თავის პირმშოს, რაც თავში პირველად მოუვიდა, ის ანუ - Pლაყბოყ დაარქვა.

"პლეიბოის" პირველი ნომერი 1953 წლის დეკემბერში, 70 000-იანი ტირაჟით გამოვიდა. ჰეფნერს ჟურნალის პირველი გამოშვების წარმატების იმდენად ეეჭვებოდა, რომ ნომერიც კი არ დაუსვა. მაგრამ ეჭვი უსაფუძვლო აღმოჩნდა და პირველივე კვირაში ტირაჟის მეოთხედი გაიყიდა, მერილინ მონრო კი ლამის მთელმა ამერიკამ გაიცნო და ჰენრი ჰატაუეის სახელგანთქმულ ფილმ "ნიაგარაში" თავისი ნიჭის შესატყვისი როლიც მალევე მიიღო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, "პლეიბოიმ" დამწყები მსახიობი მერილინ მონრო ვარსკვლავად, სექსუალური მეამბოხე ჰიუ ჰეფნერი კი დამწყებ ვარსკვლავურ გამომცემლად აქცია.

"პლეიბოის" სიმბოლო - კურდღელი ბანი, რომელიც ჟურნალის სამხატვრო დირექტორმა არტურ პოლმა ოდნავ მოგვიანებით შექმნა და რომლის გამოსახულებიანი ათასნაირი ნივთი და აქსესუარი მთელ მსოფლიოს მალევე მოედო, ჰეფნერის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ახირებაა. 1970-იან წლებში, როცა ის უკვე სახელგანთქმული და მდიდარი იყო, შავი ხისგან თვითმფრინავი "ბიგ ბანი" დაამზადებინა და "პლეიბოის" ჩიკაგოს შტაბბინიდან ლოს-ანჯელესში, ახალი ყოველკვირეული სატელევიზიო შოუს - "პლეიბოი" დაბნელების შემდეგ" გადაღებაზე დაფრინავდა ხოლმე. "ბიგ ბანი" მისი კლასის თვითმფრინავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, და ყველაზე ძვირად ღირებულიც (55 მილიონი დოლარი) იყო. მის ბორტზე, საგანგებო სუფრების გასაშლელად, ძვირად ღირებული სუპერთანამედროვე სამზარეულო მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ასევე საგანგებოდ იყო აღჭურვილი მისი სასტუმრო, საცეკვაო, კინო- და ვიდეოდარბაზები და 16 სტუმარზე გათვლილი საძინებელი სათავსოებიც კი ჰქონდა. თავად ჰეფნერს თვითმფრინავის ბორტზე მდიდრულსაშხაპიანი საკუთარი ოთახი ჰქონდა მოწყობილი. ოთახში უზარმაზარი ოვალური საწოლი იდგა, რომელსაც უძვირფასესი ბეწვისგან დამზადებული ისევ და ისევ მისი უსაყვარლესი ბანისგამოსახულებიანი გადასაფარებელი ამშვენებდა. და აბა, ამის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ ჟურნალმა Lოოკ ამ თვითმფრინავს "მსოფლიოში ყველაზე ექსტრავაგანტური სათამაშო" უწოდა. თუმცა, არც იმის ხაზგასმა დავიწყნია, რომ ეს ძვირფასო "სათამაშო" "მფლობელის საფირმო მარკის საჰაერო რეკლამის ეფექტური საშუალებაც" იყო.

GzaPress"ბიგ ბანის" შემდეგ ჰეფნერმა თავისი მკითხველისთვის, რომელსაც ყოველთვის პატივმოყვარე ინტელექტუალად თვლიდა, ახალი ნოუ-ჰაუ - პენტჰაუზი შექმნა, რომელიც ძალიან მალე თავისუფალი ფიქრისა და შემოქმედების იდეალურ ხორცშესხმად და უცოლო მამაკაცის იდეალური საცხოვრებლის განსახიერებად იქცა. ცოტა უფრო მოგვიანებით კი, როცა "პლეიბოი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალი გახდა, მის ფურცლებზე სრულიად უგუნური იდეაც - "პლეიბოის" პორტატული პლეიჰაუზი გამოჩნდა და უწინდებურად მილიონების გონება დაიპყრო. შვებულებისა და არდადეგების გასატარებელი, თითქოს ფანტასტიკური ფილმიდან გადმოსული, მფრინავი თეფშის მსგავსი ამ საცხოვრებლით, რომელიც ვერტმფრენის დახმარებით, ჰაერში სულ ადვილად ადიოდა, მთელ მსოფლიოში მოგზაურობა, ნებისმიერ ადგილზე დაშვება და დასვენება იყო შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალის პოპულარობა განუწყვეტლივ იზრდებოდა და ბანიც მსოფლიოს იპყრობდა, ჰეფნერი მაინც ჯიუტად თვლიდა, რომ ეროტიკა "პლეიბოისთვის" მხოლოდ ლამაზი მოსართავი იყო და ყველაფერი ახლის მკითხველამდე დაუყოვნელივ მისატანად გამუდმებით წინმსწრები ნაბიჯებით სიარული იყო საჭირო. ამიტომაც, მალე ჟურნალის ფურცლებზე მის მსუბუქ შინაარსთან ერთი შეხედვით სრულიად შეუსაბამო ადამიანებმა დაიწყეს გამოჩენა და ფრიად სერიოზულ თემებზეც ალაპარაკდნენ. მაგალითად, მარტინ ლუთერ კინგი-უმცროსი შავკანიანების პრობლემებს მიმოიხილვდა, ფიდელ კასტრო კი ამერიკული კაპიტალიზმის ავ-კარგზე მსჯელობდა. უფრო მეტიც, ამ პერიოდის "პლეიბოიში" მსუბუქ თემებზე უკვე თვით შოუბიზნესის ზოგიერთი ვარსკვლავიც კი (მაგალითად, ფრენკ სინატრა ანდა ბობ დილანი) აღარ ლაპარაკობდნენ.

1960-იანი წლების შუა ხანებსა და 1970-იანი წლების დასაწყისში, პაციფისტური და ჰიპების მოძრაობების გაფურჩქვნის პერიოდში, "პლეიბოიში" თვით მოდური ახალგაზრდობის გულთამპყრობელი, სახელგანთქმული ენდი უორჰოლიც კი გამოჩნდა. ბევრი ქალაქის სენატორიც სწორედ ამ ჟურნალის მეშვეობით მსჯელობდა ვიეტნამში ომის უაზრობასა და ნარკოტიკების მავნებლობაზე. თავად ჰეფნერმა კი, აქაოდა, ისიც ხომ მამაკაციაო, უყურადღებოდ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალიც კი არ დატოვა და 1976 წელს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯიმი კარტერმა "პლეიბოის" საქვეყნოდ გაუმხილა, ბევრი ქალისთვის შემიხედავს ჟინით, მაგრამ იმედი მაქვს, ყოვლისშემძლე უფალი ამ სავსებით გასაგებ ცხოვრებისეულ სისუსტეს მაინც მაპატიებსო.

ჟურნალი საკულტო გახდა,Hჰეფნერმა კი, სხვასთან ერთად, ფოტომოდელის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი შემოქმედებითი პროფესიის კულტის რეკლამირებაც აქტიურად დაიწყო.

შოუბიზნესისა და კინოს ბევრი ვარსკვლავისთვის "პლეიბოი" ერთგვარ სასტარტო მოედნადაც კი იქცა. მათ შორის იყო მადონაც, რომელიც თავიდან სწორედ მოდელად მუშაობით შოულობდა ფულს. 1979 წელს გადაღებული მისი ფოტოები "პლეიბოიში" 1985 წლის სექტემბერში გამოჩნდა. შედეგად, მადონამ არნახული ხმაური გამოიწვია, ჟურნალის ის ნომერი კი ამერიკაში ბესტსელერად იქცა. რაც შეეხება სინდი კროუფორდს, რომელიც "პლეიბოიში" თავისი ფოტოების გამოქვეყნებაზე კარგა ხანს ოცნებასაც კი ვერ ბედავდა, ჟურნალის ფურცლებზე გამოჩენისთანავე მსოფლიოში ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიუ ჰეფნერის მეგობრებს შორის, რომლებმაც მის გამოცემას სხვადასხვა დროს მისცეს ინტერვიუ და "პლეიბოის" კლუბის აქტიური მონაწილეებიც იყვნენ, ძალიან ბევრი ცნობილი და ფრიად სერიოზული ადამიანი (ფერდინანდ და იმელა მარკოსები, დანიელ ორტეგა, იასირ არაფატი, ჯონ ლენონი და ბევრი სხვა) ფიგურირებს, თავად სერიოზულობით დიდად არ გამოირჩეოდა და გართობითაც, რომელშიც ხშირად თავის თანამშრომლებსა და "პლეიბოის" კლუბის ყველაზე უფრო მდიდარ და სახელგანთქმულ წევრებსაც რთავდა, ყოველთვის გულიანად და შთამბეჭდავად ერთობოდა. ჰეფნერი გარშემო მყოფთ თავისი ჩაცმულობითაც ხშირად აოგნებდა. ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში პიჟამის მსგავს ფართო "ბალახონს" იცვამდა, რომლითაც ზოგჯერ უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებაზეც კი ცხადდებოდა. სამაგიეროდ, ახლო მეგობრებს მხოლოდ სმოკინგში გამოწყობილი ხვდებოდა. "რას იზამ! - ეჩურჩულებოდნენ ხოლმე ერთმანეთს მისი შემხედვარე ადამიანები. - ალბათ, ესეც მილიონერის ახირებაა".

1986 წელს ჰიუ ჰეფნერს ჯანმრთელობა სერიოზულად გაუუარესდა და ექიმებმაც მხოლოდ დიეტური "პეპსის" სმა და ცოტა უფრო მშვიდად ცხოვრება ურჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობა მძიმე და ხანგრძლივი აღმოჩნდა, ჰეფნერმა მას მაინც "იღბლიანი" უწოდა. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა "ბერბიჭამ" (ჰეფნერი ცოლს ჯერ კიდევ 1959 წელს გაეყარა, თუმცა, წლების მანძილზე არაერთ ნორჩ გოგონასთან და ზოგჯერ რამდენიმესთან ერთდროულადაც კი ცხოვრობდა!) მაშინ ნამდვილი მეგობარი ქალი - კიმბერლი კონარდი იპოვა. ეს სახელგანთქმული ფოტომოდელი 1989 წელს ჰეფნერს ცოლად გაჰყვა და მთელი ათი წელიც გაუძლო.

2010 წელს ჰიუ ჰეფნერი "პლეიბოის" 25 წლის მოდელ კრისტალ ჰარისზე დაინიშნა. ქორწილი 2011 წლის 18 ივნისს უნდა შემდგარიყო, მაგრამ 14 ივნისს გოგონამ გადაიფიქრა. ჰეფნერი აბა, რისი ჰეფნერი იქნებოდა, ბედს ასე ადვილად დანებებოდა. 2012 წლის 31 დეკემბერს კრისტალზე მაინც იქორწინა და დღემდე მასთან ერთად ტკბება სიცოცხლით. თუმცა, 89 წლის "ეროტიკის მეფეს" ხანდახან სიკვდილზე ფიქრიც ეძალება ხოლმე. ის კი არა და, მერილინ მონროს საფლავის გვერდით თურმე, ადგილიც შეისყიდა, ანდერძში კი ჩაწერა, რომ "ასი წლის შემდეგ" სწორედ მის გვერდით დაასაფლავონ...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი