არის თუ არა ასტროლოგია მკითხაობა?
font-large font-small
არის თუ არა ასტროლოგია მკითხაობა?
"ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პროფესიული არჩევანი გამართლებულია", - ამბობს ასტროლოგი სოფო ბზეკალავა, რომელიც "პალიტრამედიის" თანამშრომელი და ასტროლოგიური საიტის - ასტროლოგი.გე-ს რედაქტორია.
საერთოდ, ამ სფეროს, მით უმეტეს - საქართველოში ძალზე ცოტა სპეციალისტი ჰყავს, რადგანაც სპეციფიკური დარგია. სოფო ჩვენში, ამ სფეროში ერთადერთი ქალბატონია, ვისაც ვიცნობ.

- ვფიქრობ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია "ერთადერთი ქალი ასტროლოგი", რადგანაც ამ სფეროში ნამდვილად არ მივიჩნევ თავს ერთადერთად. არიან ადამიანები, ვისაც ეს დარგი სიღრმისეულად აქვს შესწავლილი, აინტერესებს და მათ შორის ერთ-ერთი ვარ. თანაც, ყოველთვის ვამბობ, რომ ასტროლოგი კი არა, ასტროლოგიის პოპულარიზატორი უფრო ვარ. ზოგს ის საერთოდ, მკითხაობაში ერევა, რაც თავისთავად, აბსურდია. ასტროლოგია არის ისეთივე საჭირო და ნებისმიერი ადამიანისთვის პრაქტიკაში კარგად გამოსაყენებელი დარგი, როგორიც - ფსიქოლოგია. ის ეხმარება ადამიანს, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და იმუშაოს ნაკლოვანებებზე. ამ სფეროს ცოდნა ასევე გვეხმარება, შევისწავლოთ ადამიანთა ფსიქოტიპები, რაც შესაბამისად, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაშიც დაგვეხმარება.

- ჩვენთან მგონი, არც არსებობს სასწავლებელი, სადაც ადამიანი ამ სფეროს დაეუფლება. საიდან დააგროვე ეს ცოდნა? ასევე საინტერესოა, ამ დარგის მიმართ შენი საოცარი ინტერესი რამ გააჩინა?
GzaPress- პროფესიულ დონეზე საქართველოში ასტროლოგიას ვფიქრობ, ვერსად ისწავლი. არის ხალხი, ვინც ამ სფეროში კარგად ერკვევა, მაგრამ სერიოზული ასტროლოგიური სკოლა, როგირიცაა რუსეთსა და უკრაინაში, არ არსებობს. იქ კი მოწინავე პოზიციაზეა ეს სფერო. ასტროლოგიის სწავლა (როგორც ვთქვათ, ენების, კულინარიის, კერვის) არც შეიძლება. ასტროლოგს სპეციფიკური აზროვნება და ძლიერი ინტუიცია სჭირდება. შესაძლოა, ზედმიწევნით შეისწავლოთ ასტროლოგიური ფორმულები, მაგრამ მაინც ვერ დადგეთ კარგი სპეციალისტი. რაც შეეხება ამ სფეროთი ჩემს დაინტერესებას, სკოლის პერიოდიდან მქონდა ასტროლოგიის მიმართ უდიდესი ინტერესი. წიგნი - "ეძიე ვარსკვლავი შენი" - ამ თემაზე ერთადერთი იყო და გადაღეჭილი მქონდა. ყველას ვეკითხებოდი ჩემ გარშემო ზოდიაქოს ნიშანს, მერე ვადარებდი მათ ნიშან-თვისებებს. წლების მანძილზე არ გამნელებია ამ სფეროს მიმართ ინტერესი, თუმცა პარალელურად, სხვა საქმეებსაც ვაკეთებდი და შესაბამისად ხანდახან ყურადღებას ვადუნებდი, მაგრამ ნებისმიერ ურთიერთობაში ვიჭერდი თავს, რომ შინაგანად მაინც ვითვალისწინებდი ასტროლოგიურ მიდგომებს და ეს ძალიან მეხმარებოდა. ამან გამოიწვია, რომ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა მეგობარმა ჩემი კანდიდატურა ასტროლოგიური საიტის რედაქტორის პოზიციაზე "პალიტრამედიის" ხელმძღვანელობას წარუდგინა. სამყარო კანონზომიერია და ამას ნებისმიერი ასტროლოგი დაგიდასტურებთ. თავის დროზე, როცა ჩემს პირად ასტროლოგიურ "პასპორტს" ვსწავლობდი, არაერთხელ ვნახე მაჩვენებლები, რომლებიც მიუთითებდა, რომ ამ სფეროში სერიოზული ცოდნა უნდა მიმეღო და დამეგროვებინა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, სხვა პროფესიული საქმიანობით ვიყავი დაკავებული და შესაბამისად, არ ჩამითვლია ეს სერიოზულ ინფორმაციად. ამასთან, მაშინ, ჩემი ცოდნა პროფესიული კუთხით არც ისე დიდი იყო. როცა საიტის რედაქტორობა შემომთავაზეს, გადავწყვიტე, რომ საკითხს მთელი სერიოზულობით მივდგომოდი და ონლაინ-სწავლების კურსი ნიჭიერ რუს ასტროლოგთან - ნატალია ჩაიკოვსკაისთან გამევლო, რომელიც სამწუხაროდ, გასულ ზაფხულს გარდაიცვალა, მაგრამ ახლო და უშუალო კავშირი მაქვს ბევრ რუს და უკრაინელ ასტროლოგთან. ამ ადამიანებისგან ბევრი რამ ვისწავლე. ასტროლოგია მომავლის პროფესიაა, ამიტომ ასტროლოგი არასოდეს უნდა გაჩერდეს და მუდმივად უნდა გაიფართოოს ცნობიერების საზღვრები. თან, ეს სფეროც ამოუწურავია, უზომოდ საინტერესო და რთული. რაც მეტს სწავლობ და ეცნობი, მით უფრო აზარტი ჩნდება, მეტი და მეტი გაიგო.

- ისე, რა პროფესია გაქვს?
- სამხატვრო აკადემია დავამთავრე. დიპლომის მიხედვით, ხელოვნებათმცოდნე ვარ და ამ პროფილითაც მიმუშავია და დღემდე სიამოვნებით ვმუშაობ რეცენზიებზე, თუკი ამის საშუალება არის...

- ყოველთვის ზუსტი ხარ პროგნოზებში?
- ასტროლოგია ვარაუდის მეცნიერებაა, ამიტომ არც ერთი კარგი ასტროლოგი არ გეტყვით, რომ ესა თუ ის პროგნოზი ასი პროცენტით ახდება. ადამიანებს ვეუბნებით, რა შეიძლება მოხდეს. თუმცა, რეალურად, ყველაფერი თავად ამ ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული და არა - პლანეტებზე.

- რა არის შენი პროფესიისთვის მთავარი სირთულე?
- ალბათ ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მომმართავს რჩევისთვის და ხშირად ყველას ვერ ვაქცევ სათანადო ყურადღებას. სხვადასხვა ენერგეტიკის, ბედისა და ხასიათის ადამიანებთან კონტაქტი მიწევს, ამას ბევრი ენერგია მიაქვს. ფიზიკურად არ მაქვს ხანდახან დრო და რესურსი, რომ ყველას ვუპასუხო...

GzaPress


- თავად ზოდიაქოს მიხედვით რა ნიშანს მიეკუთვნები და რომელ ნიშნებთან გეადვილება ურთიერთობა?
- ვერძი ვარ, ზოდიაქოს პირველი ნიშანი - ენერგიით გამორჩეულობაა, და ამ ენერგიის წყალობით, ბევრი სხვადასხვა საქმის კეთებას ვახერხებ. თუმცა, არ განვეკუთვნები ტიპურ ვერძებს. წყლის სტიქიის გავლენას განვიცდი. რაც შეეხება ურთიერთობას, როცა ასტროლოგია იცი, ყველა ნიშანთან მარტივია ურთიერთობა, რადგან ასე თუ ისე ხვდები, ვინ დგას შენ წინაშე, როგორი ადამიანი, რა სწყინს, რა უხარია. ძალიან მიყვარს მერწყულები, ლომები, მორიელები, ტყუპები და მშვილდოსნები.

- ქართველ ცნობილ ასტროლოგებს პირადად თუ იცნობ?
- პირადად არავის ვიცნობ, გარდა ნინა ხომერიკისა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ჩემს უფროს მეგობრად მივიჩნევ.

- მიხეილ ცაგარელთან კონტაქტი არ გქონია?
- სამწუხაროდ, ბატონ მიშას არ ვიცნობ. თუმცა მიმაჩნია, რომ მართლაც ძალიან მცოდნე და პროფესიონალია. ზოდიაქოს ნიშნით კუროა, ეს ნიშანი კი ჩემში დიდ სიმპათიას იმსახურებს.

GzaPress- ვიცი, რომ კერძო კლიენტებიც გყავს, სხვადასხვა ადგილას მუშაობ. არ იღლები?
- ვიღლები, თუმცა, მალე შემიძლია ენერგიის აღდგენა. ხომ გითხარით, ვერძი ვარ და ალბათ ეს მშველის.

- რას ურჩევ ადამიანებს - როგორ იცხოვრონ ისე, რომ ნაკლები ნეგატივი ჰქონდეთ?
- მარტივად აპატიონ, იმუშაონ საკუთარ ნაკლოვანებებზე, აგრესიას არასოდეს აჰყვნენ. უბრალოდ გაერიდონ ხალხს, ვისაც მათი შურს ან კონფლიქტისკენ უბიძგებს. კოსმოსი სამართლიანობის პრინციპით იმართება, ამიტომ ნურასოდეს შეეცდებით, აგრესორს პასუხი აგებინოთ, დატოვეთ ის თავის ნეგატიურ თვისებებთან. ადრე თუ გვიან, ყველა პასუხს აგებს ჩადენილის გამო. ხშირად მოიხადეთ ბოდიში და მადლობა. ეს ორი სიტყვა ყველა დახურულ კარსა და გულს გაგაღებინებთ!

- ვიცი, რომ გათხოვილი არ ხარ. მეორე ნახევრის შერჩევისას, ალბათ პირველად მის ასტროლოგიურ მონაცემებს შეისწავლი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტ მასთან ურთიერობას, არა?

- ოო, ჩამჭრელ კითხვას ვერ ავცდი (იცინის). სიმართლე გითხრათ, დრო პირადი ცხოვრებისთვის თითქმის არ მრჩება. ამიტომ ჩემთან ურთიერთობა ბევრისთვის რთულია, მაგრამ მიყვარს ჩემი პროფესია და ამ მხრივ ვერასოდეს დავდგები არჩევანის წინაშე. დაოჯახება გვიან მიწერია. ვიცი ასევე, როგორი იქნება ჩემი რჩეული და დაახლოებით სად, რა ვითარებაში უნდა გავიცნო. თუმცა, რომ გითხრათ, ამ მომენტის მოლოდინში ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

- რომ შეგიყვარდეს იმ დრომდე ადამიანი და რომ გაიგო, ასტროლოგიურად შენი მეწყვილე არ არის, რას იზამ?
- ამაოდ არაფერი ხდება, ყველა ურთიერთობა ჩვენს ცხოვრებაში არის კანონზომიერი. შესაძლოა, ის არ დასრულდეს ოჯახის შექმნით, მაგრამ გარკვეული როლი შეასრულოს ჩვენი, როგორც პიროვნების განვითარებაში. ამიტომ რაც მოვა, მივიღებ. თუ ვიცი, რომ ის ცუდს მომიტანს, შევეცდები, ჩემი თავიც და პარტნიორიც ნაკლებად დავაზარალო. მთავარია, ერთმანეთისგან გავარჩიოთ ცდუნება და რეალურად ჭკუის სასწავლებელი კავშირები და სხვის უბედურებაზე ბედნიერების აგება არ ვცადოთ.

- ასტროლოგიის გარდა, კიდევ რა გიზიდავს?
- კარგად ვხატავ, წლების მანძილზე ვმუშაობდი საბავშვო გამომცემლობაში მხატვარ-ილუსტრატორად. სამწუხაროდ, ამ საქმიანობისთვის დრო ფაქტობრივად, აღარ მაქვს. ჩემი განტვირთვა არის: კარგი ფილმი, წიგნები, მეგობრები. თუმცა, ამჟამად მხოლოდ პროფესიული საქმიანობით ვარ დაკავებული (ვხელმძღვანელობ საიტს, მაქვს ჩემი რუბრიკა "დილის პალიტრის" ეთერში) და სხვა ინტერესებისთვის ვეღარ ვიცლი, რაც ძალიან მაწუხებს. მინდა, უფრო მასშტაბურად გავუწიო ასტროლოგიას პოპულარიზაცია და ამით მეტ ადამიანს დავეხმარო. უფრო სწორად, ვასწავლო ის, თუ როგორ შეიძლება, თავად დაეხმარონ საკუთარ თავს...
ლალი ფაცია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
11.02.2015
მკითხაობა და ასტროლოგია შეიძლება ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ორივე თაღლითობის ნაირსახეობაა.
ბესო
09.02.2015
Bunebashi umizezod araperi xdeba,kvelapers tavisi axsna akvs- upali arasodes tsdeba.
nanuka
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი