ებიგეილ ჯონსონი - ყველაზე მდიდარი მომუშავე ქალი - გზაპრესი

ებიგეილ ჯონსონი - ყველაზე მდიდარი მომუშავე ქალი

რაც გვაფიქრებინებს, რომ საფუძველს საკმაოდ მოკლებული უნდა იყოს მოსაზრება, ვითომდა ასეთ ქალებს თავიანთი წინაპრებისა თუ ქმრების მიერ დანატოვარ-დაგროვილი ფულის ფლანგვის გარდა, არაფერი ეხერხებოდეთ. ნათქვამის ნათელი დადასტურებაა დაფინანსების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი ბიზნესპერსონა, საპაიო ფონდების მართვის დარგში პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური იმპერიის - Fidelity Investments-ის თავკაცის, ედვარდ ჯონსონის ერთადერთი ქალიშვილი და მემკვიდრე - ებიგეილ ჯონსონი.

ებიგეილს, თავისი 17,3-მილიარდიანი ქონებით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 50-ე, ამერიკულ რეიტინგში კი - 25-ე ადგილი უკავია. ებიგეილი Fიდელიტყ Iნვესტმენტს (FI)-ის ვიცე-პრეზიდენტი და ამ იმპერიაში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის, Fidelity Management and Research (FMR)-ის პრეზიდენტია. გარდა ამისა, ის FI-ის უმსხვილესი აქციონერი და მისი აქციების 24,5 პროცენტის მფლობელიცაა.

ებიგეილ ჯონსონი 1962 წელს დაიბადა. მას ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული. პრესტიჟული სკოლის Buckingham Browne & Nichols ყველაზე ნიჭიერი კურსდამთავებული ბიზნესლედი უილიამ სმიტის კოლეჯის ბაკალავრის და ჰარვარდის უნივერსიტეტის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხების მფლობელია.

GzaPressFidelity Investments-ი ებიგეილის ბაბუამ - ედვარდ ჯონსონმა 1946 წელს დააფუძნა. 1971 წელს მისი მართვის სადავეები ებიგეილის მამას გადასცა. იმ დროს ეს კომპანია 14 საპაიო ფონდსა და 2 მილიარდამდე დოლარს განკარგავდა.

Fidelity Investments-ის დამაარსებელი ორთოდოქსული აზროვნების დიდი მოწინააღმდეგე იყო. მიაჩნდა, რომ უსაფრთხოების ზომების გადაჭარბებული დაცვა მხოლოდ პრობლემებს თუ ამრავლებდა და ამიტომაც, საკუთარი ხელქვეითების გაბედულ ნაბიჯებს ყოველთვის მიესალმებოდა, ოღონდ თავად ბაზრის კანონებს არასდროს ივიწყებდა და პირად გაბედულება-გაუბედაობასაც ძირითადად ამ კანონებს უსადაგებდა. რაც შეეხება მის უშუალო მემკვიდრეს, ებიგეილის მამას, ის საინვესტიციო საქმეში, პირველ რიგში, "გონივრული თავდაჯერებულობის" მომხრეა და მიაჩნია, რომ საკუთარი შესაძლებლობების გამუდმებული გადამოწმება შემოსავლის მიღებას უშლის ხელს. როგორც ჩანს, ბუნებით ზედმიწევით მშვიდმა და გაწონასწორებულმა ებიგეილ ჯონსონმა როგორც ბაბუის, ისე მამის შეგონებები არა მარტო კარგად შეითვისა, საკუთარ საქმიანობაშიც თავიდანვე წარმატებით გამოიყენა და დღემდეც ასე იქცევა. თუმცა, უკვე არც საკუთარი გამოცდილებით ჩამოყალიბებული შეხედულებების დემონსტრირებას ერიდება და ამიტომაც, საუკეთესო იდეების წამომყენებელ მენეჯერებს ყოველთვის ყველანაირად უჭერს მხარს და ახალისებს.

მამის კომპანიაში ებიგეილმა 1988 წელს, რიგით ანალიტიკოსად დაიწყო მუშაობა. მაგრამ მისი პოტენციალი და შთამბეჭდავი ანალიტიკური უნარი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მალე უფროსმა ჯონსომა Fidelity Management-ის ხელმძღვანელობა შესთავაზა. ჯონსონების იმპერიის ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილის სათავეში ებიგეილი ყველაზე რთულ პერიოდში - იმ დროს მოვიდა, როცა საგრძნობლად დაცემულ და სხვადასხვა კორპორაციულ სკანდალში გახვეულ აქციებთან დაკავშირებულ ფონდებში ფინანსების დაბანდებას ინვესტორები ყველანაირად ერიდებოდნენ. მიუხედავად ამისა, ებიგეილი ყოველგვარ წინააღმდეგობას მარჯვედ გაუმკლავდა და დღეისთვის Fidelity Investments-ი, რომლის აქტივებიც 1,67 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული, ამერიკაში სიდიდით მეორე ღია საპაიო იმპერიაა და 150-ზე მეტ ზედმიწევნით წარმატებულ საკუთარ ფონდს განკარგავს.

GzaPressმიუხედავად იმისა, რომ ებიგეილის წყალობით, ჯონსონების უმსხვილესი იმპერიის ფინანსური მდგომარეობა ძირითადად სრულ წესრიგშია, ცალკეული უსიამოვნებები არც მას უვლის გვერდს. ერთხელ კი მამა-შვილი ფრიად სერიოზულ სკანდალშიც გაეხვია. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ფინანსურმა კოორდინატორებმა ედვარდ და ებიგეილ ჯონსონები მათი ბიზნესოჯახის მიერ რომელიღაც საბროკერო ფირმისგან ლამის ზღაპრული ფასის მქონე, 2002 წლის სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიადის ბილეთების საჩუქრად მიღების გზით ქრთამის ზედმიწევნით მარჯვედ აღებაში დაადანაშაულეს და იმის გამო, რომ, ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, საპაიო საინვესტიციო ფონდის წევრებს 100 დოლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის როგორც მიღება, ისე გაცემა ეკრძალებათ, ედვარდ და ებიგეილ ჯონსონებს ფინანსური კონტროლის სამსახურში ძალზე დიდხანს და გულმოდგინედ ჰკითხავდნენ. მართალია, ჯონსონებთან დაკავშირებული პრობლემა საბოლოოდ მათ სასარგებლოდ გადაწყდა, მაგრამ საზოგადოებამ ეს ამბავი მათ კიდევ დიდხანს არ დაუვიწყა.

52 წლის ებიგეილ ჯონსონი ამჟამად მასაჩუსეტსში, მეუღლესა და ორი შვილთან ერთად ცხოვრობს. ის მსოფლიოში უმდიდრესი მომუშავე ქალი, თავისი საქმის ნამდვილი დიდოსტატია და დღენიადაგ დიდი ბიზნესის წარმომადგენლებისა და არა მხოლოდ მათ აღფრთოვანებასა და პატივისცემას იმსახურებს.

რუსუდან ლებანიძე