მამაკაცების არსებობის დასასრული - “კაპუტ”! “ფინიტა”! “გეიმ ოვერ”!
ამერიკელი ფუტუროლოგები (სოციოლოგიის დარგი, რომელიც კაცობრიობის მომავალს სწავლობს), განსაკუთრებით - ქალები ერთხმად აცხადებენ: - მამაკაცების დრო წავიდა!
“კაპუტ”! “ფინიტა”! “გეიმ ოვერ”!
მინდა, როგორც ქალმა, მათ ღირსეული ოპონირება გავუწიო და ძლიერი სქესის ინტერესები დავიცვა...
პირველ რიგში, მეცნიერებს შევახსენებ: მოითმინეთ, ბატონებო და ქალბატონებო! პულტის ღილაკები თავისით არ გადართავს ტელევიზორს ერთი არხიდან - მეორეზე! ამისთვის მამაკაცია აუცილებელი! ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ნურც ერთ მამაკაცს ნუ გაეცინება ფუტუროლოგების დასკვნაზე. მართალია, საქართველოში ცხოვრობთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერი მოდა ადრე თუ გვიან, დასავლეთიდან ჩვენამდეც აღწევს. ასე რომ, მოემზადეთ: მამაკაცების დასასრული ახლოვდება!
იგივე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მამაკაცები არა მხოლოდ აღარ დომინირებენ, არამედ - “მოდიდან გადავიდნენ”. დღესდღეობით სამედიცინო ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ მშობლებმა კლინიკას მომავალი ბავშვის სქესი “შეუკვეთონ”. თურმე, სტატისტიკის მიხედვით, გოგონებს 4-ჯერ უფრო ხშირად უკვეთენ (თითქოს ბავშვი კოქტეილი იყოს - “რით გნებავთ? X თუ Y ქრომოსომით?”).
მსგავსი პროვოკაციული განცხადებები (მამაკაცების არსებობის დასასრულის შესახებ) ადრეც გვსმენია, მაგრამ ბოლოში - “კითხვის ნიშნით”: ამერიკელი მწერლის (მაპატიეთ, გვარი არ მახსოვს) წიგნმა - “საჭირონი არიან თუ არა მამაკაცები?” დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ასევე “სი-ენ-ენმა” გააკეთა გადაცემების ციკლი - “მამაკაცების დასასრული?”
ახლა კი ფუტუროლოგებმა მამაკაცებს ის იმედიც მოუკლეს, რომ ეს თემა, მინიმუმ, საკამათო მაინცაა და წინადადების ბოლოს კითხვის ნიშანი მოხსნეს.
მორჩა, მამაკაცებო! დროა, “ხმალი იძროთ” და როგორც კაცობრიობის ძლიერმა ნახევარმა, თუნდაც “კითხვის ნიშნის” დაბრუნება მოითხოვოთ!
მეცნიერები განმარტავენ: მამაკაცების მსოფლიო არენიდან წასვლის მიზეზი ის არის, რომ მათ (დიახ, თქვენ!) თანამედროვე საზოგადოებასთან ადაპტაცია უჭირთ. არ შეუძლიათ მორჩილება, სხვისი უპირატესობების აღიარება, კომპრომისზე წასვლა, ერთ ადგილზე ჯდომა და ერთ მოვლენაზე კონცენტრირება. ამის გამო ქალები ხშირად პირველები მიდიან ფინიშთან მარშრუტზე - “უმაღლესი განათლება - მაღალანაზღაურებადი სამსახური - კარიერული წინსვლა”.
ჰოდა, აბა, დაფიქრდით, სულ ეს არის თქვენი დასასრულის მოახლოების მიზეზი? ამ “მატარებელზე” დაკარგეთ ბილეთი? მაგრამ თქვენ ხომ ჯერ კიდევ შეგიძლიათ მეხანძრეობა და თავისუფალ დროს დომინოს თამაში?
მიმაჩნია, რომ ფუტუროლოგები ცდებიან და თქვენი “წასვლით” ბევრი რამე გაფუჭდება. მაგალითად:
ციხე
ამ სფეროში ქალები არაფრის მაქნისები არიან. მართალია, საქართველოში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ქალიც გვყავდა, მაგრამ სუსტი სქესის წარმომადგენლებს ციხეში ჯდომა არ სურთ და მათი რაოდენობა პროცენტულად ძალზე მცირეა. თუ თქვენ არ იქნებით, პენიტენციარული სისტემა დაიშლება...
სამყაროს დასასრული
გახსოვთ, ახლახან წყალდიდობის დროს ვინ ივაჟკაცა და ხალხი დახრჩობას ვინ გადაარჩინა? რა თქმა უნდა, მამაკაცებმა! ფუკუსიმაც ხომ გახსოვთ? იქაც მამაკაცები იბრძოდნენ სტიქიის წინააღმდეგ... ფუტუროლოგებს უბრალოდ, ეს ყველაფერი გამორჩათ!
მამაკაცური საქმე
რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო დროს ქალები საპირისპირო სქესს ტოლს არ უდებენ და ყველა ის საქმე შესანიშნავად აითვისეს, რომლებიც მამაკაცის “საკუთრებად” მიიჩნევა, მაგრამ მაინც არსებობს ისეთი პროფესიები, სუსტ სქესს აუთვისებელი რომ დარჩა. მაგალითად - ავტომექანიკოსობა, ელექტრომონტიორობა, ანტენების მემონტაჟე, სანტექნიკოსი... თუ მოიწადინებენ, ალბათ ამ საქმის ათვისებასაც შეძლებენ, მაგრამ როგორც ჩანს, ქალბატონებს ეს პროფესიები უბრალოდ, არ იზიდავთ.
თავგანწირვა
რატომღაც ახლა გაყინულ-გათოშილი ლეონარდო დიკაპრიო გამახსენდა (“ტიტანიკიდან”), რომელიც ოკეანის ფსკერისკენ ეშვება... სამაგიეროდ, სულ რამდენიმე დღის გაცნობილი ინგლისელი ქალბატონი გადაარჩინა, რომელიც ღრმა სიბერემდე ბედნიერად ცხოვრობდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მამაკაცს ქალისთვის თავგანწირვა შეუძლია (გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი, რომ საპირისპირო შემთხვევა არ მახსენდება).
ათასი წვრილმანი
ფუტუროლოგების გულის გასახეთქად უნდა ვთქვა, რომ რაღაცის გაკეთება მამაკაცებსაც შეუძლიათ. მაგალითად - დახუფული ქილის გახსნა, კრაზანის ბუდის ლიკვიდაცია, თაგვის მოკვლა, სახურავის შეკეთება, გადამწვარი ნათურის გამოცვლა, მატარებლის მართვა, საყვარელი ქალის გამო ჩხუბის გამართვა... თუ მამაკაცები აღარ იქნებიან, ამ საქმეების გაკეთება ქალებს თავად მოუწევთ.
პ.ს. ქალებს (თუნდაც - მეცნიერებს) შეუძლიათ, მამაკაცების მნიშვნელობა დააკნინონ, მათ გადაშენებაზეც ისაუბრონ და მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი შემოინახონ (ვოლიერში, მომავალი თაობისთვის, საჩვენებლად), მაგრამ მაინც მგონია, რომ გავა სულ რაღაც 10 წელი, დაიღლებიან ქალები მარტოობით, გახსნიან ვოლიერის კარს და მამაკაცებს ეტყვიან: “ჯენტლმენებო, ძალიან გვჭირდებით!”
რა გამოსდით ქალებს მამაკაცზე უკეთ?
“ხუთოსნები”
მამაკაცები ქალების ლოგიკას ხშირად დასცინიან. არადა, სულ ტყუილად. როგორც ამბობენ, ქალები უფრო განათლებულები არიან და სკოლაშიც უკეთ სწავლობენ.
საუკეთესო მძღოლები
ქალებს არ უყვართ რისკი და საჭესთან ძალიან მოწესრიგებულები არიან. სტატისტიკის მიხედვით, ავარიების 77% სწორედ მამაკაცების “დამსახურებაა”.
საუკეთესო მოთამაშე
თურმე მსოფლიოს მასშტაბით საფონდო ბირჟებზე ქალების მოგების წილი 18%-ით მეტია მამაკაცების შემოსავალთან შედარებით.
უფრო ინიციატივიანი
სულ ტყუილად გვგონია, რომ მამაკაცი ვალდებულია, კრიტიკულ სიტუაციაში პირველმა დაიწყოს საუბარი. ამის გაკეთება მათ ძალიან უჭირთ.
ქალი და ჰალსტუხი
მართალია, ჰალსტუხი ყოველთვის ნამდვილი ჯენტლმენის გარდერობის ნაწილია, მაგრამ მისი განასკვა ქალებს უკეთ გამოსდით. რაც მთავარია, კაცები არ აპროტესტებენ და სიხარულით თმობენ ამ საქმეს.
რა გამოსდით ქალებს მამაკაცზე უკეთ?
უფრო კომუნიკაბელური
გამოთვლილია, რომ ქალი ერთი დღის განმავლობაში დაახლოებით 23000 სიტყვას ამბობს. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი მხოლოდ 1200 სიტყვას “ხარჯავენ”. ამიტომ, თუ თქვენს კულინარიულ “შედევრს” უკომენტაროდ დატოვებს, არ გაგიკვირდეთ.
უფრო მოხერხებული
დაავალეთ ნებისმიერ მამაკაცს, ჩემოდანში 15 კაბისა და ამდენივე წყვილი ფეხსაცმლის ჩალაგება და დარწმუნდებით, რომ ამ მხრივაც სუსტი სქესისკენაა უპირატესობა.
უფრო მეგობრული
როგორც ირკვევა, კაცების სამეგობრო, ქალბატონების მეგობრების წრესთან შედარებით, აშკარად მცირეა. თანაც, თურმე მამაკაცები იშვიათად იჩენენ ახალ მეგობრებს.
უფრო მობილიზებული
ქალბატონებს შეუძლიათ, ერთდროულად მოამზადონ სადილი, დაეხმარონ ბავშვს გაკვეთილების მომზადებაში, იფიქრონ სამომავლო გეგმებზე და პარალელურად - ტელეფონზე ისაუბრონ. ეს ყველაფერი ქალისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ კაცებისთვის - წარმოუდგენელი.
მარი ჯაფარიძე
Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE
მამაკაცების არსებობის დასასრული
ამერიკელი ფუტუროლოგები (სოციოლოგიის დარგი, რომელიც კაცობრიობის მომავალს სწავლობს), განსაკუთრებით - ქალები ერთხმად აცხადებენ: - მამაკაცების დრო წავიდა!
“კაპუტ”! “ფინიტა”! “გეიმ ოვერ”!
მინდა, როგორც ქალმა, მათ ღირსეული ოპონირება გავუწიო და ძლიერი სქესის ინტერესები დავიცვა...
პირველ რიგში, მეცნიერებს შევახსენებ: მოითმინეთ, ბატონებო და ქალბატონებო! პულტის ღილაკები თავისით არ გადართავს ტელევიზორს ერთი არხიდან - მეორეზე! ამისთვის მამაკაცია აუცილებელი! ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ნურც ერთ მამაკაცს ნუ გაეცინება ფუტუროლოგების დასკვნაზე. მართალია, საქართველოში ცხოვრობთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერი მოდა ადრე თუ გვიან, დასავლეთიდან ჩვენამდეც აღწევს. ასე რომ, მოემზადეთ: მამაკაცების დასასრული ახლოვდება!
იგივე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მამაკაცები არა მხოლოდ აღარ დომინირებენ, არამედ - “მოდიდან გადავიდნენ”. დღესდღეობით სამედიცინო ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ მშობლებმა კლინიკას მომავალი ბავშვის სქესი “შეუკვეთონ”. თურმე, სტატისტიკის მიხედვით, გოგონებს 4-ჯერ უფრო ხშირად უკვეთენ (თითქოს ბავშვი კოქტეილი იყოს - “რით გნებავთ? X თუ Y ქრომოსომით?”).
მსგავსი პროვოკაციული განცხადებები (მამაკაცების არსებობის დასასრულის შესახებ) ადრეც გვსმენია, მაგრამ ბოლოში - “კითხვის ნიშნით”: ამერიკელი მწერლის (მაპატიეთ, გვარი არ მახსოვს) წიგნმა - “საჭირონი არიან თუ არა მამაკაცები?” დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ასევე “სი-ენ-ენმა” გააკეთა გადაცემების ციკლი - “მამაკაცების დასასრული?”
ახლა კი ფუტუროლოგებმა მამაკაცებს ის იმედიც მოუკლეს, რომ ეს თემა, მინიმუმ, საკამათო მაინცაა და წინადადების ბოლოს კითხვის ნიშანი მოხსნეს.
მორჩა, მამაკაცებო! დროა, “ხმალი იძროთ” და როგორც კაცობრიობის ძლიერმა ნახევარმა, თუნდაც “კითხვის ნიშნის” დაბრუნება მოითხოვოთ!
მეცნიერები განმარტავენ: მამაკაცების მსოფლიო არენიდან წასვლის მიზეზი ის არის, რომ მათ (დიახ, თქვენ!) თანამედროვე საზოგადოებასთან ადაპტაცია უჭირთ. არ შეუძლიათ მორჩილება, სხვისი უპირატესობების აღიარება, კომპრომისზე წასვლა, ერთ ადგილზე ჯდომა და ერთ მოვლენაზე კონცენტრირება. ამის გამო ქალები ხშირად პირველები მიდიან ფინიშთან მარშრუტზე - “უმაღლესი განათლება - მაღალანაზღაურებადი სამსახური - კარიერული წინსვლა”.
ჰოდა, აბა, დაფიქრდით, სულ ეს არის თქვენი დასასრულის მოახლოების მიზეზი? ამ “მატარებელზე” დაკარგეთ ბილეთი? მაგრამ თქვენ ხომ ჯერ კიდევ შეგიძლიათ მეხანძრეობა და თავისუფალ დროს დომინოს თამაში?
მიმაჩნია, რომ ფუტუროლოგები ცდებიან და თქვენი “წასვლით” ბევრი რამე გაფუჭდება. მაგალითად:
ციხე
ამ სფეროში ქალები არაფრის მაქნისები არიან. მართალია, საქართველოში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ქალია, მაგრამ სუსტი სქესის წარმომადგენლებს ციხეში ჯდომა არ სურთ და მათი რაოდენობა პროცენტულად ძალზე მცირეა. თუ თქვენ არ იქნებით, პენიტენციარული სისტემა დაიშლება...