სიყვარულის ნუმეროლოგია
მაგალითად, თუ ერთ-ერთი 15 რიცხვში დაიბადა, მისი კოდია - 6 (ერთისა და ხუთის ჯამი). ხოლო თუ მეორე - 8-ში, წყვილის საერთო ციფრი 14 ყოფილა (6-ისა და 8-ის ჯამი), მაგრამ ნუმეროლოგიაში ციფრები მხოლოდ 9-მდეა; ამიტომ, 1+4=5-ს. ახლა კი შედეგის განმარტება იხილეთ:
1. კარგი წყვილია, მაგრამ განსხვავებული შეხედულებების გამო ხშირად კამათობენ. თუ დათმობას ისწავლიან, ჰარმონიულ ოჯახს შექმნიან. მთავარია, საკუთარი პრობლემები სხვების გასარჩევი არ გახადონ.
2. რომანტიკული წყვილია. ისინი მხოლოდ იმას ფიქრობენ, ერთმანეთს როგორ ასიამოვნონ. თუ მატერიალურ პრობლემებს მოაგვარებენ, დაქორწინებიდან 20 წლის შემდეგაც, "იდეალური წყვილი" ერქმევათ.
3. ერთმანეთს მხოლოდ სექსუალურ პარტნიორებად აღიქვამენ. ვნებით შეპყრობილი ადამიანები ოჯახს დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებენ. უნდა ეცადონ, ინტერესთა სხვა სფეროც გამონახონ.
4. თუ კარგად დაფიქრდებიან, მეგობრები უფრო არიან, ვიდრე _ შეყვარებულები. თუ მაინც დაქორწინდებიან, მეუღლესთან მეგობრული დამოკიდებულება ექნებათ, სიყვარულს კი სხვასთან ეზიარებიან.
5. თითოეული საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. რაც მათ ურთიერთობას, ერთი მხრივ საინტერესოს, მეორე მხრივ კი არასტაბილურს ხდის. თუ ერთად ყოფნა სურთ, მეტად უნდა დაინტერესდნენ ერთმანეთით.
6. იმდენად იდეალური ურთიერთობა აქვთ, რომ სამყარო მათთვის ინტერესს კარგავს. დროის შეგრძნება რომ არ დაკარგონ, სასურველია, ზოგჯერ მაინც დაშორდნენ ერთმანეთს.
7. თუ ნებისმიერ წვრილმანზე არ იჩხუბებენ და არ იეჭვიანებენ, იდეალური წყვილია. მეტი დრო უნდა გაატარონ ერთად და მომავალი ერთად დაგეგმონ.
8. სხვებთან ერთმანეთის დაცვა შეუძლიათ, მაგრამ ურთიერთობაში ორივეს ლიდერობა სურს, თუ რომელიმე პოზიციას არ დათმობს, განშორება გარდაუვალი იქნება.
9. ერთმანეთთან მხოლოდ ინტიმი აკავშირებთ. თუ სხვა საერთო ინტერესებს არ გამონახავენ, ურთიერთობას ვერ შეინარჩუნებენ.