ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, მამაკაცებისთვის - გზაპრესი

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, მამაკაცებისთვის

ავსტრალიელმა მეცნიერებმა მამაკაცებისთვის განკუთვნილი კონტრაცეპტული აბები შექმნეს. მისი ეფექტიანობა 99%-ია. პრეპარატის ძირითად კომპონენტს ბუჩქოვანი მცენარისგან, - Justicia gendarussa - მიღებული ნივთიერება შეადგენს. მცენარე ინდონეზიაში იზრდება.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აბების მიღებას გვერდითი მოვლენები არ ახლავს და სპერმატოზიდების აქტიურობა პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 1 თვეში აღდგება. აბის დალევა სქესობრივ აქტამდე 1 საათით ადრე უნდა მოხდეს.

GzaPress

პროფესორი კარლ ჯერასი სინანულით აღნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდება, 30 წლის შემდეგ ადამიანები სექსით მხოლოდ სიმაოვნებისთვის დაკავდებიან და არა - გასამრავლებლად. ხოლო სულ მალე, კაცობრიობა ახალგაზრდა ასაკში გაყინავს სპერმასა და კვერცხუჯრედს, რომელსაც შთამომავლობის მისაღებად ხელოვნური განაყოფიერებისთვის გამოიყენებენ, ხოლო სპერმისა და კვერცხუჯრედის ბანკში "გასამრავლებელი მასალის" ჩაბარების შემდეგ, ყველა სტერილიზაციას ჩაიტარებს.

Justicia gendarussa

GzaPress