რა სასწაული ხდება შავ ზღვაში? - მეცნიერები გულს წამლებით იბრუნებენ - გზაპრესი

რა სასწაული ხდება შავ ზღვაში? - მეცნიერები გულს წამლებით იბრუნებენ

როგორც ჩანს, შავი ზღვა ბოლომდეა შესწავლილი. სწორედ კვლევების შედეგად გააჟღერეს მეცნიერებმა შემაშფოთებელი ფაქტი იმის შესახებ, რომ შავი ზღვა სიურპრიზს გვიმზადებს.

როგორც მეცნიერები ამბობენ, წყლის 100-მეტრიანი ფენის ქვეშ გოგირდწყალბადია დაგროვებული და მისი მოცულობა იზრდება. ეს გახლავთ ფეთქებადი აირი, რომელიც, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ცეცხლის სახით ამოიფრქვეს.

შავ ზღას სახელი სწორედ მასში გოგირდწყალბადის ჭარბი რაოდენობის არსებობის გამო შეერქვა - გემების ღუზები ამ ნივთიერების მოქმედების შედეგად შავდებოდა.

გოგირდწაყლბადი ორგანული ნივთიერებების ლპობის შედეგად გამოიყოფა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაგროვილი აირი ამოფრქვევა, რაც ზღვის ზედაპირზე ცუნამსა და შტრმს გამოიწვევს და შესაძლოა, დიდი ზარალი მიაყენოს სანაპიროზე გაშენებულ სოფლებსა და ქალაქებს.

მკვლევარები შეშფოთებულნი არიან და განგაშის ზარებს შემოკრეს, თუმცა, ამოფრქვევის ზუსტ კი არა, სავარაუდო თარიღსაც ვერ ასახელებენ.