სოფლის მეურნეობა - მიწა-წყლის სიყვარული, ტრადიცია და ბიზნესი
font-large font-small
სოფლის მეურნეობა - მიწა-წყლის სიყვარული, ტრადიცია და ბიზნესი
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, გელა ხანიშვილი ამჟამად იმ საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ღონისძიებებს ატარებს.
პარალელურად, ის შპს-ს მართავს, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ რუისში ხორბლის ყანებსა და ვაშლის ბაღებს ფლობს. ბატონ გელას სწორედ საკუთარი მეურნეობის, ბიზნესგეგმის, ოჯახისა და საქართველოში აგროკულტურის განვითარების პერსპექტივის შესახებ ვესაუბრეთ.

- ჩვენი ოჯახი სოფელში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანით იყო დაკავებული. ბოსტნეული და ხილი, განსაკუთრებით - ვაშლი მოგვყავდა. ბავშვობიდან აქტიურად ვიყავი ამ საქმეში ჩართული. 2005-2006 წლებში გადავწყვიტე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე უფრო სერიოზულად მეზრუნა, შპს შევქმენი და საქმიანობა ოჯახის კუთვნილი ერთი ჰექტარი მიწის დამუშავებით დავიწყე. მიწის ფართობს ყოველ წელს ვზრდიდი და დღეს დაახლოებით, 100 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთს ვფლობთ. აქედან 74 ჰექტარი ურწყავია და იქ ხორბალი, ქერი, სიმინდი მომყავს. სხვადასხვა დროს ჭარხლის, ლობიოს, ხახვის მოსავალსაც ვიღებდი. სარწყავი ფართობის 14 ჰექტარი ვაშლის ბაღს უკავია, საიდანაც 9 - სრულ მოსავალს გვაძლევს. იქ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი, 12-მდე თანამედროვე ჯიშია დარგული. საშუალო საძირეზე არსებული ვაშლის ბაღები იმავე მიწაზე ერთწლიანი სარწყავი კულტურების, მაგალითად, კომბოსტოს, პომიდვრის მოყვანის საშუალებას იძლევა. ეს ხარჯებს საკმაოდ დაბლა სწევს, რადგან გრძელვადიანი კულტურა წლების მანძილზე მხოლოდ ხარჯვას გულისხმობს მაშინ, როცა ერთწლიანი კულტურები იმავე წელს გიბრუნებს მოგებას. მეურნეობა თანდათან იზრდება, გვაქვს ნაკვეთის მოვლისთვის საჭირო ტექნიკა და საწყობები, დაახლოებით 400-ტონიანი მოცულობის რეაბილიტირებული, საბჭოთა წარმოების ხილის მაცივარი. სამაცივრე მეურნეობა საშუალებას იძლევა, ბაზარზე პროდუქტი მაშინ გაიტანო, როცა ეფექტიანი საფასო პოლიტიკაა. ქართული პროდუქცია, ძირითადად, შემოდგომაზე იყიდება. მალე კი ბაზარს იმპორტირებული პროდუქცია ითვისებს. იმ ვაშლის ფასი, რომელიც მოსავლის აღებისას ლარზე ნაკლებად გავყიდე, ახლა 2 ლარია. სამაცივრე საშუალებები რენტაბელობის გასამმაგების შესაძლებლობას იძლევა. საქართველოში ამის დიდი პრობლემა გვაქვს. სომხეთი სეზონზე საქართველოში ყიდულობს პროდუქტს, ინახავს მაცივარში და საჭირო დროს, ორმაგ ფასში ისევ ჩვენთან შემოაქვს...

- როგორც ჩანს, მაცივრების შეძენა დიდ თანხასთანაა დაკავშირებული...

GzaPress- საკმაოდ ძვირია, მაგრამ არ არის მთლად უტოპიური თანხა. მისი შეძენა შესაძლებელია სწორი ბიზნესგეგმისა და იაფი კრედიტის პირობებში.

- დაქირავებულ მუშახელს იყენებთ?

- დიახ, მუდმივ რეჟიმში - 10, სეზონის მიხედვით კი 30-მდე ადამიანია დასაქმებული. ერთი მუშა დღეში 20-25 ლარს იღებს.

- თქვენი ბიზნესგეგმა რას ითვალისწინებს?

- მიზნად გვაქვს ვაშლის ბაღების გაფართოება და ინტენსიური მოსავლის მიღება. მიმდინარე ეტაპზე 100-150 ტონა ვაშლს ვიღებთ. გვინდა, ეს რიცხვი 800-1000 ტონამდე გავზარდოთ. ასევე, ვგეგმავთ ერთ ჰექტარზე მეტი რაოდენობის ხორბლის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ვითარდება, განვითარების ტემპი ნელია, რადგან ფართობია მცირე. მსურს, მოვიძიო ინვესტორები და დავთმო თუნდაც სოლიდური წილი. შედეგად, სერიოზული კაპიტალის პირობებში, 3 წელში მეურნეობა 10-ჯერ მეტ სარგებელს მოიტანს. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება. ამჟამად ვაშლის ბაღი საშუალო საძირეზე მაქვს. თუ გამოჩნდება პარტნიორი, ვეცდები, სუსტ საძირეზე გადავიდე. საუბარია კონკრეტული ზომის ნერგზე, რომელიც მოსავალს ბევრად მალე და დიდი რაოდენობით იძლევა. გაფართოების მსურველ ფერმერებს სახელმწიფოც სერიოზულ თანამონაწილეობას სთავაზობს. ეს კი ბევრად უფრო ზრდის ნებისმიერი ფერმერის მოტივაციას. დღეს ყველა მიმართულებით ყინული გალღვა. ამჟამად ჩვენს შპს-ს 400.000 დოლარის კრედიტი აქვს და დღემდე 14%-ს ვიხდი. ახალშექმნილ საწარმოებს კი ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, აგროსესხი 1-დან 3%-მდე აიღონ. ჩვენი კომპანიისთვის მომავალი 3 წელი გარდამტეხი იქნება, დაიფარება და შემცირდება კრედიტები და დავინახავთ რეალურ შედეგს, რომელსაც უკვე 8 წელია, ველოდებით. თუ დასახულ მიზნებს მივაღწიეთ, 5 წლის შემდეგ კომპანიის ღირებულება მინიმუმ 5 მლნ დოლარი იქნება და წლიურად მილიონ-ნახევარ სუფთა მოგებას მოიტანს.

- ბიზნესგეგმაში პროდუქტის გადამმუშავებელი მცირე საწარმოების გახსნაც შედის?

- დიახ, საწარმოები ვაშლის დახარისხებისა და ეფექტიანი გამოყენებისთვის. ვაშლის ჩაბარება წვენის მწარმოებელი კომპანიისთვის მეტად არაეფექტიანია. მიმდინარე წელს ნაქარს ანუ ჩამოცვენილ ვაშლს, რომელიც ჩამოცვენის პერიოდში საკმაოდ ხარისხიანია, 40-50 თეთრად ვყიდდით. წვენის საწარმო კი მას 8-10 თეთრად იბარებდა.

- თქვენი პროდუქცია ექსპორტზეც გადის?

- ექსპორტზე სხვადასხვა გზით ყოველთვის გადის პროდუქტი. საქმე ისაა, რომ მოთხოვნა ბევრად მეტია. შარშან მოთხოვნა რუსეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან იყო.

- ძალზე მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება გაქვთ. სპეციალობით ვინ ბრძანდებით?
- პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი ვარ, მშენებელი. მართლაც ბევრ ადგილას და სხვადასხვა თანამდებობაზე მიმუშავია. მათ შორის - სარკინიგზო გადაზიდვების კომპანიაში, სამეცნიერო კვლევით ცენტრში. ძირითადად, საფინანსო მიმართულებით ვმუშაობდი. ორი წელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვიყავი, "ტელეკომში" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც გახლდით. სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართვა, თავდაპირველად, ჰობის დონეზე განიხილებოდა, გარკვეული დროის შემდეგ კი ბევრად გასცდა ჰობის გაგებას. განათლებას სოფლის მეურნეობის კუთხით დღემდე ვიღებ: ვსწავლობ, ვესწრები საერთაშორისო ტრენინგებს, ჩამომყავს კონსულტანტები და ვცდილობ, თანამშრომლების კვალიფიკაციაც ავამაღლო. თითოეული რეკომენდაცია, თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია. ერთმა კონსულტანტმა დანიიდან მოგვაწოდა თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ სოფლის მეურნეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ცნობა. გვითხრა ნორვეგიული ამინდის ბიუროს საიტის შესახებ, რომელიც საქართველოში მიმდინარე ამინდს საათების მიხედვით გვაწვდის.

- ქართულ მიწაზე მოყვანილ ვაშლს რაიმე განსაკუთრებული საგემოვნო თვისებები ახასიათებს?
- ქართული ნიადაგისა და გარემო პირობების კომბინაცია ნამდვილად ანიჭებს მას უნიკალურ საგემოვნო თვისებებს. ვგულისხმობ ნიადაგის, ჰაერის, მზის აქტივობის სინთეზს. უცხოელები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ქართულ ვაშლს აბსოლუტურად განსხვავებული გემო აქვს. ეს ფაქტი კი სხვა ქვეყნების დაინტერესების კარგ საშუალებას იძლევა.

- ბევრ ემიგრანტს საქართველოში ჩამოსვლა და სოფლის მეურნეობის სფეროში საქმიანობის წამოწყება სურს. რას ურჩევთ მათ და რამდენად დაცულები არიან ისინი, რომ მსგავსი წამოწყება მათთვის იმედგაცრუებად არ იქცეს?
GzaPress- შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ მათ ეს აუცილებლად მოუტანს წარმატებას და აი, რატომ: იქიდან დაბრუნებულებმა უკვე ძალიან კარგად იციან შრომის ფასი. სწორედ ამის გამო, მათთვის ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევა გაცილებით ადვილია. შეიძლება, იმავე წელს ვერ მიიღოს შედეგი, მაგრამ სამომავლოდ ექნება დამსახურებული, "მართალი ფული", სიმშვიდე და ღვინო სტუმრის დასახვედრად. თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქართველი, რომელიც ევროპაში წინდებს იპარავს, სოფლის მეურნეობაში ვერაფერს გააკეთებს. ჩვენ წლების მანძილზე მიჩვეული ვიყავით ფულის შოვნას და არა - გამომუშავებას. არ მესმის, კაცი, რომელსაც მიწა აქვს, მშიერი რატომ უნდა იყოს? იმის მიხედვით, ვის როგორ აქვს ბაღი მოვლილი, შემიძლია გითხრათ, როგორია ეს ადამიანი ოჯახში... როგორ შეიძლება, მიწა გქონდეს და გიჭირდეს?! მაგალითს გეტყვით: კომბოსტოს თვითღირებულება 7 თეთრია ანუ ერთ ჰექტარზე 100 ტონის მოსაყვანად 7 000 ლარის დახარჯვაა საჭირო. წელს კომბოსტო 50 თეთრად იყიდებოდა ანუ 7 000-ს ხარჯავ და 50 000-ს იღებ. თუნდაც ორმაგი აიღო, დამეთანხებით, შრომის გაწევა ღირს. საქართველოში არც იმდენი სოციალურად გაჭირვებულია, რამდენსაც სტატისტიკა გვიჩვენებს. უბრალოდ, კონკრეტული ადამიანები მიჩვეული არიან თანხის უშრომლად მიღებას და შედეგად, ვისაც ეს რეალურად სჭირდება, მისი "წილი" არასამართლიანად იყოფა მათზე, ვისაც ამის რეალური საჭიროება არა აქვს. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობას საქართველოში დიდი მომავალი აქვს. ათეული წლების მანძილზე ამ სფეროსადმი სახელმწიფოს უყურადღებობამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მკვეთრი შემცირება გამოიწვია და ქვეყანა, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი, იმპორტზე გახდა დამოკიდებული. დიდი ფულადი ნაკადები გაედინება ქვეყნიდან იმის გამო, რომ არ არის წარმოების კულტურა, ინფრასტრუქტურა, შესანახი მეურნეობები. მართალია, ექსპორტი უფრო შორეული პერსპექტივაა, მაგრამ გვაქვს რეალური შანსი იმპორტის ჩანაცვლებისა. საქართველო მოიხმარს 800-850 ათას ტონა ხორბლის ეკვივალენტს, ფქვილში. რეალურად, სასურსათო ხორბალი, უკეთეს შემთხვევაში, 100 000 ტონა მოგვყავს ანუ მთელი ბაზარი იმპორტირებული ხორბლისთვის გვაქვს დათმობილი. ამ დროს კი გვაქვს რეალური შესაძლებლობა, მინიმუმ 600 000 ტონა მოვიყვანოთ და საქართველო ამ მხრივ თვითკმარი ქვეყანა გახდეს. ძალიან მცირეა ვაშლის ფართობებიც მაშინ, როცა შეგვიძლია როგორც სასურსათო, ისე სამრეწველო ვაშლი გვქონდეს სხვადასხვა პროდუქტის დასამზადებლად. თუ ფერმერი ამა თუ იმ კულტურის მოყვანისთვის საჭირო ცოდნას გამოამჟღავნებს, შეუძლია 300%-იან რენტაბელობაზე გარანტირებულად იფიქროს.

- ოჯახის შესახებ გვითხარით.

- მეუღლე და ორი შვილი მყავს. უფროსი, თამარი 15 წლის იყო, როცა კემბრიჯის კოლეჯში ჩააბარა. ახლაც ლონდონში სწავლობს. გიორგი ბრიტანულ-ქართული აკადემიის მე-6 კლასის მოსწავლეა. უნდა, უფრო მეტი გააკეთოს, ვიდრე ეს თამარმა შეძლო და ამ ჯანსაღ ამბიციას მეც ყველანაირად ვაღვივებ (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, ოჯახის წინ არასოდეს არაფერი დამიყენებია. სოფელში სახლი გვაქვს, რომლის მშენებლობა მამამ ჩემი დაბადების შემდეგ დაიწყო. ალბათ იოლი მისახვედრია, რამდენად ფასეული შეიძლება იყოს ის ჩემთვის. იქვე არაჩვეულებრივი ხეივანია, სადაც ყოველ წელს 2 ტონა ჩინურსა და გურულ მწვანეს ვკრეფ. 1998 წლიდან ყოველ წელს 100 ლიტრ ღვინოს ვწურავ და ვინახავ. ერთ ისტორიას მოგიყვებით: 16 წლის ვიყავი, როცა მე და პაპამ ეზოში შავი ვაზი ჩავყარეთ. პაპა მალე დაიღუპა. მამა ყველანაირად ეცადა, რომ ვაზს ეხარა, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ, გახმა და გადაშენდა. ის ადგილი ცარიელი იყო, მეზობელი იყენებდა და პომიდორს რგავდა ხოლმე. 2003 წელს ჩემი შვილი, გიორგი დაიბადა. ამავე წელს იმ ადგილას ერთი ძირი შავი ვაზი ამოვიდა, დღემდე ძლიერდება და ვენახს ქმნის. ყოველ წელს გიორგის ამ ყურძენს თავის ფეხით ვაწურვინებ, ღვინოს ვაყენებ და ვუნახავ. ამით ჩემებურ ისტორიას ვქმნი. ისტორიაა ისიც, რომ მამას გამოხდილი არაყი ბოცით მიდგას და არ ვსვამ. სოფლის მეურნეობა ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის, არამედ სოფლის სიყვარული და დიდი ტრადიცია, თუმცა, აქვე ვამტკიცებ, რომ სოფელს შეუძლია, მონდომებული ადამიანი კარგი მოსავლითა და გარანტირებული კეთილდღეობით უზრუნველყოს.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
30.04.2015
ღირსეული ადამიანი!
tamo
30.04.2015
გმერტმა ხელი მოგიმარტოს.ვისაც მუსჰაობა არ ეზარება ის მსჰიერი არ იქნება.მიბაზეტ და ნუ მიატოვებტ სოფელსსსსსსსსსსსსსსსსს
??????????????????
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2255 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი