"მაფიაზე გათხოვილი" - სექსუალური მსახიობები სექსუალური ხმითა და ენრიკე იგლესიასის სიმღერით
font-large font-small
"მაფიაზე გათხოვილი" - სექსუალური მსახიობები სექსუალური ხმითა და ენრიკე იგლესიასის სიმღერით
27 აპრილიდან "პალიტრა ტვ"-ზე ახალი სერიალი იწყება. "მაფიაზე გათხოვილი" ამერიკული კრიმინალური მელოდრამაა, რომლის ჩვენებაც 2014 წლის შემოდგომაზე აშშ-სა და ევროპის არხებმა წარმატებით დაიწყეს და ჩვენი ტელევიზიის საშუალებით, მალე ქართველი მაყურებელიც იხილავს.
მსახიობებს, რომლებიც ამ სერიალში მონაწილეობენ, საქართველოშიც კარგად იცნობენ და მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ. ისინი ერთ-ერთი უმსხვილესი კინოკომპანიის - "ტელემუნდოს" ვარსკვლავები არიან - პაოლა ნუნიესი, ეუხენიო სილერი, კატრინ სიაჩოკე, ხუან სოლერი და ლაურა ფლორესი. რაც შეეხება ფილმის მუსიკალურ გაფორმებას, სიმღერას პოპულარული და ბევრი მელომანისათვის საყვარელი მომღერალი - ენრიკე იგლესიასი ასრულებს. "მე ვარ ენრიკე იგლესიასი და ვასრულებ მთავარ სიმღერას სერიალში "მაფიაზე გათხოვილი". გვიყურეთ "პალიტრა ტვ-ზე" - ამბობს ის სერიალის "პრომოში".

GzaPress ფილმი 140-სერიიანია და "პალიტრა ტვ"-ს "ეთერში" ყოველ სამუშაო დღეს - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 22:30 წუთზე გავა. სერიალის სიუჟეტი ძალზე საინტერესო და დაძაბულია - მაღალი საზოგადოების ინტრიგები, ტყუილი და ღალატი, ძვირფასი ლითონებისა და ქვების კონტრაბანდა და ყოვლისშემძლე მაფია. არის სიყვარული, რომელიც ტყუილით დაიწყება და ტრაგედიით დასრულდება. შემდეგ კი - მძიმე 8 წელი, რომელიც შეყვარებულებს მტრებად გადააქცევს და კანონის სხვადასხვა მხარეს დააყენებს. დღეს, ერთი მათგანი მაფიის მეთაურის მეუღლეა, ხოლო მეორე - ამ მაფიას ებრძვის. რა საიდუმლოებებს ინახავს ცხოვრებიდან ამოშლილი 8 წელი და რა უფრო ძლიერია - სიყვარული თუ შურისძიების წყურვილი.

აღსანიშნავია, რომ სერიალი მსახიობ კოტე თოლორდავას უნდა გაეხმოვანებინა, როგორც კი მოსკოვიდან დაბრუნდებოდა, მაგრამ მისი ტრაგიკული დაღუპვის გამო, "ხმისთვის" სხვა მსახიობი შეირჩა... ქალბატონებს ფილმში გვანცა ლაღიძე ახმოვანებს, მამაკაცებს კი - მსახიობი ზურა გორგაძე, რომელსაც ტელემაყურებელი კარგად იცნობს პროექტიდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები", სადაც ის სალომე ჭაჭუას პარტნიორი იყო. გარდა ამისა, იგი არაერთ ფილმს ახმოვანებს და მისი ხმა მაყურებელში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

ზურა გორგაძე:

- როგორც წესი, ბრაზილიური და ვენესუელური სერიალები საქართველოში ძალზე პოპულარული და რეიტინგულია, მაყურებელთა ფართო აუდიტორია ჰყავს და ვფიქრობ, "მაფიაზე გათხოვილიც" საკმაოდ "ყურებადი" იქნება, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი ხდება, რაც ქართველ მაყურებელს მოსწონს და აინტერესებს, თანაც ძალიან სიმპათიური და ლამაზ-ლამაზი გოგო-ბიჭები მონაწილეობენ, რაც სერიალის რეიტინგის დიდი საწინდარია. მთავარ როლშიც ლამაზი გოგონა და სიმპათიური ბიჭი არიან, რომელსაც, სხვა მამაკაც გმირებთან ერთად, მე ვახმოვანებ. ზოგადად, გახმოვანება ხან ოთხ ხმაში ხდება, ხან - ორში, ეს ის შემთხვევაა, როცა ორნი - მე და გვანცა ლაღიძე ვახმოვანებთ და ასეთ დროს, საკუთარ თავზე მეტი მუშაობა გიწევს, მაყურებლისთვის ერთი და იგივე ხმა მომაბეზრებელი რომ არ იყოს, პერსონაჟები უნდა განასხვაო. ბანალურად რომ ვთქვათ, ზოგჯერ ცოტა ბოროტი ხმა უნდა გქონდეს, ცოტა ცინიკური, ირონიული, ცოტა საშიში ტემბრიც უნდა იყოს, კარგი და კეთილი ბიჭები ცოტა მიამიტი ტემბრით და ა.შ. რაც შეეხება მთავარ გმირს, სერიალი თავიდან კარგად დაიწყო, კარგი ცხოვრება ჰქონდა, პატიოსანი ბიჭი იყო, მაგრამ პირველივე სერიაში რაღაც მოხდა, რამაც უცებ გააბოროტა და მაყურებელი მიხვდება, რომ ის ყველაფერი, რასაც აკეთებს, აბსოლუტურად საჭიროა იმ მდგომარეობისთვის. ამ სერიალში არიან ბოროტი ძალებიც და კეთილიც, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან და ეს ბრძოლა პირველივე სერიიდან საკმაოდ საინტერესოა, იხლართება ამბები, რასაც საინტერესო განვითარება ექნება და ამას საიდუმლოდ დავტოვებთ.

- პირველი სერიის მოკლე სიუჟეტი გაგვიმხილეთ.

GzaPress- მთავარი გმირები ერთმანეთს ხვდებიან, მოეწონებათ, შეუყვარდებათ, თუმცა, ერთმანეთს ატყუებენ, თითქოს მდიდრები არიან, თუმცა, იმავე სერიაში სხვა სიტუაციაში აღმოაჩენენ თავიანთ თავს - ერთი მკერავია, მეორე კი ხან კაზინოში მუშაობს, ხან ე.წ. "სტაიანშიკია". დაქორწინებას გადაწყვეტენ, გოგონა ეკლესიასთან ელოდება, ბიჭს ვითომდა მოკლავენ, სინამდვილეში - დაჭრიან, ეკლესიაში ვეღარ მიდის და ამის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, "პალიტრა ტვ"-ის "ეთერში".

- "პალიტრასთან" პირველად თანამშრომლობთ? როგორია სამუშაო პროცესი?

- საკმაოდ საინტერესოა, ბევრს ჰგონია, რომ მარტივი საქმეა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. გახმოვანება ხელოვნებაა, საკმაოდ მარტივი მათთვის, ვისაც კარგად გამოსდის და ასეთი ცოტაა. პატარა საიდუმლოა, რაც უნდა ამოხსნა, ამას ვერ ისწავლი, რაღაც უნდა გქონდეს და აუცილებლად გამოგივა. "პალიტრაში" თავს კომფორტულად ვგრძნობ, ხმის რეჟისორს დიდი მნიშვნელობა აქვს და იმდენად შეწყობილები უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, რომ კადრი თუ დროულად არ მოგცა, წვალება მოგიწევს. სწრაფი ტემპით მივდივართ და ორიენტირი ხარისხზე გვაქვს, მაყურებლისთვის აბსოლუტურად გასაგები, ჟღერადი და გემრიელად საყურებელი უნდა იყოს. ვაღიარებ და ყოველდღიურად ამდენი სერიალის, ფილმის გახმოვანება ცოტა ავტომატურ რეჟიმში გაყენებს და საერთოდ რომ არ გინდოდეს მისი ყურება, ბოლოს მაინც გაინტერესებს. "მაფიაზე გათხოვილის" პირველივე სერიამ დამაინტრიგა და მოვლენათა განვითარებას მაყურებელთან ერთად ველოდები.

"პალიტრა ტვ"-ს დირექტორი ინგა დადიანი სერიალთან დაკავშირებულ დეტალებზე გვესაუბრება:
- "ტელემუნდო" ცნობილი კომპანიაა და ისეთ სერიალებს იღებს, რომლებიც აშშ-ში არსებულ ესპანურენოვან არხებზეა გათვლილი, ასეთი კი იქ 150-ზე მეტია. კოპერირებას არგენტინულ, მექსიკურ, კოლუმბიურ კომპანიებთან აკეთებს და ერთობლივ ფილმებს იღებენ. მხოლოდ მელოდრამა არ არის, კრიმინალური სიუჟეტიცაა, სერიალი ორი ადამიანის სიყვარულის ამბით იწყება, რომლებიც ერთმანეთს ლას-ვეგასში შემთხვევით გაიცნობენ. ბევრი საიდუმლოა და სიუჟეტი დაძაბულია.

- სად ხდება მოქმედება?

GzaPress- მოქმედება ლას-ვეგასში ხდება, ამიტომ ფილმში მრავალი ეფექტური კადრი, ულამაზესი პანორამაა, რაც საყურებლად ძალზე სასიამოვნოა. როცა ეს სერიალი გადაიღეს, მსახიობები იმდენად კარგები და სიუჯეტიც იმდენად წარმატებული იყო, ევროპაში შემოტანისას, მეტი პოპულარიზაციისთვის გადაწყდა, რომ ენრიკე იგლესიასი სერიალის სახე უნდა გამხდარიყო, რადგან სიმღერას ის ასრულებს და წარმდგენიც ის უნდა ყოფილიყო. სერიალს "პრომოუშენს" მსახიობებთან ერთად, სწორედ ის უკეთებდა.

- რა სეგმენტზეა გათვლილი "მაფიაზე გათხოვილი"?

- დარწმუნებული ვარ, ამ სერიალს მხოლოდ მანდილოსნები არ უყურებენ და აუდიტორია მამაკაცების სახითაც ეყოლება, რადგან სასიყვარულოსთან ერთად, კრიმინალური სიუჟეტი საკმაოდ ჩახლართულია და ისეთი ლამაზი ქალები მონაწილეობენ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები გულგრილნი ვერ დარჩებიან. სერიალის გახმოვანება როცა მიმდინარეობს, ჩვენი ტელევიზიის მამაკაცები კადრებს ძალიან აღფრთოვანებულები უყურებენ ხოლმე (იცინის). მოკლედ, ყოველი სერია ისეთი საინტერესოა, მოგინდება, არ დამთავრდეს და მალე გაიგო, შემდეგ რა მოხდება.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
14.06.2015
პირველ სერიას სად ჯანდაბაში ვუყურო ?
05.06.2015
აუუუუ ჩავერთე პირველივე სერიიდან და უმაგრესი სერიალია, ძალიან მომწონს!!!
თათა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2255 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი