საფრთხეები, რომლებიც კაცობრიობას განადგურებით ემუქრება
font-large font-small
საფრთხეები, რომლებიც კაცობრიობას განადგურებით ემუქრება
კოსმოსური საიდუმლოებანი - "აპოფიზი" დედამიწასთან შესახვედრად მოფრინავს
კოსმოსი საფრთხეებითაა სავსე.

მაგრამ მათ შორის ყველაზე რეალური - პოტენციურად საშიში ობიექტებია, რომლებსაც დედამიწასთან შეჯახება შეუძლია. მოცემული მომენტისთვის მათი რაოდენობა დაახლოებით ათას ხუთასამდეა. მათთან შეჯახების ალბათობა ერთ პროცენტს იშვიათად აღემატება, თუმცა, ეჭვის საფუძველი მაინც არსებობს. ამ ჯგუფის "რეკორდსმენად" ასტეროიდი "აპოფიზი" გვევლინება. ერთხელ უკვე ჩაუარა დედამიწას და აუცილებლად დაბრუნდება 2029 და 2036 წლებში.

2004 წელს, ამერიკული ობსერვატორიის, "კიტ-პიკის" ასტრონომებმა აღმოაჩინეს ასტეროიდი, რომელსაც დროებითი სახელწოდება - 2004MN4 მიანიჭეს. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ცხადი გახდა, რომ ეს ობიექტი დედამიწისთვის საფრთხეს შეიცავდა, მას საკუთარი სახელი - "აპოფიზი" უწოდეს, რაც ძველეგვიპტური ღვთაების, უზარმაზარი გველის სახელი გახლდათ. ის მიწისქვეშა სამეფოში ბინადრობდა და მზის - "რა"-ს განადგურებას ცდილობდა.

რას წარმოადგენს ეს კოსმოსური "ყაჩაღი"? პირველად მეცნიერებმა მისი საფრთხე საკადრისად ვერ შეაფასეს. მიზეზი კი ის იყო, რომ ასტეროიდი მზის სინათლის მხოლოდ 23%-ს ირეკლავს და ამიტომაც ასტრონომებმა არასწორად გამოთვალეს მისი ზომები. 9 წლის შემდეგ გაირკვა, რომ "აპოფიზის" დიამეტრი დაახლოებით 325 მეტრია (თავდაპირველად ნავარაუდევი 270-ის ნაცვლად). ისიც ცნობილია, რომ გაცილებით მცირე ობიექტებსაც კი, დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში, კატასტროფის გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, ცნობილი "ტუნგუსური მეტეორიტის" დიამეტრი, როგორც მკვლევრები ვარაუდობენ, 30 მეტრს არ აღემატებოდა, მისი აფეთქების სიძლიერე კი 40-50 მეგატონას შეადგენდა. ეს არსებულთაგან ყველაზე ძლიერი წყალბადის ბომბის ენერგიას შეესაბამება. "აპოფიზის" დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში, აფეთქების ძალა 1480 მეგატონას მიაღწევს! ყველაზე "შეღავათიანი" გამოთვლების მიხედვით, აფეთქების ადგილიდან 300 კილომეტრის რადიუსით, წამიერად, მიწასთან იქნება გასწორებული ყველა ხელთქმნილი ობიექტი; აგრეთვე, დაიღუპება ყველაფერი ცოცხალი და ჩვენს პლანეტას ეს გლობალურ კატასტროფად დაუჯდება.

GzaPressგანათლებულმა მკითხველმა შეიძლება გაიკვირვოს - კოსმოსში ხომ პოტენციურად საშიშ ობიექტებს შორის არსებობს კიდევ უფრო დიდი მეტეორიტები და კომეტები? რატომ ითვლება მაინცდამაინც "აპოფიზი" ყველაზე სახიფათოდ?

სამწუხაროდ, ამ კვლევათა "მთავარი გმირი" გინესის რეკორდების წიგნშიც კია შეტანილი და, როგორც საფრთხის მატარებელს, ტურინის სკალის მიხედვით, 4 ქულა აქვს მინიჭებული.

წინასწარი მონაცემებით, დედამიწასთან შეჯახების მოსალოდნელი საფრთხე 2029 წლისთვის - 2,7%-ითაა შეფასებული. ეს მართლაც რეკორდია, რადგან ადრე, ყველაზე კრიტიკულ შემთხვევებში, ამგვარი შეფასებები 0,1-0,2%-ს არ აღემატებოდა.

რაღა თქმა უნდა, ამ საშიშროების შეტყობის შემდეგ, რომელსაც შეუძლია, ადამიანის არსებობას ბოლო მოუღოს, მეცნიერებმა საფრთხის თავიდან აცილებაზე ფიქრი დაიწყეს. საუბარი იყო ისეთი აპარატის შექმნაზე, რომელიც გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებდა ობიექტს. მაგალითად, აფეთქებათა სერიით შეცვლიდა მისი ფრენის ტრაექტორიას. წამოაყენეს კიდევ უფრო ეგზოტიკური წინადადებაც - მაგალითად, ასტეროიდი მაღალი არეკვლის უნარის მქონე აპკში უნდა გაეხვიათ; მაშინ, მზის სინათლის წნევა "აპოფიზს" სახიფათო ტრაექტორიიდან გადაანაცვლებდა. ნაირგვარი პროექტი სერიოზულად იხილებოდა ნასაშიც და "როსკოსმოსშიც".

2013 წლის იანვარში "აპოფიზი" დედამიწას 14,5 მილიონი კილომეტრით დაუახლოვდა - 1/10-ით უფრო ნაკლები მანძილით, ვიდრე მანძილი ჩვენს პლანეტასა და მზეს შორის. ცოტა ხანში, როცა კიდევ ერთხელ ყურადღებით შეისწავლეს მისი მოძრაობის ტრაექტორია, ნასას სპეციალისტებმა ატმოსფეროს მჭიდრო ფენებში ასტეროიდის შემოსვლა გამორიცხეს. მიღებული მონაცემების მიხედვით, გამოთვალეს, რომ 2029 წელს "აპოფიზი" დედამიწას 37 ათასი კილომეტრის მანძილის მიღმა ჩაუვლის. ისინი ირწმუნებიან, რომ კაცობრიობას საფრთხე არ ემუქრება, არადა, ცნობილია, რომ კოსმოსური საზომით, ეს მანძილი ძალზე უმნიშვნელოა!

ასტეროიდის იძულება - სახიფათო კურსს გადაუხვიოს - ძალზე ძვირი "სიამოვნებაა". საქმე ასობით მილიარდ დოლარის ხარჯს ეხება. სანამ სპეციალური კოსმოსური აპარატი აშენდება, საჭირო იქნება ათასობით მეცნიერის ძალისხმევა ამ აპარატის ტექნოლოგიის შესამუშავებლად. როდესაც საქმე ძალზე დიდ ფულის მასას ეხება, კაცობრიობა მზადაა, ალალბედზე მიუშვას. 2,7% ხომ თითქმის არც ისე ბევრია, მაგრამ, თუ არ გაგვიმართლებს?!.

სხვათა შორის, ერთ-ერთ პოპულარულ კომპიუტერულ თამაშში სწორედ "აპოფიზი" ეჯახება დედამიწას 2029 წელს. პირველივე დღე-ღამის განმავლობაში კაცობრიობის დიდი ნაწილი იღუპება, გადარჩენას კი მხოლოდ ისინი ახერხებენ, ვინც გიგანტურ კრიოკიდობნებს შეაფარებენ თავს, ხოლო იქიდან მხოლოდ კატასტროფის შედეგის ამოწურვის შემდეგ გამოაღწევენ. ალბათ ეს სავსებით რეალური სცენარია...

ეკოლოგიური პრობლემები - მოსალოდნელია თუ არა წარღვნა?

სანამ ბლოკბასტერი "ნოე", რასელ კროუს მონაწილეობით, მილიონობით დოლარს "კრებს", ახალი მსოფლიო წარღვნის აჩრდილმა აშკარად იწყო გამოცხადება კაცობრიობის ისტორიის ჰორიზონტზე. 2014 წლის 31 მარტს, როგორც დაპირებული იყო, სამთავრობათაშორისმა ექსპერტთა ჯგუფმა გაეროდან კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ანგარიში გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტზე მუშაობაში 70 ქვეყნის 300-ზე მეტმა წამყვანმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. ანგარიშის შინაარსის ძირითადმა გზავნილებმა თითქმის ყველა საინფორმაციო არხი მოიარა.

გლობალური დათბობა

GzaPressგლობალური დათბობის შესახებ ჯერ კიდევ 2007 წლის ანგარიში იუწყებოდა, მსოფლიო წარღვნის შესახებ ნაამბობი კი სულაც არ გახლავთ მითი და ის ცოტა რამით თუ განსხვავდება მოცემული ანგარიშის შესაბამისი თავებისგან.

კლიმატის გლობალური დათბობა დედამიწას იქამდე მიიყვანს, რომ დაიწყება ცხოველთა მასობრივი გადასახლება; მათი ქცევებიც შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს და არსებობისთვის ბრძოლისას, საფრთხე შეუქმნას ადამიანს. მცენარეთა და ცხოველთა არსებული სახეობებიდან შესაძლოა, ძალიან ბევრი უკვალოდ გაქრეს. საკვები ღირებულების მქონე კულტურათა მოსავლიანობა საგრძნობლად შემცირდება, რაც პროდუქტებზე ფასების ზრდას გამოიწვევს. შესაბამისად, ნაკლებად უზრუნველყოფილ მოსახლეობაში მოშიმშილეთა რიცხვი გაიზრდება და ეს არა მხოლოდ "მესამე სამყაროს" ქვეყნების პრობლემა გახდება, არამედ - განვითარებული ქვეყნებისაც.

და მაინც, მსოფლიო წარღვნის ძირითად მიზეზად დედამიწაზე არსებული ყინულისა და თოვლის მასების დნობა იქცევა (სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებზე, ალპებსა და ჰიმალაის მთებში და ა.შ.), რაც კაცობრიობის არსებობისთვის მთავარ საფრთხედაა აღიარებული. მსოფლიოს გიგანტურ ოკეანეთა დონის აწევა წყლით დაფარავს ხმელეთის დიდ ტერიტორიებს. შესაძლოა, წყალქვეშ აღმოჩნდეს ხმელთაშუა ზღვისპირეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი. ოკეანეთა დაბინძურება და წყლის მჟავიანობის მატება გლობალურ ეკოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევს. ასევე მოსალოდნელია პლანეტის დიდ მდინარეთა ადიდება - შესაბამისი შედეგით...

ალბათ საუბარიც კი ზედმეტია იმაზე, თუ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტების უკმარისობამ, წყალდიდობებმა და მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების წყალქვეშ ჩაძირვამ: სახელმწიფოთა შიგნით შეიძლება გაჩაღდეს სამოქალაქო დაპირისპირებებმა, ხოლო სახელმწიფოთა შორის - სადავო ტერიტორიათა მისაკუთრებისთვის ბრძოლა.

სულაც არ არის საჭირო, ეკოლოგიის სფეროს ღრმა სპეციალისტი იყო, რათა გაიგო, რომ ჰაერის საშუალო ტემპერატურათა მატება უეჭველად აძლიერებს შხამიანი გაზების ტოქსიკურობას, რაც ატმოსფეროში სხვადასხვა წარმოებიდან გამონაბოლქვის სახით იფრქვევა. ამ მოვლენით უპირველესად, დიდი ქალაქების მცხოვრებნი დაზარალდებიან. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზები სამედიცინო მიღწევების წყალობით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებასთან დაკავშირებით, შეიძლება, უახლოეს ათწლეულებში არც გამართლდეს.

სამთავრობათაშორისი ჯგუფის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სიკვდილიანობის მატების მიზეზთა შორის, ჰაერის დაბინძურება "ლიდერობს". მაგალითად, 2012 წელს, უშუალოდ ატმოსფეროში ტოქსიკური გაზების შემცველობის მიზეზით, მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. არაპირდაპირი მსხვერპლის დათვლა კი, რასაკვირველია, შეუძლებელია. თუმცა, უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე აპოპლექსური დარტყმებისა და გულის დაავადებების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება იქცეს.

აწონ-დაწონილი, გამოთვლილი, გაზომილი

პლანეტის სხვადასხვა ნაწილში საშუალო ტემპერატურათა 2 გრადუსით მომატებაც კი, ანგარიშის ავტორთა შეფასებებით, იქამდე მიგვიყვანს, რომ მსოფლიო ეკონომიკის მთლიანი პროდუქტი 0,2-2%-ით შემცირდება. კლიმატის დათბობის პირდაპირ შედეგად ბუნებრივი კატაკლიზმები იქცევა, რაც გაცილებით დიდ ზარალს მოუტანს მსოფლიოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

რეალურად, ამას უკვე დღესაც ვადევნებთ თვალყურს: გავიხსენოთ 2013 წლის ერთ-ერთი ყველაზე "ძვირად ღირებული" ბუნებრივი კატასტროფა სამხრეთ-აღმოსავლეთ გერმანიაში (სეტყვის გამო, რომელიც ქვეყანას ივნისში დაატყდა თავს, ზარალმა 15,2 მილიარდი დოლარი შეადგინა); რთული ზამთარი აშშ-ში, ასევე - ისრაელის, სირიისა და ეგვიპტის ზოგიერთ რაიონებში 2014 წელს განვითარებული უჩვეულო მოვლენები; 1-ლი იანვრიდან 24 თებერვლამდე კოკისპირული წვიმა დიდ ბრიტანეთში.

"კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფები პლანეტაზე ყველაფერ ცოცხალს დაემუქრება - მცენარეებს, ცხოველებს, ადამიანებს; ნაკლებად განვითარებულ და მაღალგანვითარებულ ქვეყნებს; ღარიბებს და მდიდრებს!" - განაცხადა ახალი ანგარიშის წარდგენისას გაეროს სამთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარემ - რაჯენდრა პაჩაურიმ.

სახვალიო გაკვეთილები

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ჩნდება საფუძვლიანი კითხვა: შესაძლებელია თუ არა მოახლოებული კატასტროფის თავიდან აცილება და საამისოდ რისი გაკეთებაა საჭირო?

ექსპერტების მიერ მოწოდებული რჩევები ბანალურია, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობს მათი უპირობო მართებულობა: მკვეთრად უნდა შემცირდეს ატმოსფეროში სასათბურე აირების გამოტყორცნა; აუცილებელია ბუნებასთან ფაქიზი მოპყრობა; უნდა შეწყდეს ტყეების გაჩეხა და მათი გაშენება, სადაც არასდროს ყოფილა განლაგებული. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიიჩნევენ, შემუშავდეს გლობალური დათბობისგან კაცობრიობის დაცვის ახალი პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს საერთაშორისო დახმარების აღმოჩენას მათთვის, ვინც ბუნებრივი კატაკლიზმების მსხვერპლად იქცა (სადაც უნდა ხდებოდეს ის) და გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას პროდუქტებისა და სასმელი წყლის დეფიციტის მოახლოებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად;

ასევე, იმ რეგიონთა მცხოვრებლების პრობლემის გადაჭრა, რომლებიც წყალდიდობის შემთხვევაში სარისკო ადგილებზე შეიძლება აღმოჩნდნენ.

წინასწარ შემუშავებული ამგვარი პროგრამის პირველადი პროექტი უკვე არსებობს და თითქმის 2050 წლამდეა გაწერილი. მისი ღირებულება წელიწადში 70-დან 100 მილიარდ დოლარამდე შეადგენს. უკანასკნელი სიტყვა, ღირს თუ არა ამ პროექტის დაფინანსება, მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყნების მთავრობებმა უნდა თქვან.

აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ აშშ-სა და რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდნენ პოლიტიკოსები თუ მეცნიერები, რომლებიც ძალზე სკეპტიკურად მოეკიდნენ ამ ანგარიშს. მაგალითად, სენატორმა ჯეიმს ეინჰოფმა, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიიდან, განაცხადა, რომ მოცემული ანგარიშის მიზანია - დააშინოს კაცობრიობა და შთააგონოს მას, რომ კლიმატის ცვლილებები პირდაპირ "მისი ხელიდან მომდინარეობს". სინამდვილეში კი ასე არ არის!"

ბევრმა კლიმატოლოგმა ასევე გამოთქვა აზრი, რომ გლობალური დათბობის შესახებ მსგავსი დასკვნების გაკეთება უკანასკნელი 15-20 წლის ცვლილებათა საფუძველზე - ნაადრევია, რომ სინამდვილეში, საკმაოდ მნიშვნელოვანი ტემპერატურული ცვლილებები, ამ მხრივ, წარსულშიც ყოფილა და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სამეცნიერო საშუალებებით დაფიქსირებული არ ყოფილა, როგორც ეს დღესაა შესაძლებელი, საამისოდ საკმარისი მტკიცებულებები მაინც არსებობს.

დაბოლოს, ამ პოზიციის მომხრეთა აზრი შეიძლება, ორ სიტყვამდე დავიყვანოთ: პანიკას ნუ მიეცემით!

მართლაც, პანიკაში ჩავარდნა არ ღირს, თუმცა, ანდაზის სიბრძნე - "სიფრთხილეს თავი არ სტკივა" - ისევ ძალაში რჩება.
ირინა ჯანდიერი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
06.05.2015
რატომ აზომბებთ ადამიანებს, ეგ ყველაფერი თუ უნდა მოხდეს ისედაც მოხდება წინასწარ რა აზრი აქვს ნერვიულობას და კიდევ მაგ ანდაზის "სიფრთხილეს თავი არ სტკივა" აზრი გაშიფრეთ ამ სიტუაციისათვის , პრიმიტივებო
888
30.04.2015
ბუნებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულებიდან მოდის ყველანაირი საფრთხე! და თუ რამ ცუდი ხდება, ეს არის სწორედ ბუნების შურისძიება!
მეგი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი