თვითკმაყოფილი დიზაინერის წარმატების საიდუმლო
font-large font-small
თვითკმაყოფილი დიზაინერის წარმატების საიდუმლო
ახალგაზრდა, ქართველ დიზაინერს, რომელიც მართლაც განსხვავებული გემოვნებითა და ხედვით გამოირჩევა, უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც იცნობენ.
როგორც რესპონდენტი ამბობს, უცხოური ჟურნალის რედაქტორებსა და ცნობილ ქართველებსაც აქვთ სურვილი, მისი შექმნილი ფეხსაცმელი ატარონ. მიუხედავად იმისა, რომ თამთა?? მოდისა და დიზაინის მაგისტრის ხარისხი აქვს, სურს, სტაჟირება უცხოეთშიც გაიაროს. გარდა ფეხსაცმლისა, ის მომხმარებელს ორიგინალურ სამოსსაც სთავაზობს.

- ბავშვობიდან მიყვარდა ხელოვნება. ვხატავდი, ვცეკვავდი, ვმღეროდი. ძალიან ნიჭიერი და მიზანდასახული ბავშვი ვიყავი. მიყვარს საქმის ერთგულად კეთება. რასაც ხელს ვკიდებ, ყველაფერს კარგად ვაკეთებ. სამხატვრო აკადემიაში მოდისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაქვს მაგისტრის ხარისხიც, რომელიც ერთი წლის წინ ავიღე.

- რამდენი წელია, რაც დამოუკიდებლად ქმნი ფეხსაცმელს?

GzaPress- სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებიდან, აქტიურად ვარ ჩართული მოდის სფეროში. 16 წლის უკვე სტუდენტი ვიყავი. მონდომებით ვსწავლობდი კონსტრუირებას, ბატიკას, თექაზე მუშაობას, თუმცა ტყავთან მუშაობა ყოველთვის მეტად მაინტერესებდა, რადგან ეს მასალა მრავალფეროვნების საშუალებას მაძლევდა.

- შენი შექმნილი კოლექციის ჩვენება თუ გქონია?

- პირველი ჩვენება "ქორთიართ მერიოტში" მქონდა. ეს იყო სამაგისტრო ჩვენება, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ახლა კი, ჩემს ნამუშევრებს ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსზე გავიტან, რომელსაც სოფო ჭყონია ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ მოდისა და დიზაინის მაგისტრის ხარისხი მაქვს, მინდა, სტაჟირება უცხოეთშიც გავიარო.

- რამდენი წლის ხარ, თამთა?

- 27-ის.

- დაოჯახებული ხარ?

- დიახ, დაოჯახებული ვარ, - ორი შვილი მყავს.

- შენი საქმიანობა ძალიან დიდ დროსა და შრომას მოითხოვს. ოჯახთან ერთად ამას როგორ ახერხებ?
GzaPress- გეთანხმებით, ჩემი საქმიანობა მართლაც დიდ შრომას მოითხოვს, მით უმეტეს, როცა გაქვს ამბიცია, შექმნა რაღაც ახალი, საინტერესო და ორიგინალური. ოჯახის წევრები ამ მხრივ ხელს მიწყობენ, მეუღლეს ძალიან მოსწონს ჩემი საქმიანობა, ცდილობს, ყველაფერში დამეხმაროს.

- მეუღლეც დიზაინერი ხომ არ არის პროფესიით?

- არა, მეუღლე პროფესიით დიპლომატია.

- პირველ ეტაპზე, საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად დიდი თანხები დაგჭირდებოდა. ვინ დაგეხმარა?
- საკუთარი ბიზნესი სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ წამოვიწყე. რა თქმა უნდა, ეს პატარა გოგონასთვის რთული იყო, ოჯახის წევრები დამეხმარნენ. დღეს საკუთარ საქმეს დამოუკიდებლად ვუძღვები.

- რთულია, საკუთარი ბიზნესის სწორად მართვა?

- ბიზნესის სწორად მართვა ძალიან რთულია, მით უმეტეს - საქართველოში. თუმცა, თუ ყველაფერს სწორად გათვლი, ყველაფერი ისე აეწყობა, როგორც ჩაიფიქრებ. საქმეში წარმატების მისაღწევად კი, იმ საქმის სიყვარულია მთავარი, რასაც აკეთებ.

- მომგებიანია შენი ბიზნესი?

- ეს საქმე ჩემთვის, რაღაც დოზით, შემოსავლის წყაროა. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდ ინვესტიციებს მოითხოვს და აქედან გამომდინარე, მოგების ნახევარზე მეტს ისევ საქმეში ვდებ.

- თითოეული მოდელის შექმნაზე თავად მუშაობ?

GzaPress- მიუხედავად იმისა, რომ მყავს ადამიანები, რომლებიც დაკისრებულ საქმეს არაჩვეულებრივად ართმევენ თავს, თითოეული მოდელის შექმნაში მაინც აქტიურად ვარ ჩართული, დაწყებული დიზაინიდან, ფეხსაცმლის ბოლო დეტალამდე. ეს ჩემი საყვარელი საქმეა, რომელსაც ხელოვნებას ვუწოდებ. მაქსიმალურად ვცდილობ, თითოეულ ფეხსაცმელში ჩემი ინდივიდუალობა იგრძნობოდეს.

- რამდენი დღე სჭირდება ერთი ფეხსაცმლის შექმნას?

- ფეხსაცმლის შექმნა რთული პროცესია. გააჩნია, რა სტილის ფეხსაცმელი იკერება, საშუალოდ 4-დან 10 დღემდეა საჭირო. ჩემ მიერ შექმნილი ფეხსაცმელი სხვებისგან განსხვავებული და ორიგინალურია. სწორედ ამიტომ მიიპყრო ჩემმა ნამუშევრებმა ყურადღება არა მარტო საქართველოში, არამედ - ევროპაშიც.

- რა მასალით იკერება ფეხსაცმელი?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავით ვმუშაობ. ჩემი პრიორიტეტია, რომ ფეხსაცმელი იმდენად კომფორტული იყოს, რომ მომხმარებელს სხვაგან წასვლის სურვილი აღარ გაუჩნდეს ფეხსაცმლის შესაძენად.

- ცნობილი ადამიანები თუ სტუმრობენ შენს სახელოსნოს?

GzaPress- ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ჩემი შექმნილი ფეხსაცმლით დადის. კონკრეტულად არ დავასახელებ ჩემი კლინტების ვინაობას, თუმცა გეტყვით, რომ არა მარტო ქართველები, უცხოელი მომხმარებლებიც მყავს. სულ ახლახან უცხოური მოდის ჟურნალის რედაქტორები დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ მათთვისაც შევქმნა ფეხსაცმელი. ეს ყველაფერი ძალიან მახარებს.

- შენს კოლექციაში ფეხსაცმელები რკინის დეტალებითაა გაწყობილი. ეს შენი სტილია თუ უბრალოდ - მოდური შტრიხი?
- დიახ, ამ ეტაპზე მეტალს აქტიურად ვიყენებ, მოდურიც არის და მიმაჩნია, რომ რკინის დეტალი ტყავს უფრო ელეგანტურს აჩენს. მომავალ სეზონზე მინდა, ფაქტურული ტყავი გამოვიყენო. ანუ ეს ტყავთან მუშაობის ერთგვარი ტექნოლოგიაა, რომელიც თავად გადავიტანე ფეხსაცმელზე.
სხვადასხვა ფაქტურის ტყავზე ლაზერით გრავირებას ვაკეთებ და ძალიან ლამაზი გამოდის. რაც შეეხება მეტალს, ვფიქრობ, რომ მუდმივად იქნება ჩემს ნამუშევრებში.

- საკუთარი მაღაზია ხომ არ გაქვს, სადაც შენი ნამუშევრების რეალიზაციას ახდენ?

- სამწუხაროდ, ჯერჯერობით არა, მაგრამ ისე, დიდი სურვილი მაქვს, რომ მაღაზია გავხნა, სადაც უფრო იოლად შევძლებ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას. სხვადასხვა ქვეყნის "შოურუმებთან" ვთანამშრომლობ და შესაბამისად, იქ ხდება ჩემი ნამუშევრების გაყიდვაც.

- მინდა გითხრა, რომ შენი ფეხსაცმელი არცთუ ისე იაფია...

- ჩემი პროდუქცია საშუალო და მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვისაა გათვლილი, რადგან ხარისხი განსაზღვრავს ფასს. ვფიქრობ, უფრო იაფიანი ხაზიც გავაკეთო და აქედან გამომდინარე, უფრო გავაფართოო ბიზნესი. ამისთვის საჭიროა საწარმოს ხაზის აწყობა. იმედია, ოდესმე ამ ოცნებას ავისრულებ.

- როგორ ვიცი, სამოსზეც მუშაობ.

- დიახ, ამ ეტაპზე ახალ კოლექციას ვქმნი. ვაპირებ, ტანსაცმლის წარმოების ხაზი გავაფართოო.

- საგაზაფხულო მოდის ტენდენციებზეც გვითხარი - როგორი სტილია უფრო მოდური და აქტუალური?
- დღეს ყველაზე მთავარი შტრიხი ის გახლავთ, რომ კონტურული ხაზები გამოკვეთილი არ უნდა იყოს. უფრო თავისუფალი სამოსია მოდური. ყველა მოდის სახლს საკუთარი შემოთავაზება აქვს, შემდეგ უკვე მომხმარებელზეა დამოკიდებული, რას მიანიჭებს უპირატესობას. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ "მაღალ მოდაში" ძალიან აქტიურია კლასიკური და სპორტული სტილის სინთეზი.

- შენი აზრით, რა გამორჩეული თვისება და ნიჭი უნდა ჰქონდეს დიაზაინერს, რომ წარმატებას მიაღწიოს?
GzaPress- პირველ რიგში დიზაინერი ნიჭიერი და საკუთარი საქმის მცოდნე უნდა იყოს. ფანტაზიის უნარი უნდა გქონდეს, რათა მუდმივად შეძლო საკუთარი მომხმარებლის გაოცება და რაც მთავარია, თავის დამკვიდრება მოდის სფეროში. ეს პროფესია ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. შესაბამისად - შრომისმოყვარეობაც ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, დიზაინერის წარმატებული კარიერისთვის.

- საგაზაფხულო მოდელები უკვე შექმენი?

- დიახ, რამდენიმე ვარიანტი უკვე მზად მაქვს, მოსწონთ ჩემს მომხმარებლებს და მიკვეთენ კიდეც. უკრაინაშიც მყავს უკვე კლიენტები. ვფიქრობ, ჩემი კოლექცია ყაზახეთშიც გავიტანო.

- წარმატებებს გისურვებ.

- გმადლობ.
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი