ტომრები თვალების ქვეშ
font-large font-small
ტომრები თვალების ქვეშ
თვალების ქვეშ ტომრები ადამიანს შესაძლოა გენეტიკურად ერგოს. საქმე ის არის, რომ ქუთუთოების კანსა და კანქვეშა უჯრედებს შორის მდებარეობს თხელი მემბრანა.
ბუნება ზოგიერთს სქელ მემბრანას ჩუქნის, ზოგს კი - თხელსა და გამჭვირვალეს. დროთა განმავლობაში მემბრანა თხელდება და ცხიმოვანი ქსოვილი უშუალოდ კანქვეშ აღწევს. როდესაც მემბრანის გათხელება რაიმე მიზეზს უკავშირდება, ბუნებრივი გათხელების პროცესი ჩქარდება, ხოლო ცხიმოვანი ქსოვილის კანქვეშ სწრაფი გადასვლა უპეებთან ტომრების გაჩენას უწყობს ხელს. ამ წარმონაქმნებს ექიმები თვალის თიაქრებსაც უწოდებენ.

თვალის თიაქრის წარმოშობის მიზეზები ორ ჯგუფად იყოფა.

ზოგადია მიზეზები, რომლებიც დაავადებას კი არ უკავშირდება, არამედ ცხოვრების არასწორი წესით არის განპირობებული. ასეთია:
არასწორ პოზაში ძილი;
ორგანიზმში სითხის სიჭარბე;
ქრონიკული გადაღლა;
სტრესი;
არარაციონალური კვება;
ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი.

კონკრეტული მიზეზებია: თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები, წყალმარილოვანი ცვლის მოშლა.
როცა თვალსქვემოთ არსებული ტომრები რომელიმე დაავადებას სდევს თან, მათ გასაქრობად ამ დაავადებისგან განკურნებაც კმარა. შედარებით ძნელი მოსაცილებელია უმართებულო ცხოვრების წესის გამო გაჩენილი თიაქრები, გენეტიკურად განპირობებული ტომრების მოცილება კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი გზა პლასტიკური ქირურგიული ჩარევაა.
GzaPress
როგორ მოვიქცეთ?

თავი ძილის დროს მაღალ სასთუმალზე გედოთ. დაიდეთ რამდენიმე ბალიში.
ნუ დალევთ ძილის წინ ბევრ წყალს; მიიღეთ მცირე რაოდენობით სუფრის მარილი და ალკოჰოლიანი სასმელები.

გაღვიძებისთანავე გაიკეთეთ ცივი ნიღაბი ან თვალების ირგვლივ 5-10 წუთით დაიწყვეთ ყინულის კუბები - სიცივე ამცირებს გაფართოებულ სისხლძარღვებს და აცხრობს შეშუპებას.
სწორად შეარჩიეთ დღის კრემი. არ გამოიყენოთ მარტივი დამატენიანებელი მალამო - არაფერს გავნებთ, მაგრამ საჭირო ეფექტს ვერ გამოიღებს. თქვენ გჭირდებათ სპეციალური საშუალება - ლოსიონი, რომელიც ცხიმოვან ფუძეზეა დამზადებული და შეიცავს განსაკუთრებულ ზეთებს, რომლებიც არ აღიზიანებს თვალებს და კოლაგენით, ელასტინითა და ჰიალურონის მჟავათია გამდიდრებული. ეს კომპონენტები კანის ზედაპირზე წარმოქმნის თხელ ფენას, რომელიც სითხეს კანქვეშ გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. ზოგიერთი ლოსიონი კანის მატონიზებელ ნაერთებსაც შეიცავს, რომლებიც ლიმფური სისხლძარღვების მუშაობას ასტიმულებს. კოსმეტიკურ სალონებში ლიმფოდრენაჟისა და ელექტროსტიმულაციის პროცედურების დროს სწორედ ეს პრინციპი გამოიყენება. პირველი პროცედურის შემდეგ ეფექტი უმნიშვნელო ან შეუმჩნეველია. ქუთუთოს ქვეშ დაკიდებული ტომსიკა რომ დაპატარავდეს, პროცედურებისა და დამატენიანებელი კრემების რამდენიმე ციკლია საჭირო.

პროფილაქტიკა

თუ თვალებს ტომრების წარმოქმნისადმი მიდრეკილებას ამჩნევთ, ნუღარ დააყოვნებთ, სასწრაფოდ დაიწყეთ ვარჯიში მათ საწინააღმდეგოდ:
მაგრად დახუჭეთ და ფართოდ გაახილეთ თვალები. გაიმეორეთ 5-6-ჯერ, 30-წამიანი ინტერვალით.

მაგრად დახუჭეთ თვალები, ოღონდ ეცადეთ, არ მოიღუშოთ. თვლაზე - "5", თვალები ფართოდ გაახილეთ და მაღლა აიხედეთ, ისევ 5-მდე დაითვალეთ და თვალების კუნთები მოადუნეთ.
თავი სწორად დაიჭირეთ, მიიხედეთ მარცხნივ, დაითვალეთ 5-მდე და გაიხედეთ პირდაპირ, დახუჭეთ თვალები რამდენიმე წამით. ეს მოძრაობები გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს. ვარჯიში 3-4-ჯერ უნდა შეასრულოთ.

აახამხამეთ ორივე თვალი რაც შეიძლება სწრაფად, თვლაზე - "10", მაგრად დახუჭეთ, 4-6 წამის შემდეგ გაახილეთ და მოდუნებულმა გაიხედეთ რომელიმე მხარეს, მოშორებით მდებარე საგნისკენ, უყურეთ 3-5 წამს, შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ 3-5-ჯერ.
თავი სწორად დაიჭირეთ და გაიხედეთ ჯერ ზევით-ქვევით, შემდეგ - მარჯვნივ-მარცხნივ.
ატრიალეთ თვალები წრეზე ასეთი მიმართულებით: ზევით - მარჯვნივ - ქვევით - მარცხნივ, შემდეგ - საპირისპირო მიმართულებით.

დახუჭეთ თვალები და მათ შიგნითა კუთხეებზე დაიჭირეთ საჩვენებელი თითი, დააფიქსირეთ კანი ისე, რომ ნაოჭები არ გაუჩნდეს. თვალები მაგრად დახუჭეთ, ხოლო 5-6 წამის შემდეგ ქუთუთოები მთლიანად მოადუნეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.
ვარჯიშთა კომპლექსი უნდა შეასრულოთ 3-4 წყებად, 1-წუთიანი შესვენებით, უმჯობესია, დღეში 3-ჯერ. სასურველია, ვარჯიშის შემდეგ თვალებზე 5-10 წუთით დაიდოთ გვირილის ან ოხრახუშის ნაყენში დასველებული ტამპონები. თუ შეამჩნიეთ, რომ დროთა განმავლობაში ვარჯიში უფრო და უფრო გიადვილდებათ, ესე იგი სწორ გზას ადგახართ - რამდენიმე ხანში თვალის კუნთები გამყარდება და ტომრებიც ნელ-ნელა დაპატარავებას დაიწყებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი