მატყლი - უნიკალური მასალა ჯარისკაცების ტანისამოსისთვის
font-large font-small
მატყლი - უნიკალური მასალა ჯარისკაცების ტანისამოსისთვის
"იერუსალიმის ბეთლემის მონასტერში ბევრ ბერს ჩემი მოქსოვილი ქუდი ახურავს"
რთვისა და ქსოვის კულტურას საქართველოში დაახლოებით 7 ათასი წლის ისტორია აქვს.

მატყლი და მცენარეული (სელი, კანაფი) საქსოვი ნედლეული ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ 4-5 ათასი წლის წინ გამოიყენეს. საფეიქრო ნაწარმის მაღალი კულტურით საქართველო მთელ ანტიკურ სამყაროში იყო ცნობილი. ქსოვილები (სელი, ბამბა, აბრეშუმი, მატყლი) ისე უხვად იყო წარმოდგენილი, რომ ქვეყანა მათ ექსპორტსაც ეწეოდა. ძველ საქართველოში ხელსაქმის დაწინაურებას უმაღლესი ხელისუფლება და არისტოკრატული წრე აძლევდა სტიმულს. როგორც ცნობილია, თვით მეფე თამარიც ხელსაქმობდა და თავის "ნამაშვრალს" გლახაკთ ურიგებდა...

მოთხოვნა ქართულ საფეიქრო ნაწარმზე დღესაც არსებობს, თუმცა, მწირია მიწოდება, რადგან "ექსპორტს" მეწარმეები მხოლოდ ინდივიდუალურად თუ ახერხებენ.... ხალხური საფეიქრო ნიმუშების ქვეყნიდან სისტემურად გატანისთვის, პირველ რიგში, მეცხვარეობისა და მეაბრეშუმეობის მიმართ ყურადღებაა საჭირო. ეს კი ქვეყნის არა მხოლოდ საიმიჯო, არამედ ეკონომიურ განვითარებას შეუწყობდა ხელს...
GzaPress
ხალხური რეწვის დარგში ხუთი წიგნის ავტორს, ნანული აზიკურს "არც კი ახსოვს", როდის დაიწყო ხელსაქმე... ალვანში გაიზარდა. როგორც იხსენებს, დედა და ბებია გამუდმებით ქსოვდნენ და ეს საქმე მან ბუნებრივად შეითვისა... ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ეთნოგრაფიამ გაიტაცა და მუშაობა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში დაიწყო. 2006 წელს "სამეცნიერო კერების საყოველთაო ნგრევისას" მეცნიერ-მუშაკი სამსახურიდან პენსიამდე დაითხოვეს. ამის შემდგომ, სამეცნიერო თუ პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად დედისა და ბებიის ნასწავლ საქმეს უფრო ინტენსიურად მიუბრუნდა... ქალბატონი ნანული ქვეყნის უძველესი ტრადიციის გადარჩენა-შენარჩუნების საქმეს მცირე ბიზნესს უთავსებს და ხალხურ საფეიქრო ნიმუშებს მსურველებს როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ აწვდის...

- მოსკოვში კრებულ "ქართველებში" დასაბეჭდად ოთხი ეთნოგრაფიული სტატია მაქვს გადაცემული. ისინი ქართულ ნაგაზს, მხატვრულ ქსოვილებს, ქართულ ხალხურ კოსტიუმსა და მენაბდეობას შეეხება. სამი სტატია კი ამერიკაში, საქართველოსადმი მიძღვნილ წიგნში დაიბეჭდება. სასტამბოდ ბევრი წიგნი მაქვს გამზადებული. იმედია, ნელ-ნელა ისინიც იხილავენ დღის სინათლეს. ჩემი ძირითადი საქმიანობა პედაგოგობაა. მუზეუმში - "ღია ცის ქვეშ" ფარდაგების ქსოვას ვასწავლი. 90-იან წლებში, როცა ყველას უჭირდა, მსურველებს უსასყიდლოდ ვასწავლიდი ხელსაქმეს და ეს დღემდე ასე გრძელდება. გარდა ამისა, მცირე ბიზნესი გავაფორმე და ხელით დამზადებულ ნაწარმს მაღაზიებში ვაბარებ. ვარ წევრი "ქართული ტექსტილის ჯგუფისა", რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს რეგიონებში ხალხური რეწვის დარგების (ქსოვა, ქარგვა, თელვა) აღორძინების საქმეში. ჯგუფმა მრავალი პროექტი განახორციელა, სადაც პედაგოგის ან კონსულტანტის სტატუსით ვმონაწილეობდი. გარდა ამისა, კონსულტაციებს დედათა მონასტრებში ვატარებ.

- ძირითადად რაზე მუშაობთ?

GzaPress- ყველაზე დიდი მოთხოვნა ჩითებზეა. ეს გახლავთ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თუშეთში გავრცელებული ტრადიციული ფეხსაცმელი, რომელსაც თავისი პრაქტიკულობის გამო აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. ჩითები ჯერ იქსოვება, შემდეგ იკერება. არის თბილი, რბილი, ფეხზე კარგად მორგებული, უხმაურო და მსუბუქი. გარდა ამისა, ვამზადებ წინდებს, ლურჯ სუფრებს აპლიკაციით, ქუდებს, დეკორატიულ ანუ სახიან ნაბდებს. ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით წინდები და შარფები აღვადგინეთ. ვცდილობთ, ტრადიცია და ინოვაცია ერთმანეთს მოვარგოთ და თუ მოთხოვნის მიხედვით ვიმსჯელებთ, ამ ნაბიჯმა გაამართლა... იერუსალიმის ბეთლემის მონასტერში ბევრ ბერს ჩემი მოქსოვილი ქუდი ახურავს. ვამზადებ ტრადიციულ კოსტიუმებსაც, ვკერავ ხევსურულ ქოქლოს, ვთელავ ცხენის აღკაზმულობის ნაბდებს ანუ ჩულებს, რომლის გავრცელებული სახელი "თიქალთო" გახლავთ. ხშირად მიკვეთს მათ ერთი ცხენების მოყვარული ავსტრიელი ბარონესა. საზღვარგარეთიდან დიდი ინტერესია, მაგრამ მიზეზთა გამო მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ვგზავნი. საკუთარი სახელოსნო არა მაქვს. სახლში კი ადგილი არ არის, ამიტომ, ფარდაგებს ვეღარ ვქსოვ... ეს უდიდესი სიამოვნებაა. ფარდაგების ქსოვისას ღამეებს ვათევდი ხოლმე... 2012 წელს, წინა მთავრობა ხალხურ ოსტატებს თავიანთი ნაწარმის საზღვარგარეთ გაყიდვაში დაეხმარა. ეს მეწარმეებისათვის დიდი მხარდაჭერა და სტიმული იყო.

- როგორც ამბობთ, ხალხური ხელსაქმის შესწავლის მსურველთა რაოდენობა იზრდება. რამდენად დიდია კონკურენცია ბაზარზე?
- კონკურენცია მართლაც არის, მაგრამ ზოგიერთი მეწარმის პროდუქტს უკვე თავისი ნიშა აქვს და მასზე მოთხოვნა ნარჩუნდება. ჩვენ არაფრის ფასად არ ვცვლით წარმოების წესს, ხარისხს - ვაკეთებთ საუკეთესო მატყლისგან, რომელიც ხელითაა დამუშავებული. ამ შემთხვევაში კი ბოჭკოს მთლიანობა არ ირღვევა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს.

- ქართული ცხვრის მატყლს რაიმე გამორჩეული მახასიათებლები აქვს? ცნობილია, რომ ე.წ. თუშური ცხვრის მატყლი უხეშია და ამის გამო მასზე საზღვარგარეთ მოთხოვნაც ნაკლებია...
GzaPress- დიახ, ცოტა უხეშია, ამ ტიპის მატყლს "ნახევრად უხეშმატყლიანი" ჰქვია, მაგრამ გააჩნია, რა მიზნით გამოვიყენებთ. უხეში მატყლი, ძირითადად, მენაბდეობასა და მეხალიჩეობაში გამოიყენება. საბჭოთა პერიოდში "შინელების" წარმოება ქართული მატყლისგან ხდებოდა. მენშევიკური მთავრობის დროს კი ჯარისკაცებს თუშური მატყლისგან მოთელილი გარესამოსი - თექები ეცვათ. ეს შეუცვლელი მასალაა მსგავსი ტიპის ტანსაცმლისთვის. ერთხელ, როცა ამ თემაზე მოხსენება წავიკითხე, ერთმა აზერბაიჯანელმა მრეწველმა მითხრა, ძალიან გვჭირდება მოთელილი ნაწარმი სამხედრო ეკიპირებისთვის და თუ შეგიძლიათ, დიდი რაოდენობით დაგვიმზადოთო. ამაზე მოთხოვნა ახლაც დიდია, მაგრამ სამწუხაროდ, დარგი მივიწყებული, ყურადღებას მოკლებულია. მეცხვარეობა და მეაბრეშუმეობა ყოველთვის სახელმწიფო ზრუნვის საგანი იყო. დღეს კი მეცხვარეები გაუგონარი და გაუსაძლისი გადასახადების გამო უმძიმეს მდგომარეობაში არიან მაშინ, როცა ქართული ცხვარი უნიკალურია თავისი ბოჭკოს აღნაგობით: საკმაოდ გრძელ ბოჭკოს დიდ სიგრძეზე გასდევს ღრუ. თუ ის ხელითაა დამუშავებული, ბოჭკოს მთლიანობა არ ირღვევა და უნიკალურია როგორც სამრეწველო, ისე სამედიცინო თვალსაზრისით. სინესტეში ღრუში ნესტი გროვდება, სიცხეში კი თავისებური თერმორეგულატორია. ამ თვისებების გამო სამკურნალო დანიშნულება აქვს მატყლის ქამრებს, მაისურებს. უებარია რადიკულიტის, სახსრების ანთების, მუხლების ტკივილისას. თუშური ბაწრით სპეციალურ სამუხლეებს ვქსოვთ, რომელიც დაბეჟილობის შემთხვევაში მუხლში წყლის ჩადგომას უშლის ხელს... გარდა ამისა, თუშური მატყლი არაჩვეულებრივად ემორჩილება ღებვასა და გაჭიმვას, კარგად უძლებს გრეხვას და გამოირჩევა ბზინვარე ფერით. სავალალოა, მაგრამ რადგან მატყლში მეცხვარეები უკვე ტრანსპორტირების ფასსაც ვერ იღებენ, ცხვრის გაპარსვის შემდეგ მატყლს მთაში ადგილზევე, ღია ცის ქვეშ ტოვებენ... არადა, ქართული ცხვრის მატყლი, როგორც მეხალიჩეობაში საუკეთესო, XIX საუკუნეში ამერიკისა და ევროპის ბაზრებში დიდი რაოდენობით გადიოდა. სხვათა შორის, სიუხეშის შერბილების მიზნით, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ქართულ ცხვართან შესაჯვარებლად ნაზმატყლიანი ჯიში შემოიყვანეს. მაგრამ ცდამ არ გაამართლა - თუშურმა მატყლმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სპეციფიკური თვისება დაკარგა. ჯიშის დაწმენდის მიზნით, მოგვიანებით, ე.წ. "ელიტური ფარები" გაჩნდა. თეთრ ცხვარში შავი და ჭრელი არ უნდა ერიოს. დღეს, სამწუხაროდ, ფარებიც აღრეულია... აუცილებელია ამ დარგის წახალისება, რადგან მასზე ქვეყნის როგორც კულტურული, ისე ეკონომიური მდგომარეობისათვის უმნიშვნელოვანესი დარგებია მიბმული... ცნობილია, რომ საფრანგეთის მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს მისთვის არარენტაბელურ დარგს - მეცხვარეობას მხოლოდ იმიტომ, რომ ალპებში სიცოცხლე იგრძნობოდეს და ტურიზმისათვის მიმზიდველი ფონი შეიქმნას. დარგის შენარჩუნების მიზნით, 90-იან წლებში მთავრობამ მეურნეებს 25 წლის წინ აღებული სესხებიც კი მოუხსნა. ჩვენთან კი ზეწოლა მეცხვარეებზე დღითი დღე იზრდება. გვყავს საუკეთესო ჯიშის, რელიეფს კარგად მორგებული, ტვირთმზიდი, სიცოცხლის ბოლომდე შრომისუნარიანი თუშური ცხენი და ქართული ნაგაზი; საუკეთესო ხარისხის თუშური ყველი და თავისი კოლორიტით უნიკალური თუშური ფარდაგები, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია... უკვე არსებულის მხოლოდ შენარჩუნებაა საჭირო. თუ ამას მოვახერხებთ, მსოფლიოს ყურადღების მისაპყრობად სხვა ხელოვნური მეთოდები აღარ იქნებოდა საჭირო...
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
05.06.2015
მიხარია,რომ არსებობენ ასეთი ადამიანები,მაგრამ მწყინს,რომ მათი საქმიანობა სახელმწიფო დონეზე დაინტერესებას არ იწვევს...ზუსტად ვიცით რა გვჭირდება,მაგრამ ჯიუტად სხვაგან ვეძებთ გამოსავალს
ფიქრია ხუტუაშვილი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი