წლის მსოფლიო ექსპერიმენტის მონაწილე ქართველი მეცნიერი
font-large font-small
წლის მსოფლიო ექსპერიმენტის მონაწილე ქართველი მეცნიერი
"დანადგარი ანტარქტიკის რამდენიმე კილომეტრის სიღრმის ყინულის ჭაშია განთავსებული"
დღეისათვის ცნობილი ელემენტარული ნაწილაკებიდან უმრავლესობა არასტაბილურია - გარკვეული დროის შემდეგ სხვა ნაწილაკებად გარდაიქმნება.

მათგან ერთ-ერთ გამონაკლისს სულ რამდენიმე ათეული წლის წინ აღმოჩენილი ნეიტრინო წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში არსებულ ნაწილაკთა უმრავლესობას ნეიტრინოები შეადგენს, მათი დამზერა ძალზე რთულია - მილიარდი ნეიტრინოდან ხელსაწყოები მხოლოდ ერთს აღიქვამენ...

GzaPressნეიტრინოების დამზერასა და კვლევას ისახავს მიზნად ექსპერიმენტი სახელად IჩEჩUBE ("ყინულოვანი კუბი"), რომელიც 2013 წლის საუკეთესო ფიზიკურ ექსპერიმენტად აღიარეს. 1 კმ წიბოს მქონე დანადგარი სამხრეთ პოლუსზე, ანტარქტიდის ყინულებში რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზეა განთავსებული. პროექტის განხორციელებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მეცნიერებს შორის ორი ქართველი ფიზიკოსი - რეზო შანიძე და გიორგი ჯაფარიძე მონაწილეობენ. ბატონ რეზოს საქართველოში პროექტის ფარგლებში??? ჩამოსულს შევხვდით და ამ მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერიმენტსა და ამჟამინდელ საქმიანობაზე ვესაუბრეთ.

- "ყინულოვანი კუბი" კოსმოსური ნეიტრინოების დაკვირვების მიზნით შეიქმნა. დეტექტორი სამხრეთ პოლუსის 3 კმ-მდე სისქის ყინულის ორმოებშია განლაგებული. ანტარქტიდის ყინული იდეალური გარემოა ნეიტრინოების რეგისტრაციისთვის, რადგან მასში ძალიან მცირეა ბუნებრივი რადიოაქტიური ნივთიერებების მინარევი. ორმოებს ცხელი წყლის მაღალი წნევის ჭავლით თხრიან. მექანიკური დაზიანებისა და დიდ სიღრმეზე არსებული მაღალი წნევისაგან ხელსაწყოებს სპეციალური მინის საფარი იცავს.

- კონკრეტულად რა შედეგის გამო აღიარეს "ყინულოვანი კუბი" 2013 წლის საუკეთესო ფიზიკურ ექსპერიმენტად?
- მან პირველად დამზირა რამდენიმე ძალიან მაღალი ენერგიის ნეიტრინო. მოგეხსენებათ, სამხრეთ პოლუსზე ნახევარი წელი ღამეა, ნახევარი - დღე. ღამის სეზონზე ის აბსოლუტურად მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს. ტემპერატურა იმდენად დაბალია, თვითმფრინავი რომ დაჯდეს, შეიძლება, ვეღარც აფრინდეს. ამიტომ, სამხრეთ პოლუსზე მდებარე მუნდსენ-სკოტის პოლარულ სადგურში საკვებს, საწვავსა და ექსპერიმენტისთვის საჭირო აპარატურას წინასწარ იმარაგებენ. პოლარული ღამის სეზონზე ამ სადგურში ყინულის კუბის ორი მეცნიერი რჩება. მათი მოვალეობა დეტექტორის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფაა. იქ დაახლოებით 50 ადამიანია - სხვა ექსპერიმენტის მონაწილე მეცნიერები და დამხმარე პერსონალი.
GzaPress
- რა იყო თქვენი კონკრეტული საქმე ექსპერიმენტის მიმდინარეობისას?

- საბედნიეროდ, ჩემი მუშაობა ნეიტრინოების აღმოჩენას დაემთხვა. დეტექტორის მოდელირებისა და მიღებული მონაცემების ანალიზში ვმონაწილეობდი. საბოლოოდ, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჩვენს სამყაროში არსებობს მაღალი ენერგიების ნეიტრინოები და მათი დამზერა შესაძლებელია. ამ შედეგით დაგვირგვინდა ნეიტრინული ასტრონომიის პირველი ეტაპი, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო პროექტით DUMAND: მისი მიზანი წყნარ ოკეანეში, ჰავაის კუნძულების მახლობლად პირველი ნეიტრინული დეტექტორის შექმნა იყო. მაშინ ეს პროექტი ტექნიკური პრობლემების გამო დროზე ადრე შეწყდა, თუმცა, თანამედროვე ექსპერიმენტებს მან დაუდო სათავე. "ყინულის კუბი" თავისი ზომით ბევრად აღემატება მის წინამორბედ დეტექტორებს. მისი მონტაჟი 2010 წელს დასრულდა და მას შემდეგ თითქმის უწყვეტად მუშაობს. მისი მიზანი ნეიტრინოების საშუალებით სამყაროს შესწავლაა.

- ამ ექსპერიმენტამდე თქვენ არანაკლები მნიშვნელობის ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულ ანტარესის ექსპერიმენტშიც მონაწილეობდით, არა?
- ხმელთაშუა ზღვაში შესანიშნავი პირობებია ნეიტრინული ასტრონომიის საკვლევად. მზის სინათლე სრულად, დაახლოებით, 1 კმ-ის სიღრმეზე იხშობა. წყალი გამჭვირვალე და წყნარია. ანტარეს ექსპერიმენტი ხმელთაშუა ზღვის საფრანგეთის სანაპიროსთან 2,5 კმ-ის სიღრმეზეა განთავსებული. ამ პროექტში ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) ჯგუფთან ერთად ათი წელი ვიმუშავე. ტელესკოპის ძირითად მიზანს იმის დადასტურება წარმოადგენს, რომ შესაძლებელია ნეიტრინული დეტექტორის ზღვის ფსკერზე განთავსება და მისი უწყვეტი ექსპლუატაცია ხანგრძლივი დროის მანძილზე. ნეიტრინოების გარდა, დეტექტორი კოსმოსური სხივების მიერ ატმოსფეროში შექმნილ ნაწილაკებსაც აფიქსირებს, რომლებიც ზღვის კილომეტრიან სიღრმეზე აღწევს. ანტარესის წარმატებულ მუშაობას კარგმა სანაოსნო ინფრასტრუქტურამ შეუწყო ხელი. ტულონში საფრანგეთის საზღვაო ფლოტის ბაზა და ოკეანოლოგიის ინსტიტუტია განთავსებული, რომლის გემებისა და 2,5 კმ სიღრმეზე მომუშავე წყალქვეშა აპარატების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ექსპერიმენტის ინსტალაცია. გარდა ფიზიკოსებისა, ექსპერიმენტით ზღვის ბიოლოგები, სეისმოლოგები და ოკეანოლოგები არიან დაინტერესებულნი. ფოტოდეტექტორები ზღვის ფაუნის ბიონათებას აფიქსირებენ. ნათების ძირითადი წყარო - ზღვის სიღრმეში მცხოვრები ბაქტერიებია. მართალია, ბიონათება ტელესკოპის მუშაობას ხელს უშლის, მაგრამ ბიოლოგებისთვის სწორედ ესაა საინტერესო. ამ სიღრმეზე სიცოცხლის შესწავლის მიზნით, მათ ანტარესის კვების კვანძიდან ცალკე ხაზი გაიყვანეს, რომლებზეც ზღვის სიღრმეში ბიოლოგიური მოვლენების შემსწავლელი დეტექტორები შეაერთეს. ამჟამად საერთაშორისო თანამშრომლობა ხმელთაშუა ზღვაში ამზადებს ნეიტრინულ დანადგარს KM3NeT, რომლის მოცულობამ ერთი კუბური კილომეტრი უნდა შეადგინოს. დანადგარი მგრძნობიარე იქნება სამივე სახის ნეიტრინოს მიმართ. ვარაუდობენ, რომ დეტექტორი მწყობრში 2016-2017 წლებში ჩადგება. ვფიქრობ, მასში მონაწილეობა საინტერესო უნდა იყოს ქართველი მეცნიერებისთვის.

- ხსენებულ ექსპერიმენტებამდე რა "სამეცნიერო გზა" გაიარეთ?

GzaPress- ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სადიპლომო ნაშრომზე დუბნის (რუსეთი) ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში ვმუშაობდი. იქ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტმა მიმავლინა, სადაც დიპლომის დაცვის შემდეგ 15 წელი ვმუშაობდი, პარალელურად კი, დუბნის ცენტრთან ვთანამშრომლობდი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ინსტიტუტს დაფინანსება თითქმის შეუწყდა. თუმცა, ამასთან ერთად, საბჭოთა "რკინის ფარდაც" მოიშალა და საზღვარგარეთის წამყვან დაწესებულებებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა გაჩნდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო ცერნი, სადაც ახალი დიდი პროექტი - დიდი ადრონული კოლაიდერი იწყებოდა. ქართველ კოლეგებთან ერთად, CMS-ის სამეცნიერო პროგრამებზე დავიწყე მუშაობა. ამ ჯგუფის წევრები საქართველოდან პირველ მეცნიერებს შორის ვიყავით, ვინც ცერნთან თანამშრომლობდა. ჩვენი საქმიანობის საუკეთესო შეფასება ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის თანაავტორობა გახლდათ. აღმოჩენის თანაავტორი 35-ზე მეტი ქართველი მეცნიერი იყო, რომელთა დიდი ნაწილი ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო დაწესებულებებში მუშაობს. 90-იან წლებში გერმანიის მაღალი ენერგიების ფიზიკის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის (DESY) სამეცნიერო კომპიუტერულ ქსელში აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტები ჩართეს. ეს სატელიტური ანტენებისა და კოსმოსური თანამგზავრების საშუალებით მოხდა. საქართველოში სატელიტური ანტენა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში დაიდგა. ასე რომ, ამ ინსტიტუტმა პირველმა გაჭრა უფასო ინტერნეტფანჯარა ქართველი მეცნიერებისა და სხვა მომხმარებლებისთვის. ამ პროექტის შემდეგ გერმანელმა კოლეგებმა დეზიში მიმიწვიეს. 12 წელი ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტში ვიმუშავე. კოლეგებთან ერთად, 2000 წელს საქართველოში DESY-ის დირექტორთა საბჭოს წევრი მოვიწვიეთ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა, ცენტრის პროგრამებში ჩვენი სტუდენტების მონაწილეობა, სადაც ათზე მეტი ქართველი ახალგაზრდა ჩაერთო. ბევრი მათგანი დღეს მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობს.

GzaPress


- ამჟამად რას საქმიანობთ?

- გერმანიაში საქართველოსთვის პროექტებს ვაკეთებ. მიგრაციის საერთაშორისო ფონდ "იომს" აქვს ახალი პროექტი სახელწოდებით "კვალიფიციური თანამემამულეების დროებითი დაბრუნება". მის ფარგლებში, შარშან ლექციების ციკლი წავიკითხე. ამჯერად გადავწყვიტე, მსურველებს უფრო პრაქტიკული საქმიანობა შევასწავლო. არსებობს კომპიუტერული ენა "პითონ", რომელსაც ფართოდ იყენებენ საერთაშორისო ექსპერიმენტებში. ლექციებს ამ პროგრამაზე ვკითხულობ. გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად, ასტროფიზიკაში საერთო ნაშრომებზე ვმუშაობ.

- თქვენი ოჯახის წევრებიც გერმანიაში ცხოვრობენ?

- მეუღლე საქართველოშია, თუმცა ხშირად ჩამოდის. ქალიშვილი ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლობს, მალე ფსიქოლოგიის მაგისტრი გახდება. ვაჟმა სოციოლოგიური მეცნიერებები შეისწავლა, შემდეგ ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა, ახლა კი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობს.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
10.06.2015
წარმატებები, ქართველ მეცნიერს!
ალექსანდრე
10.06.2015
ხელმეორედ გადაიკითხეთ ქ-ნ ნანა. არ პროგრამისტობს ეს კაცი. ისე წაკითხულიდან აზრის გამოტანა თუ ასეთი ძნელია დარწმუნებული ვარ ეხლაც ვერ იგებთ რა მოუხდა ბათუს და საფარ-ბეგს არა? ;)
ნანა-ს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი