ფემინისტური ყაურმის რეცეპტი მამაკაცებისთვის - გზაპრესი

ფემინისტური ყაურმის რეცეპტი მამაკაცებისთვის

1. გადადე ტელევიზორის პულტი გვერდზე, ასწიე შენი ზარმაცი უკანალი დივანიდან და მიდი მაცივართან. გამოაღე.

2. გამოიღე მაცივრიდან ხორცი. გარეცხე, დაჭერი და ჩაყარე დედააფეთქებულ, გარეცხილ-გაკრიალებულ ქვაბში... დადგი ცეცხლზე.

3. ცოტაოდენი წყლის დასხმა არ დაგავიწყდეს... სანამ ხორცი იხარშება, გაფცქვენი ხახვი და დაჭერი ალყა-ალყა... არ იცი, ალყა-ალყა რა არის? როგორც იცი, ისე დაჭერი, ეგეც ზედმეტია შენთვის!

4. ხორცი რომ მოიხარშება, დააყარე ხახვი და ისევ მოშუშე. არ დაწვა, ტელევიზორს თავი დაანებე და ქვაბს მიხედე!

5. ხახვი რომ მოიშუშება, 1 ჭიქა თეთრი ღვინო დაასხი. სადაა და კარადის ზედა თაროზეა, ზეთის ბოთლის უკან დამალული! არ დალიო! ქვაბში ჩაასხი!

6 დაჭერი მწვანილი წვრილად და ისიც ქვაბში ჩაყარე!

7. მარილი _ გემოვნებით! და ბროწეულის მარცვლების მოყრა არ დაგავიწყდეს!

8. თეფშზე ამოიღე და ჭამე! დედაშენს დაუძახე, სული შეუბეროს და გაგიცივოს, პირი არ დაიწვა!

ეს მხოლოდ "სეზონური" ხუმრობაა და იმედია, მამაკაცები არ გაგვინაწყენდებიან.

მარი ჯაფარიძე