რას წარმოადგენს კაიმაღი, რომელმაც სააკაშვილს აწყინა - აჭარის ოჯახური სამზარეულო
ზაფხულობით აჭარის მაღალმთიანეთში, მაგალითად ბეშუმში, საზაფხულო საძოვრებზე წასული ქალები რძეს სეფერატორში - რძისგან ნაღების გამოსაცალკევებელ აპარატში ატარებენ. სწორედ ამ ნაღებს ეძახიან კაიმაღს. ეს არაჟნის კონსისტენციის პროდუქტია და ასევე არაჟანივით მომჟავო გემო აქვს. იმდენად ნოყიერია (წარმოიდგინეთ მთის საძოვრებზე მოწველილი რძის სუფთა ნაღები), რომ ბავშვისთვის მისი შეთავაზება არც იფიქროთ.
მხოლოდ ახალმომზადებული კაიმაღის ჭამა შეიძლება შედარებით მსუბუქად. 2-3 დღის შემდეგ კი მაგრდება და ნამდვილ
კარაქს ემსგავსება. საკმაოდ ეგზოტიკური საჭმელია, თუმცა ძალიან ცხიმიანი და მძიმე.
კაიმაღისგან შინაურ ამზადებენ, რომელიც საკმაოდ მალფუჭებადია. ამიტომ ზამთრის მარაგისთვის ამ კარაქს ამარილებენ და ისე ინახავენ. მისგან ბევრი კერძი მზადდება. ადნობენ დიდი რაოდენობით კარაქს, ყრიან შიგნით დაწნულ ყველს ან კარტოფილს. ცოტა ხნით შუშავენ ცეცხლზე და მიირთმევენ. კაიმაღს ურევენ პურის ან სიმინდის ცომში და აცხობენ, ან მოთუშულს მიირთმევენ.
როგორც ხედავთ, მთიანი აჭარის კერძები ზედმიწევნით მსუყეა. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თუ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მართლაც 3 კილოგრამი კაიმაღი მიირთვა, იოლად ვერ გადარჩებოდა.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შუამთობის დღესასწაულზე დასწრებისას ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ ამავე დღესასწაულზე სამი წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა 3 კილოგრამი კაიმაღი მიირთვა და ცუდად გახდა.