უცნაური ამბები სოფლის "ბირჟიდან"...
font-large font-small
უცნაური ამბები სოფლის "ბირჟიდან"...
ყველა სოფელს თავისი "ბირჟა" აქვს, სადაც საღამოობით შრომისგან დაღლილი ადამიანები იკრიბებიან და ხშირად, უცნაური ამბების თხრობით ილამაზებენ ერთფეროვან ყოფას.
ასე იყო ჩემს ბავშვობაში, როცა გაფართოებული თვალებით ვუსმენდი უფროსებს და ფანტაზია ისეთ სურათებს ქარგავდა ჩემს გონებაში, რომ შიშით დაზაფრული, ბებიის კალთას ვაფარებდი თავს. ახლაც ასეა, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ ზღაპრების დიდად აღარ მჯერა და აღარც ბებიაა ცოცხალი. მოხუცების დანატოვარ მითებს კი მათი შთამომავლები იხსენებენ და ისეთივე სიამოვნებით ვუსმენ მათ, როგორც ჩემს შორეულ და მონატრებულ ბავშვობაში. დიახ, ვუსმენ და ვიმახსოვრებ...

ბებო ნატალია, 73 წლის:
- წინაპრებისგან ვიცი, რომ მამლის უდროო ყივილი უბედურების მომასწავებელია. მამალმა მხოლოდ გამთენიისას უნდა დაიყივლოს. შუადღისას და განსაკუთრებით საღამოს თუ ყივის, აუცილებლად, ვინმე ცუდ ამბავს მოიტანს. პატარა აღარა ვარ, რომ არ დამეჯერებოდეს და თან, მაგალითების მოყვანაც ბლომად შემიძლია: ომი რომ დამთავრდა, ხუთი წლის ვიყავი. მამაჩემი არა და არ გამოჩნდა, არც დაღუპვის ცნობა მიგვიღია. იმედით ელოდებოდნენ დედაც და ბებიაც, მაგრამ ერთ საღამოს მამალმა ყივილი ატეხა და ვერაფრით რომ ვერ გააჩერეს, ბებიამ ნაჯახს წამოავლო ხელი, თავი გააგდებინა, მერე კი მოხარშული ღარიბ მეზობელს გადაუტანა ანუ შესაწირავი გააკეთა და ანთებული სანთლით ხელში დიდხანს ლოცულობდა: ღმერთო, ცუდი ამბავი აგვარიდეო... მაგრამ მეორე დღეს მაინც მოვიდა ვიღაც რუსი და მამაჩემის დაღუპვის ამბავი მოიტანა: ერთად ვიწექით ჰოსპიტალში, ექიმები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერი უშველესო...
გასათხოვარი გოგო ვიყავი და საქმრო მყავდა. დასანიშნად რომ უნდა მოსულიყვნენ, მაშინ აიტეხა მამალმა უდროო ყივილი და ორ საათში მოგვიტანეს ამბავი: კოწიას (ჩემს საქმროს) სანადირო თოფი გაუვარდა და ტვინი გაასხმევინაო... რამდენსაც გინდათ, იმდენს გავიხსენებ მსგავს ამბებს...

ელენე, 49 წლის:
- ბებიაჩემმა ხშირად იცოდა თქმა: ცოდვილს მზე არ ათბობს, რადგან სისხლი აქვს გაციებული. ცხელი სისხლისა და გულის პატრონი ცუდს ვერ გააკეთებსო... გინდ დაიჯერეთ და გინდა - არა, მაგრამ ერთი ნათესავი გვყავდა, რომელიც სიკვდილმისჯილებს ხვრეტდა ციხეში და ის რომ გარდაიცვალა, ისეთ სიკვდილს მტერსაც არ ვუსურვებ - ჭკუაზე შეიშალა. პაპანაქება სიცხეშიც პალტოთი დადიოდა და იძახდა, - სიცივით ვკვდებიო... ბოლოს, სახლს ცეცხლი წაუკიდა და შიგ გამოიწვა ის უბედური...

მაიკო, 35 წლის:
- ბებიაჩემს ფულის პოვნა არ უყვარდა. ამტკიცებდა: დამკარგავი, მით უფრო, თუ ღარიბია, იმდენს იდარდებს და დაიწყევლება, მპოვნელმა შეიძლება, მეტი დაკარგოსო. ხუთკაპიკიანიც რომ ეპოვა, ქვეყანას ააწრიალებდა და მაინც გაიგებდა, ვინ დაკარგა. ეს ამბავი მაშინ გამახსენდა, როცა ქუჩაში საფულე ვიპოვე, რომელშიც ასდოლარიანი და ორმოცდაათამდე ლარი იდო. იმდენი ხალხი იყო, პატრონს როგორ ვიპოვიდი? სულმა მძლია და ის ფული მივითვისე, სისულელეებში დავხარჯე. რამდენიმე დღეში კი, ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი დავკარგე, რომელიც ათჯერ მეტი ღირდა. მიდი და, ნუ დაიჯერებ ამის შემდეგ მსგავს რაღაცებს...

პაპა ზურაბი, 82 წლის:
- მე კი სულ იმას მასწავლიდა პაპაჩემი, რომ სხვის მიმართ სისასტიკე არ გამომეჩინა: განგება არ გაპატიებს სხვის შეუბრალებლობას და ისეთ უბედურებას დაგატეხს თავს, თავბედს გაწყევლინებსო. მას შემდეგ სულ ვაკვირდებოდი და ყველა სასტიკ და გულქვა ადამიანს სიცოცხლეშივე მოუწყო ჯოჯოხეთი ბედისწერამ. არ გახსოვთ უბედური ვასილა, საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი მტერივით რომ ექცეოდა? საჭმელი ენანებოდა ცოლ-შვილისთვის და მისი ნებართვის გარეშე პური რომ გაეტეხათ, საცემრად იწევდა. აღარაფერს ვამბობ მეზობელსა და ნათესავზე, ყველას მტრად თვლიდა და აღარ იცოდა, ვინ როგორ გაემწარებინა. ჰოდა, დაისაჯა კიდეც - საკუთარ სახელოსნოში ჩაითრია დაზგამ და ნაკუწებად აქცია. მისნაირი კაციც კი შეეცოდა ხალხს, ასეთი შემზარავი სიკვდილისთვის...

ნათელა, 66 წლის:
- ბაბუაჩემი კი გველს არ მოკლავდა არაფრით, სახლში შემოცურებულიც რომ ენახა. დარწმუნებული იყო, რომ მისი წყევლა უბედურებას დაატეხდა თავს ოჯახს. ერთხელაც, სახლში შემოპარული ქვეწარმავალი ფრთხილად დაიჭირა, ტყეში ტომრით გაიყვანა და ცოცხალი გაუშვა. ამ ამბის შემდეგ ორიოდე თვე იყო გასული, რომ ტყეში ფიჩხისთვის წასული ბაბუა დასასვენებლად, ჩამომჯდარა ფერდობზე და შემთხვევით, გველს წამოედო თურმე კუდზე. ისიც შეშინებული წამომართულა და რომ უნდა დაეგესლა, მეორე გველი გაჩენილა მახლობლად, სისინი დაუწყია, თითქოს იმ პირველს რაღაცას ეუბნებოდა. ისიც დამშვიდებულა და მერე ორივე ბუჩქებში შესრიალებულა. თქვენ დაიჯერებთ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ბაბუას სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ იმ გველმა გადაარჩინა, რომელიც თავად დაინდო და გაუშვა...

ნაილი, 56 წლის:
- მე კი ცხონებული მამიდა მინდა გავიხსენო, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და თავისი გარდაცვალების თარიღიც წინასწარ იცოდა და კიდევ ბევრი რამ. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ათი წლისას "ბატონები" დაუბრძანდა და საღათას ძილით დაეძინა. ორი კვირა არ გაუღვიძია, ძლივს უფეთქავდა პულსი და ექიმებიც ვერ იძლეოდნენ მისი გადარჩენის იმედს. არადა, მოიხედა და პატარა გოგომ გამოცდილი ქალივით დაიწყო ლაპარაკი, მსჯელობა, რწმენა გაუასმაგდა და ამტკიცებდა, რომ წარსული, მომავალი და აწყმო არ არსებობს, სიცოცხლე მარადიულია, სული არ კვდება. უბრალოდ, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადისო. რა "ნახა საიქიოში", არ ჰყვებოდა: არ შეიძლება, ამიკრძალესო, მაგრამ გაამხილა, რომ ზოგჯერ მომავალში გახედვას ახერხებდა და როგორ არ დაგვეჯერებინა, როცა მისი ნათქვამი ყველას საოცარი სიზუსტით უხდებოდა?! რვა წლის ვიყავი, როცა მითხრა, - ოთხი გოგოს შემდეგ გაგიჩნდება ნანატრი ვაჟიო და მართლაც ასე რომ არის, ყველამ იცით...

რამდენად მართალია ხალხში მოარული ეს უცნაური ამბები, უფლის გარდა არავინ უწყის, მაგრამ იმდენად მინდა სასწაულებისა და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების გვჯეროდეს ყველას, არ შემეძლო, გაგონილი და მოსმენილი საჟურნალე მასალად არ მექცია.
ინგა ჯაყელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1298 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი