"ამ გმირმა ცხოვრების წესი შემიცვალა" - გზაპრესი

"ამ გმირმა ცხოვრების წესი შემიცვალა"

ამისთვის ინტერნეტი მოსახერხებელი საშუალებაა," - ამბობს რეჟისორი ვანო ხუციშვილი და დასძენს, რომ ძალიან აზარტული ადამიანია. ამ თვისების გამო, ყველანაირი სახის თამაშზე უარს ამბობს, მაგრამ გამონაკლისი დაუშვა და შეხვედრაზე მაინც დამთანხმდა.

პრეამბულის მაგიერ

- ბაბუა, ვის სახელს და გვარსაც ვატარებ, უნივერსიტეტის მაშინდელი გამომცემლობის "საბჭოთა საქართველოს" მთავარი ტექნიკური რედაქტორი იყო. ოჯახში საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. მირჩევდნენ, რა დროს, რა წამეკითხა, მეც ბავშვური ინტერესი მქონდა და ცნობისმოყვარეობას ნელ-ნელა ვიკმაყოფილებდი.

- წიგნი მოგიპარავს?

- ერთ შემთხვევას გავიხსენებ. ბავშვობაში, არტოს ბაღში, თეატრალურ სტუდიაში დავდიოდი. მარჯანიშვილის მეტროსთან წიგნის დიდი მაღაზია იყო. საღამოს, შინ რომ ვბრუნდებოდი, დავინახე, დიდი სატვირთო მანქანა მოეყვანათ, მაღაზიიდან წიგნები გამოჰქონდათ და პირდაპირ მოუწესრიგებლად, გაუფრთხილებლად ყრიდნენ. მეგობრებთან ერთად იმ მანქანის "კუზაოზე" ავხტი და შერჩევა რამდენადაც შესაძლებელი იყო, ჩემთვის სასურველი წიგნები ავიღე. იმდენი წიგნი წამოვიღე, სახლამდე ძლივს მივიტანე. სანთლით საძებარი თეატრალური ლიტერატურა იყო. არ ვიცი, ამას მოპარვა, რამდენად ჰქვია.

- ამას წიგნების გადანდგურებისგან გადარჩენა ჰქვია. დღემდე ინახავ?

- დიახ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ოჯახში წიგნები შევიტანე და ამაყად დავალაგე.

- "მაკბეტი," რომელიც გასულ წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დადგი, წელს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე რა ნიშნით მოხვდა?

- ფესტივალზე ყველა თეატრს აქვს უფლება ერთი სპექტაკლი წარადგინოს. ქუთაისის თეატრმა "მაკბეტი" წარადგინა. ამას ჰქონდა წინა პირობაც, სპექტაკლი "დურუჯის" 3 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და პრიზი საუკეთესო მხატვრობაში, თეო კუხიანიძემ აიღო. ისეთი რეჟისორების ხუთეულში მოხვედრა, როგორებიც თემურ ჩხეიძე და რობერტ სტურუა არიან, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. თბილისში საკმაოდ წარმატებული გასტროლი გამოგვივიდა. საფესტივალო პროგრამაში სპექტაკლი რეკომენდებულია თეატრის კრიტიკოსთა საბჭოს მიერ.

- ინტელექტუალური თამაშები გიზიდავს?

- არანაირი ფორმის თამაში არ მიყვარს. ძალიან აზარტული ვარ. ჩემი თავი თამაშის დროს არ მომწონს, მაგალითად, ბანქოს თამაშისას არ მიყვარს, როცა მატყუებენ. ასეთ დროს ვდგები და მივდივარ.

- "იმისთვის მოგვეცა, რომ ვიხაროთ და არა იმისთვის, რომ უმსგავსოდ მოვიქცეთ, იმისთვის, რომ ვიცინოთ და არა იმისთვის, რომ დაგვცინონ, ჯანმრთელობის განსამტკიცებლად და არა სნეულების შესაძენად. სხეულის გასამაგრებლად და არა სულის მოსაუძლურებლად". რომელი სასმლის შესახებ წერდა ამ სიტყვებს წმინდა იოანე ოქროპირი?

- ღვინოზე, არა?

- დიახ. ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ზომიერების ფარგლებში მიყვარს. ქართლელი ვარ, გორში, ხიდისთავში სოფელი მაქვს. იქ მოგვყავს ჩინური ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც მსუბუქ, საქეიფო ღვინოს ვაყენებთ. ეს პროცესი მიყვარს და მშვენივრად მეხერხება.

- თეთრი ღვინო დაძველებისას მუქდება, რა ემართება წითელ ღვინოს?

- მეტად ბლანტი ხდება და შაქრის მაჩვენებელიც იცვლება.?

- წითელი ღვინო ღიავდება. რომელ მცენარეს უწოდა ეკატერინე II-მ ასკილი მაღალი საზოგადოებიდან?

- არ ვიცი.

- გამოცნობა არ უნდა გაგიჭირდეს, დაფიქრდი, ერთ-ერთ ყვავილზეა ლაპარაკი.

- ვარდზე?

- დიახ. "ამ მდუღარეგადასმულ ჩემს ბიოგრაფიაში, - წერს ერთ-ერთი მწერალი, - ვერც ერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე, რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, ჰემინგუეის უთქვამს: მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო. ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია". რომელი ცნობილი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?

- ოტია იოსელიანი.

- ეს ადამიანი ისტორიაში შევიდა თავისი სხეულის ნაწილის გამოსახულებით. ფოტოზე გამოსახული იყო მარჯვენა ხელის მტევანი, თითზე საქორწინო ბეჭდით. დაასახელე ამ პიროვნების მეუღლის გვარი, რომლის პრაქტიკაშიც ეს პირველი სურათი იყო.

- ვერ ვხვდები, ვისზეა ლაპარაკი.

- მიგანიშნებ, ეს ყველაფერი მედიცინასთანაა დაკავშირებული.

- მაინც ვერ ვხვდები.

- ეს ადამიანი რენტგენის მეუღლე იყო.

- მართლა? თავად ამ ფაქტის შესახებ არაფერი ვიცოდი.

- როგორ მცენარეებს უწოდებენ მონოკარპულს?

- ზუსტად არ ვიცი, "მონო" ერთს ნიშნავს და "კარპოს" როგორ ითარგმნება?

- მცენარე. ანუ მონოკარპულს უწოდებენ ისეთ მცენარეებს, რომლებიც სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ყვავიან და იძლევიან ნაყოფს. "საუკეთესო ან არაფერი" რომელი ცნობილი ავტომწარმოებელი ფირმის დევიზია ეს სიტყვები?

- "მერსედესის" მგონია.

- ნამდვილად ასეა. რამდენი პროცენტით უნდა შემცირდეს რაიმე სიდიდე, რომ ნახევარი მივიღოთ?

GzaPress- 50%-ით.

- გზაზე მიდის 2 ადამიანი, დიდი და პატარა. პატარა დიდის შვილია, მაგრამ დიდი პატარის დედა არ არის. რა გამოდის?

- მამა ყოფილა.

- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებული სამეფოს ისტორიაში ვინ იყო პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი?

- მარგარეტ ტეტჩერი.

- რომელი ქართველი დიდებულის თავგანწირვამ იხსნა კოხტასთავის შეთქმულება?

- ცოტნე დადიანის.

- რომელ მეფეზე წერდა ლეონტი მროველი "ამან განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული"?

- ფარნავაზზე.

- ვინ იყვნენ სუფრაჟისტები?

- არ ვიცი, ეს სიტყვა არ მეცნობა.

- სუფრაჟისტები იყვნენ ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები საფრანგეთში, რომლებიც ქალებისათვის საარჩევნო და სხვა პოლიტიკური უფლებების მინიჭებას მოითხოვდნენ. მის ბოლო სართულამდე რომ ახვიდეთ, 1792 საფეხური უნდა აიაროთ. რომელ შენობაზეა ლაპარაკი?

- ეიფელის კოშკი. უბრალოდ გამოვიცანი, ამდენი საფეხური თუ ჰქონდა, არ ვიცოდი. მე ლიფტით ვარ ნამყოფი.

- ეს მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. ზემო სვანეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე. ზღვის დონიდან 5068 მეტრ სიმაღლეზე. რომელ მწვერვალზეა ლაპარაკი?

- თეთნულდზე.

- ცდები.

- მაშინ შხარა იქნება.

- სვანეთში ნამყოფი ხარ?

- არა. ბევრგან არ ვარ ნამყოფი, ჩემი შვილები რომ გაიზრდებიან, საქართველოს მათთან ერთად შემოვივლი.

- ვინ არის მიხეილ თუმანიშვილის ძეგლის ავტორი, რომელიც კინომსახიობთა თეატრის წინ დგას?

- გია ჯაფარიძე.

- დაბოლოს, დაასრულეთ ლევ ტოლსტოის ცნობილი გამონათქვამი: "სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით, რამდენჯერ...

- ამოისუნთქავ.

- "...არამედ იმით, რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა".

თამუნა კვინიკაძე