გახდი წიგნის გამავრცელებელი, გაანათლე თაობა და მიიღე დამატებითი შემოსავალი
სხვადასხვა მიმართულებით და მათით უსაზღვროდ გატაცებამ, უდროობამ და ათასგვარმა საზრუნავმა, XXI საუკუნეში, ადამიანს თითქოს დროებით მიავიწყა მისი პირადი განვითარებისთვის ძალზე საჭირო და აუცილებელი - ის, რასაც წიგნის (ფურცლიდან) კითხვა ჰქვია. მხატვრული თუ სამეცნიერო ლიტერატურა და სხვადასხვა ავტორის მიერ გამოცემული წიგნები ისევე უწყობს ფეხს თანამედროვეობას, როგორც ტექნოლოგიები, რომლებსაც არ გვინდა ჩამოვრჩეთ. ასეა წიგნის შემთხვევაშიც. მნიშვნელოვანია მსოფლიოს თანამედროვე ავტორებისა და ნაწარმობების გაცნობა, მათ შესახებ საუბარი და დისკუსია, რომელთა გამოცემაზე, თარგმნაზე, რედაქტირებაზე, ლამაზად და ახლებური დიზაინით გაფორმებასა და მკითხველამდე მიწოდებაზე სხვადასხვა გამომცემლობა აქტიურად ზრუნავს.
თამთა დადეშელი
წიგნი, თავისი ღირებულებიდან გამომდინარე, მეტი ადამიანისთვის რომ გახდეს ხელმისაწვდომი, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა და წიგნისა და პრესის გამოწერის კომპანია "ელვა.გე"-მ ძალზე სასარგებლო და ამ სფეროში ნოვატორული პროექტი წამოიწყო. წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება რამდენიმე თვეა, რაც ჩამოყალიბდა და საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს. საგულისხმო და განსაკუთრებით საინტერესოა, რომ შეგიძლია წიგნის გავრცელება საკუთარი შემოსავლის წყაროდ აქციო ისე, რომ ამისთვის სპეციალური სამუშაო გრაფიკი არ გამოყო.
საზოგადოების წევრი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს და ამისთვის არანაირი ძალისხმევა არაა საჭირო, გარდა კეთილი ნებისა - წიგნების შეძენის მსურველებს ამ პროცესში დაეხმაროთ. მოგეხსენებათ, გამომცემლობა "პალიტრა L" უნიკალურ და ძალზე საინტერესო წიგნებს რეგულარულად გამოსცემს და ალბათ, არ არსებობს ადამიანი, პრიალა და ფერად-ფერად სამყაროსთან ჩავლისას, მისი ყიდვის სურვილი რომ არ გასჩენოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ფასი ასე თუ ისე, ხელმისაწვდომია, წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების პროექტი მომხმარებელს საბაზრო ფასზე დაბალ ფასად შეძენის საშუალებას აძლევს. რეგიონებსა და სოფლებში კი უსახსრობას წიგნების მაღაზიების არარსებობაც ემატება. "პალიტრა L"-მა "ელვა.გე"-სთან ერთად ამაზეც იზრუნა და ფერადი და ხარისხიანი კატალოგი გამოსცა, რომლის საშუალებით და წიგნის გამავრცელებელთა დახმარებით, კითხვის მოყვარულთ საყვარელი წიგნების შეძენა, გაცილებით იაფად - 20-დან 70%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ.
ნინო ლარცულიანი პროფესიით ფილოლოგი და თარგმანთმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი და პროფესორი, საბავშვო მწერალი გახლავთ. წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების წევრი რამდენიმე თვის წინ გახდა და ამ ახალი, თაობებისთვის სასიკეთო საქმიანობით იმდენად აღფრთოვანებულია, პროექტში სიამოვნებით ჩაება და შემართებითაც მუშაობს:
- ვინაიდან მუშაობა განათლების სისტემაში მიწევს როგორც ტრენერ-კონსულტანტს, სკოლებთან და დირექტორებთან აქტიური შეხება მაქვს და ძალიან გამიხარდა, როცა ამ ახალი პროექტის შესახებ შევიტყვე. განათლების სამინისტრო და მასწავლებელთა სახლი რეგულარულად მუშაობს საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებაზე. მიმაჩნია, რომ წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება წიგნიერების დონის ამაღლების საქმეში ფასდაუდებელ წვლილს შეიტანს! სწორედ ამიტომ, დაუფიქრებლად შევუდექი საქმეს. გამომცემლობა "პალიტრა L"-შიEრედაქტორად ვმუშაობდი, როდესაც პროექტის შესახებ გავიგე და ძალიან გამაოცა ადმინისტრაციის ასეთმა გონებამახვილურმა მიდგომამ მარკეტინგისადმი, რადგან ეს გახლავთ პირველი ქართული ქსელური მარკეტინგი, რომელიც მომხმარებელს ინტელექტუალურ პროდუქციას აწვდის; მისი უპირატესობა ისაა, რომ თანამშრომელს კომპანიის მხრიდან არავითარი ვალდებულება არ ეკისრება; ამ პროდუქტს არ სჭირდება რეკლამა; ის ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოს ცნობილი ბრენდების დიდი ნაწილი სწორედ ქსელურ მარკეტინგზე დგას. ჩვენს შემთხვევაში ქმედებათა შემდეგი ჯაჭვი იშლება: წიგნის გამავრცელებელი მომხმარებელს უჩვენებს კატალოგს, მომხმარებელი ირჩევს სასურველ წიგნს, აგენტი უკავშირდება კომპანიას და 24-საათიან ინტერვალში იღებს პროდუქციას! სულ ესაა მთელი ფილოსოფია! დამეთანხმებით, რომ ძალიან მარტივი გზაა დამატებითი შემოსავლის მისაღებად! კომპანიის მხრიდან არავითარი ვალდებულება არ არსებობს. ერთი წლის განმავლობაში თუ გამავრცელებელი არც ერთ შეკვეთას არ გააკეთებს, მას მექანიკურად უუქმდება ხელშეკრულება, ესაა და ეს! გაწევრების პროცედურა ძალზე მარტივი და გამჭვირვალეა. შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კომპანიას მეილის, ტელეფონისა თუ სოციალური ქსელის საშულებით, ხელშეკრულება მიიღოთ, ამობეჭდოთ, ხელი მოაწეროთ და დასკანერებული ვარიანტი უკანვე გადაგზავნოთ. თბილისში ჩასვლა საჭირო არაა.
- რა სარგებელი აქვს წიგნის გამავრცელებელს გაყიდული წიგნებიდან და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, გეგმას ვერ შეასრულებს?
- ყოველი გაყიდული წიგნიდან გარკვეული პროცენტი მას ეკუთვნის და გარდა ამისა, როდესაც მისი გაყიდვები გარკვეულ რაოდენობას აღწევს, საბანკო ანგარიშზე ბონუსები ერიცხება. პრინციპი ისეთივეა, როგორც სხვა ქსელურ მარკეტინგში: ერთ ადამიანს რამდენიმე ადამიანი ჰყავს გაწევრებული, მათ ხელმძღვანელობს და ქვემდგომი პირების გარკვეული პროცენტები მასთანაც მიდის. არ არსებობს არავითარი გეგმა! აგენტი იმდენ წიგნს იძენს, რამდენიც მას გაუხარდება! არიან აგენტები, რომლებიც თვეში 3 000 ლარზე მეტ შეკვეთას აგზავნიან. ვფიქრობ, განსაკუთრებულად მომგებიანი ეს პროექტი რეგიონებსა და სოფლებშია, სადაც წიგნის მაღაზიებს ვერ შეხვდებით და შესაბამისად, მოსახლეობისთვის ძალიან ხელსაყრელია წიგნების ე.წ. "გამოწერა" კატალოგის საშუალებით. წიგნების ტრანსპორტირებას აბსოლუტურად უფასოდ უზრუნველყოფს კომპანია "ელვა". აქედან გამომდინარე, რეგიონებსა და სოფლებში ჩვენი გაყიდვების აგენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და საკუთარ ბიზნესსაც ავითარებენ.
- წიგნის გამავრცელებელი საზოგადოების წევრისთვის რამდენად შრომატევადია ეს საქმიანობა?
- ამ საქმეს დამატებითი დრო არ სჭირდება, მაგრამ წიგნის გამავრცელებლისთვის დამატებითი შემოსავალი მოაქვს! რასაც უნდა საქმიანობდეს და სადაც უნდა ცხოვრობდეს გამავრცელებელი, მის ჩანთაში ლამაზი და მსუბუქი კატალოგის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. ამ საზოგადოების წევრობა იმ ადამიანებისთვისაა მომგებიანი, რომლებიც რეგიონებსა და სოფლებში ცხოვრობენ. იქ სამუშაო ადგილების, დასაქმების პრობლემაა, ხელფასი არ აქვთ და ამ შემთხვევაში, თითო სოფელში პროექტში ჩაბმის მსურველი ერთი ადამიანიც რომ გამოჩნდეს, შეუძლებელია, დიდი რაოდენობის შეკვეთა არ მოაგროვოს.
- რა მდგომარეობაა რაიონებში არსებული სკოლების ბიბლიოთეკებში?
- საქართველოს რეგიონების სასკოლო ბიბლიოთეკების ფონდების წიგნებით შევსებაზე ზრუნავს განათლების სამინისტრო. ამ საქმისთვის სკოლებს აქვთ შესაბამისი ბიუჯეტი, რომელსაც ყოველი წლის ბოლოს თავად ადგენენ და რომელსაც ამტკიცებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. "პალიტრა L"-ს სკოლების ბიბლიოთეკებისთვის სპეციალური ფასდაკლებების სერვისი აქვს.
- პროექტში ჩაბმა და საკუთარი, თუნდაც მცირე შემოსავლის მიღება მოსწავლეებს თუ შეუძლიათ?
- რა თქმა უნდა. როდესაც აღნიშნული პროექტით მოზარდები დაინტერესდნენ, ხელმძღვანელობას ვთხოვე, თანამშრომელთა მიღების საკითხში ასაკის მაჩვენებელი დაეწიათ. იურისტმა ამ საკითხზე იმუშავა და ახლა უკვე გაყიდვების აგენტად მუშაობა 12 წლიდანაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში უბრალოდ, ხელშეკრულებას სპეციალური დოკუმენტი ერთვის, რომელსაც ამჯერად მშობელი აწერს ხელს. უკვე რამდენიმე ასეთი აგენტი გვყავს. საქართველოში 2 000-მდე სკოლაა და ყველა მათგანიდან ერთი მასწავლებელი ან მოსწავლე რომ ჩაებას, მეტი ადამიანიც დასაქმდება და წიგნებსაც მეტი წაიკითხავს. მე ამ საქმეში სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებიც ჩავრთე, რადგან მისაღები გამოცდებისთვის, პროგრამით გათვალისწინებული სასკოლო კურსის გარდა, ზოგადი განათლება და მხატვრული ლიტერატურის კითხვაა საჭირო. მერწმუნეთ, ამ პროექტის წყალობით, წიგნიერების დონე სერიოზულად აიწევს. ასე რომ, მოზარდებო, ეს განსაკუთრებული შემოთავაზებაა თქვენთვის, წაიკითხეთ და გაავრცელეთ წიგნები და დაიწყეთ საკუთარი ბიზნესი ადრეული ასაკიდან.
გახდი წიგნის გამავრცელებელი!
გახადე წიგნი ყვალასათვის და ყველგან ხელმისაწვდომი და მიიღე დამატებითი შემოსავალი!
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
e-mail: books@elva.ge
ტელ: +995 595 04 11 19
+ 995 599 08 62 99
+ 995 32 2 38 26 73
+ 995 32 2 38 26 74