მილიონებზე გაუყიდველნი
, რომლებსაც საკუთარი შეხედულებების, მრწამსის, რწმენის თუ უბრალო ახირების გამოც კი სრულიად მშვიდად შეუძლიათ შეთავაზებულ მილიონებზე უარის თქმა. აი, ზოგიერთი მათგანი:
გრიგორი პერელმანი
2003 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ უჭკვიანეს ადამიანად აღიარებულმა გრიგორი პერელმანმა მანამდე თითქოს სრულიად ამოუხსნელი პუანკარეს ჰიპოთეზის ამოხსნა შეძლო, რაც 2010 წელს მსოფლიოს უძლიერესი მათემატიკოსებისგან შემდგარმა გუნდმაც ერთხმად დაადასტურა. შედეგმა არ დააყოვნა და ამერიკის მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სანკტპეტერბურგელი მეცნიერისთვის ჰიპოთეზის ამოხსნისთვის დაწესებული ჯილდოს _ მილიონი დოლარისა და ფილდსის მედლის (მათემატიკის დარგში ნობელის პრემიის ექვივალენტის) გადაცემის მზადყოფნა გამოთქვა. პერელმანმა კი როგორც ერთის, ისე მეორის მიღებაზე ცივი უარი განაცხადა. `ფული და დიდება არასდროს მაინტერესებდა. _ მშვიდად აუხსნა გაკვირვებულ ჟურნალისტებს მეცნიერმა. _ თანაც, მე ხომ უკვე იმხელა ცოდნა მივიღე, რომ სამყაროს მართვაც კი სულ თავისუფლად შემიძლია და მილიონებს რისთვის უნდა გამოვედევნო?~
უცნობი მოხუცი
70 წლის გერმანელმა პენსიონერმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა, ლარატიაში ორი მილიონი გირვანქა სტერლინგ მოიგო, რის შემდეგაც ლატარიის ასოციაციის შტაბ-ბინაში გამოცხადდა და მოგების მიღებაზე ოფიციალური უარი განაცხადა. `მოგება არ მაინტერესებდა. _ განუცხადა კომპანიის თანამშრომლებს პენსიონერმა. _ ლატარიის ბილეთი კი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გარდაცვილი ცოლის ხსოვნის პატივსაცემად ვიყიდე, რომელიც სიცოცხლეში ძალიან აზარტული მოთამაშე იყო~.
სალეჰ მასფერ ალ ჰადმი
იემენის საზღვრის მახლობლად, მთებში მოგზაურობისას საუდის არაბეთის მკვიდრმა, სალეჰ მასფერ ალ ჰადმიმ პატარა მუქი ფერის ქვა იპოვნა და მაშინვე დაასკვნა, რომ ის ყურანში ნახსენებ ქვათაგან ერთ-ერთი იყო. ოთხი წლის შემდეგ მამაკაცს ამ ქვაში, რომელზეც ჩიტები და სპილოებია გამოსახული და სულ 131 გრამს იწონის (სხვათა შორის, ყურანის სურაშიც, რომელშიც ასეთ ქვაზეა საუბარი, ზუსტად ამდენივე სიტყვაა) 4 მილიონი დოლარი შეაძლიეს, მაგრამ უარი მიიღეს. ალ ჰადმის თქმით, ის ქვას სიწმინდის გარდა იმის გამოც არასდროს გაყიდის, რომ მის პოვნაზე მამამისი და ბაბუამისი მთელი სიცოცხლე ოცნებობდნენ.
ჯეფრი ვან მიდლბრუკი
2006 წელს, ერუდიტმა გამომგონებელმა ჯეფრი ვან მიდლბრუკმა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც ნარჩენების წვის შედეგად გამოყოფილი გაზების კომპაქტურად შეგროვების საშუალებას იძლეოდა და მრეწველობაში მასშტაბური გამოყენების შემთხვევაში მილიონების მოტანაც შეეძლო. გამოგონებით, პირველ რიგში, მსოფლიოში ქვანახშირის უმსხვილესი მომხმარებლები და მისი წვის შედეგად გამოყოფილი შავი სმოგით საფუძვლიანდ შეწუხებული ჩინელები დაინტერესდნენ და ვან მიდლბრუკს მისი ტექნოლოგიის მასშტაბური დანერგვის გეგმის შემუშავებაში 60 მილიონი დოლარი შესთავაზეს. და ის იყო, სიტყვა საქმედ უნდა ქცეულიყო, რომ ჯეფრი ვან მიდლბრუკმა პრესიდან ჩინეთის ხელისუფლების მიერ იქაური სინდისის პატიმრების დევნა-შევიწროებისა და წამების შესახებ შეიტყო. `და მაშინვე მორალური არჩევანის წინაშეც დავდექი. _ იხსენებს გამოგონებელი. _ ჩინელები მილიონობით დოლარს უკვე ლამის ცხვირწინ მიტრიალებდნენ, მაგრამ როგორც კი იმ საშინელებების შესახებ წავიკითხე, რომელიც მათთან ხდებოდა, მივხვდი, რომ ჩინეთისგან ფულს არასოდეს ავიღებდი~.
ტორ ბილი გიბსონი
როგორც როკ-ჯგუფ ძძ-ს წევრი, ტორ ბილი გიბსონი იხსენებს, დიდი ხნის წინ მას და მის კოლეგა დასტი ჰილს წვერის გაპარსვის სანაცვლოდ, არც მეტი, არც ნაკლები, მილიონი დოლარი სრულიად უშედეგოდ შესთავაზეს. მუსიკოსის თქმით, ის და დასტი ანალოგიურ წინადადებას არც დღეს დათანხმდებოდნენ. `მსგავს გარიგებაზე დღევანდელი ინფლაციის გათვალისწინებითაც კი არ წავიდოდით, რადგან წვერის გარეშე სცენაზე გასვლა კი არა, სარკეში ჩახედვაც ვერ წარმოგვიდგენია~. _ აცხადებს გიბსონი.
რიკ უორენი
კალიფორნიაში ცნობილი შადდლებაცკ ჩომმუნიტყ-ს ეკლესიის მქადაგებელი, რიკ უორენი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან `სახარებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში~ სახელმწიფოსგან ფულის აღებაზე ნებისმიერმა ეკლესიამ უპირობოდ უნდა თქვას უარი, რაც, პირველ რიგში, პოლიტიკური გავლენის თავიდან აცილების აუცილებლობითაა ნაკარნახევი. გარდა ამისა, უორენის თქმით, ასეთი მატერიალური დახმარება ზოგჯერ ეკლესიისთვის მიუღებელი სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერასაც გულისხმობს. სასულიერო პირმა ჟურნალისტები ყველანაირად დაარწმუნა, რომ თავად ბუშის ადმინისტრაციისგან მილიონების მიღებაზე უარი არაერთხელ განაცხადა და ამ მხრივ არც ობამას ადმინისტრაციას სწყალობს.