ბანანის იშვიათი ჯიშები
ველური ბანანი
ველური ბანანი იმ ჯიშს ჰგავს, რაც ჩვენთან ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება, ოღონდ, თესლიანია.
ნარინჯისფერი ბანანი
ნარინჯისფერი ბანანის გემოზე კანის ფერმა გავლენა ვერ იქონია. ზუსტად ისეთი გემო აქვს, როგორც ჩვეულებრივს.
კლუაი
ვინც ფიქრობს, რომ ოდესმე სუპერმარკეტში ყველაზე დიდი ზომის ბანანი უყიდია, ძალიან ცდება. ყველაზე დიდი ბანანი გახლავთ კლუაი მისი რბილობი არც ისეთი მკვრივია, როგორსაც მიჩვეული ვართ. ნაყოფის საშუალო სოგრძეკი 35 სანტიმეტრია.
სენიორიტა
ყველაზე პატარა ზომის ნაყოფი სენიორიტას ჯიშის ბანანს აქვს 2,5-5 სმ. თუმცა, ის ყველაზე ტკბილია.
აე აე
ბანანი აე აე გენმოდიფიცირებული არ გახლავთ. ჩვეულებრივი, ბუნებრივი ჯიშია. კანის ფერი აქვს უჩვეულო _ ზოლიანია. გემო ცოტა მწარე აქვს და მოსაყვანადაც ძნელია. ალბათ სწორედ ამის გამო არ არის გაყიდვაში.
მწვანე ბანანი
მწვანე ბანანი ბევრს უმწიფარი ჰგონია... თუმცა, ის სწორედ მწვანეა საჭმელად ვარგისი.
შავი ბანანი
ზოგიერთ ადამიანს ძალიან მოსწონს შავი ბანანი. მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს არის მწიფე ნაყოფის ფერი.
ვარდისფერი ბანანი
ვარდისფერი ბანანის გახარება იოლია და ყველა მსურველს შეუძლია, მისი თესლისგან აღმოცენება, მაგრამ ისეთი უგემურია, რომ მის გამო დროისა და ენერგიის ხარჯვა არ ღირს.
ცისფერი ბანანი
ეს ჯიში უფრო ოცნების სფეროს უნდა მივაკუთვნოთ, რადგან მისი დაგემოვნების საშუალება ძალიან ცოტა ადამიანს აქვს. ცისფერი ბანანი უიშვიათესი ჯიშია.
წითელი ბანანი
წითელი ბანანის ნაყოფი ძალიან ტკბილია და ჟოლოს გემო დაკრავს. ის 10-ჯერ მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე ჩვენთვის ნაცნობი ჯიში.