ჰერ­პე­სი გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა
font-large font-small
ჰერ­პე­სი გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა
ჰერ­პე­სი - ეს უსი­ა­მოვ­ნო, ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს აწუ­ხებს.
ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის 90% მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის ვი­რუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია. და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ ვი­რუ­სი რჩე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მ­ში მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ჯან­მ­რ­თე­ლი ადა­მი­ა­ნი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად არის ამ ვი­რუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი. ასეთ დროს პა­ტარ-პა­ტა­რა ბუშ­ტუ­კე­ბი ჩნდე­ბა ტუჩ­ზე და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხ­ვა ნა­წი­ლში. ალ­ბათ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს და­ა­ვა­დე­ბის­გან გან­კურ­ნე­ბის გზებ­ზე.

ადა­მი­ა­ნის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი: ჯან­მ­რ­თელ ადა­მი­ა­ნებ­ში ჰერ­პე­სის რე­ცი­დი­ვი მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხო­ლო ვი­საც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დარ­ღ­ვე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, და­ა­ვა­დე­ბა რთულ­დე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ზე ხში­რად ჰერ­პე­სი და­ბა­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში ვლინ­დე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ფექ­ცია გა­ცი­ვე­ბის, ალ­კო­ჰო­ლი­სა და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ მწვავ­დე­ბა. აღი­ნიშ­ნე­ბა რო­გორც კა­ნი­სა და ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის, ასე­ვე ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით. რაც ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რადღე­ბოა, და­ა­ვა­დე­ბა გა­დამ­დე­ბია. ჰერ­პე­სის ვი­რუ­სის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ კა­ნი­სა და ვენ­ს­ნე­უ­ლე­ბა­თა სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექიმ-დერ­მა­ტო­ლოგს, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­ურ დოქ­ტორს, ხა­თუ­ნა კუ­და­ვას.

- რა და­ა­ვა­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჰერ­პეს-ვი­რუ­სით დას­ნე­ბოვ­ნე­ბამ?

- ჰერ­პეს-ვი­რუ­სე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი იყო­ფა მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სი­სა და ჰერ­პეს ზოს­ტე­რის ჯგუ­ფე­ბად. მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის ორი ტი­პის ვი­რუსს გა­მო­ყო­ფენ. პირ­ვე­ლი ტი­პი იწ­ვევს პი­რის ღრუ­სა და კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბას (ძი­რი­თა­დად ტუ­ჩე­ბის, ცხვი­რის არე­ებ­ში, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია კა­ნის სხვა უბ­ნე­ბიც და­ზი­ან­დეს), მე­ო­რე - გე­ნი­ტა­ლიურ ინ­ფექ­ცი­ებს. ჰერ­პეს ზოს­ტე­რის გა­მომ­წ­ვე­ვია ჩუტყ­ვა­ვი­ლას ვი­რუ­სი.

- ის გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა, იქ­ნებ ჩა­მოვ­თ­ვა­ლოთ ის გზე­ბი, რომ­ლი­თაც გა­და­დის ჰერ­პე­სი?

- მი­სი სა­ხე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­დე­ბის გზე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის პირ­ვე­ლი ტი­პის შემ­თხ­ვე­ვა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა ჰა­ერ­წ­ვე­თო­ვა­ნი გზით ან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტით და­ზი­ა­ნე­ბულ კე­რას­თან, კოც­ნის დროს. და­ა­ვა­დე­ბის გა­და­დე­ბა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თებ­ლის ან სხვა პი­რა­დი ნივ­თის გა­მო­ყე­ნე­ბით. მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის მე­ო­რე ტი­პის დროს გა­და­ცე­მის გზა სქე­სობ­რი­ვია. რაც შე­ე­ხე­ბა ჰერ­პეს ზოს­ტერს, უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბა­სა და ჩუტყ­ვა­ვი­ლას ერ­თი და ი­გი­ვე ვი­რუ­სი იწ­ვევს. პა­ცი­ენტს უკ­ვე გა­და­ტა­ნი­ლი აქვს ჩუტყ­ვა­ვი­ლა ბავ­შ­ვო­ბა­ში და გარ­კ­ვე­ულ პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა მი­სი რე­აქ­ტი­ვა­ცია. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ჰერ­პეს ზოს­ტე­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მოზ­რ­დი­ლის­გან შე­იძ­ლე­ბა ბავშვს გა­და­ე­დოს ინ­ფექ­ცია ჩუტყ­ვა­ვი­ლას ფორ­მით.

- ხში­რად აქვთ ჰერ­პე­სი ტუჩ­ზე, რა­საც ახ­ლავს წვა. რა იწ­ვევს ამას?

- ეს მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის საკ­მა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა. და­საწყის­ში იწყე­ბა წვი­სა და ტკი­ვი­ლის, ზოგ­ჯერ ქა­ვი­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბით, რა­საც მოჰ­ყ­ვე­ბა ამ ადგილზე გა­მო­ნა­ყა­რის გა­ჩე­ნაც ჯგუ­ფად გან­ლა­გე­ბუ­ლი ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რის სა­ხით.

- რო­გორ ხდე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

- ჰერ­პე­სუ­ლი ინ­ფექ­ცია მის­თ­ვის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­მო­ნა­ყა­რით ვლინ­დე­ბა, რაც გა­მოც­დილ დერ­მა­ტო­ლოგს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. იმის და­სად­გე­ნად, პრო­ცე­სი მწვა­ვეა თუ ქრო­ნი­კუ­ლი, სა­ჭი­როა სის­ხ­ლ­ში სპე­ცი­ფი­კუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტიტ­რის გან­საზღ­ვ­რა. რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში სა­ჭი­როა და­ზი­ა­ნე­ბულ ად­გი­ლებ­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი ბუშ­ტუ­კე­ბის შიგ­თავ­სის გა­მოკ­ვ­ლე­ვა; პა­ცი­ენ­ტის სის­ხ­ლის დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი.

- რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ გა­მო­ნა­ყარ­ში?

- კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბულ უბ­ნებ­ზე ჩნდე­ბა ჯგუ­ფად გან­ლა­გე­ბუ­ლი ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი. მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ლო­კა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებს და სუ­ბი­ექ­ტუ­რი ჩი­ვი­ლე­ბიც მწი­რია, ჰერ­პეს ზოს­ტე­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი სიგ­რ­ძი­ვად, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნერ­ვის გას­წ­ვ­რივ არის გან­ლა­გე­ბუ­ლი და ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბა თან ახ­ლავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ბუშ­ტუ­კე­ბი სკდე­ბა და წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა ერო­ზი­უ­ლი უბ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დ­გომ­ში ქერ­ქით იფა­რე­ბა.

- რო­გორ იკურ­ნე­ბა იგი? რო­გორ უნ­და მო­ვიქ­ცეთ ჰერ­პე­სის გა­ჩე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში? მარ­ტო მა­ლა­მო­ე­ბის წას­მა რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია?

- მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია მი­სი ფორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და და­მო­კი­დე­ბუ­ლია სიმ­წ­ვა­ვე­სა და გარ­თუ­ლე­ბებ­ზეც. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, და­ა­ვა­დე­ბის დაწყე­ბი­დან მე­რამ­დე­ნე დღეს ვიწყებთ მკურ­ნა­ლო­ბას. სა­ჭი­როა სრულ­ყო­ფი­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა, თუმ­ცა ზოგ­ჯერ პირ­ვე­ლი ტი­პის მარ­ტი­ვი ფორ­მის ჰერ­პე­სის დროს ად­გი­ლობ­რი­ვი თე­რა­პი­აც საკ­მა­რი­სია. იმი­სათ­ვის, რომ უკ­ვე და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა თა­ვი­დან აიცი­ლოს და­ა­ვა­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გერ­პე­ტი­კუ­ლი ვაქ­ცი­ნა.

- ისიც ცნო­ბი­ლია, რომ თუ ადა­მი­ანს ერ­თხელ აღ­მო­აჩ­ნ­და ჰერ­პე­სი, შე­იძ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ისევ გა­უჩ­ნ­დეს. რა შემ­თხ­ვე­ვა­ში მწვავ­დე­ბა ეს და­ა­ვა­დე­ბა?

- ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის ქრო­ნი­კულ ფორ­მა­ზე ვსა­უბ­რობთ. ეს ხდე­ბა ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბს ვი­რუ­სის რე­აქ­ტი­ვა­ცი­ას, მა­გა­ლი­თად, სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ორ­გა­ნიზ­მ­ში (ვი­რუ­სუ­ლი ან ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცხე­ლე­ბა, დაღ­ლი­ლო­ბა). ხელ­შემ­წყო­ბი გა­რე­მო იქ­მ­ნე­ბა კა­ნის მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვებ­შიც, ნა­ხეთ­ქე­ბის, ნა­კაწ­რე­ბი­სა და დამ­წ­ვ­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას.

- ორ­სუ­ლებს ამოწ­მე­ბენ ჰერ­პეს­ზე, ეს რა­ტომ ხდე­ბა და რამ­დე­ნად სა­ში­შია ორ­სუ­ლო­ბის დროს ჰერ­პეს-ვი­რუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა?

- ძალზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ეს გა­მოკ­ვ­ლე­ვა. თუ ორ­სუ­ლი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა მე­ო­რე ტი­პის მარ­ტი­ვი ჰერ­პეს-ვი­რუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, აუცი­ლე­ბე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რ­თხი­ლე და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რა­თა არ მოხ­დეს მშო­ბი­ა­რო­ბის დროს ნა­ყო­ფის ინ­ფი­ცი­რე­ბა. ჰერ­პეს-ვი­რუ­სით (გან­სა­კუთ­რე­ბით - II ტი­პის ვი­რუ­სით) ინ­ფი­ცი­რე­ბამ, თუ ეს ორ­სუ­ლო­ბი­სას მოხ­და, შე­საძ­ლოა, ნა­ყო­ფის ინ­ფი­ცი­რე­ბაც გა­მო­იწ­ვი­ოს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია გე­ნი­ტა­ლი­უ­რი ჰერ­პე­სის გამ­წ­ვა­ვე­ბა ორ­სუ­ლო­ბის 32-ე კვი­რის შემ­დეგ. თუ მკურ­ნალ­მა ექიმ­მა გამ­წ­ვა­ვე­ბა ამ დროს აღ­მო­ა­ჩი­ნა, სას­წ­რა­ფოდ უნ­და ჩა­ტარ­დეს ან­ტი­ვი­რუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა. თუ მშო­ბი­ა­რო­ბა გა­მო­ნა­ყა­რის გაქ­რო­ბამ­დე და­იწყო, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სა­კე­ის­რო კვე­თა, ვი­ნა­ი­დან მა­ღა­ლია სამ­შო­ბი­ა­რო გზებ­ში გავ­ლი­სას ნა­ყო­ფის ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი. სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ჰერ­პე­სის დე­დის­გან შვილ­ზე გა­და­ცე­მა კი ძა­ლი­ან სა­ში­შია - შე­საძ­ლოა, ბავ­შ­ვის სიკ­ვ­დი­ლი ან მყა­რი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. თუ ქა­ლი ორ­სუ­ლო­ბამ­დე იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰერ­პეს-ვი­რუ­სით და ორ­სუ­ლო­ბი­სას გა­უმ­წ­ვავ­და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბა შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს და მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კას ექი­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად არ­ჩევს.

- არის მო­საზ­რე­ბა, რომ ჰერ­პე­სი უჩ­ნ­დე­ბათ ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ში­ნა­გა­ნად სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებთ. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს?

- ქრო­ნი­კუ­ლი ჰერ­პე­სის გამ­წ­ვა­ვე­ბა შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ნე­ბის­მი­ერ პრო­ცესს, რაც იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის ცვლი­ლე­ბებ­სა და იმუ­ნო­დე­ფი­ციტს იწ­ვევს.

- რას ურ­ჩევთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ხში­რად აწუ­ხებთ ჰერ­პე­სი, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თ­ვის რა უნ­და გა­ა­კე­თონ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა?

- რად­გან მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ვი­რუ­სის ელი­მი­ნა­ცია ვერ ხდე­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ იმ ფაქ­ტო­რე­ბის მოქ­მე­დე­ბა, რა­საც უკავ­შირ­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი პრო­ცე­სის გამ­წ­ვა­ვე­ბა. Mგამონაყარი ხე­ლახ­ლა ხში­რად ჩნდე­ბა გა­ცივ­ე­ბი­სა და გრი­პით და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ამას­თა­ნა­ვე დრო­უ­ლად უნ­და და­იწყონ მკურ­ნა­ლო­ბა, სუ­ბი­ექ­ტუ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე. გახ­სოვ­დეთ, და­ა­ვა­დე­ბა გა­და­დის იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, თუ და­ა­ვა­დე­ბულს არ აღე­ნიშ­ნე­ბა გა­მო­ნა­ყა­რი. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ყუ­რადღე­ბით უნ­და ვი­ყოთ და გა­მო­ვი­ყე­ნოთ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ჰერ­პე­სის გარ­თუ­ლე­ბე­ბი საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, ამი­ტომ მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­იწყეთ.


თეა ხურ­ცი­ლა­ვა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
11.10.2017
რომელ კლინიკაში მუშაობ
ამირანი ჯოჯადზე
23.07.2017
როგორ ვიმკურნალოთ ან რა პროფილაქტიკურ საშუალებებს უნდა მივმართოთ? ამჟამად ნებისმიერი სპეციალისტის კონსულტაცია ფასიანია, როგორ მოვიქცეთ თუ ამის საშუალება არ გვაქვს?იქნებ ელემენტარული რჩევები მოგვცეთ.
თათია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი