ლეონარდო დიკაპრიოს "ოსკარი" - გზაპრესი

ლეონარდო დიკაპრიოს "ოსკარი"

დაჯილდოება ტრიუმფით დასრულდა ფილმებისთვის: "რევენანტი" და "შეშლილი მაქსი". "რევენანტმა" 12 ნომინაციიდან ჯამში 3 ჯილდო მიიღო, ხოლო "შეშლილი მაქსი" გამარჯვებული გახდა პრაქტიკულად ყველა ტექნიკურ ნომინაციაში: 10 ნომინაციიდან 6 ჯილდო მიიღო.

რაც შეეხება მთავარ კატეგორიებს:

"წლის ფილმი" გახდა "სფოთლაითი";

"წლის რეჟისორის" კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა "რევენანტის" რეჟისორმა _ ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ;

"მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" ნანატრი ჯილდო ერგო ლეონარდო დიკაპრიოს, ფილმისთვის _ "რევენანტი";

"ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" პრიზი გადაეცა ბრი ლარსონს ფილმისთვის _ "ოთახი";

"მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის" "ოსკარი" მიიღო მარკ რაილენსმა ფილმისთვის _ "ჯაშუშთა ხიდი";

"ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის" კი დააჯილდოეს ალისია ვიკანდერი, ფილმისთვის _ "გოგონა დანიიდან".

სხვა ნომინაციებს შორის გამორჩეული იყო წლის ანიმაციური ფილმის კატეგორია, რომელშიც "თავდაყირამ" გაიმარჯვა. წლის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში კი უნგრულმა ფილმმა "საულის ვაჟმა" მიიღო "ოსკარი". "წლის საუნდტრეკის" კატეგორიაში ბრიტანელი მომღერალი, სემ სმითი დააჯილდოეს "ჯეიმს ბონდის" ბოლო ფილმისთვის შექმნილი სიმღერისთვის.

41 წლის დიკაპრიოსთვის ეს "ოსკარის" მეექვსე ნომინაცია და პირველი გამარჯვებაა. ის ოთხჯერ იყო წარდგენილი როგორც მსახიობი, ერთხელ _ როგორც პროდიუსერი.