ქართველი გოგონების გულთამპყრობელი თბილისში ჩამოდის - გზაპრესი

ქართველი გოგონების გულთამპყრობელი თბილისში ჩამოდის

მსახიობის ვიზიტი ქველმოქმედებას უკავშირდება: ელენე თარგამაძემ და ნათია ქარდავამ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს, რომ 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და დახმარება ესაჭიროებოდა. გოგონები სტანისლავ ბონდარენკოს დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. ბონდარენკო ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დათანხმდა გოგონების საინტერესო წინადადებას, რომ თბილისში ჩამოსულიყო და სპექტაკლში მიეღო მონაწილეობა.

მიხეილ სხვიტარიძეს ოსტეოპოროზი და კუნძოვანი კვანძები აქვს. მას საქართველოში ჩაუტარდა რვა გადაუდებელი ოპერაცია, ახლა კი უცხოეთში მკურნალობა სჭირდება, რაც სოლიდური თანხა ჯდება.

10 მარტს, მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება სპექტაკლი _ `მე, ბებია, ილიკო და ილარიონი~, რომელშიც ზურიკელას როლს სტანისლავ ბონდარენკო შეასრულებს.