პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მზია შა­რა­ში­ძე იმე­გობ­რებ­და
font-large font-small
პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მზია შა­რა­ში­ძე იმე­გობ­რებ­და
სკოტ ფიტ­ც­ჯე­რალ­დის "დი­დი გეტ­ს­ბი" და­ვიწყე

"ბო­ლო წლებ­ში უმე­ტე­სად, პრო­ფე­სი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვეც­ნო­ბი, პი­ა­რის და მარ­კე­ტინ­გის სი­ახ­ლე­ე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს. მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვის ძვე­ლე­ბუ­რად ვე­ღარ ვიც­ლი, რა­საც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი", - ამ­ბობს ზო­ო­პარ­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი მზია შა­რა­ში­ძე. მი­სი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რია, საყ­ვა­რე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი - "თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში".

- ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩვე­ვად მქონ­და - წიგ­ნებს უმე­ტე­სად ძი­ლის წინ ვკითხუ­ლობ­დი. რაც შვი­ლი გა­მიჩ­ნ­და, ამას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ.

ახ­ლა სკოტ ფიტ­ც­ჯე­რალ­დის "დი­დი გეტ­ს­ბი" და­ვიწყე. ფილ­მი ვნა­ხე და სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნ­და, ხელ­მე­ო­რედ წა­ვი­კითხო. სა­ერ­თოდ ვამ­ჯო­ბი­ნებ, ჯერ ნა­წარ­მო­ე­ბი წა­ვი­კითხო და მე­რე ვნა­ხო ფილ­მი. კითხ­ვის დროს ხომ წარ­მო­სახ­ვა­ში ის გმი­რე­ბი ცოცხა­ლი არ­სე­ბე­ბი არი­ან; რე­ჟი­სო­რის წარ­მო­სახ­ვა სხვაგ­ვა­რია, ხში­რად, წარ­მო­სახ­ვებს შო­რის შე­და­რე­ბაც სა­ინ­ტე­რე­სოა.
სტუ­დენ­ტო­ბი­სას აქ­ტი­უ­რი მკითხ­ვე­ლი ვი­ყა­ვი. ყვე­ლას ვურ­ჩევ, ეს პე­რი­ო­დი ამ მხრივ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ, რად­გან მე­რე ჭირს ხოლ­მე დრო­ის გა­მო­ნახ­ვა.

ოჯა­ხის წევ­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მიწყობ­დ­ნენ ხელს, რომ წიგ­ნე­ბი წა­მე­კითხა. ზაფხუ­ლო­ბით ბი­ძას­თან და­სას­ვე­ნებ­ლად თე­ლავ­ში რომ ჩავ­დი­ო­დი, მას პირ­ველ რიგ­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მივ­ყავ­დი, სა­ი­და­ნაც სა­თავ­გა­და­სავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა მოგ­ვ­ქონ­და და დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს კითხ­ვა­ში ვა­ტა­რებ­დი. ბი­ძა - შალ­ვა შა­რა­ში­ძე პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი იყო. მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, წე­რით რომ ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი. უნ­დო­და, ჟურ­ნა­ლის­ტი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მა­მა პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო, პა­რა­ლე­ლუ­რად "ნი­ან­გ­ში" მუ­შა­ობ­და, ნო­ვე­ლებს წერ­და.
პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე გავ­ლე­ნა მა­მამ იქო­ნია. პა­ტა­რა ასა­კი­დან ვხა­ტავ­დი, მა­მა მა­მე­ცა­დი­ნებ­და, რჩე­ვებს მაძ­ლევ­და. ბევ­რი მი­სი ნაც­ნო­ბი სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ის პე­და­გო­გი იყო. მა­შინ არ გვქონ­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მევ­ლო. მა­მამ აკა­დე­მი­ა­ში წა­მიყ­ვა­ნა და ერ­თი წე­ლი სხვა­დას­ხ­ვა ჯგუფ­თან ერ­თად ვხა­ტავ­დი.

ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რია, საყ­ვა­რე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი - "თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში". შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ეს ჩე­მი სა­მა­გი­დო წიგ­ნია. სა­დაც დავ­დი­ვარ, ყველ­გან თან და­მაქვს. ბი­ძა­ჩე­მის ნა­ჩუ­ქა­რი წიგ­ნია. პირ­ვე­ლად მი­სი რჩე­ვით წა­ვი­კითხე. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით იმ ასა­კის ვი­ყა­ვი, რა ასა­კი­საც ამ ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რია და იმ­დე­ნად შე­მიყ­ვარ­და, სა­მოგ­ზა­უ­როდ რომ მივ­დი­ვარ, თან და­მაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­ვე ძა­ლი­ან შე­ლა­ხუ­ლია. ერ­თხელ შვე­ი­ცა­რი­ა­ში ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი და ეს წიგ­ნი სას­ტუმ­რო­ში დამ­რ­ჩა. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, ვი­ნერ­ვი­უ­ლე: ბი­ძა­ჩე­მის ნა­ჩუ­ქა­რია და რო­გორ დავ­კარ­გე-მეთ­ქი?!. შვე­ი­ცა­რი­ა­ში ჩე­მი მუ­ლი ცხოვ­რობს. ვთხო­ვე, იმ სას­ტუმ­რო­ში მი­სუ­ლი­ყო. პერ­სო­ნალს წიგ­ნი შე­უ­ნა­ხავს, გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი უყუ­რებ­დ­ნენ: ჩვენ­თ­ვის უც­ნობ ენა­ზე წე­რია, ვერ გა­ვი­გეთ, რა არის, ისე­თი ძვე­ლია, მა­გი­ის შე­სა­ხებ თუ იქ­ნე­ბაო... მოკ­ლედ, ეს წიგ­ნი და­ვიბ­რუ­ნე და ძა­ლი­ან მი­ხა­რია.
პე­პი ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი გმი­რია. მას­თან, შერ­ლოკ ჰოლ­მ­ს­თან და თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბულ, თა­ვი­სუ­ფალ ჰეკ­ლ­ბე­რი ფინ­თან ვი­მე­გობ­რებ­დი.
სა­კუ­თა­რი თა­ვი რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნა­ჟის­თ­ვის მი­მიმ­ს­გავ­სე­ბია თუ არა?.. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ყვე­ლა იმ გმირს ვგა­ვარ, რომ­ლე­ბიც ჩა­მოვ­თ­ვა­ლე, სხვაგ­ვა­რად არ შე­მიყ­ვარ­დე­ბოდ­ნენ.

- ბელ­გი­უ­რი ან­და­ზის მი­ხედ­ვით, კარ­გი სიტყ­ვა დიდ­ხანს ძლებს; ცუ­დი?
- სა­მუ­და­მოდ.
- "...უფ­რო დიდ­ხანს". და­ა­სა­ხე­ლე წვრილ­ჩ­ლი­ქო­სა­ნი ცხო­ვე­ლი ძრო­ხი­სებ­რ­თა ოჯა­ხი­დან, რო­მე­ლიც იოლად ეგუ­ე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ეკო­ლო­გი­ურ პი­რო­ბებს, რის გა­მოც თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­შია მო­შე­ნე­ბუ­ლი.
- მად­რო­ვე, გი­პა­სუ­ხებ (ფიქ­რობს).
- მი­გა­ნიშ­ნებ: მის წი­ნაპ­რად ნი­ა­მო­რი ით­ვ­ლე­ბა.
- თხა.
- ვინ არის ავ­ტო­რი სიმ­ღე­რი­სა "თხამ შე­ჭა­მა ვე­ნა­ხი"?
- ხალ­ხუ­რია.
- რა ერ­ქ­ვა სო­ლო­მონ ისა­კიჩ მეჯღა­ნუ­აშ­ვი­ლის მა­მას?
- არ მახ­სოვს.
- და­ი­ბე­ნი...
- არ დავ­ბ­ნე­ულ­ვარ, უბ­რა­ლოდ არ მახ­სოვს.
- ისა­კი.
- (ი­ცი­ნის) რას ამ­ბობ? რა სა­სა­ცი­ლო ვარ!
- რა ჰქვია მო­ნე­ტე­ბის შემ­ს­წავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბას?
- ნუ­მიზ­მა­ტი­კა.
- 1931 წელს მწე­რალ­თა ფე­დე­რა­ცი­ამ ეს მწე­რა­ლი თა­ვი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რი­გე­ბი­დან ერ­თხ­მად გა­რიცხა. "ცნო­ბი­ლია, რო­გორც რე­აქ­ცი­ო­ნე­რი და ან­ტი­საბ­ჭო­თა მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იბ­რ­ძ­ვის მხატ­ვ­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ით და ზე­პი­რი გა­მოს­ვ­ლე­ბით ფე­ო­და­ლუ­რი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის, შო­ვი­ნიზ­მის და "შა­ვი ჩო­ხის" ტრა­დი­ცი­ის და­სა­ცა­ვად... პო­ლი­ტი­კუ­რად მავ­ნე მხატ­ვ­რულ ნაშ­რო­მებს აქ­ვეყ­ნებს. თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მავ­ნებ­ლო­ბით ამა­ყობს მწერ­ლო­ბა­ში და საბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე"... ეს არის ამო­ნა­წე­რი გა­რიცხ­ვის ოქ­მი­დან. და­ა­სა­ხე­ლე ეს მწე­რა­ლი?
- კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.
- გა­მო­ჩე­ნილ­მა გერ­მა­ნელ­მა მწერ­ალ­მა ჰა­ინ­რიხ ჰა­ი­ნემ იმ დრო­ის­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გმი­რო­ბა ჩა­ი­დი­ნა - 6-წლი­ა­ნი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნაცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, თა­ვის საყ­ვა­რელ­ზე და­ქორ­წინ­და. ქა­ლი გლე­ხის ოჯა­ხი­დან იყო. მწე­რალ­მა ქორ­წილ­ში მე­გობ­რე­ბის ნა­წი­ლი და­პა­ტი­ჟა. რა ნიშ­ნით შე­არ­ჩია სტუმ­რე­ბი?
- ალ­ბათ, ის მე­გობ­რე­ბი და­პა­ტი­ჟა, რომ­ლე­ბიც მას ამ საქ­ცი­ე­ლის­თ­ვის არ გა­კიცხავ­დ­ნენ, არა?
- ანუ?
- ვი­საც საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და.
- სად არის დაკ­რ­ძა­ლუ­ლი ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძე?
- კა­ხეთ­ში.
- უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად?
- ალა­ვერ­დ­ში. არა?
- რა პრო­ფე­სი­ის იყო ჯო­ზეფ ინი­ას გი­ლი­ო­ტე­ნი?
- არ ვი­ცი. ყა­სა­ბი ან რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი იქ­ნე­ბო­და.
- ექი­მი იყო. ვინ გა­მო­ი­ყე­ნა მო­დე­ლად ავ­ტორ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბის დამ­ზა­დე­ბი­სას?
- არ მახ­სოვს.
- სა­კუ­თა­რი დე­და. ამ ცხო­ვე­ლის სმე­ნა ადა­მი­ა­ნის სმე­ნას 4-ჯერ აღე­მა­ტე­ბა, ხო­ლო ყნოს­ვა - 37-ჯერ. რო­მელ ცხო­ველ­ზეა ლა­პა­რა­კი?
- ძაღ­ლ­ზე.
- და­ას­რუ­ლე ჩერ­ჩი­ლის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გაკ­ვე­თი­ლია, იცო­დე, რომ ხან­და­ხან გი­ჟიც კი..."
- ჭკვი­ა­ნია.
- "...გი­ჟიც კი მარ­თა­ლი­ა". რო­მე­ლი სა­თა­მა­შო იქ­ნა და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი 1975 წელს ბუ­და­პეშ­ტ­ში ერ­ნო რუ­ბი­კის მი­ერ? ამ სა­თა­მა­შო­თი მი­ლი­ო­ნე­რი გახ­და და მსოფ­ლი­ოს თავ­სა­ტე­ხი გა­უ­ჩი­ნა. ის დღემ­დე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვად სა­თა­მა­შოდ ით­ვ­ლე­ბა და მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის ასა­კი გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლია.
- "კუ­ბიკ-რუ­ბი­კი".
- ბერ­ტ­რან რა­სე­ლი მას­ზე ასეთ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებ­და: ის შედ­გე­ბა 4 ინ­გ­რე­დი­ენ­ტის­გან - ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­გან, თბი­ლი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის­გან, არ­სე­ბო­ბის ღირ­სე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­გან. რას აღ­წერ­და ასე რა­სე­ლი?
- ბედ­ნი­ე­რე­ბას, სხვა რა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო? ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ გაქვს.
- ვინ არის ავ­ტო­რი სიმ­ღე­რი­სა, რო­მე­ლიც ჟღერს ქარ­თულ ანი­მა­ცი­ურ ფილ­მ­ში "სოფ­ლის მშე­ნებ­ლე­ბი"?
- ალექ­სან­დ­რე ბა­სი­ლაია.
- გო­გო­ნა მი­ვი­და სარ­კეს­თან, და­ი­ნა­ხა სა­კუ­თა­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა და შუბ­ლ­ზე აკო­ცა. შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ასე რომ მოხ­დეს?
- შე­უძ­ლე­ბე­ლია.
- სა­ნამ მას მო­და­ში კო­კო შა­ნე­ლი შე­მო­ი­ტან­და, არ იყო სა­სურ­ვე­ლი, ადა­მი­ა­ნის და­ბალ წარ­მო­მავ­ლო­ბა­სა და მის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ მძი­მე სა­მუ­შა­ო­ზე მი­უ­თი­თებ­და. ექი­მე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, ეს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო არ არის და ამი­ტომ მო­დი­დან მა­ლე გა­და­ვაო, მაგ­რამ დღე­საც მო­და­შია. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?
- რო­გორც ვხვდე­ბი, სა­მოს­ზე არ არის ლა­პა­რა­კი.
- არა?
- სუ­ნა­მო ხომ არა?
- ცდე­ბი.
- შა­ნე­ლი სი­გა­რეტს ეწე­ო­და.
- არც ეს არის სწო­რი პა­სუ­ხი.
- ა! მივ­ხ­ვ­დი: გა­რუჯ­ვა, არა?
- დი­ახ.
- "ქარ­წა­ღე­ბულ­ნი" გა­მახ­სენ­და. ქალ­ბა­ტო­ნე­ბი დიდ "შლა­პებს" იფა­რებ­დ­ნენ და მზის­გან თავს იცავ­დ­ნენ. რო­მე­ლიც გა­რუ­ჯუ­ლი იყო, იმას ნიშ­ნავ­და, რომ მძი­მე სა­მუ­შაო ჰქონ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.
- რა იყო გე­ორ­გი­ევ­ს­კი, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ცნო­ბილ ტრაქ­ტატს მო­ა­წე­რეს ხე­ლი?
- ცი­ხე­სი­მაგ­რე.
- "39 სა­ფე­ხუ­რი", "რე­ბე­კა", "ჩი­ტე­ბი", "ა­და­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ზედ­მე­ტად ბევ­რი იცო­და", "ფსი­ქო" - ვინ არის ამ ფილ­მე­ბის რე­ჟი­სო­რი?
- ალ­ფ­რედ ჰიჩ­კო­კი.
- რო­მელ მხატ­ვარს უწო­დებ­დ­ნენ "შუქ­ჩ­რ­დი­ლე­ბის დი­დოს­ტატს"?
- (ფიქ­რობს)
- მი­გა­ნიშ­ნებ: ის ქა­ლაქ ლე­ი­დენ­ში მე­წის­ქ­ვი­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. იყო ბა­რო­კოს ეპო­ქის ერთ-ერ­თი უდი­დე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მთელ ჰო­ლან­დი­ურ ფერ­წე­რა­ზე უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე­ებ­მა ვერ და­ა­ფა­სეს. უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.
- რემ­ბ­რან­დ­ტი.
- მო­რი­ე­ლი ვერ იტანს ალ­კო­ჰოლს. ერ­თი წვე­თის შე­ხე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში რას აკე­თებს?
- თავს იწამ­ლავს.
- ტო­კი­ოს ზო­ო­პარკს წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ორი თვით კე­ტა­ვენ. რა­ტომ?
- ცხო­ვე­ლებს დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­გან ას­ვე­ნე­ბენ. ეს ზო­გი­ერთ ზო­ო­პარ­კ­ში ხდე­ბა. ჩვენ­თან ზო­ო­პარ­კ­ში იმ­დე­ნი დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი არ და­დის, რომ ცხო­ვე­ლებს დას­ვე­ნე­ბა სჭირ­დე­ბო­დეთ. არ­სე­ბობს გარ­კ­ვე­უ­ლი სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც ზო­ო­პარ­კე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან. ეს არ არის აუცი­ლე­ბე­ლი მოთხოვ­ნა. ცხო­ვე­ლი თუ იღ­ლე­ბა, შე­უძ­ლია, ვო­ლი­ერ­შიც და­ის­ვე­ნოს.
- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ჩერ­ჩი­ლის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "თუ მიზ­ნის მიღ­წე­ვა გსურთ, ნუ ეც­დე­ბით იყოთ..."
- "...დე­ლი­კა­ტუ­რი".

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი