კვირის ასტროლოგიური პროგნოზი - გზაპრესი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ახალი კონტრაქტების გაფორმება ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. სამშაბათს წინსვლა-განვითარების ახალი პერსპექტივა გამოგიჩნდებათ. ოთხშაბათი კარგი დღეა ტექნიკის შესაძენად.

კურო:

კვირას, არაოფიციალურ გარემოში, სერიოზულ საქმიანობას წამოიწყებთ. ორშაბათს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ოთხშაბათს არ ჩაიბაროთ სხვისი ნივთები.

ტყუპი:

უქმეები მშვიდ გარემოში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. სამშაბათს არ გააფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ოთხშაბათს გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა გელით.

კირჩხიბი:

ხუთშაბათ-პარასკევს მოერიდეთ დაპირისპირებას და კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. ორშაბათს სიფრთხილე გამოიჩინეთ აალებად ნივთებთან. სამშაბათს დაგეგმილი პლასტიკური ოპერაცია სხვა დღისთვის გადადეთ.

ლომი:

ხუთშაბათს შემოსავლის ახალი წყარო გაგიჩნდებათ. ორშაბათს სამსახურის საქმეებში წარმატება გელით, სამშაბათს - ხანმოკლე მგზავრობა. ოთხშაბათს გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.

ქალწული:

კვირას გაერკვიეთ პირად გრძნობებში; გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. ორშაბათს მუშაობისას არ დაუშვათ შეცდომები. ოთხშაბათს არ გაამხილოთ საიდუმლო.

სასწორი:

სიჯიუტე კოლეგებთან ურთიერთობას გაგიფუჭებთ. კვირას სასიამოვნო ამბები განწყობას გაგიუმჯობესებთ. ოთხშაბათი კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

მორიელი:

განწყობას გაგიუმჯობესებთ მგზავრობა და მოგზაურობა. ორშაბათს ემოციების გავლენით შეცდომები არ დაუშვათ. სამშაბათი ორიგინალური იდეების ხორცშესხმის დღეა. ოთხშაბათს ყველა დაბრკოლებას გადალახავთ.

მშვილდოსანი:

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. გააფორმებთ ახალ კონტრაქტებს. ორშაბათს ახალი ნაცნობობაა მოსალოდნელი. ოთხშაბათს ფინანსები მოზომილად ხარჯეთ.

თხის რქა:

ხუთშაბათი ახლობლებზე ზრუნვას დაუთმეთ, კვირა - საკუთარ თავს. ორშაბათს გამოიჩინეთ სიფრთხილე - არავინ მოგატყუოთ. ოთხშაბათს გავლენიან ადამიანებთან დამეგობრებას დაედება სათავე.

მერწყული:

პარასკევს გაგიუმჯობესდებათ განწყობილება და სიტუაციაც უკეთესობისკენ შეგეცვლებათ. ორშაბათს მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ოთხშაბათი კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად.

თევზები:

იზრუნეთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაზე. გაიჩინეთ ახალი ნაცნობ-მეგობრები. ამ პერიოდში ყველა ახლობელსა და ნათესავს გაახსენდებით. ოთხშაბათს მოერიდეთ კონფლიქტს ფინანსების გამო.