ორი თვის წინ ნიგერიის ქუჩებში მოწანწალე "კუდიანი" ბიჭუნა, დღეს ასე გამოიყურება... - გზაპრესი

ორი თვის წინ ნიგერიის ქუჩებში მოწანწალე "კუდიანი" ბიჭუნა, დღეს ასე გამოიყურება...

ორი თვის წინ ამ ბიჭუნას ნიგერიის ქუჩებში მატლები ჭამდნენ. ოჯახმა სასიკვდილოდ გაიმეტა 2 წლის შვილი, რადგან თვლიდნენ, რომ ბავშვი "კუდიანი" იყო. ბიჭუნა რვა თვის მანძილზე გამვლელების გადაგდებული ნარჩენებით იკვებებოდა, მის სხეულს კი მატლები ესეოდა. შემდეგ ის სოცმუშაკმა იპოვნა, თავშესაფარში წაიყვანა და ჰოუპი დაარქვა (ქართულად იმედი). დანიელი ფილანტროპის ანია რინგრინ ლოვენის ფოტოს, სადაც ის ჰოუპს წყალს ასმევს, მთელს მსოფლიოში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ლოვენმა ბავშვის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ბავშვს ჰიპოსპადიის ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, რადგან მას ჩამოუყალიბებელი შარდსადენი არხი

აქვს. ოპერაცია შემდეგ კვირას არის დაგეგმილი. ”ეს ოპერაცია ექიმებს მრავალჯერ გაუკეთებიათ, ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება”, - წერს ლოვენი.GzaPress

ჰოუპი ფოტოებზე ჯანმრთელად გამოიყურება, მას ახლა 35 ახალი და-ძმა ჰყავს და ყველა უვლის, ეთამაშება, ასწავლის და სიყვარულს ჩუქნის.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით