როგორ და როდის მოვიყვანოთ ჯეჯილი, რომ სააღდგომოდ მოესწროს - გზაპრესი

როგორ და როდის მოვიყვანოთ ჯეჯილი, რომ სააღდგომოდ მოესწროს

ძველი ტრადიციის მიხედვით, ბზობის კვირას, მორწმუნეები ხორბალს თესენ. ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას და მასზე მუჭით მცირე რაოდენობით ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და ჯეჯილი იზრდება.

მწვანე ჯეჯილი ახალი ცხოვრების სიმბოლოა, რომელიც იესო ქრისტემ ადამიანებს თავისი აღდგომით მიანიჭა.

როგორ უნდა დაითესოს ჯეჯილი სააღდგომოდ, რომ მოესწროს. არსებობს ასეთი მოსაზრებაც: უნდა აიღოთ დაახლოებით 500 გრამი ხორბლის მარცვალი, გარეცხოთ, დაასხათ შემთბარი წყალი და ასე

მთელი ღამე გააჩეროთ.

დილით წყალი უნდა გადაიღვაროს და ხორბალი ისევ გაირეცხოს. ჩაიყაროს მინის ქილაში და თავზე დაეფაროს, დაიდგას თბილ ადგილას და 24 საათის განმავლობაში ასე გაჩერდეს.

მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გადაევლოს წყალი და ლანგარზე 1-1,5 სმ სისქეზე განაწილდეს. ლანგარი სასურველია, გამათბობელთან დაიდგას. რაც უფრო თბილად იქნება, უფრო სწრაფად გაიზრდება.

გასათვალისწინებელია: ლანგარზე დაფენილ ხორბალს მორწყვა არ სჭირდება. მხოლოდ ზემოდან სანამავი პულვიზატორით მოასხურეთ წყალი დილა-საღამოს, რომ არ გამოშრეს. დაახლოებით ერთ კვირაში თქვენ მიერ დათესილი ჯეჯილი ულამაზესი სანახავი იქნება.