"იკითხე და მოიგებ" - გათამაშებაში უკვე 9 000-ზე მეტი მოგებულია - გზაპრესი

"იკითხე და მოიგებ" - გათამაშებაში უკვე 9 000-ზე მეტი მოგებულია

გათამაშება - "იკითხე და მოიგებ" - "პალიტრა L"-მა წიგნის მოყვარულებს კიდევ ერთი მომხიბლავი სიახლე შესთავაზა - აქცია, რომლის ყველა ბილეთი მომგებიანია. ასეთი გათამაშება ჯერ არ ყოფილა, მით უმეტეს - მკითხველებისთვის. ანუ იმ შემთხვევაში, თუ "ბიბლუსის" ნებისმიერ მაღაზიაში შეიძენთ "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ, 20 ლარის (ან მეტი) ღირებულების წიგნებს, გათამაშებაში ავტომატურად ერთვებით და შესაძლებლობა გეძლევათ, ბილეთის გადაფხეკით მომენტალურად მოიგოთ წიგნი, რომელსაც ადგილზევე გადმოგცემენ, შემდეგ კი გათამაშების ფინალს დაელოდოთ, რომელიც 29 მაისს, წიგნის ფესტივალის დახურვაზე გაიმართება და "პალიტრა ნიუსის" ეთერით გადაიცემა. მომენტალურ პრიზებს შორის თამაშდება უამრავი დასახელების ბესტსელერი წიგნები - "დიდი ვიზუალური ენციკლოპედია", "ქართველი ერის ისტორია", ლექსიკონები, ქართველი და უცხოელი მწერლების მხატვრული ნაწარმოებები, ატლასები, ენციკლოპედიები, სამედიცინო ლიტერატურა, მხატვრების ბიოგრაფიები, საბავშვო ზღაპრები და ა.შ. მოკლედ, ჩამონათვალი საკმაოდ საინტერესო და დამაინტრიგებელია.

მთავარი პრიზები განსაკუთრებულად მიმზიდველია - ავტომანქანა, ტელეფონი, ავეჯი, საგზური და ა.შ. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გათამაშებაში სულ 200 000 ბილეთია. დაინტერესება დიდია, ამიტომ გამომცემლობამ მცირე შეზღუდვა დააწესა: ერთ ჯერზე თითო მყიდველი მაქსიმუმ 4 ბილეთს მიიღებს. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ რაც შეიძლება მეტი მკითხველი დასაჩუქრდეს. ამიტომ ყველას გირჩევთ, ვისაც წიგნები და სიურპიზები გიყვართ, იჩქარეთ, რომ არ გამოტოვოთ ძალიან კარგი საჩუქრების მიღების შანსი. გათამაშება რეგიონებშიც ძალიან აქტუალურია.

ლელა გელაშვილი, ზესტაფონის "ბიბლუსის" ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერი:

- ამ გათამაშებაში მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო და, როგორც აღნიშნავენ, ძალიან მოსწონთ. ვცდილობთ, მათ მაქსიმალურად სწორად და გასაგებად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა წამოწყებაა, და დავაინტერესოთ. რეგიონია, ვიცით, როგორ მივუდგეთ მომხმარებელს და შესაბამისად, განწყობაც დადებითია. მოგეხსენებათ, პატარა რაიონია და ზესტაფონში "ბიბლუსის" ორი ფილიალია. ძირითადი მოთხოვნა მაინც, საყმაწვილო ლიტერატურაზეა. აქ სამი ძირითადი საჯარო სკოლაა და ჩვენი ფილიალი მათთანაა ახლოს, შესაბამისად, მშობლები უფრო ხშირად დადიან, რომ ბავშვებისთვის ლიტერატურა შეიძინონ. თინეიჯერებში "ლიბერთინსის" წიგნებია უფრო პოპულარული და მათ მოთხოვნებს ყველანაირად ვაკმაყოფილებთ.

- ამ გათამაშების ფარგლებში, თქვენს ფილიალში ყველაზე ძვირი, რომელი წიგნი მოუგიათ?

- მომენტალური გადაფხეკის დროს მოიგეს "დიდი მხატვრების" სერიის 20-ლარიანი წიგნები, ასევე, "სახლი რუსთაველზე", "დავით გურამიშვილი", რომელთა ღირებულება 12 ლარია. ასევე, ზღაპრები, გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები, პროზა და ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ცოტა ხნის წინ, ერთი მომხმარებელი შემოვიდა, საჩუქარს გვერდით მაღაზიაში არჩევდა, თანხის დახურდავება სურდა და ეს აქცია რომ შევთავაზეთ, კარგი საჩუქარიც შეიძინა, ლატარიაც გავათამაშეთ და აქციაშიც ჩაერთო.GzaPressGzaPress

სოფო დუმბაძე, "ბიბლუსის" ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერი:

- ასეთი აქცია პირველადაა და მომხმარებლისთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა. ლატარიას ზოგი ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ როცა იგებენ, რომ ყველა ბილეთი იგებს, აქტიურად ერთვებიან. გაყიდვების მიხედვით, მოზარდები უფრო აქტიურობენ, "ლიბერთინსის" წიგნებზეა დიდი მოთხოვნა, ასევე - საბავშვო და მსოფლიოს რჩეულ ლიტერატურაზე. ერთმა გოგონამ 25-ლარიანი წიგნი მოიგო - "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" და ძალიან გაუხარდა. წიგნს რომ გაჩუქებენ, ყველას უხარია, დაბალფასიანიც რომ იყოს, და როცა უფრო ძვირფასია, მაშინ - მით უმეტეს. ზოგჯერ თვითონაც გვეკითხებიან, ამა თუ იმ წიგნზე, - აქციაში შედის თუ არაო? ვიზუალურ მხარესაც აქცევენ ყურადღებას, რომ დიდი და ლამაზი წიგნი მოიგონ.

ანანო თავხელიძე, მკითხველი (ქუთაისი):

- მე ამ გათამაშების შესახებ ინტერნეტით გავიგე. აქტიური მკითხველი ვარ და წიგნებს ყოველთვის "ბიბლუსში" ვყიდულობ, რადგან ყოველთვის ხელსაყრელი აქციებია. აქციის შესახებ რომ შევიტყვე, 20 ლარის ღირებულების წიგნები შევიძინე და, ბილეთი რომ გადავფხიკე, "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" მოვიგე, რამაც ძალიან გამახარა. 3 წლის შვილი მყავს და მასაც გავახარებ. ასევე, ველოდები ფინალურ გათამაშებასაც: ვინ იცის, იქნებ ავტომობილიც მოვიგო?!GzaPress

მარიამ ბოლქვაძე, 13 წლის:

- ინტერნეტით აქტიურად ვადევნებ თვალყურს "ლიბერთინსის" სიახლეებს და დედაც არასდროს მეუბნება უარს ახალ-ახალი წიგნების შესაძენად თანხის მოცემაზე. ჟურნალ "გზას" რა წიგნებიც მოჰყვება, გამოწერილი გვაქვს, კურიერს მოაქვს ხოლმე და ყველა გვაქვს სახლში. ახლა "გიკი გოგოს" ვკითხულობ და ძალიან მომწონს, მერე ჩემს მეგობრებსაც ვუყვები ხოლმე და განვიხილავთ. გათამაშების შესახებაც ინტერნეტით შევიტყვე და რამდენიმე წიგნი სასწრაფოდ შევიძინე. მერე ჩემს ბიძაშვილსაც ვუთხარი, ისიც იმ დღესვე ჩაერთო და "ქართველი ერის ისტორია" მოიგო. მართალია, მე მხოლოდ ზღაპრების პატარა კრებული მხვდა წილად და ცოტა გული დამწყდა, რამე უფრო მაგარი წიგნი მინდოდა, მაგრამ არა უშავს, ჩემს პატარა დას წავუკითხავ ხოლმე. სამაგიეროდ, იმედი მაქვს, დიდ გათამაშებაშიც მოვიგებ რამეს და 20 ლარის ღირებულების წიგნებს ისევ რომ ვიყიდი, კიდევ ახალ წიგნს მაჩუქებენ.

თამთა დადეშელი