დოს­ტო­ევ­ს­კი - აზარ­ტის ტყვე­ო­ბა­ში
font-large font-small
დოს­ტო­ევ­ს­კი - აზარ­ტის ტყვე­ო­ბა­ში
"ფუ­ლი არ მაქვს. ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი კი ის არის, რომ ზედ­მე­ტად ჟი­ნი­ა­ნი და სა­ძა­გე­ლი ბუ­ნე­ბის პატ­რო­ნი ვარ

"გზის" ამ ნო­მერ­თან ერ­თად, მკითხ­ველს ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­ს­კის "რჩე­უ­ლის" მე-9 ტო­მის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, რო­მელ­შიც სა­მი ვრცე­ლი მოთხ­რო­ბა - "მა­რა­დი ქმა­რი", "მო­თა­მა­შე" და "თვი­ნი­ე­რი" შე­დის. გე­ნი­ა­ლუ­რი რუ­სი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის მოყ­ვა­რულთ მო­ეხ­სე­ნე­ბათ, რომ "მო­თა­მა­შე" მი­სი ცხოვ­რე­ბის ნა­წილს ასა­ხავს ანუ - ერ­თხანს თა­ვად დოს­ტო­ევ­ს­კი იყო შეპყ­რო­ბი­ლი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შის სე­ნით და ამის გა­მო ბევ­რი სიმ­წა­რეც იწ­ვ­ნია...



აზარ­ტის ტყვე­ო­ბა­ში
"ფუ­ლი არ მაქვს. ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი კი ის არის, რომ ზედ­მე­ტად ჟი­ნი­ა­ნი და სა­ძა­გე­ლი ბუ­ნე­ბის პატ­რო­ნი ვარ: ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში უკი­დუ­რე­სო­ბამ­დე მიმ­ყავს საქ­მე: ბევ­რ­ჯერ ზღვარ­საც ავ­ც­დე­ნილ­ვარ და ეშ­მაკ­მაც არ და­ა­ხა­ნა..." - ასე სწერ­და დოს­ტო­ევ­ს­კი მე­გო­ბარ მა­ი­კოვს, რო­ცა მო­რიგ ჯერ­ზე კა­ზი­ნო­ში დი­დი თან­ხა წა­ა­გო.
ჩვე­უ­ლებ­რივ, მსგავ­სი დამ­ღუპ­ვე­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბა ყმაწ­ვი­ლუ­რი წლე­ბი­დან იჩენს ხოლ­მე თავს, ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­ს­კი კი პირ­ვე­ლად მის კლან­ჭებ­ში საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ ასაკ­ში მო­ექ­ცა, ოღონდ, "და­უს­წ­რებ­ლად" - რო­ცა 1859 წელს მწე­რა­ლი გა­და­სახ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სე­მი­პა­ლა­ტინ­ს­კ­ში ("პეტ­რა­შევ­ს­კის საქ­მეს­თან" და­კავ­ში­რე­ბით და გა­ნა­ჩე­ნი ბო­ლო მო­მენ­ტ­ში კა­ტორ­ღით შე­უც­ვა­ლეს).

გაც­ნო­ბა კა­ზი­ნოს­თან
გა­და­სახ­ლე­ბულ­მა მწე­რალ­მა წა­ი­კითხა სტა­ტია - "მო­თა­მა­შის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან". იქ მოთხ­რო­ბი­ლი იყო ბა­დენ-ბა­დე­ნი­სა და სხვა ევ­რო­პუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის კა­ზი­ნო­ე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც დი­დი ქო­ნე­ბა ზოგ­ჯერ თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში იც­ვ­ლი­და პატ­რონს: ღა­ტა­კე­ბი მი­ლი­ო­ნე­რე­ბად იქ­ცე­ოდ­ნენ, ხო­ლო მი­ლი­ო­ნე­რე­ბი ყვე­ლა­ფერს კარ­გავ­დ­ნენ და იქ­ვე იკ­ლავ­დ­ნენ თავს.

ამ სტა­ტი­ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი დოს­ტო­ევ­ს­კი აზარ­ტის სამ­ყა­რო­თი და­ინ­ტე­რეს­და. მა­ლე გა­და­სახ­ლე­ბა დას­რულ­და და 1862 წელს მან პირ­ვე­ლად შეძ­ლო საზღ­ვარ­გა­რეთ გამ­გ­ზავ­რე­ბა. უცხო­ეთ­ში, პირ­ვე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე, ე.წ. რუ­ლეტ­კის სა­თა­მა­შოდ წა­ვი­და.
რო­გორც ხში­რად ხდე­ბა, თა­მაშ­ში ახალ­ბე­დებს უმარ­თ­ლებთ და ფი­ო­დო­რიც გა­მო­ნაკ­ლი­სი არ ყო­ფი­ლა - მან ათი ათას ფრან­კ­ზე მე­ტი მო­ი­გო. თა­ვი­დან თით­ქოს შეძ­ლო მო­ე­თო­კა აზარ­ტის გრძნო­ბა და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა: კა­ზი­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­გე­ბუ­ლი თან­ხით და­ტო­ვა. მაგ­რამ ცდუ­ნე­ბის სუ­ლი უკ­ვე ყურ­ში ჩას­ჩურ­ჩუ­ლებ­და: სა­ნამ გი­მარ­თ­ლებს, ხელ­საყ­რე­ლი შემ­თხ­ვე­ვით უნ­და ისარ­გებ­ლო, რა­თა მე­რე, მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა არ ინა­ნო. ცდუ­ნე­ბას ვე­ღარ გა­უძ­ლო, კა­ზი­ნო­ში დაბ­რუნ­და და იმა­ვე "რუ­ლეტ­კის" მა­გი­და­ზე მა­შინ­ვე და­ტო­ვა მო­გე­ბის ნა­ხე­ვა­რი. ამ ინ­ცი­დენ­ტ­მა აიძუ­ლა, შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო. მო­გე­ბის ნა­ხე­ვა­რი, რომ­ლის წა­გე­ბაც ჯერ არ მო­ეს­წ­რო, რუ­სეთ­ში, ცოლ­სა და ნა­თე­სა­ვებს გა­უგ­ზავ­ნა. მაგ­რამ ცო­ტა ხან­ში გო­ნე­ბა კვლავ აემ­ღ­ვ­რა. სა­თა­მა­შო მა­გი­დას­თან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა დოს­ტო­ევ­ს­კიმ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, რაც ება­და, მთე­ლი თან­ხა წა­ა­გო და ძმის­გან - მი­ხა­ი­ლის­გან 100 რუბ­ლის სეს­ხე­ბა მო­უხ­და.

ჩა­ვარ­დ­ნა ვის­ბა­დენ­ში
ცა­რი­ე­ლი ჯი­ბით პე­ტერ­ბურ­გ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მწე­რა­ლი ძვე­ლე­ბუ­რად წარ­მა­ტე­ბის იმე­დით ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც ვის­ბა­დენ­ში - ევ­რო­პის მა­შინ­დელ სა­თა­მა­შო დე­და­ქა­ლაქ­ში ელო­და. დოს­ტო­ევ­ს­კის ფიქ­რი ერ­თი მიზ­ნის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი - ეშო­ვა ფუ­ლი კვლავ ევ­რო­პა­ში გა­სამ­გ­ზავ­რებ­ლად.
თა­ვი­დან, გა­მომ­ცე­მელ კრა­ევ­ს­კის­თან მი­ვი­და, მაგ­რამ მან არ ისურ­ვა, ჯერ კი­დევ და­უ­წე­რე­ლი რო­მა­ნი შე­ე­ძი­ნა. სა­სო­წარ­კ­ვე­თილ მწე­რალს მო­უ­წია, ქე­დი მო­ე­ხა­რა გა­მომ­ცე­მე­ლი სტე­ლოვ­ს­კის­თ­ვის, რო­მელ­საც არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი საქ­მოს­ნის სა­ხე­ლი ჰქონ­და. 3.000 რუბ­ლის სა­ფა­სუ­რად დოს­ტო­ევ­ს­კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, და­ეთ­მო სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი ნა­წარ­მო­ებ­თა 3-ტო­მე­ულ­ზე და ასე­ვე, ჯერ და­უ­წე­რელ რო­მან­ზე.
ფუ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ვის­ბა­დენ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა იჩ­ქა­რა. მაგ­რამ უკ­ვე რამ­დე­ნი­მე დღე­ში მე­გობ­რე­ბის­გან სეს­ხის აღე­ბა დას­ჭირ­და. მთე­ლი კა­პი­ტა­ლი, რაც თან ჰქონ­და, და­უნ­დო­ბელ­მა "რუ­ლეტ­კამ" შთან­თ­ქა. მის წე­რი­ლებ­ში ისე­თი უიმე­დო­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, რომ მწე­რალ­მა ივა­ნე ტურ­გე­ნევ­მა მას 50 ტა­ლე­რი გა­უგ­ზავ­ნა. მაგ­რამ ესეც სა­თა­მა­შო მა­გი­და­ზე და­ი­დო და დოს­ტო­ევ­ს­კი სრუ­ლი­ად უსახ­ს­როდ დარ­ჩა, აღარ შე­ეძ­ლო სას­ტუმ­როს სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და და საკ­ვე­ბის შე­ძე­ნაც კი.

ისევ წრე­ზე მოძ­რა­ო­ბა და­იწყო: წე­რი­ლე­ბი ნაც­ნო­ბებ­თან დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით, კა­ზი­ნო... მწე­რა­ლი სა­ბო­ლო­ოდ, წა­გე­ბუ­ლი დარ­ჩა. აღარც იქ ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და და - არც სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ფუ­ლი. იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ცო­ლის­თ­ვის ეთხო­ვა, გა­მო­ეგ­ზავ­ნა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ად­რე მის­ცა, და კი­დევ და­ე­მა­ტე­ბი­ნა. დოს­ტო­ევ­ს­კი იმ ადა­მი­ა­ნებ­საც კი მი­მარ­თავ­და, ვის­თა­ნაც ად­რე მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. მის­თ­ვის სა­კუ­თა­რი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა აპო­ლი­ნა­რია სუს­ლო­ვა­მაც (მის­მა საყ­ვა­რელ­მა) და­ა­გი­რა­ვა... გა­ღა­ტა­კე­ბულ მწე­რალს რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა.

დოს­ტო­ევ­ს­კი ევ­რო­პი­დან უკა­პი­კოდ მე­ო­რედ დაბ­რუნ­და. სამ­შობ­ლო­ში სხვა უბე­დუ­რე­ბე­ბიც ელო­და: ჯერ იმ ქვეყ­ნად მე­უღ­ლე წა­ვი­და, რო­მე­ლიც დი­დი ხნის მან­ძილ­ზე ავად­მ­ყო­ფობ­და, შემ­დეგ - ძმა, მი­ხა­ი­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა. მწე­რალ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო ძმის ოჯახ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა და მი­სი ვა­ლე­ბი. და­უნ­დო­ბელ კრე­დი­ტორ­თა შე­მო­ტე­ვებს ზედ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც და­ე­მა­ტა. ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წე­რა გა­მუდ­მე­ბით, აჩ­ქა­რე­ბით უწევ­და, რა­თა რო­გორ­ღაც მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა. სა­ო­ცა­რია, რომ უწყ­ვე­ტი რბო­ლა თხზუ­ლე­ბა­თა ხა­რის­ხ­ზე უარ­ყო­ფი­თად არ ასა­ხუ­ლა. ყვე­ლა ბო­რო­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მხო­ლოდ თა­მაშ­ში იმა­ლე­ბო­და, რის გა­რე­შეც დოს­ტო­ევ­ს­კის ცხოვ­რე­ბა აღარ შე­ეძ­ლო.

წა­გე­ბა კა­ზი­ნო­ში, რო­გორც მო­ტი­ვა­ცია შე­მოქ­მე­დე­ბის­თ­ვის
ასეა თუ ისე, აზარ­ტი უძ­ლი­ე­რეს მო­ტი­ვად იქ­ცა დოს­ტო­ევ­ს­კის შე­მოქ­მე­დე­ბის­თ­ვის. 1860-იანი წლე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი სწო­რედ ამ დამ­ღუპ­ვე­ლი ჩვე­ვის წყა­ლო­ბით შე­იქ­მ­ნა. მა­გა­ლი­თად, ერ­თხელ, სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბის ჟამს, მწე­რალ­მა გა­მომ­ცე­მელ კა­ტა­ევს შეს­თა­ვა­ზა, შე­ეს­ყი­და უფ­ლე­ბა ახა­ლი წიგ­ნის გა­მო­სა­ცე­მად, სა­დაც ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და სტუ­დენ­ტის გან­ც­დე­ბი, რო­მელ­მაც რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ჩა­ი­დი­ნა. თვით ნა­წარ­მო­ე­ბი იმ მო­მენ­ტ­ში მხო­ლოდ ჩა­ნა­ფიქ­რი­სა და პირ­ვე­ლი შა­ვი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ხით არ­სე­ბობ­და. კა­ტა­ე­ვი ერ­თა­დერ­თი იყო, ვინც მზად­ყოფ­ნას გა­მო­ხა­ტავ­და და მსგავს შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე თან­ხ­მ­დე­ბო­და. მე­ტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თ­ვის, მწე­რალ­მა გა­მომ­ცე­მელს ძი­რი­თა­დი სი­უ­ჟე­ტუ­რი ხა­ზი გა­უ­ზი­ა­რა. თხრო­ბა შე­ე­ხე­ბო­და "ერ­თი და­ნა­შა­უ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ურ და­ხა­სი­ა­თე­ბას". სრულ სი­ღა­ტა­კე­ში ჩა­ვარ­დ­ნი­ლი ყმაწ­ვი­ლი მო­რა­ლურ მუხ­რუჭს კარ­გავს და სა­ბო­ლო­ოდ, სხვა­დას­ხ­ვა იდე­ის ზე­გავ­ლე­ნით გა­დაწყ­ვეტს, სი­ცოცხ­ლეს გა­მო­ა­სალ­მოს მდი­და­რი დე­და­ბე­რი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­საც ახალ­გაზ­რ­და კა­ცი სრუ­ლი­ად უსარ­გებ­ლოდ მი­იჩ­ნევს, ამი­ტო­მაც თვლის, რომ უფ­ლე­ბა აქვს ქვეყ­ნი­ე­რე­ბა მის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს და ამას­თან, მი­ი­ღოს მი­სი ფუ­ლიც, რა­თა გა­ა­ბედ­ნი­ე­როს დე­და და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს სა­კუ­თა­რი და არა­სა­სურ­ვე­ლი საქ­მ­როს­გან; დარ­ჩე­ნილ ცხოვ­რე­ბას სტუ­დენ­ტი კა­ცობ­რი­ო­ბი­სად­მი ჰუ­მა­ნის­ტუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს, რი­თიც იმე­დოვ­ნებს, რომ შეძ­ლებს გა­და­ფა­როს სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბუ­ლი მძი­მე ცოდ­ვა.
რთუ­ლი არ არის მიხ­ვ­დე, რომ საქ­მე "და­ნა­შა­ულ­სა და სას­ჯელს" ეხე­ბო­და. რო­მან­ში დაწ­ვ­რი­ლე­ბი­თაა აღ­წე­რი­ლი რას­კოლ­ნი­კო­ვის მტან­ჯ­ვე­ლი გან­ც­დე­ბი. რო­გორც ჩანს, დოს­ტო­ევ­ს­კის სულ­საც რა­ღაც ღრღნი­და, მაგ­რამ აზარ­ტი ჯერ კი­დევ სჯაბ­ნი­და დიდ მწე­რალს.

"მო­თა­მა­შე"
თა­ვის ახალ ცოლ­თან, ანა გრი­გო­რი­ევ­ნას­თან ერ­თად, მწე­რა­ლი ისევ გა­ემ­გ­ზავ­რა რუ­სე­თი­დან. ეს მა­თი თაფ­ლო­ბის თვეც იყო და კრე­დი­ტო­რე­ბის­გან გაქ­ცე­ვაც. დოს­ტო­ევ­ს­კი თა­მაშ­ში ბედს ისევ ცდი­და, მაგ­რამ მუ­დამ წა­გე­ბუ­ლი რჩე­ბო­და და მხო­ლოდ ახა­ლი გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე დგე­ბო­და. ცოლ­მა სა­კუ­თა­რი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და­ა­გი­რა­ვა, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მწე­რალს მო­გე­ბე­ბის ჟა­მი და­უდ­გა. თუმ­ცა, წარ­მა­ტე­ბა ისე­ვე სწრა­ფად დას­რულ­და, რო­გორც და­იწყო. ისევ დად­გა "შა­ვი პე­რი­ო­დი", რო­ცა ვა­ლე­ბის გა­სას­ტუმ­რებ­ლად ლომ­ბარ­დ­ში სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბაც მო­უხ­დათ, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­დე­გად, წყვილ­მა ისევ უკან და­იბ­რუ­ნა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ, ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­ს­კიმ მე­უღ­ლეს შეჰ­ფი­ცა, რომ თა­მაშს სა­მუ­და­მოდ თავს და­ა­ნე­ბებ­და, და ეს პი­რო­ბა სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლა.
"რუ­ლეტ­კით" გა­ტა­ცე­ბის სა­ფა­სუ­რი ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­ს­კის­თ­ვის ძალ­ზე მძი­მე აღ­მოჩ­ნ­და: ეს იყო მთე­ლი ქო­ნე­ბა, რაც გა­აჩ­ნ­და; სა­კუ­თა­რი, მი­სი ორი ცო­ლის და კი­დევ, მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის (ვი­საც მი­სი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გულ­თან ახ­ლოს მოჰ­ქონ­და); აწე­წი­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა...
1866 წელს ყვე­ლა გა­და­ტა­ნი­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მწე­რალ­მა "მო­თა­მა­შის" ფურ­ც­ლებ­ზე გა­და­ი­ტა­ნა. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, იქ, გა­მო­გო­ნი­ლის გარ­და, ბევ­რი რამ აღე­ბუ­ლია რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან. ქა­ლაქ რუ­ლე­ტენ­ბურ­გის პრო­ტო­ტი­პი ბად-ჰომ­ბურ­გია, რო­მელ­შიც მწე­რა­ლი არა­ერ­თხელ ჩა­ვარ­დ­ნი­ლა გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რის - ალექ­სეი ივა­ნო­ვი­ჩის ცხოვ­რე­ბა, მი­სი ლტოლ­ვა თა­მა­შის­კენ და პო­ლი­ნა ალექ­სან­დ­როვ­ნას­კენ ბევრ რა­მე­ში ემ­თხ­ვე­ვა თა­ვად დოს­ტო­ევ­ს­კის ცხოვ­რე­ბას და მის ჩახ­ლარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებს აპო­ლი­ნა­რია სუს­ლო­ვას­თან.

ირი­ნა ჯან­დი­ე­რი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი