მარტივი რჩევები სააღდგომო კვერცხის შესაღებად
font-large font-small
მარტივი რჩევები სააღდგომო კვერცხის შესაღებად
სააღდგომო კვერცხი

გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მარიამ მაგდალინელი სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და ტიბერიუსს ეახლა. იმპერატორთან ძღვნის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა. შეძლებულ მოქალაქეებს ძვირფასი საჩუქრები მიჰქონდათ, ხოლო ღარიბებს - ის, რისი საშუალებაც ჰქონდათ. მარიამ მაგდალინელმა, რომელსაც ქრისტეს რწმენის გარდა არაფერი ებადა, ტიბერიუსს ქათმის კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღსდგა!" იმპერატორმა განაცხადა, მკვდრეთით აღდგომა ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლებაო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კვერცხმა ფერი იცვალა - სისხლისფერი გახდა.

აღდგომის დღესასწაულზე კვერცხების შეღებვის ტრადიციის შესახებ პირველ წერილობით ცნობას საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, წმინდა ანასტასიას მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული X საუკუნის ხელნაწერი გვაწვდის. ხელნაწერში მოყვანილი საეკლესიო წესდების ბოლოს ნათქვამია, რომ სააღდგომო ლოცვის შემდეგ აუცილებელია კვერცხისა და ყველის კურთხევის ლოცვის წაკითხვა. მოგვიანებით სააღდგომო კვერცხების დამზადება იუველირებმაც დაიწყეს. კარლ ფაბერჟეს სახელი დღემდე დეკორატიული სააღდგომო კვერცხების დამზადების ბრწყინვალე ხელოვნებასთან ასოცირდება. კვერცხები, რომლებშიც რთული დასაქოქი მექანიზმი იყო ჩამონტაჟებული, საიუველირო ხელოვნების სასწაულს წარმოადგენდა. თითოეული ნიმუში ინახებოდა სპეციალურ ფუტლიარში ან სეიფში და საჩვენებლად მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე გამოჰქონდათ. ფაბერჟე არასოდეს აკეთებდა ასლს. მისი თითოეული ნამუშევარი განუმეორებელია. დღეისთვის ცნობილი 47 კვერცხიდან 10 მოსკოვში, კრემლში ინახება, 9 - ვიქტორ ვექსელბერგის კერძო კოლექციაში, 5 - ვირჯინიის შტატის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში, 3 - ინგლისის დედოფალ ელისაბედის კოლექციაში, 3 - ახალი ორლეანის მუზეუმში, 2-2 - შვეიცარიის, ბალტიმორისა და ვაშინგტონის მუზეუმებში, თითო-თითო - კლივლენდის მუზეუმსა და მონაკოს პრინცის კოლექციაში, დანარჩენი კი კერძო კოლექციებშია დაცული. 2 ნაკეთობის ადგილსამყოფელი უცნობია, მხოლოდ მათი ფოტოები არსებობს.

როგორ შევღებოთ კვერცხი

არსებობს კვერცხების შეღებვის მრავალი წესი. 
ალბათ, ყველამ იცის, რომ კვერცხს ხახვის ფურცლის ნახარშშიც ღებავენ. აგროვებენ რაც შეიძლება მეტ ხახვის ფურცელს (ბევრი მის მოგროვებას აღდგომამდე 1 თვით ადრე იწყებს) და კვერცხს მასში ხარშავენ. ხარშვა სასურველი ფერის მიღებამდე გრძელდება. არსებობს სხვაგვარი წესიც: ხახვის ფურცელი ადუღეთ ნახევარ საათს, შემდეგ გადაწურეთ. ნახარშში ჩააწყვეთ უკვე მოხარშული კვერცხი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე სასურველ ფერს არ მიიღებს. ამ გზით უფრო თანაბარი შეფერილობა მიიღება. კვერცხი ხახვის მშრალი ფურცლითაც შეიძლება შეიღებოს.

კვერცხი მოხარშეთ, შემდეგ ცხელ-ცხელს სათითაოდ შემოახვიეთ ხახვის მშრალი ფურცლები, გადაახვიეთ ნაჭერში და კიდევ 10 წუთს ადუღეთ. წყალს ძმარი დაამატეთ. კვერცხი მოოქროსფრო-მარმარილოსებრ ელფერს მიიღებს. თუ კვერცხს ოხრახუშის ფოთოლს დააფენთ და მაგრად შეახვევთ დოლბანდში, თქვენს სააღდგომო სუფრას მოხატული კვერცხი დაამშვენებს. კვერცხის მოხატვა სხვაგვარადაც შეიძლება: სველი კვერცხი ამოავლეთ მშრალ ბრინჯში, მაგრად შეახვიეთ დოლბანდში, რომ მარცვლები არ მოშორდეს და ჩვეულებრივი წესით შეღებეთ. ბავშვებს ძალიან მოსწონთ კვერცხების შეღებვა აკვარელის საღებავითა და ფუნჯით. საღებავი სწრაფად რომ გაშრეს, უნდა შეიღებოს უკვე მოხარშული, ჯერ კიდევ თბილი კვერცხი.

პრაქტიკული რჩევები

-თუ კვერცხს წინასწარ სოდიანი წყლით ან ძმრით გარეცხავთ, უფრო თანაბრად შეიღებება.
-ხარშვისას კვერცხი რომ არ გასკდეს, შეღებვამდე 1 საათს სითბოში ან ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ხოლო -ხარშვისას წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი - ნაჭუჭი რომც გასკდეს, გული არ გადმოიღვრება.
-შეღებილმა კვერცხმა რომ იბრწყინოს, გაამშრალეთ და ზეთი გადაუსვით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი