ფერადი ზარებით მორთული "ბეკეკები" და შერკინება კვერცხებით
font-large font-small
ფერადი ზარებით მორთული "ბეკეკები" და შერკინება კვერცხებით
"უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ზარების ხმა, ლოცვის მოსმენა"

რამდენიმე დღეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვიზეიმებთ. ჩვენ რამდენიმე ცნობილ ადამიანს დავუკავშირდით და დავუსვით კითხვა, თუ როგორ ემზადებიან ამ დღესასწაულის აღსანიშნავად?


"უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ზარების ხმა, ლოცვის მოსმენა"

ნათია კვაშალი, მსახიობი:

- ეს დღესასწაული ყველაზე მეტად მიყვარს და ამიტომაც, ამ დღის დადგომას ყოველთვის მოუთმენლად ველოდები. მიყვარს ყველა ის ტრადიცია და რიტუალი, რომელიც აღდგომას უკავშირდება.

- პასქის გამოცხობა გეხერხება?

- არა, არ მეხერხება. ყოველ წელს მაქვს სურვილი, ვისწავლო, მაგრამ სამწუხაროდ, საამისოდ დრო არასოდეს მრჩება.

- კვერცხს სახლში ღებავთ თუ ყიდულობთ?

- დიახ. კვერცხს ყოველთვის შინ ვღებავთ, მიყვარს ეს პროცესი. რაც შეეხება ჯეჯილს: ხორბალს დედა თესავს და უვლის, მე მხოლოდ ვგულშემატკივრობ.

- აღდგომას ტაძარში ხვდები?

- კი და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ზარების ხმა, ლოცვის მოსმენა და ყველა ის რიტუალი, რაც ამ ღამეს თან ახლავს.

70-მდე წითელი კვერცხი - საჩუქრად


ლელა ნინუა, ჟურნალისტი:

- აღდგომის დღესასწაული ბავშვობაში მაბრუნებს. ჩემი სახლის უკან ეკლესია იყო და ამ დღეს ზარების ხმა მაღვიძებდა. მახსოვს, ვიცავდი მარხვას. აღდგომის დღესასწაული გამორჩეულად მიყვარს. რაც შეეხება სამზადისს ამ დღისთვის: ყოველთვის დიდი სურვილი მაქვს, რაღაცები თავად მოვამზადო, მაგრამ ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ამას ხან ვახერხებ, ხან - ვერა. ისე კი, ეს დღესასწაული ჩემს სულსა და გონებაშია!

- გაიხსენე, ბავშვობაში როგორ აღნიშნავდით ამ დღეს?

- წლების წინ უფროსებისგან ბევრი რამ ვისწავლე. ხომ იცით, გარემო ყველაფერს ნიშნავს ბავშვისთვის. დედის დედა ანუ ჩემი დიდი ბებია ყოველთვის მარხულობდა. ჰოდა, ძალიან პატარას დედამ ამიხსნა, თუ რას ნიშნავდა და რისთვის იყო საჭირო მარხვის შენახვა. ეს ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებულად დასამახსოვრებლად რაიონებში აღინიშნებოდა. ამ დღეს სხვა მადლი გადმოდის ადამიანებზე და თითქოს, სულიერად ვივსებით.

- ამ დღისთვის ოჯახში პასქას თუ ამზადებ?

- ეს ნუგბარი არასდროს მომიმზადებია. როგორც წესი, პასქას დედა აცხობდა და მე და ჩემს ძმას აღდგომის დღესასწაულამდე მისი გასინჯვის უფლებასაც არ გვაძლევდა... ახლა პასქას ძირითადად, ვყიდულობ და ყოველ ჯერზე დედის გამომცხვარი ტკბილეულის გემოს დავეძებ, მაგრამ ამაოდ.

- ხორბალს მაინც თუ თესავ?

- ხორბლის დათესვის და ჯეჯილში კვერცხების ჩალაგების ტრადიცია დასავლეთში არ გვქონდა და საერთოდაც, ამას მგონი, ბოლო რამდენიმე წელია, აკეთებენ. ერთხელ მეც დავთესე, მაგრამ წელს ამის გაკეთებაც ვერ მოვახერხე. ისე დაემთხვა, რომ ბოლო დროს ორჯერ მომიხდა სვანეთში ჩამოსვლა, ახლაც აქ ვარ და როგორც კი დედაქალაქში ჩამოვალ, აუცილებლად შევიძენ.

- წითლად შეღებილ კვერცხებსაც ყიდულობ?

- სააღდგომოდ, ყოველ წელს, 70-მდე შეღებილ კვერცხს ყოველთვის დედა მჩუქნის. თუმცა, რამდენიმეს სიმბოლურად, სახლში ვღებავ.

- კვერცხის მოხატვა ან ვთქვათ, ლურჯად შეღებვა გიცდია?

- არა, ეს არასდროს მიცდია. ვფიქრობ, ამ დღეს ტრადიციულად, მხოლოდ წითელი კვერცხები უნდა გვქონდეს, რაც სააღდგომო სუფრას ძალიან ამშვენებს.

- აღდგომის დღესასწაულს სად და ვისთან ერთად ეგებები?

- ყოველ აღდგომას ტაძარში ვეგებები. ბავშვობაში ვეზიარებოდი კიდეც, გამთენიამდე ლოცვებს ვუსმენდი. გული მწყდება, რომ ძველებურად ვეღარ ვახერხებ მარხვის შენახვასა და ზიარებას... აი, ტაძარში კი აუცილებლად მივალ და მჯერა, უფრო ჯანსაღად ცხოვრების, რწმენის და სიყვარულის მადლი ჩემამდეც მოვა (რა თქმა უნდა, თუ დავიმსახურებ). ყველა ქართველს ვუსურვებ, სიკეთის რწმენითა და სიყვარულით გაუთენდეს ყოველი დილა.

"როცა ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის - ეს საოცრებაა"

ია ჩანტლაძე, მომღერალი:

- აღდგომის დღესასწაული ძალიან მიყვარს. ამ დროს განსაკუთრებულად მშვიდი ვარ და ამავდროულად, ამაღლებულ განწყობაზე გახლავართ. მიყვარს ამ დღესთან დაკავშირებული ტრადიციებიც: კვერცხის შეღებვა, პასქის გამოცხობა...
- თავად თუ შეგიღებავს კვერცხი?
- ჩვენს ოჯახში ამ საქმეს ყოველთვის დედა აკეთებდა. მინდა, წელს ეს ტრადიცია დავარღვიო და კვერცხები თავად შევღებო. მახსოვს, ბავშვობაში, ისევე, როგორც ყველა პატარას, მეც მიყვარდა "ჩემპიონატი კვერცხის გატეხაში".
- ხორბალს თესავთ?
- ამასაც დედა "კურირებს" (იღიმის).
- იერუსალიმში, წმინდა მიწაზე თუ შეხვედრიხარ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს?
- კი, აღდგომის დღესასწაულს იერუსალიმში რამდენჯერმე შევხვდი. უნდა გითხრათ, რომ იქ მართლაც, განსაკუთრებული შეგრძნება გეუფლება, მით უმეტეს, როცა ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის - ეს საოცრებაა.

"აღდგომისთვის ჩვენი დიდი ოჯახი ზესტაფონში იკრიბება"


ბაბი კირკიტაძე, მსახიობი:

- ყოველთვის მიყვარდა ეს დღესასწაული, მაგრამ მას მერე, რაც ბაბუ გარდაიცვალა, ტკივილთან უფრო ასოცირდება. ამ დღეს ისე ველოდები, თითქოს მასთან შეხვედრის დრო იყოს. აღდგომისთვის ჩვენი დიდი ოჯახი ზესტაფონში იკრიბება და ასობით კვერცხს ვღებავთ. ამ პროცესში მეც ვმონაწილეობ.
- პასქა თუ გამოგიცხვია?
- პასქის საგვარეულო რეცეპტი გვაქვს და ამ რეცეპტის მიხედ­ვ­ით, ამ ტკბილეულს ყოველ წელს ვაცხობთ. ერთხელ მეც ვცადე და უნდა გითხრათ, რომ ცუდი არ გამოსულა. მაგრამ მაინც, ამ საპასუხისმგებლო საქმეს ოჯახის გამოცდილ კულინარებს ვანდობთ ხოლმე. სამაგიეროდ, ხორბლის დათესვა ყოველწლიურად, ჩემზეა მონდობილი და ეს ტრადიცია წელსაც არ დაგვირღვევია.

"არ მომწონს, სასაფლაოზე ღრეობას რომ მართავენ"


სოფია სებისკვერაძე, მსახიობი:

- ძალიან მიყვარს ეს ბრწყინვალე დღესასწაული. ბავშვობიდან მომყვება ამ დღესთან დაკავშირებული ემოციები. ეს დღესასწაული გაზაფხულთან, მზესთან, ახლის საწყისთან ასოცირდება. არ მომწონს, აღდგომას სასაფლაოზე რომ მიდიან. განსაკუთრებით მტკივა და მიჭირს იმ ადამიანის საფლავთან მისვლა, რომელიც მიყვარს.
- ამ დღესასწაულისთვის კვერცხებს წითლად თავად ღებავ თუ ყიდულობ?
- არა, კვერცხი აუცილებლად, შინ უნდა შეიღებოს. რაც შეეხება ჯეჯილს, ხორბლის დათესვა ბავშვობაში უფრო მეტად მხიბლავდა. წელს ალბათ, პასქას ძველებურად, შევიძენ. ეს ტკბილეული არასოდეს გამომიცხვია, მაგრამ ძალიან მიყვარს.
- არის თუ არა რაიმე სააღდგომო ტრადიცია, რომელიც არ მოგწონს.
- არ მომწონს, სასაფლაოზე ღრეობას რომ მართავენ. ისე კი, აღდგომა ჩემთვის ყველაზე ლამაზი და თბილი დღესასწაულია.
- აღდგომას ძირითადად, ტაძარში ეგებებიან...
- მე ასე მხოლოდ ერთხელ მოვიქეცი: რამდენიმე წლის წინ, აღდგომის დღესასწაულს სამეგრელოში, ერთ-ერთ ტაძარში შევეგებე, სხვა დროს ასეთი რამ არ მომხდარა.


სამეზობლო ქვაბში ტრადიციული მეთოდით მოხარშული კვერცხები

ციცინო კობიაშვილი, რეჟისორი:

- აი, ამწუთასაც კი სააღდგომო თეფშს ვამზადებ და სულ ამოსვრილი ვარ საღებავებში. ხორბალიც დიდი ხანია, დავთესე.
- პასქას თავად აცხობთ?
- ყოველთვის ვცდილობ, რომ სახლში გამოვაცხო... ახლა ძალიან დაკავებული ვარ, 7-ში და 8-ში სპექტაკლის პრემიერა უნდა იყოს. ამიტომ მთლიანად ამ საქმეზე ვარ გადართული. თუმცა, მჯერა, უფალი გამაძლიერებს და მომცემს ძალას, რომ აღდგომის დღესასწაულს შესაფერისად შევხვდე და ტრადიციები არ დავარღვიო. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს პასქის გამოცხობის პროცესი. თუმცა, ეს იოლი სულაც არ არის და თუ ამ ნუგბარის შინ გამოცხობას გადაწყვეტ, ერთი დღე მთლიანად ამ პროცესს უნდა დაუთმო.
- მარხვას ინახავთ?
- კი, ვინახავ. ვეცდები, აღდგომას ტაძარში შევხვდე. იყო დრო, როცა ვათენებდი კიდეც, მაგრამ ახლა ფიზიკურად ვეღარ ვძლებ.
- წითელ კვერცხს ყიდულობთ?
- არა, რა თქმა უნდა! კვერცხს შინ, ტრადიციულად ენდროსა და ხახვის ფურცლებში ვღებავ. იტალიურ ეზოში ვცხოვრობ და მეზობლებს საერთო ქვაბი გვაქვს, სადაც კვერცხს რიგრიგობით ვხარშავთ. საერთოდ, ენდრო რაც უფრო დიდხანს იხარშება, კვერცხს მით უფრო კარგი ფერი ექნება... ასევე, ვამზადებ დეკორატიულ კვერცხებს.
- კვერცხს მხოლოდ წითლად ღებავთ?
- მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი ტრადიცია არ არის, სხვა შეფერილობის კვერცხებიც გვაქვს ხოლმე. შვილიშვილი მყავს და მის გასახარებლად ვაძლევ სხვადასხვა შეფერილობას, მერე მათ ჯეჯილში ჩავდებ და სხვა თუ არაფერი, ძალიან ლამაზია. ასევე, სააღდგომოდ ვაცხობ "ბეკეკებს", რომლებსაც ფერადი ზარებით ვრთავ. ძალიან მიყვარს დიასახლისობა, ერთდროულად ლამაზი და გემრიელი რაღაცების მომზადება.

მარეხ ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი