ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რის რჩე­ვე­ბი
font-large font-small
ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რის რჩე­ვე­ბი
ვერ ვიტყ­ვი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტე­რი­ერს რა­ღაც ჩარ­ჩო­ე­ბი აქვს

მხატ­ვარ-დი­ზა­ი­ნე­რი ნი­ნო ჯი­ქუ­რაშ­ვი­ლი წლე­ბია, ბი­ნე­ბი­სა თუ სხვა ტი­პის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის ინ­ტე­რი­ე­რე­ბის კე­თილ­მოწყო­ბა­სა და გა­ლა­მა­ზე­ბა­ზე ზრუ­ნავს. რე­მონ­ტი, ბი­ნის მყუდ­როდ, კომ­ფორ­ტუ­ლად და სა­სურ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნით მოწყო­ბა, დი­ზა­ი­ნე­რის რჩე­ვით კი­დევ უფ­რო უკე­თეს იერს იძენს. ნი­ნო ინ­ტე­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე გახ­ში­რე­ბულ ტენ­დენ­ცი­ებ­სა და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გო­რია ბო­ლო დრო­ის მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბი ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ში? მა­გა­ლი­თად, სტი­ლი, ფე­რე­ბი და ა.შ.
- დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საც ვუ­ყუ­რებ, მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად შე­რე­უ­ლია. დამ­კ­ვე­თე­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით და­იხ­ვე­წა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბევ­რად უფ­რო მე­ტი მა­სა­ლაა. ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, დი­ზა­ი­ნე­რის დახ­მა­რე­ბას იყე­ნებს - ეს კულ­ტუ­რაც ნელ-ნე­ლა დამ­კ­ვიდ­რ­და. მოთხოვ­ნა უფ­რო თა­ნა­მედ­რო­ვე მი­ნი­მა­ლის­ტურ ინ­ტე­რი­ე­რებ­ზეა, ბო­ლო ხა­ნებ­ში კი კლა­სი­კის ელე­მენ­ტე­ბიც მოხ­შირ­და. მო­დუ­რია, მა­გა­ლი­თად, ჭე­რი სა­და, ზედ­მე­ტი ფორ­მე­ბის გა­რე­შე, ასე­ვე კედ­ლე­ბის ფე­რე­ბით გა­მო­ყო­ფა და არა - დე­კო­რე­ბით, ავე­ჯი უფ­რო ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რია. ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია და მო­დას არ ემორ­ჩი­ლე­ბა, რად­გან იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გე­მოვ­ნე­ბას უნ­და მო­ვარ­გოთ. თუმ­ცა, ამ სფე­რო­ში მსოფ­ლიო სი­ახ­ლე ძალ­ზე ბევ­რია, ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მის აბა­ზა­ნის ინ­ვენ­ტა­რი, სამ­ზა­რე­უ­ლოს მე­ქა­ნიზ­მე­ბი, ფა­სა­დის მა­სა­ლე­ბი, რი­სი შე­ძე­ნაც უფ­რო მე­ტად, შეკ­ვე­თით შეგ­ვიძ­ლია.

- კონ­კ­რე­ტუ­ლად რა ით­ვ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტე­რი­ე­რად?

- ვერ ვიტყ­ვი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტე­რი­ერს რა­ღაც ჩარ­ჩო­ე­ბი აქვს და კონ­კ­რე­ტუ­ლად შეგ­ვიძ­ლია აღ­ვ­წე­როთ. უფ­რო მე­ტად სა­დაა, ზედ­მე­ტი ელე­მენ­ტე­ბით არ არის გა­დატ­ვირ­თუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ფუნ­ქ­ცი­უ­რა­დაა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი დე­კო­რიც. ჩე­მი დამ­კ­ვე­თე­ბის გე­მოვ­ნე­ბი­დან და პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დატ­ვირ­თუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი ხში­რად ჰბეზ­რ­დე­ბათ. თუ წი­ნა წლებ­ში სა­და ფე­რის კედ­ლებ­ზე, მა­გა­ლი­თად, სა­წო­ლის უკან დე­კო­რი მო­დუ­რი იყო, ახ­ლა ეს მო­დი­დან გა­და­ვი­და. უფ­რო მე­ტად ხი­სა და ქვის გა­მო­ყე­ნე­ბა და­იწყეს ინ­ტე­რი­ერ­ში. ტრა­ვერ­ტი­ნი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ქვა არ არის, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ლა­მა­ზია, სახ­ლ­ში სიმ­ყუდ­რო­ვეს ქმნის. არი­ან ისე­თი დამ­კ­ვე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ე­რი დე­კო­რის გა­მო­ყე­ნე­ბას მი­ნი­მუ­მამ­დე გვთხო­ვენ, უბ­რა­ლო, სა­და კედ­ლე­ბი მოს­წონთ, თუნ­დაც, შავ-თეთ­რი გა­დაწყ­ვე­ტა, მარ­ტი­ვი, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფორ­მე­ბით.

- რას ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას ახალ­გაზ­რ­და წყვი­ლე­ბი? მათ­თ­ვის რა არის უფ­რო მო­დუ­რი?

- ახალ­გაზ­რ­დე­ბი უფ­რო თა­მა­მე­ბი არი­ან, იცი­ან, რა უნ­დათ, ძა­ლი­ან პრაგ­მა­ტუ­ლად აზ­როვ­ნე­ბენ და სი­ახ­ლე­ებ­ზე უფ­რო მე­ტად მოგ­ვ­ყ­ვე­ბი­ან. ძი­რი­თა­დად, ოჯა­ხებ­თან გვაქვს შე­ხე­ბა და ყვე­ლას უნ­და, რომ ბი­ნა ფუნ­ქ­ცი­უ­რად იყოს და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, `სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო დი­ზა­ინს~ ვე­ძა­ხი, რამ­დე­ნი ოთა­ხიც სჭირ­დე­ბათ, იმის მი­ხედ­ვით აგეგ­მა­რე­ბენ. მდი­და­რი ქვე­ყა­ნა არ ვართ და მეს­მის, ხალხს არ ჰყოფ­ნის ფუ­ლი, რომ ისე­თი ფარ­თო­ბის ბი­ნა იყი­დონ, რაც რე­ა­ლუ­რად სჭირ­დე­ბათ და კარ­გად მო­აწყონ. ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ხში­რად ვდგა­ვართ და ამის გა­მო, ბევრ რა­მე­ზე უკან ვი­ხევთ, რაც შე­იძ­ლე­ბო­და, უკეთ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ცხა­დია, დი­ზა­ინ­ზე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს, რად­გან ვერ ყი­დუ­ლო­ბენ იმ მა­სა­ლებს, ინ­ვენ­ტარს, რაც უნ­დათ და რაც ხა­რის­ხი­ა­ნია. ვერ ვე­თან­ხ­მე­ბი იმ მო­საზ­რე­ბას, რომ შე­იძ­ლე­ბა, იყოს იაფი და კარ­გი. ხა­რის­ხი­ა­ნი იაფი ვერ იქ­ნე­ბა. ხე­ლის შემ­შ­ლე­ლია, რო­ცა ფიქ­რობ, ესა თუ ის დე­ტა­ლი, რა­საც ქმნი, რა დაჯ­დე­ბა და შეძ­ლე­ბენ თუ არა შემ­დ­გომ ამის გა­დახ­დას.

- რა რჩე­ვებს აძ­ლევთ სა­ბავ­შ­ვო ოთა­ხე­ბის მოწყო­ბი­სას?

- ოთა­ხი ფე­რე­ბით ზედ­მე­ტად რომ არ იყოს გა­დატ­ვირ­თუ­ლი, ხა­ლი­სი­ან, ოღონდ - პას­ტე­ლის, არა­აგ­რე­სი­ულ ფე­რებს ვთა­ვა­ზობ ხოლ­მე. ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კას ფრთხი­ლად უნ­და მო­ვეპყ­როთ, ამი­ტომ ფე­რე­ბიც სიფ­რ­თხი­ლით უნ­და შე­ვარ­ჩი­ოთ, თვა­ლიც არ უნ­და გა­და­ე­ღა­ლოს. ინ­ტე­რი­ე­რი ჯო­ბია, სხვა აქ­სე­სუ­ა­რე­ბით გა­ვა­ლა­მა­ზოთ, რი­სი შეც­ვ­ლაც ეტა­პობ­რი­ვად შე­იძ­ლე­ბა - გა­და­სა­ფა­რებ­ლე­ბი, ბა­ლი­შე­ბი, სუ­რა­თე­ბი და ა.შ. თუ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ბავ­შ­ვი არ არის, ბავ­შ­ვურ ავეჯ­საც არ ვი­ყე­ნებ, სა­შუ­ა­ლო სტილს ვი­ღებ და ყო­ველ­თ­ვის აქ­სე­სუ­ა­რე­ბით გა­ლა­მა­ზე­ბას ვცდი­ლობ. მშობ­ლებს ვურ­ჩევ­დი, რომ სა­ბავ­შ­ვო ოთახ­ში მკვეთ­რი ფე­რე­ბი არ გა­მო­ი­ყე­ნონ, მა­გა­ლი­თად, წი­თე­ლი, შა­ვი, რუ­ხი და ა.შ. კარ­გია - ღია სა­ლა­თის­ფე­რი, ღია კრე­მის­ფე­რი, ღია იის­ფე­რი - გა­აჩ­ნია, კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში რო­გორ ჯდე­ბა.

- რას გვეტყ­ვით სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე? მა­გა­ლი­თად, ზო­გან მი­ნა­ხავს პრი­ა­ლა­ზე­და­პი­რი­ა­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო წი­თე­ლი და შა­ვი ფე­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ით, რაც ძალ­ზე ლა­მა­ზი და ეფექ­ტუ­რია. დი­ზა­ი­ნე­რე­ბი რა ფე­რე­ბი­სა და მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას ურ­ჩევთ?

- წი­თე­ლი და შა­ვი უნ­და იყოს აკ­რი­ლის მა­სა­ლა, რაც რთუ­ლად მო­სავ­ლე­ლია, სამ­ზა­რე­უ­ლო კი ყვე­ლა­ზე ხში­რი მოხ­მა­რე­ბის ად­გი­ლია, სულ გა­საწ­მენ­დია და ცო­ტა არა­კომ­ფორ­ტუ­ლია. მა­გა­ლი­თად, მე ხის ფაქ­ტუ­რის მდფ-ს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას, უფ­რო იოლი მო­სავ­ლე­ლია. ნა­ტუ­რა­ლუ­რი ხის სამ­ზა­რე­უ­ლოს იშ­ვი­ა­თად ვა­კე­თებ. ყო­ველ­თ­ვის ღია ფე­რებს უფ­რო ვარ­ჩევ, ვცდი­ლობ, სულ რა­ღაც ახა­ლი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვე­ძიო. `ფა­ვო­რი­ტი~ მა­სა­ლე­ბიც მაქვს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მომ­წონს და თუ მომ­ხ­მა­რებ­ლის გე­მოვ­ნე­ბას ემ­თხ­ვე­ვა, ვი­ყე­ნებ. უამ­რა­ვი ვა­რი­ან­ტია, მე კე­რა­მო-გრა­ნიტს ვარ­ჩევ­დი, თუნ­დაც, აბა­ზა­ნა­ში, მო­ზა­ი­კის ჩა­ნარ­თე­ბით. სხვა­თა შო­რის, მომ­ც­რო ზო­მის ფი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც აღა­რაა ტენ­დენ­ცი­უ­რი, უფ­რო მსუ­ბუ­ქი მარ­მა­რი­ლოს ეფექ­ტით, თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტე­რი­ერ­ში, ხის ფაქ­ტუ­რის ფი­ლებ­თან ერ­თად, კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა იყოს ხის ფაქ­ტუ­რის კე­რა­მო-გრა­ნი­ტი ბე­ტო­ნის ტი­პის ფი­ლებ­თან. უამ­რა­ვი ვა­რი­ან­ტია, რი­სი შე­თა­ვა­ზე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. ბევ­რი სტუ­დია გა­იხ­ს­ნა, ვი­საც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის მა­სა­ლა შე­იძ­ლე­ბა და­უკ­ვე­თო და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნო ფი­ლე­ბიც, დე­კო­რე­ბიც, აბა­ზა­ნის ნი­ჟა­რე­ბიც, ჯა­კუ­ზე­ბიც და ა.შ. არც ისე ძვი­რია. შე­საძ­ლოა, მომ­ხ­მა­რე­ბელ­მა ეს არც იცის და იმას ყი­დუ­ლობს, რაც მა­ღა­ზი­ებ­შია.

- აბა­ზა­ნის მოწყო­ბი­სას რა სი­ახ­ლე­ებს სთა­ვა­ზობთ მომ­ხ­მა­რებ­ლებს?

- პრინ­ციპ­ში, უკ­ვე სი­ახ­ლეს აღარ წარ­მო­ად­გენს და კარ­გა ხა­ნია შე­მო­სუ­ლია ჩა­სა­შე­ნე­ბე­ლი უნი­ტა­ზე­ბი - ფე­ხის გა­რე­შე, ჩა­სა­შე­ნე­ბე­ლი ავ­ზით, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ბევ­რ­მა ჯერ კი­დევ არ იცის, თუმ­ცა წლე­ბია, ვი­ყე­ნებთ. მარ­თა­ლია, ცო­ტა უფ­რო ძვი­რი ჯდე­ბა, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლია. თუ კარ­გი ხა­რის­ხის ავზს ვი­ყი­დით და ხე­ლოს­ნე­ბიც კარ­გად ჩა­ა­შე­ნე­ბენ, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი გა­რან­ტია აქვს, არ გა­მი­გია, რომ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი­ყოს.

- ბო­ლო დროს, საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია ჯა­კუ­ზი. ძვი­რი ჯდე­ბა ბი­ნა­ში მი­სი და­მონ­ტა­ჟე­ბა?

- მოთხოვ­ნი­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად გა­ი­ზარ­და და უკ­ვე ისე­თი ჯა­კუ­ზე­ბია შე­მო­სუ­ლი, რო­მელ­თა ფა­სი ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რია, ხა­რის­ხი კი - კარ­გი. მი­უწ­ვ­დომ­ლად აღარ ით­ვ­ლე­ბა. 3-4 ათას ლა­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია, კარ­გი იტა­ლი­უ­რი ჯა­კუ­ზი იყი­დო. შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი ფუნ­ქ­ცია არ ჰქონ­დეს, მაგ­რამ იტა­ლი­ე­ლებს კარ­გად აქვთ შეს­წავ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი, ამი­ტო­მაც მი­ნი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვი­თაც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა. თუ, მა­გა­ლი­თად, კარგ ჩე­ხურ აბა­ზა­ნა­ში 2.000 ლარს იხ­დი, შე­იძ­ლე­ბა, ცო­ტა გა­ი­ჭირ­ვო და ის სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღო, რა­საც ჯა­კუ­ზი გვა­ნი­ჭებს.

- ზო­გან და­ბა­ლი ზო­მის კედ­ლებს ამო­ა­შე­ნე­ბენ, საშ­ხა­პე მოწყო­ბი­ლო­ბას აყე­ნე­ბენ, აბა­ზა­ნის ფარ­დას კი­დე­ბენ და ამ­გ­ვა­რად, აბა­ზა­ნაც მზა­დაა. მარ­თა­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი უფ­რო იაფი ჯდე­ბა, მაგ­რამ რამ­დე­ნად პრაქ­ტი­კუ­ლია?

- რა გითხ­რათ, ვის­თ­ვის რო­გორ, მაგ­რამ არ მი­მაჩ­ნია მარ­თე­ბუ­ლად აბა­ზა­ნის ამო­შე­ნე­ბა, ეს ხომ მა­ინც ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი ჰიდ­რო­ი­ზო­ლა­ცია, წყალ­მა რომ არ გა­ჟო­ნოს, მომ­რ­გ­ვა­ლე­ბუ­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი ნა­პი­რე­ბი - თა­ვი რომ არ და­არ­ტყა ან რა­ი­მე სა­შიშ­რო­ე­ბა არ შექ­მ­ნას, ამის­თ­ვის მო­ზა­ი­კა უნ­და გა­მო­ი­ყე­ნო, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ცე­მენ­ტი, ხე­ლო­ბის ფუ­ლი და ა.შ. იმ­დე­ნი სჭირ­დე­ბა, რომ ჯო­ბია, აბა­ზა­ნა დად­გას ადა­მი­ან­მა.

- ზო­გის­გან მსმე­ნია, რომ ახა­ლა­შე­ნე­ბულ საცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში (საყ­რ­დე­ნი კედ­ლე­ბის გარ­და), კედ­ლე­ბი თა­ბა­შირ-მუ­ყა­ო­სია და სწრა­ფი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი ესე­ცააო. ცო­ტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წა­ვი­კითხე, რომ ვი­ღა­ცე­ბი ამ ფაქტს აპ­რო­ტეს­ტებ­დ­ნენ კი­დეც. თუნ­დაც ასე იყოს, რა პლუს-მი­ნუ­სე­ბი აქვს ამ­გ­ვა­რად აშე­ნე­ბულ ბი­ნებს?

- პი­რა­დად მე, ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუ­სებ­ში თა­ბა­შირ-მუ­ყა­ოს კედ­ლე­ბი ნამ­დ­ვი­ლად არ­სად შემ­ხ­ვედ­რია. თუმ­ცა, რო­ცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბაა, ჩვენც გაგ­ვი­კე­თე­ბია და რო­ცა კარ­გა­დაა გა­კე­თე­ბუ­ლი, შიგ­ნით თბო­ი­ზო­ლა­ცია მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, პრობ­ლე­მას ან სა­შიშ­რო­ე­ბას აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ წარ­მო­ად­გენს. მთე­ლი ბი­ნის და­გეგ­მა­რე­ბა­ზე მინ­და ვთქვა ჩე­მი მო­საზ­რე­ბა: ბი­ნა უნ­და იყოს, პირ­ველ რიგ­ში, კარ­გად და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი, სამ­ზა­რე­უ­ლო და აბა­ზა­ნა ნორ­მა­ლუ­რი ფარ­თო­ბის, სწო­რად გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გა­ნა­თე­ბე­ბით, მკვეთ­რი ფე­რე­ბი ან დე­კო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ბევრ კე­დელ­ზე. აბა­ზა­ნა­ში ნუ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ძა­ლი­ან მუქ ფე­რებს, თუ არ იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წი­ნას­წარ ავე­ჯის ფე­რე­ბიც და სტი­ლიც, კედ­ლებ­ზე დე­კო­რებ­მა შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან გა­აძ­ნე­ლოს ავე­ჯის შერ­ჩე­ვა. ის, რაც ცალ­კე აღე­ბუ­ლი მოგ­ვ­წონს - გრა­ნი­ტი, შპა­ლე­რი, ავე­ჯი ან ფარ­და, - კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა, ერ­თ­მა­ნეთს არ მო­უხ­დეს, ამი­ტომ პას­ტე­ლის ფე­რის შპა­ლერს ან სა­ღე­ბავს თუ გა­მო­ვი­ყე­ნებთ, უკე­თე­სია. ფარ­დე­ბით, სუ­რა­თე­ბი­თა და სხვა­დას­ხ­ვა აქ­სე­სუ­ა­რით გა­ხა­ლი­სე­ბა კი უფ­რო იოლია.


თამ­თა და­დე­შე­ლი
ბეჭდვა