ჯვარ­ც­მა იყო მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვა ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვე­ბის გა­მო­სას­ყი­დად
font-large font-small
ჯვარ­ც­მა იყო მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვა ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვე­ბის გა­მო­სას­ყი­დად
ჯვარ­ც­მი­თა და აღ­დ­გო­მით კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­ს­ნა

კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, მაცხოვ­რის მი­ერ გა­ღე­ბუ­ლი ცხო­ველ­ს­მ­ყო­ფე­ლი მსხვერ­პ­ლით - ჯვარ­ც­მუ­ლი სიკ­ვ­დი­ლით ადა­მი­ან­თა გა­მოხ­ს­ნა გახ­ლ­დათ, რაც გან­კა­ცე­ბუ­ლი უფ­ლის მკვდრე­თით აღ­დ­გო­მით გაცხად­და... სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში აღ­დ­გო­მის უბ­რ­წყინ­ვა­ლეს დღე­სას­წა­ულ­საც მი­ვე­გე­ბე­ბით. ამ­ჯე­რად, სწო­რედ ჯვარ­ც­მი­თა და აღ­დ­გო­მით კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­ს­ნა­ზე ვი­სა­უბ­რებთ...


მა­მა მა­კა­რი:

- ჯვარ­ც­მა იყო მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვა ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვე­ბის გა­მო­სას­ყი­დად: უფალ­მა თა­ვი შეს­წი­რა მსხვერ­პ­ლად და გა­მო­იხ­ს­ნა კა­ცობ­რი­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­დ­გო­მას, ეს არის უაღ­მა­ტე­ბუ­ლე­სი მოვ­ლე­ნა, დღე­სას­წა­ულ­თა დღე­სას­წა­უ­ლი. რო­დე­საც უფა­ლი ჯვარს ეც­ვა, იმ დროს კი არ და­მარ­ცხ­და და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზი, არა­მედ მა­შინ, რო­დე­საც ჯვარ­ც­მის შემ­დ­გომ, მაცხო­ვა­რი ჯო­ჯო­ხეთ­ში შთა­ვი­და, მკვდრე­თით აღ­დ­გა და ბო­რო­ტე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა შე­მუს­რა. რა თქმა უნ­და, უფალს შე­ეძ­ლო, ბო­რო­ტის და­მარ­ცხე­ბა და კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­ს­ნა გან­კა­ცე­ბი­სა და ჯვარ­ც­მის გა­რე­შეც აღეს­რუ­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ უფა­ლი თა­ვი­სი­ვე შე­მო­ღე­ბულ წე­სებს არ ცვლის; ყვე­ლა­ფე­რი იმ სჯუ­ლის მი­ხედ­ვით აღას­რუ­ლა, რო­მე­ლიც თა­ვად მის­ცა იუდე­ვე­ლებს. აღ­დ­გო­მა გა­ნუ­ზო­მე­ლი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სი­ხა­რუ­ლია ადა­მი­ან­თა მოდ­გ­მა­ში, ამა­ზე ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი დღე არ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს. აღ­დ­გო­მა არის სიკ­ვ­დილ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის, კა­ცობ­რი­ო­ბის სა­უ­კუ­ნო წარ­წყ­მე­დის­გან გა­მოხ­ს­ნის დღე, ადა­მი­ა­ნის დაბ­რუ­ნე­ბა ღმერ­თ­თან და დაბ­რუ­ნე­ბა სა­სუ­ფე­ველ­ში. ჯვარ­ც­მი­თა და აღ­დ­გო­მით გაცხა­დე­ბუ­ლად აღ­ს­რულ­და ის აღ­თ­ქ­მა, რო­მე­ლიც უფალ­მა სა­მოთხი­დან გა­მო­დევ­ნის­თა­ნა­ვე მის­ცა ადამს. სწო­რედ ამით მოხ­და აღ­ს­რუ­ლე­ბა ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბი­სა; ყვე­ლა­ფე­რი, რაც უფალ­მა აღას­რუ­ლა, ქმნა იყო ჯვარ­ც­მი­სა და აღ­დ­გო­მი­სათ­ვის.

- გა­ნახ­ლ­და თუ არა ჯვარ­ც­მი­თა და აღ­დ­გო­მით ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მის შე­ცო­დე­ბის შემ­დეგ და­ზი­ან­და?

- ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბა გა­ნახ­ლ­და უფ­ლის ნათ­ლის­ღე­ბით. ჯვარ­ც­მი­თა და აღ­დ­გო­მით მოხ­და ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის გა­მოხ­ს­ნა სა­უ­კუ­ნო წარ­წყ­მე­დის­გან.

- მაგ­რამ ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბა კვლავ ცოდ­ვის­კენ მიდ­რე­კი­ლი დარ­ჩა...

- ის კვლავ დარ­ჩა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში. ამით უფალ­მა ყვე­ლა ადა­მი­ანს მის­ცა შან­სი გა­მოხ­ს­ნი­სა, სა­კუ­თა­რი სუ­ლის ხსნი­სა. უფალს რომ მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ეხ­ს­ნა, ვინც იმ დროს იყ­ვ­ნენ მარ­თალ­ნი და მათ­თ­ვის და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა ისე­თი­ვე თვი­სე­ბე­ბი, რაც ადა­მის და­ცე­მამ­დე არ­სე­ბობ­და და ცალ­კე სამ­ყა­რო­ში - უხ­რ­წ­ნე­ლო­ბა­ში და­ემ­კ­ვიდ­რე­ბი­ნა, და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, იმ დრო­საც და მას შემ­დეგ შო­ბილ­ნიც, სა­უ­კუ­ნოდ დარ­ჩე­ბოდ­ნენ ხრწნად სამ­ყა­რო­ში. თუ მაცხოვ­რის მოს­ვ­ლამ­დე არ შეგ­ვეძ­ლო ხრწნი­ლე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა, მაცხოვ­რის მოს­ვ­ლის, ჯვარ­ც­მი­სა და აღ­დ­გო­მის შემ­დეგ შეგ­ვიძ­ლია, თა­ვი და­ვაღ­წი­ოთ სა­უ­კუ­ნო სიკ­ვ­დილს, მა­ტე­რი­ა­ლურ სამ­ყა­როს, ხრწნა­დო­ბას და სა­მა­რა­დი­სო სი­ცოცხ­ლე­ში, არა­მა­ტე­რი­ა­ლურ, უხ­რ­წ­ნელ სამ­ყა­რო­სა და უკ­ვ­და­ვე­ბა­ში გა­და­ვი­დეთ. თუ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს თა­ვად ჩვე­ნი სურ­ვი­ლიც იქ­ნე­ბა, ანუ თუ აღ­ვას­რუ­ლებთ ღვთის მცნე­ბებს და უფალს ვსა­სო­ებთ, გვწამს, რომ გა­მოხ­ს­ნის მად­ლი, რაც კა­ცობ­რი­ო­ბას მი­ა­ნი­ჭა უფალ­მა, ჩვენ­ზეც აღეს­რუ­ლე­ბა.

- ჯვარ­ც­მის მი­წი­ერ მი­ზე­ზებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ. რა­ტომ მოხ­და, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სულ რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე დი­დე­ბით მი­ე­გებ­ნენ იერუ­სა­ლიმ­ში შე­სულ მაცხო­ვარს, შემ­დეგ მის ჯვარ­ც­მას მო­ითხოვ­დ­ნენ, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ამ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ და­ნა­შა­ულ­ში იღებ­დ­ნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- მაცხოვ­რის ჯვარ­ც­მის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი, ცხა­დია, იყო თა­ვად მაცხოვ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ ასე­ვე, ეს იყო ადა­მი­ა­ნე­ბის ურ­წ­მუ­ნო­ე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. ვი­ცით, რომ მაცხოვ­რის ჯვარ­ზე გაკ­ვ­რა მო­ითხო­ვა რჩე­ულ­მა ერ­მა, თუმ­ცა, იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. იყო ადა­მი­ან­თა კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თ­ვის ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბოდ­ნენ მაცხო­ვარს, - იუდე­ველ­თა ელი­ტა, სჯუ­ლის მეც­ნი­ერ­ნი, თუმ­ცა მათ შო­რი­საც იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბი - მა­გა­ლი­თად, ნი­კო­დი­მო­სი, იოსებ არი­მა­თე­ლი, - რომ­ლე­ბიც ამ უს­ჯუ­ლო­ე­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ას ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ყო­ველ­თ­ვის სჯე­რო­დათ მაცხოვ­რის და მი­სი მიმ­დევ­რე­ბი იყ­ვ­ნენ, ხო­ლო მე­სა­მე კა­ტე­გო­რი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი, ვერ გარ­კ­ვე­უ­ლიყ­ვ­ნენ სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ში. სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ე­გებ­ნენ დი­დე­ბით მაცხო­ვარს იერუ­სა­ლიმ­ში, მაგ­რამ სულ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, იუდე­ურ­მა ელი­ტამ ყვე­ლა ღო­ნე გა­მო­ი­ყე­ნა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მაცხოვ­რის მი­მართ სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აზ­რი არ ჰქონ­დათ, თა­ვი­ანთ აზ­რ­ზე გა­და­ეყ­ვა­ნათ. სწო­რედ მათ აც­ვეს ჯვარს გან­კა­ცე­ბუ­ლი უფა­ლი. სჯუ­ლის მეც­ნი­ერ­ნი და მწიგ­ნობ­რე­ბი ხე­დავ­დ­ნენ, რომ იესოს უამ­რა­ვი მიმ­დე­ვა­რი გა­უჩ­ნ­და, წუხ­დ­ნენ, რომ ეს ხალ­ხი მათ­თან აღარ მი­დი­ო­და, ქრის­ტეს­თან მი­დი­ო­და, მას აღი­ა­რებ­და და ამის გა­მო დი­დე­ბას, პა­ტივ­სა და შე­მო­სა­ვალს და­კარ­გავ­დ­ნენ. ამი­ტო­მაც გა­ნიზ­რა­ხეს მი­სი მოკ­ვ­დი­ნე­ბა.

- ამ­დე­ნად, ეს იყო სი­ნედ­რი­ო­ნის მცდე­ლო­ბა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. რამ გა­მო­იწ­ვია თა­ვად სი­ნედ­რი­ო­ნის, რჩე­უ­ლი ერის სჯულ­მეც­ნი­ერ­თა და მწიგ­ნო­ბარ­თა ერ­თი­ა­ნად გა­მი­წი­ე­რე­ბა? მათ ხომ ყვე­ლა­ზე მე­ტად უნ­და შე­ეც­ნოთ იესო­ში აღ­თ­ქ­მუ­ლი მხსნე­ლი?

- რა თქმა უნ­და, ეს იყო სი­ნედ­რი­ო­ნის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად სი­ნედ­რი­ო­ნის გა­მი­წი­ე­რე­ბას, ეს მოხ­და იმის გა­მო, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი უკ­ვე გა­მი­წი­ე­რე­ბულ­ნი იყ­ვ­ნენ. ამის მი­ზე­ზი იყო ისიც, რომ ჰე­რო­დემ მაცხოვ­რის შო­ბის დროს, თოთხ­მე­ტი ათას ყრმას­თან ერ­თად, მთე­ლი იმ­დ­რო­ინ­დე­ლი სი­ნედ­რი­ო­ნიც ამო­ხო­ცა. შემ­დეგ შეკ­რე­ბი­ლი სი­ნედ­რი­ო­ნის წევ­რე­ბი იყ­ვ­ნენ ჰე­რო­დეს მი­ერ გა­მორ­ჩე­ულ­ნი და მათ გაწყ­ვე­ტი­ლი ჰქონ­დათ სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი ძველ სი­ნედ­რი­ონ­თან. ის საღ­ვ­თო მად­ლი, რაც თა­ვის დრო­ზე, პირ­ვე­ლად შეკ­რე­ბილ სი­ნედ­რი­ონ­ზე იყო დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი, მას შემ­დეგ უწყ­ვეტ ჯაჭ­ვად გა­და­დი­ო­და ხე­ლი­დან ხელ­ში, ხო­ლო რო­დე­საც ჰე­რო­დემ სი­ნედ­რი­ო­ნის წევ­რე­ბი ამო­ხო­ცა და ახა­ლი სი­ნედ­რი­ო­ნი გა­მო­არ­ჩია, უკ­ვე გაწყ­და უწყ­ვე­ტი საღ­ვ­თო მად­ლის ჯაჭ­ვი. მთლი­ა­ნო­ბა­ში სი­ნედ­რი­ო­ნი გან­შო­რე­ბუ­ლი იყო საღ­ვ­თო მადლს, ეს იყო არა ღვთის­გან, არა­მედ კა­ცის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი, მათ მხო­ლოდ მი­წი­ე­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ამოძ­რა­ვებ­დათ. რო­დე­საც ხე­დავ­დ­ნენ, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მიჰ­ყ­ვე­ბო­და ქრის­ტეს, სწო­რედ ეს აწუ­ხებ­დათ და ამის გა­მო უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ მაცხო­ვარს. ვერ შე­იც­ნეს იესო­ში აღ­თ­ქმუ­ლი მხსნე­ლი და ბო­ლოს მო­ა­ხერ­ხეს კი­დეც მი­სი ჯვარ­ც­მა.

- მაცხოვ­რის ჯვარ­ც­მა და მკვდრე­თით აღ­დ­გო­მა იუდე­ველ­თა პა­სე­ქის დღე­სას­წა­უ­ლის პე­რი­ოდ­ში მოხ­და. რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით იუდე­ველ­თა პა­სე­ქის დღე­სას­წა­ულ­საც შე­ვე­ხოთ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ ინე­ბა უფალ­მა კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­ს­ნა სწო­რედ იმ დროს, რო­დე­საც ებ­რა­ე­ლე­ბი პა­სექს აღას­რუ­ლებ­დ­ნენ?

- რად­გან ჭეშ­მა­რი­ტი პა­სე­ქი არის სწო­რედ მაცხოვ­რის აღ­დ­გო­მა. "პა­სე­ქი" გა­მოხ­ს­ნას ნიშ­ნავს. ძვე­ლაღ­თ­ქ­მი­სე­უ­ლი პა­სე­ქი იყო წი­ნა­სა­ხე ჭეშ­მა­რი­ტი პა­სე­ქი­სა - მაცხოვ­რის ჯვარ­ც­მი­სა და აღ­დ­გო­მი­სა. ამი­ტო­მაც ინე­ბა უფალ­მა, რომ სწო­რედ იუდე­ველ­თა პა­სე­ქის დღე­სას­წა­უ­ლის დროს მომ­ხ­და­რი­ყო უდი­დე­სი სას­წა­უ­ლე­ბი: ლა­ზა­რეს აღ­დ­გი­ნე­ბა, იერუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვ­ლა, ჯვარ­ც­მა, აღ­დ­გო­მა. იუდე­ველ­თა პა­სე­ქი, ეგ­ვიპ­ტელ­თა მო­ნო­ბის­გან რჩე­უ­ლი ერის გა­მოხ­ს­ნის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად იყო და­წე­სე­ბუ­ლი. უფალ­მა ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეგ­ვიპ­ტელ­თა მო­ნო­ბის­გან გა­მოიხ­ს­ნა იუდე­ვე­ლე­ბი, ხო­ლო ახა­ლაღ­თ­ქ­მი­სე­უ­ლი პა­სე­ქის შემ­თხ­ვე­ვა­ში - სუ­ლი­ე­რი მო­ნო­ბის­გან. ძვე­ლაღ­თ­ქ­მი­სე­უ­ლი პა­სე­ქი იყო ხორ­ცი­ე­ლი, ახა­ლაღ­თ­ქ­მი­სე­უ­ლი - სუ­ლი­ე­რია. უფ­ლის აღ­დ­გო­მა მოხ­და იუდე­ველ­თა პა­სე­ქის შემ­დეგ. ამით უფალ­მა გვას­წავ­ლა, რომ ჯერ მოხ­და მი­წი­ე­რი გა­მოხ­ს­ნა, რო­დე­საც მო­სემ ეგ­ვიპ­ტი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა ის­რა­ე­ლის ერი, ხო­ლო შემ­დეგ იყო სუ­ლი­ე­რი გა­მოხ­ს­ნა.

- რა­ტომ ვერ იც­ნო რჩე­ულ­მა ერ­მა მე­სია?

- იმიტომ, რომ ისი­ნი უკ­ვე იყ­ვ­ნენ გა­მი­წი­ე­რე­ბულ­ნი. რო­გორ მე­სი­ა­საც ელოდ­ნენ, ისე­თი არ მო­ვი­დო­და. არ შე­იძ­ლე­ბო­და, მე­სია ასე­თი ყო­ფი­ლი­ყო. იუდე­ვე­ლე­ბი ელოდ­ნენ მხსნელს, რო­მე­ლიც მი­წი­ე­რად გა­მო­იხ­ს­ნი­და ის­რა­ე­ლის ერს და მსოფ­ლი­ო­ზე გა­ა­ბა­ტო­ნებ­და ანუ არას­წო­რი, შეც­ვ­ლი­ლი, გა­მი­წი­ე­რე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა ჰქონ­დათ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და ამი­ტო­მაც ვერ იც­ნეს და ვერ მი­ი­ღეს ჭეშ­მა­რი­ტი მე­სია.


შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი