"საქართველოში კონკურსზე აღარასდროს გამოვალ"
font-large font-small
"საქართველოში კონკურსზე აღარასდროს გამოვალ"
ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც რაღაცები უნდა დააძალო

თვითნასწავლი ახალგაზრდა მომღერალი - მარიამ აკობია "იქს-ფაქტორს" გამოეთიშა, რასაც აჟიოტაჟი ჯერ კიდევ გადაცემის ჩანაწერის ეთერში გასვლამდე მოჰყვა. ე.წ. სკამების ეტაპზე, გიორგი გაბუნიამ არჩევანი კონკურსანტ მალიბუს სასარგებლოდ გააკეთა, რის გამოც, მარიამი "იქს-ფაქტორის" მიღმა დარჩა. ნიკა გვარამიამ გიორგის ეს გადაწყვეტილება არ მოუწონა და პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა...
მარიამ აკობიასთვის "იქს-ფაქტორი" მესამე მუსიკალური პროექტი გახლავთ, რომელშიც მონაწილეობდა, მაგრამ სხვა კონკურსების მსგავსად, მან ეს პროექტიც მალე დატოვა...


- რომ გითხრათ, ძალიან ვინერვიულე და ტირილით მოვკვდი-მეთქი, ტყუილი იქნება. ეს ამბავი ჩვეულებ­რივად მივიღე. სხვათა შორის, მიჩ­ვეული ვარ: რამდენიმე პროექტი ზუსტად ასევე დავტოვე. არა უშავს...
თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ "იქს-ფაქტორის" დატოვება მეწყინა. ჩემი აზრით, ეს უსამართლობა იყო - "ოთხეულში" მაინც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ მოვხვდი.
- შენი აზრით, გიორგი გაბუნიამ ასეთი არჩევანი რატომ გააკეთა?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით.
- თავად, ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვის მიიჩნევდი?
- კონკურენტად მხოლოდ ერთს - თამარ ჯგუშიას მივიჩნევდი.
- ამ შეჯიბრებამდე კონკურსანტებს შორის როგორი დამოკიდებულება იგრძნობოდა და ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- სიმართლე გითხრა, გუნდელებთან ურთიერთობა არ მქონდა. ბავშვებთან უფრო ვიყავი და ვერთობოდი, ვიდრე ჩემი კატეგორიის გოგონებთან.
- მიზეზი ის ხომ არ იყო, რომ გოგონები ერთმანეთის კონკურენტები იყავით?
- არა, რადგან დანარჩენი გო­გონები ერთად იყვნენ. რატომღაც, მე თავი სხვა პლანეტაზე მეგონა (იცინის). როგორც გითხარით, ბავშვებთან უკეთ ვერთობოდი.
- თანაგუნდელებს შორის, თავს სხვა პლანეტაზე რატომ გრძნობდი?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით.
- "სკამების ეტაპის" შემდეგ მალიბუს ესაუბრე?
- არა, რა თქმა უნდა, რაღა უნდა მესაუბრა?! მას მერე, რაც სცენაზე ჩავეხუტე და მივულოცე, მალიბუ აღარ მინახავს.
- მის მიერ შესრულებული სიმღერები მოგწონს?
- კი, მომწონს, კარგია. თავისი სტილი აქვს და იმას იხდენს, რასაც აკეთებს. თუმცა, მას ჩემს კონკურენტად არ ვთვლიდი.
- როგორ ფიქრობ, გიორგის არჩევანი იმ ფაქტმა ხომ არ განაპირობა, რომ შენ, ასე თუ ისე, საზოგადოება უკვე გიცნობს და გიორგიმ ახალ სახეს მისცა შანსი?
- ამ კონკურსში იმიტომ მივედი, რომ მინდოდა, ჩემს ქვეყანაში რაღაცისთვის მიმეღწია, უფრო მეტი გამოცდილება მიმეღო. თითოეული კონკურსი მწვერვალისკენ ნაბიჯია. რადგან მუსიკალურ კონკურსში ორჯერ ვმონაწილეობდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მიზეზით, სხვა ჩემზე წინ უნდა დააყენოს. ასეთ საქციელს სწორად არ მივიჩნევ. შეიძლება, გიორგიმ ეს გადაწყვეტილება მართლაც, ამიტომ მიიღო. არ ვიცი, მას თავში რა უტრიალებს.
- ახლა რას აპირებ?
- ჯერჯერობით - არაფერს. ვისვენებ (იცინის)... გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ.
- შენი გამოსვლით კმაყოფილი ხარ?
- არც კი მახსოვს, როგორ ვიმღერე... ერთადერთი, ის მახსოვს, რომ ძალიან ვნერვიულობდი.
- მახსოვს, "ახალ ხმაში" მონაწილეობისას, როცა ოთხივე მწვრთნელის აღფრთოვანება გამოიწვიე, ბებო საავადმყოფოდან გგულშემატკივრობდა...
- ბებია შარშანწინ გარდაიცვალა. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო... საერთოდ, საკუთარი ნებით არც ერთ კონკურსში არ ვმონაწილეობდი. რატომღაც, ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც რაღაცები უნდა დააძალო, მით უმეტეს, როცა საკითხი კარიერას ეხება. ყოველთვის დედა, ბებია და ბაბუა მაძალებდნენ კონკურსზე გასვლას. ხვდებოდნენ, კარგად ვმღეროდი და უნდოდათ, ყველგან თავი გამომეჩინა...
- უკვე მესამე კონკურსია, სადაც თავდაპირველად, ჟიურის აღფრთოვანებას იწვევ, მაგრამ ისე ხდება, რომ პროექტში გზას ვერ აგრძელებ. შენი აზრით, ამის მიზეზი რა არის?
- ერთი რაღაც დანამდვილებით ვიცი: საქართველოში კონკურსზე აღარასდროს გამოვალ, რადგან ძალიან მომბეზრდა, ბევრი უსამართლობა ხდება.
- "იქს-ფაქტორის" გარდა, სხვა კონკურსებში უსამართლობად რას მიიჩნევ?
- "ახალ ხმაში" რაღაც შეცდომები თავად დავუშვი - არასწორი გადაწყვეტილებები მივიღე. ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. "ნიჭიერს" რაც შეეხება, ნახევარფინალში ის ვიმღერე, რაც უნდა მემღერა: Dესტინყ"ს ჩჰილდ-ის შურვივერ ჩემთან არანაირ კავშირში არ იყო - ბიონსეს სიმღერის შემდეგ, მსგავსი სიმღერა არ უნდა შემესრულებინა. შეცდომა დავუშვი.
- სიმღერა თავად შეარჩიე?
- არა, პროექტის წარმომადგენლებმა შემირჩიეს, რა თქმა უნდა.
- როგორც ვიცი, საერთაშორისო კონკურსებში წარმატებით მონაწილეობდი...
- კი, 7 წლის ვიყავი, როცა სანქტ­-პეტერბურგში, მუსიკალურ კონკურსზე - "კრასნაია შაპაჩკა" პირველი ადგილი დავიკავე. შემდეგ უკრაინაში გრან-პრი ავიღე. იქ კონკურსზე ჩემზე უფროსები (27 წლამდე) მონაწილეობდნენ, მე 10 წლის გახლდით. მერე, ისევ უკრაი­ნაში, პირველ ადგილზე გავედი...
- ახლა შენი მუსიკალური ცხოვრება როგორ მიდის?
- სიმღერებს ვწერ. ჩემი ოცნებაა, ეს სიმღერები, ჩემივე შესრულებით, პოპულარული გახდეს.
- ამისთვის რას აკეთებ?
- საქართველოში რაც შემეძლო, გავაკეთე - სამ საკმაოდ ცნობილ პროექტში ("ნიჭიერი", "ახალი ხმა" და "იქს-ფაქტორი") ვმონაწილეობდი, მაგრამ ახლა ჩვენს ქვეყანაში არც ერთ კონკურსში მონაწილეობას აღარ დავგეგმავ, ამაში დარწმუნებული ვარ!
- რამდენი საავტორო სიმღერა გაქვს?
- დაახლოებით 20-მდე მექნება, მაგრამ თავიდან ბოლომდე გაკეთებული არ მაქვს - მუშაობა ახლახან დავიწყე. რადგან დაკვრა არც ერთ ინსტრუმენტზე არ ვიცოდი, მუსიკას ვერ ვაწყობდი, მაგრამ მუზა ყოველთვის მქონდა. ახლა გიტარაზე დაკვრა ვისწავლე და სიმღერებს ვაწყობ. ალბომსაც ჩავწერ...
- ძირითადად, რომელი ჟანრის სიმღერებს ასრულებ?
- ყველანაირის შესრულება შემიძლია, რაც მომწონს. ბლუზი მიყვარს, როკი, ჯაზი, პოპი, სოული...
- საკუთარ სიმღერებს რომელ ენაზე ასრულებ?
- ინგლისურად, რა თქმა უნდა.
- "რა თქმა უნდა" - რატომ?
- მეგობარი მყავს, რომელიც ინგლისურ ტექსტებს მიწერს.
- როგორ ფიქრობ, შენი სიმღერები რით არის განსხვავებული?
- ალბათ, მუხტიანია. ჩემი აზრით, განსხვავებული გემოვნება მაქვს, მაგრამ ვიდრე ამ ნამუშევრებს ხალხი არ შეაფასებს, მანამდე ჩემს სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს.
- გულშემატკივრებისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?
- ყველაზე მეტად, გულშემატ­კივრების არსებობა მიხარია: ძალიან თბილ სიტყვებს მეუბნებიან, მამხნევებენ, რაც ბედნიერს მხდის. ყვე­ლაზე დიდი ბედნიერება ის არის, რომ ჩემს შემოქმედებას ხალხი დადებითად აფასებს. მათი რეაქცია, აზრი უმნიშვნელოვანესია.
- მუსიკის გარდა, რას საქმიანობ?
- სკოლა დავამთავრე. უნივერსიტეტში ჩაბარება მინდა, ოღონდ - 19 წლის როცა გავხდები, მაშინ. თუმცა, სწავლა სად გავაგრძელო, არ ვიცი. ამასთან დაკავშირებით, თავში ათასნაირი ფიქრი მიტრიალებს. ჯერ ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს. ჩემი ჰობია ცურვა. ხატვაც ძალიან მიყვარს, ასევე - კერძების მომზადება. თავისუფალ დროს ფილმებს სიამოვნებით ვუყურებ. შემიძლია, ფილმებს 24 საათის განმავლობაშიც კი ვუყურო.
- შენს სიმღერას რომელი ფილმის საუნდტრეკად ისურვებდი?
- სხვათა შორის, ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ყველაზე მეტად, "ტიტანიკის" მუსიკალურად გაფორ­მება მინდა. ეს ფილმი ძალიან მიყვარს. მისი საუნდტრეკი მომწონს - მელოდიურია. მეც იმავე სიმღერას შევასრულებდი, მაგრამ - სხვანაირად.
- მარიამ, კიდევ რას გვეტყვი შენი ცხოვრების შესახებ? შენი ოჯახის წევრები ვინ არიან?
- დედასთან ერთად ვცხოვრობ. ისე, 2 ძმა, მამა და ბაბუა მყავს. ოჯახის წევრებთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს: ხან მამასთან ვარ, ხან - დედასთან. ჩემი მშობლები დაახლოებით 6 წლის წინ დაშორდნენ. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემი ძმები მამასთან დარჩნენ, მე - დედასთან. მე და დედა ქირით ვცხოვრობთ. იშვიათად, ჩემი ძმებიც მოდიან ჩემთან. დედა სულ მუშაობს. ფაქტობრივად, სახლში არ არის და ხშირად მიწევს მარტო ყოფნა.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1566 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი