ცნობილი წიგნების გაგრძელებები, რომელთა არსებობის შესახებ აქამდე არ იცოდით
font-large font-small
ცნობილი წიგნების გაგრძელებები, რომელთა არსებობის შესახებ აქამდე არ იცოდით
წარმოგიდგენთ იმ ცნობილ წიგნებს, რომელთა გაგრძელების არსებობის შესახებ სავარაუდოდ, აქამდე არ იცოდით

გაიხსენეთ შეგრძნება, როდესაც საყვარელი წიგნის ბოლო ფურცლებს კითხულობთ და არ გინდათ, რომ დასრულდეს. ზოგი ისტორია ბოლო გვერდზე არც დასრულებულა. წარმოგიდგენთ იმ ცნობილ წიგნებს, რომელთა გაგრძელების არსებობის შესახებ სავარაუდოდ, აქამდე არ იცოდით.

ჰარპერ ლი - "მიდი, დააყენე მცველი"

ერთ-ერთი საუკეთესო რომანის - "არ მოკლა ჯაფარას" გაგრძელება. ახლა მკითხველს აქვს საშუალება შეიტყოს, რა დაემართა წიგნის მთავარ პერსონაჟს პირველ ნაწარმოებში აღწერილი მოვლენებიდან ოცი წლის შემდეგ.

ლორენ ვაისბერგერი - "შურისძიება ატარებს პრადას"

"ეშმაკი ატარებს პრადას" - კინოვერსიამ ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა. მერილ სტრიპის და ენ ჰეთევეის უბადლო სამსახიობო შესრულების შემდეგ, მკითხველს იოლად შეეძლება გაგრძელებული ამბის გმირების წარმოდგენა. მეორე წიგნში ენდი საქსი თხოვდება, მაგრამ ყოფილი ბოსისგან დამალვა არც ისე მარტივია...

მარიო პიუზო - "სიცილიელი"

ეს წიგნი "ნათლიის" გაგრძელებად ითვლება. რომანი მკითხველს დონ კორლეონეს უმცროსი შვილის, მაიკლის ბედის შესახებ მოუთხრობს. მარიო პიუზო საინტერესოდ აღწერს სიცილიური მაფიის ცხოვრებას, მათ კანონებსა და წესებს.

უინსტონ გრუმი - "ფორესტ გამპი და ქეი"
ამერიკელი მწერალი ახალ შეხვედრას გვთავაზობს ნაცნობ გმირთან, რომელიც ჩვეული მანერით გვიყვება თავის თავგადასავალს. ამჯერად, საქმე ბიზნესში თავბრუდამხვევ წარმატებას ეხება. წიგნში მოქმედება დინამიკურად ვითარდება და რასაკვირველია, ირონიითაა სავსე.
ბეჭდვა