წვიმა ელჭექით და სეტყვა მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება - გზაპრესი

წვიმა ელჭექით და სეტყვა მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვაა მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში, ყოველდღიური წვიმა მდინარეებში წყლის დონის მკვეთრად მომატებას ან სხვა საშიშ მოვლენებს არ გამოიწვევს.

სეტყვა შესაძლებელია დაფიქსირდეს კახეთის რეგიონში, ასევე ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში. დასავლეთ საქართველოში კი სეტყვის შემთხვევები ნაკლებად არის მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში იქნება ხანმოკლე მცირე წვიმა. 14-15 მაისს სინოპტიკოსები საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ. კერძოდ, 24-29 გრადუსამდე.

ჰაერის ტემპერატურა უახლოეს სამი დღის განმავლობაში მთასა მაღალმთიან რაიონებშიც მოიმატებს და დღისით 17-22; 18-23; 18-24 გრადუსი იქნება. თბილისში კი დღეს, დღისით ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსი იქნება, იგივე ტემპერატურაა მოსალოდნელი 13 მაისსაც. 14 მაისს კი დღისით 28 გრადუსი დაფიქსირდება. საღამოს საათებში კი წვიმა და ეჭექია მოსალოდნელი.