ბანქოს სახლი (ნაწილი II)
font-large font-small
ბანქოს სახლი (ნაწილი II)

მა­იკლ დობ­სი (ფრაგ­მენ­ტე­ბი რო­მა­ნი­დან)
მოამზადა რუ­სუ­დან ლე­ბა­ნი­ძემ


პარ­ტი­ის შტაბბი­ნა­ში სა­ო­ცა­რი სი­ჩუ­მე იდ­გა. რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, შტა­ბის წევ­რე­ბი­სა და აქ­ტი­ვის­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ­ჩევ­ნე­ბის დღეს სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის­თ­ვის თუნ­დაც კი­დევ რამ­დე­ნი­მე ხმის შე­სა­მა­ტებ­ლად, შო­რე­ულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. და­ნარ­ჩე­ნე­ბი ახ­ლომ­დე­ბა­რე ბარ­ში ვახ­შ­მობ­დ­ნენ და მარ­თა­ლია, გა­რეგ­ნუ­ლად არ­ხე­ი­ნე­ბი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი ჩან­დ­ნენ, მაგ­რამ საკ­მა­რი­სი იყო, ამომ­რ­ჩე­ველ­თა ხმე­ბი­სა თუ გან­წყო­ბი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე რა­ი­მე ლა­პა­რა­კის­თ­ვის მო­ეკ­რათ ყუ­რი, რომ მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ხორ­ხო­ცი­დან მა­შინ­ვე ნერ­ვი­ულ ჩურ­ჩულ­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ. ასე რომ, ვახ­შა­მი ცო­ტა ვინ­მეს თუ შე­ერ­გო და მა­ლე ისევ უკან, ბო­ლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რე სახ­ლად ქცე­უ­ლი ოფი­სის­კენ და­იძ­რ­ნენ, სა­დაც უკ­ვე ყვე­ლა­ზე მტან­ჯ­ველ მო­მენტს - ტე­ლე­ვი­ზი­ით არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის გა­მოცხა­დე­ბას უნ­და და­ლო­დე­ბოდ­ნენ. ტან­ჯ­ვა - ტან­ჯ­ვად, მაგ­რამ ათი სა­ა­თის შეს­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე რა­ტომ­ღაც ყვე­ლამ შვე­ბი­თაც ამო­ი­სუნ­თ­ქა, ზო­გი­ერ­თებ­მა კი ერ­თ­მა­ნეთს ხე­ლიც ენერ­გი­უ­ლად ჩა­მო­არ­თ­ვეს, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ ამის შემ­დეგ რაც უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო, მა­თი შრო­მის შე­დეგს უკ­ვე აღარც არა­ფე­რი მო­აკ­ლ­დე­ბო­და და არც შე­ე­მა­ტე­ბო­და.
ბო­ლო დღე­ებ­ში თით­ქოს, ისე­დაც რე­ლი­გი­ურ რი­ტუ­ალს დამ­ს­გავ­სე­ბულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­ჩე­ნი­ლი ზედ­მი­წევ­ნით და­მამ­შ­ვი­დე­ბე­ლი ხმის ტემ­ბ­რის მქო­ნე სერ ალეს­ტერ ბურ­ნე­ტი (ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლი ჯე­იმს ვი­ლი­ამ ალექ­სანდრ ბურ­ნე­ტი, ბრი­ტა­ნე­თის ტე­ლე­არხ ITV-ის გა­და­ცე­მის, "ა­ხა­ლი ამ­ბე­ბი ათ­ზე" ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი წამ­ყ­ვა­ნი 1967-1991 წ.წ.) უკ­ვე მთლად მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ელ­საც კი მო­გა­გო­ნებ­დათ, რა­შიც ხელს ზურ­გი­დან სა­გან­გე­ბო გა­ნა­თე­ბის წყა­ლო­ბით შა­რა­ვან­დედ­დად­გ­მუ­ლი­ვით მბრწყი­ნა­ვი შე­ვერ­ცხ­ლი­ლი თმაც დი­დად უწყობ­და.
- სა­ღა­მო მშვი­დო­ბი­სა! - და­იწყო გა­და­ცე­მა ბურ­ნეტ­მა. - მაშ ასე, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია დას­რულ­და. სულ რამ­დე­ნი­მე წა­მის წინ მთელ ქვე­ყა­ნა­ში ათა­სო­ბით სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი და­ი­ხუ­რა, და, შე­საძ­ლოა, ორ­მოც­და­ხუ­თი წუ­თის შემ­დეგ პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბიც შე­ვიტყოთ. ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით პირ­და­პირ ეთერ­ში პრე­მი­ერ-მი­ნისტრ ჰენ­რი კო­ლინ­რი­ჯი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის ინ­ტერ­ვი­უ­ებ­საც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. მა­ნამ­დე კი დღე­ვან­დე­ლი ხმის მი­ცე­მი­სას ჰა­რი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვი­თი ფონ­დის მი­ერ 153 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ამომ­რ­ჩე­ველ­თა გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გებ­ზე მო­გახ­სე­ნებთ. ამომ­რ­ჩევ­ლე­ბის გა­მო­კითხ­ვა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი­დან მა­თი გა­მოს­ვ­ლი­სას ხდე­ბო­და და მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი შემ­დე­გი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს...
- დი­დი ბრი­ტა­ნე­თის უხუ­ცეს­მა კო­მენ­ტა­ტორ­მა მა­გი­დი­დან მოზ­რ­დი­ლი პა­კე­ტი აიღო და ისე­თი შიშ­ნა­რე­ვი სიფ­რ­თხი­ლით გახ­ს­ნა, თით­ქოს A4 ტი­პის სტან­დარ­ტულ კონ­ვერ­ტ­ში არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბი კი არა, მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბა დე­ბუ­ლი­ყო. კონ­ვერ­ტ­ში სქე­ლი ქა­ღალ­დის ერ­თა­დერ­თი ფურ­ცე­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რო­მე­ლიც ბურ­ნეტ­მა ისევ ფრთხი­ლად ამო­ი­ღო, აუჩ­ქა­რებ­ლად და­ხე­და და შემ­დეგ მა­ვედ­რე­ბე­ლი მზე­რა სადღაც ზე­მოთ, თით­ქოს ზე­ცის­კენ აღაპყ­რო. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­იქ­მ­ნა, თით­ქოს, კა­მე­რის­თ­ვის ხე­ლახ­ლა თვა­ლის გას­წო­რე­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ღრმად პა­ტივ­ცე­მულ უხუ­ცეს კო­მენ­ტა­ტორს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა, ანუ 30 მი­ლი­ო­ნი ინ­გ­ლი­სე­ლი ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის მზე­რის და­ჭე­რის გარ­და, მა­თი სუ­ლე­ბიც ხელ­ში მო­ეგ­დო და გაშ­ვე­ბას აღარ ჩქა­რობ­და. ისე, კაც­მა რომ თქვას, მას ამ ნე­ტა­რი წა­მე­ბის ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლი გან­კარ­გ­ვის სრუ­ლი უფ­ლე­ბა ჰქონ­და, რად­გან რო­გორც უკ­ვე თა­ვად­ვე ჰქონ­და გა­მოცხა­დე­ბუ­ლი, ტე­ლე­კო­მენ­ტა­ტო­რად 28-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბი­სა და 9 სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მედ­გ­რად გა­მოვ­ლის შემ­დეგ, ეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მამ­დე ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე მი­სი ბო­ლო გა­მო­ჩე­ნა იყო.
- ჰა­რი­სის ფონ­დის მი­ერ ამომ­რ­ჩე­ველ­თა გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოთ­ვ­ლის მი­ხედ­ვით, მთა­ვა­რი პროგ­ნო­ზი გვიჩ­ვე­ნებს, რომ...
- რო­გორც იქ­ნა, ობი­ექ­ტივ­საც მი­აპყ­რო მზე­რა კო­მენ­ტა­ტორ­მა, თუმ­ცა მა­შინ­ვე ისევ ფურ­ცელს და­უბ­რუნ­და და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ნა­ვარ­ჯი­შე­ბი თვა­ლით ისე გა­და­ურ­ბი­ნა, რომ სა­ხე­ზე ერ­თი ნაკ­ვ­თიც კი არ შერ­ხე­ვია. - ხაზს ვუს­ვამ, რომ ეს პროგ­ნო­ზია და არა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი...
პარ­ტი­ის შტაბბი­ნა­ში ჩა­მო­წო­ლი­ლი და­ძა­ბუ­ლი სი­ჩუ­მე უც­ბად ნა­ად­რე­ვად გახ­ს­ნი­ლი შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლის ხმა­ურ­მა და­არ­ღ­ვია, რა­საც მა­გი­და­ზე დაღ­ვ­რი­ლი ქა­ფის ში­ში­ნიც მოჰ­ყ­ვა...
- მთა­ვა­რი პროგ­ნო­ზი გვიჩ­ვე­ნებს, რომ მთავ­რო­ბა კი­დევ ერ­თხელ, 34-ად­გი­ლი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბით არის არ­ჩე­უ­ლი! - ბო­ლოს და ბო­ლოს, სათ­ქ­მე­ლი და­ას­რუ­ლა ალეს­ტერ ბურ­ნეტ­მა.
შეკ­რე­ბილ­თა სი­ხა­რუ­ლის ყი­ჟი­ნამ თით­ქოს, პარ­ტი­ის შტაბბი­ნის კედ­ლე­ბიც კი შე­ა­ზან­ზა­რა. ყვე­ლამ უც­ბად გა­ი­აზ­რა, რომ ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა იყო და იმ წუ­თებ­ში მათ­თ­ვის მხო­ლოდ ამას ჰქონ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. იმა­ზე კი, თუ რა ან­გა­რი­შით გა­ი­მარ­ჯ­ვეს და შემ­დ­გომ­ში რამ­დე­ნად მის­ცემ­და ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა მშვი­დად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ჯერ არა­ვინ ფიქ­რობ­და. მე­ტიც, მათ თით­ქოს ისიც კი და­ა­ვიწყ­დათ, რომ სერ ალეს­ტერ­მა ბრი­ტა­ნელ ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს მხო­ლოდ პროგ­ნო­ზი შე­ატყო­ბი­ნა და არა - არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი.
ამა­სო­ბა­ში ტე­ლე­ეკ­რან­ზე მცი­რე ხნით პარ­ტი­უ­ლი ლი­დე­რე­ბის მდუ­მა­რე ფი­გუ­რე­ბი გა­მოჩ­ნ­და. ძლივ­ს­შე­სამ­ჩ­ნე­ვად მო­ღი­მარ ჰენ­რი კო­ლინ­რიჯს სა­ხე­ზე ეწე­რა, პროგ­ნო­ზით დი­დად აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი რომ არ იყო, მი­სი ოპო­ნენ­ტის იქედ­ნუ­რი ღი­მი­ლი კი ალ­ბათ, უფ­რო ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან მარ­ცხის აუღიარებლობას მო­ას­წა­ვებ­და. "ყვე­ლა­ფერს დრო გვიჩ­ვე­ნებს, - ხაზ­გას­მუ­ლად გა­ნაცხა­და მან შემ­დეგ, - და­ვე­ლო­დოთ და ვნა­ხოთ". თუმ­ცა, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ოპე­რა­ტორს წა­მი­თაც აღა­რაფ­რის­თ­ვის და­უც­დია, კა­მე­რა ბურ­ნეტ­ზე ისე გა­დარ­თო და კო­მენ­ტა­ტორ­მაც მა­შინ­ვე სხვა ახა­ლი ამ­ბე­ბის კითხ­ვა გა­ნაგ­რ­ძო.
- ეს რა ქნეს ამ პი­რუტყ­ვებ­მა? - თვა­ლებ­ზე ჩა­მოფხა­ტუ­ლი გა­ოფ­ლი­ლი თმის გა­და­წე­ვაც კი აღარ უც­დია, ცხელ გულ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე დას­კ­ვ­ნის - "სამ­თავ­რო­ბო უმ­რავ­ლე­სო­ბა მკვეთ­რა­დაა შეკ­ვე­ცი­ლი", "გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის და­სა­სა­ხე­ლებ­ლად სხვა­ო­ბა მე­ტის­მე­ტად მცი­რე­ა", "კო­ლინ­რი­ჯი და­მარ­ცხე­ბას ძლივს გა­და­ურ­ჩა". - ბლოკ­ნოტ­ში მო­მა­ვალ სა­გა­ზე­თო სა­თა­უ­რე­ბად სწრა­ფად ჩა­ნიშ­ვ­ნა ისე და­იწყო გა­ცო­ფე­ბულ­მა გრე­ვილ პრეს­ტონ­მა. თუმ­ცა, შემ­დეგ ნა­წე­რი ასე­ვე სწრა­ფად გა­და­ხა­ზა, ბლოკ­ნო­ტი­დან ფურ­ცე­ლი ხმა­უ­რით ამო­ხია, ნერ­ვი­უ­ლად დაჭ­მუჭ­ნა, ნა­გავ­ში გა­და­უ­ძა­ხა და ირ­გ­ვ­ლივ სა­სო­წარ­კ­ვე­თილ­მა მი­ი­ხედ-მო­ი­ხე­და. არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით და­ზაფ­რუ­ლი "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რა­ფის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი გრძნობ­და, რომ შთა­გო­ნე­ბამ სა­ბო­ლო­ოდ უღა­ლა­ტა.
- მო­დი, მო­ვი­ცა­დოთ, - ხმა­ში აშ­კა­რა თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა და­ეტყო გამ­წა­რე­ბუ­ლი შე­ფის შემ­ხედ­ვა­რე მა­ტი სტო­რინს. - პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ გა­მოცხა­დე­ბამ­დე ხომ მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი დარ­ჩა.
- მოც­დით კი მო­ვიც­დი, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის გა­ნა რა­მე შე­იც­ვ­ლე­ბა? - აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხე­ლე­ბი თავ­ზე გა­მე­ტე­ბით მო­ი­ჭი­რა პრეს­ტონ­მა.
პარ­ტი­ის სა­რეკ­ლა­მო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის ზე­ი­მის­თ­ვის სამ­ზა­დისს ისე შე­უდ­გ­ნენ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბის გა­მოცხა­დე­ბა­საც კი აღარ და­ლო­დე­ბი­ან. შპს "მე­რილ გრანტ ენდ ჯო­უნს კომ­პა­ნის" პერ­სო­ნალ­მა დარ­ბა­ზი თით­ქ­მის სა­მი სა­ა­თით ად­რე შე­ავ­სო, რა­თა იქ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სა­მი უზარ­მა­ზა­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეკ­რა­ნის მეშ­ვე­ო­ბით ის­ტო­რი­ის შექ­მ­ნის­თ­ვის თვა­ლი უშუ­ა­ლოდ ედევ­ნე­ბი­ნათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ მოვ­ლე­ნის დაწყე­ბამ­დე ჯერ კი­დევ 17 წუ­თი იყო დარ­ჩე­ნი­ლი, შამ­პა­ნუ­რი უკ­ვე მდი­ნა­რე­სა­ვით მო­ე­დი­ნე­ბო­და და დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბილ­ნიც მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ის მომ­ხ­რე­ე­ბის ად­გი­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო შემ­ცი­რე­ბის დარ­დის ჩაკ­ვ­ლას სწო­რედ ამ კე­თილ­შო­ბი­ლი სითხით ცდი­ლობ­დ­ნენ.
მოქ­მე­დი პარ­ტი­ის რეკ­ლა­მე­ბი­სა და პრო­პა­გან­დის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტორ­მა რო­ჯერ ო"ნეილმა, დუბ­ლი­ნე­ლი ავან­ტი­უ­რის­ტი ემიგ­რან­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბის მსგავ­სად, სა­ხე­ლი ცინ­ცხა­ლი გო­ნე­ბით, უკი­დუ­რე­სო­ბე­ბის­კენ ჯი­უ­ტი მიდ­რე­კი­ლე­ბი­თა და ყვე­ლა­ფერ­ში ჩა­რე­ვის­თ­ვის მუდ­მი­ვი მზად­ყოფ­ნით გა­ით­ქ­ვა. ალ­ბათ, პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ ამ თვი­სე­ბე­ბის გა­მო უკ­ვე იმ­დენ შარ­საც იყო გა­დაყ­რილ-თავ­დაღ­წე­უ­ლი და მათ­ზე სა­უბ­რი­სას ყვე­ლა­ფერს ისე ოს­ტა­ტუ­რა­დაც აბი­აბ­რუ­ებ­და, რომ და­ბე­ჯი­თე­ბით ვე­რა­ვინ იტყო­და, პარ­ტი­ა­ში შეს­ვ­ლამ­დე კონ­კ­რე­ტუ­ლად რით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.
ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ო"ნეილი მორაგ­ბეე­ბის ად­გი­ლობ­რივ გუნ­დ­ში თა­მა­შობ­და და თა­ვი­დან, თით­ქოს, მას­ზე დიდ იმედ­საც ამ­ყა­რებ­დ­ნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ვე­რა­ფერს მი­აღ­წია, რად­გან გა­მოკ­ვე­თი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის გა­მო თა­მა­შის გუნ­დურ ხა­სი­ათს ვერ შე­ეწყო. რო­ცა ის მო­ე­დან­ზეა, ერ­თ­დ­რო­უ­ლად ორ გუნ­დ­თან მაქვს საქ­მე: ერ­თ­თან - მი­სი და მე­ო­რეს­თან - მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი გუნ­დის სა­ხი­თო, ხში­რად ჩი­ო­და რო­ჯე­რის მწვრთნე­ლი.
პარ­ტი­ა­ში ბევრს მი­აჩ­ნ­და, რომ ო"ნეილისნაირ მარ­ჯ­ვე და მოქ­ნილ ადა­მი­ანს უთუ­ოდ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ას­პა­რეზ­ზე უნ­და ეღ­ვა­წა, თუმ­ცა უმ­ცი­რე­სო­ბა­ში არც ისი­ნი იყ­ვ­ნენ, ვი­საც ფის­კა­ლურ ორ­გა­ნო­ებ­თან მი­სი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ მთლად ყურ­მოკ­ვ­რით რო­დი სმე­ნო­და. ასე იყო თუ ისე, რო­დე­საც პარ­ტი­ის რეკ­ლა­მე­ბი­სა და პრო­პა­გან­დის გან­ყო­ფი­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის ად­გი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლ­და, ხელ­ში რა­ტომ­ღაც ვინ­მე სხვა, თუნ­დაც უბ­რა­ლოდ წე­სი­ე­რი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი კი არა, სწო­რედ თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი რო­ჯერ ო"ნეილი შერ­ჩათ და ისიც საქ­მეს მა­შინ­ვე ჩვე­უ­ლი ენერ­გი­უ­ლო­ბით ეკ­ვე­თა.
ახ­ლა კი, უკ­ვე ორ­მოცს გა­და­ბი­ჯე­ბულ ო"ნეილს ოდეს­ღაც ხში­რი და ურ­ჩი ქო­ჩო­რი საგ­რ­ძ­ნობ­ლად შესთხე­ლე­ბო­და და შე­ვერ­ცხ­ლო­და, თა­ვის დრო­ზე გულ­მოდ­გი­ნედ ნა­ვარ­ჯი­შე­ბი კუნ­თე­ბიც ნელ-ნე­ლა უდუნ­დე­ბო­და, თუმ­ცა, მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სი­ბე­რის ნიშ­ნე­ბის და­მალ­ვას მა­ინც ყვე­ლა­ნა­ი­რად, მათ შო­რის სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­უ­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი­თაც ცდი­ლობ­და. თა­ნაც, ხში­რად მდიდ­რულ პი­ჯაკს მხრებ­ზე ისე და­უ­დევ­რა­დაც მო­იგ­დებ­და ხოლ­მე, რომ უთუ­ოდ ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ეტი­კე­ტი გა­მოს­ჩე­ნო­და. ო"ნეილის ამ და ახალ­გაზ­რ­დო­ბი­დან გა­მო­ყო­ლილ მრა­ვალ სხვა ასეთ­სა­ვე იაფ­ფა­სი­ან გა­მოხ­დო­მა­სა და ჯე­რაც შე­სამ­ჩ­ნევ ირ­ლან­დი­ურ აქ­ცენტს პარ­ტი­ის ყვე­ლა გრან­დი რო­დი ეგუ­ე­ბო­და. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი კი ერ­თხელ იმ­დე­ნა­დაც გა­ცოფ­და, რომ სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის რეკ­ლა­მე­ბი­სა და პრო­პა­გან­დის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტორს "პრი­ა­ლა ქა­ღალ­დ­ში გახ­ვე­უ­ლი ნეხ­ვის გრო­ვაც" კი უწო­და. პარ­ტი­უ­ლი სა­ზო­მე­ბით ამ სრუ­ლი­ად არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­სა­შუ­რი ენერ­გია მა­ინც ბევრს აღაფ­რ­თო­ვა­ნებ­და.
ო"ნეილს პი­რად მდივ­ნა­დაც სა­ო­ცა­რი ქა­ლი ჰყავ­და შერ­ჩე­უ­ლი. მას პე­ნე­ლო­პა ერ­ქ­ვა და ისე­დაც მოხ­დე­ნილ ტანს ყო­ველ­თ­ვის სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­უ­ლი სა­მო­სიც უმ­შ­ვე­ნებ­და. "გა­მარ­ჯო­ბა, მე პე­ნი ვარ", - მე­გობ­რუ­ლად ესალ­მე­ბო­და ხოლ­მე ის ყვე­ლას და ასე­ვე ყვე­ლას, ხა­ვერ­დო­ვა­ნი ხმის გარ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გლუ­ვი და შო­კო­ლა­დი­ვით პრი­ა­ლა კა­ნი­თაც ხიბ­ლავ­და. დი­ახ, დი­ახ, ო"ნეილის პი­რა­დი მდი­ვა­ნი უბ­რა­ლოდ მუქ­კა­ნი­ა­ნი კი არა, გა­ჯე­რე­ბუ­ლად შავ­კა­ნი­ა­ნი გახ­ლ­დათ და ბრი­ა­ლა თვა­ლე­ბი და თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი ღი­მი­ლიც ჰქონ­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­დამ­თავ­რე­ბულ პე­ნის სა­ბეჭდ მან­ქა­ნა­ზე წუთ­ში ასი სიტყ­ვის და­ბეჭ­დ­ვა შე­ეძ­ლო და გო­ნი­ერ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­კიც იყო. სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რი ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარ­და, პი­რად ცხოვ­რე­ბას კი სა­ერ­თო­დაც არ ეხე­ბო­და. "მე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მაქვს, - ერ­თხელ რო­გორ­ღაც წა­მოს­ც­და მას. - და ამას­თან შე­გუ­ე­ბა ყვე­ლას მო­უ­წევს".
ო"ნეილი სა­ა­გენ­ტოს მმარ­თ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რის და­მოძღ­ვ­რით იყო გარ­თუ­ლი:
- ერე­მი, მინ­და, რომ შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი და­აჩ­ქა­როთ და აჩ­ვე­ნოთ, რა­ო­დენ ეფექ­ტი­ა­ნი იყო ჩვე­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სა­რეკ­ლა­მო-სა­ა­გი­ტა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ახ­ლაც თი­თო­ე­უ­ლი ასა­კობ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის მი­ხედ­ვით ცალ­კე მო­ნა­ცე­მე­ბი მო­იყ­ვა­ნეთ, რა­თა კარ­გად გა­მოჩ­ნ­დეს, ამომ­რ­ჩევ­ლებ­თან რო­გორ გათ­ვ­ლი­ლად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვი­მუ­შა­ვეთ. თუ არ­ჩევ­ნებს მო­ვი­გებთ, ყვე­ლას­თ­ვის ნა­თე­ლი უნ­და იყოს, ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბას პი­რა­დად ჩვენ რა­ო­დენ უნ­და გვი­მად­ლო­დენ, ხო­ლო თუ წა­ვა­გეთ, ალ­ბათ, მარ­ტო ღმერ­თი თუ გვიშ­ვე­ლის.
ამ სიტყ­ვე­ბის შემ­დეგ ო"ნეილმა ხმა­უ­რით და­ა­ცე­მი­ნა და ისევ გა­ნაგ­რ­ძო:
- ასე­თი მა­სა­ლა აუცი­ლებ­ლად მჭირ­დე­ბა. მი­სი დახ­მა­რე­ბით პრე­სის­თ­ვის იმის დამ­ტ­კი­ცე­ბას შევ­ძ­ლებ, რომ ამომ­რ­ჩე­ველ­ზე გავ­ლე­ნის­თ­ვის ბრძო­ლა­ში მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით ჩვენ ყვე­ლა­ზე წინ ვართ და თუ არ­ჩევ­ნებ­მა სა­თა­ნა­დოდ მა­ინც ვერ ჩა­ი­ა­რა, ამა­ში მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ნი. არც ის და­გა­ვიწყ­დეთ, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში ამ შე­დე­გე­ბით კი­დევ რამ­დე­ნი­მე წე­ლი მოგ­ვი­წევს ცხოვ­რე­ბა. ასე რომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და გა­ვი­სარ­ჯოთ. თუ გვინ­და, რომ ამ მა­სა­ლამ კვი­რის გა­ზე­თებ­ში საკ­მა­რი­სად გა­მო­სა­ჩე­ნი ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს, მო­ნა­ცე­მე­ბი შა­ბათ დი­ლის­თ­ვის აუცი­ლებ­ლად მზად უნ­და იყოს.
ამის შემ­დეგ ო"ნეილმა ხმას და­უ­წია:
- თუ სა­ჭი­რო მო­ნა­ცე­მე­ბი არ აღ­მო­გაჩ­ნ­დე­ბათ, ეს ოხე­რი ციფ­რე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ შე­ას­წო­რეთ. ხვალ დი­ლის­თ­ვის მა­თი ყუ­რადღე­ბით გარ­ჩე­ვის­თ­ვის ყვე­ლა მე­ტის­მე­ტად ქან­ც­გაც­ლი­ლი იქ­ნე­ბა, ჩვენ­თ­ვის კი მთა­ვა­რი გა­ზე­თე­ბის ფურ­ც­ლებ­ზე სხვებ­ზე ად­რე და რაც შე­იძ­ლე­ბა ხმა­უ­რით გა­მო­ჩე­ნაა. თუ ასე მოხ­დე­ბა, მა­შინ მარ­თ­ლაც ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვად იქ­ნე­ბა.
ო"ნეილმა ლა­პა­რა­კი კი­დევ ერ­თხელ შეწყ­ვი­ტა, ცხვი­რი ხმა­უ­რით მო­ი­ხო­ცა და ბო­ლო, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პუნ­ქ­ტ­საც მი­ად­გა:
- და, რაც მთა­ვა­რია, არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ და­გა­ვიწყ­დეთ, რომ თქვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა დი­ლა­ად­რი­ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის მე­უღ­ლის­თ­ვის ყვა­ვი­ლე­ბის უზარ­მა­ზა­რი თა­ი­გუ­ლის მირ­თ­მე­ვაა. მას გი­გან­ტუ­რი "კ"-ს ფორ­მა უნ­და ჰქონ­დეს. ყვა­ვი­ლე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის მე­უღ­ლემ გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე უნ­და მი­ი­ღოს. იცო­დეთ, გა­და­ი­რე­ვა, თუ ამ დრო­ის­თ­ვის თა­ი­გუ­ლი მის ხელ­ში არ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რად­გან ამის შე­სა­ხებ უკ­ვე მო­ვახ­სე­ნე. ყვა­ვი­ლე­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის სახ­ლ­ში შე­ტა­ნი­სას, იქ აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს ტე­ლე­ვი­ზია და ოპე­რა­ტო­რებ­მა ისიც ზუს­ტად უნ­და იცოდ­ნენ, თუ ვინ მი­არ­თ­ვა. თა­ნაც, ეს თა­ი­გუ­ლი ყვე­ლა აქამ­დე მირ­თ­მე­ულ თა­ი­გულ­ზე ლა­მა­ზი და შთამ­ბეჭ­და­ვიც უნ­და იყოს. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ მას და­უ­ნინგ-სტრი­ტის 10-ში, ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის ერთ-ერ­თი მი­ნი­ავ­ტო­ბუ­სით მი­ი­ტანთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი