რო­დი­დან და­იწყო ქრის­ტი­ა­ნულ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა­ში სექ­ტან­ტუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის წარ­მო­შო­ბა
font-large font-small
რო­დი­დან და­იწყო ქრის­ტი­ა­ნულ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა­ში სექ­ტან­ტუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის წარ­მო­შო­ბა
გან­ვაგ­რ­ძობთ სა­უ­ბარს კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში მომ­ხ­დარ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გარ­და­ტე­ხებ­ზე...

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ცი­ქუ­ლებ­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში იქა­და­გეს, ქრის­ტი­ა­ნო­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ვერ გავ­რ­ცელ­და და ვერ გახ­და სა­ხელ­მ­წი­ფო რე­ლი­გია. სა­ხელ­მ­წი­ფო მმარ­თ­ვე­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად - მო­სა­ხ­ლეო­ბაც არ იღებ­და ქრის­ტი­ა­ნულ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას. ვი­ცით, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა უმე­ტეს­წი­ლად კა­ცობ­რი­ო­ბის იმ ნა­წილ­მა მი­ი­ღო, რომ­ლე­ბიც რო­მის იმ­პე­რი­ის ტე­რი­ტო­­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­დ­ნენ, ამი­ტო­მაც, ყვე­ლა­ზე დი­დი მას­შ­ტა­ბით იქ გავ­რ­ცელ­და...

მა­მა მა­კა­რი:

- ეს იმის გა­მო, რომ სწო­რედ რო­მის იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც მაცხო­ვა­რი მო­ვი­და ხორ­ცი­ე­ლად. ფაქ­ტობ­რი­ვად, რო­მის იმ­პე­რი­ა­ში არ იყო ქა­ლა­ქი, სა­დაც იუდე­ვე­ლე­ბი არ ცხოვ­რობ­დ­ნენ და ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბას ამა­ნაც შე­უწყო ხე­ლი. პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ქრის­ტი­ა­ნო­ბამ სხვა ქვეყ­ნებ­შიც და­იწყო გავ­რ­ცე­ლე­ბა, მაგ­რამ შემ­დ­გომ, რო­დე­საც რო­მის იმ­პე­რი­ა­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო რე­ლი­გი­ად აღი­ა­რეს, ჯერ კი­დევ წარ­მარ­თულ ქვეყ­ნებ­ში, ამას მოჰ­ყ­ვა უკუპ­რო­ცე­სე­ბი. მათ­თ­ვის ქრის­ტი­ა­ნე­ბი არა მხო­ლოდ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის მტრე­ბად ით­ვ­ლე­ბოდ­ნენ, არა­მედ - სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ მტრე­ბა­დაც, რად­გან ქრის­ტი­ა­ნე­ბი თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობ­დ­ნენ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ხე­ლი­სუ­ფალთ. მა­გა­ლი­თად, სპარ­სი ქრის­ტი­ა­ნე­ბი, თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობ­დ­ნენ რო­მა­ელ ხე­ლი­სუ­ფალთ, რად­გან ისი­ნი ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ, ამი­ტომ წარ­მარ­თულ ქვეყ­ნებ­ში ქრის­ტი­ან­თა დას­ჯა და­იწყეს უკ­ვე არა სარ­წ­მუ­ნო­ებ­რი­ვი, არა­მედ ეროვ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით. ქრის­ტი­ა­ნებს ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად აცხა­დებ­დ­ნენ. ცხა­დია, ამას წარ­მარ­თულ ქვეყ­ნებ­ში ქრი­სტია­ნუ­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბა მოჰ­ყ­ვა.

- იყო თუ არა ამის მი­ზე­ზი, რომ კა­ცობ­რი­ო­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც რო­მის იმ­პე­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ის გა­რეთ ცხოვ­რო­ბდა, ნაკ­ლე­ბად იყო გან­ს­წავ­ლუ­ლი, თუნ­დაც მი­წი­ე­რი თვალ­საზ­რი­სით და სწო­რედ ამის გა­მო იყო, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბამ მათ შო­რის ვერ პო­ვა გავ­რ­ცე­ლე­ბა, რო­გორც რო­მის იმ­პე­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ოს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ცენტრს წარ­მო­ად­გენ­და, სა­დაც უდი­დე­სი სწავ­ლუ­ლე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, მი­წი­ე­რი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეც გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყო...

- მი­წი­ე­რი გან­ს­წავ­ლუ­ლო­ბა ან მი­წი­ე­რი გა­ნათ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა არ არის პი­რო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი ქრის­ტი­ა­ნი გახ­დეს. ეს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. შე­საძ­ლოა, იყოს ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ადა­მი­ან­თა უფ­რო მეტ­მა ნა­წილ­მა მი­ი­ღოს ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბა ან პი­რი­ქით მოხ­დეს. ფსალ­მუნ­ში არის ასე­თი სიტყ­ვე­ბი: `ერ­თ­სა­ხე­ნი ერ­თად და­ამ­კ­ვიდ­რე უფა­ლო~. ხში­რად ხდე­ბა, რომ ერ­თ­ნა­ი­რი აზ­როვ­ნე­ბის, მსგავ­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად იყ­რი­ან თავს. თუნ­დაც მცი­რე ჯგუ­ფი ავი­ღოთ, - სა­მე­გობ­რო­დაც კი. უმეტესწილად, ადა­მი­ა­ნე­ბი ტრა­დი­ციუ­ლად ყა­ლიბ­დე­ბი­ან. ვი­ცით, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­­გა­ნი ვი­ბა­დე­ბით იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე დი­დი შან­სი გვაქვს ცხო­ნე­ბი­სა. ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ გა­რე­მო­ში შე­უძ­ლია შე­იც­ნოს უფა­ლი და მი­ი­ღოს ჭე­მა­რი­ტე­ბა.

- კაცობრიობის გა­მოხ­ს­ნის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა გახ­ლ­დათ ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა. ვი­ცით, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო რე­ლი­გი­ად IV სა­უ­კუ­ნე­ში გა­მოცხად­და, თუმ­ცა მა­ლე­ვე სექ­ტან­ტუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბიც წარ­მო­იშ­ვა...

- იმ პე­რიოდ­ში, რო­დე­საც ეკ­ლე­სი­ის დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, არ­სე­ბობ­და წვრილ-წვრი­ლი სექ­ტან­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, მაგ­რამ შემ­დ­გომ, რო­დე­საც ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო რე­ლი­გია გახ­და, მა­სობ­რივად და­იწყო წარ­მო­შო­ბა სექ­ტებ­მა. ამის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი ურ­წ­მუ­ნო­ე­ბა და პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბაა. ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ, ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი გა­რეგ­ნუ­ლად ხდე­ბო­და ქრის­ტი­ა­ნი. სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა მწვა­ლებ­ლუ­რი სწავ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაც. სექ­ტან­ტო­ბა არის აზ­როვ­ნე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, ადა­მი­ა­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბით გან­მარ­ტონ ესა თუ ის ად­გი­ლე­ბი წმინ­და წე­რი­ლი­დან. სწო­რედ ასე წარ­მო­იშ­ვა პირ­ვე­ლი დი­დი მწვა­ლებ­ლუ­რი სწავ­ლე­ბა - არი­ა­ნე­ლო­ბა, რო­მე­ლიც არი­ოზის სწავ­ლა-მოძღ­ვ­რე­ბა­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ყვე­ლა მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა, სექ­ტან­ტუ­რი სწავ­ლა-მოძღ­ვ­რე­ბის, მა­თი სწავ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­ი­მარ­თა. სა­ბო­ლო­ოდ, სექ­ტე­ბი ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­და: ერ­თ­ნი, რომ­ლე­ბიც არ აღი­ა­რებ­დ­ნენ ქრის­ტეს ღვთა­ებ­რივ ბუ­ნე­ბას და მე­ო­რე­ნი, რომ­ლე­ბიც არ აღი­ა­რებ­დ­ნენ ქრის­ტეს ადა­მი­ა­ნურ ბუ­ნე­ბას და მხო­ლოდ ღვთა­ებ­რივ ბუ­ნე­ბას აღი­ა­რებ­დ­ნენ. პირ­ველ­ნი (მო­ნო­ფი­ზი­ტე­ბი) ღვთა­ე­ბას აკ­ნი­ნებ­დ­ნენ ქრის­ტე­ში და მე­ო­რე­ნი (მო­ნო­თე­ლი­ტე­ბი) - ადა­მი­ა­ნურ ბუ­ნე­ბას. არც ერ­თი და არც მე­ო­რე არ იყო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. ქრის­ტე არის სრულ­ყო­ფი­ლი კა­ცი და სრულ­ყო­ფი­ლი ღმერ­თი, მას აქვს სრულ­ყო­ფი­ლი, უცოდ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბა. ეს არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა.

- გან­სა­კუთ­რე­ბით გვი­ან შუ­ა­საუ­კუ­ნე­ე­ბი­დან უამ­რა­ვი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მიმ­დი­ნა­რეო­ბა წარ­მო­იშ­ვა. ვი­ცით, რომ დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლი­ო­ში სა­მა­სა­მ­დე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არ­სე­ბობს. ასე­ვე გაჩ­ნ­და არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბიც ანუ კა­ცობ­რი­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი კვლავ და­შორ­და ჭეშ­მა­რი­ტე­ბას...

- არ­სე­ბობს მწვა­ლებ­ლო­ბა და არ­სე­ბობს უს­ჯუ­ლო­ე­ბა. მწვალებლობა არის ყვე­ლა ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რო­მელ­თა სწავ­ლა-მოძღ­ვ­რე­ბებ­საც სა­ფუძ­ვ­ლად უდევს ბიბ­ლია და რო­მე­ლიც არ ას­წავ­ლის ისე, რო­გორც მო­ცი­ქუ­ლებ­მა გად­მოგ­ვ­ცეს. ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა, რო­მე­ლიც მო­ცი­ქულ­თა სწავ­ლე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, არის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი, ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხე­ლით არ­სე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ არა - უფ­ლის მი­ერ მო­ცე­მულ, მო­ცი­ქულ­თა მი­ერ გად­მო­ცე­მულ სწავ­ლე­ბას, არა­მედ ადა­მი­ა­ნურ აზ­როვ­ნე­ბას იყე­ნებს სა­ფუძ­ვ­ლად, არის მწვა­ლებ­ლო­ბა, რომ­ლებ­საც სექ­ტე­ბსაც ვუ­წო­დებთ. სექ­ტა ნიშ­ნავს გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ში მყოფს ანუ მწვა­ლებ­ლო­ბე­ბი არის ის სწავ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჭეშ­მა­რი­ტე­ბას მოს­ცილ­და და თა­ვი­ანთ თავს ქრის­ტია­ნებს უწო­დე­ბენ. და­ნარ­ჩე­ნი, ყვე­ლა არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც არ არის ბიბ­ლი­უ­რი წარ­მო­შო­ბის, არის უს­ჯუ­ლო­ე­ბა. უს­ჯუ­ლო­ე­ბის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლი იყო წარ­მარ­თო­ბა. დღეს არ­სე­ბულ რე­ლი­გი­ა­თა შო­რის ასე­ვე არის აღ­მო­სავ­ლუ­რი რე­ლი­გი­ე­ბი - ბუ­დიზ­მი, ინ­დუ­იზ­მი, ასე­ვე მუს­ლი­მა­ნო­ბა. სხვა­თა შო­რის, წარ­მარ­თო­ბა დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, გა­ნსა­კუთ­რე­ბით - აფ­რი­კულ ქვეყ­ნებ­ში. სის­ხ­ლი­ან მსხვერ­პ­ლ­შე­წი­რ­ვას, რა თქმა უნ­და, ნაკ­ლე­ბად აღას­რუ­ლე­ბენ დღეს, მაგ­რამ რი­ტუ­ა­ლუ­რად, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით კერ­პ­თ­მ­სა­ხუ­რე­ბას გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც მი­მარ­თა­ვენ, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად წარ­მარ­თო­ბამ თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბია, და­ას­რუ­ლა. პირ­ვე­ლი მწვა­ლებ­ლო­ბე­ბი ჭეშ­მა­რიტ ქრის­ტი­ა­ნულ ეკ­ლე­სი­ას გა­მო­ე­ყო, გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან კი, მას შემ­დეგ, რაც აღ­მო­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სი­ას ჩა­მოს­ცილ­და და­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სია და კა­თო­ლი­ციზ­მის სა­ხით ჩა­მო­ყა­ლიბ­და, კა­თო­ლი­ციზ­მი­დან უამ­რა­ვი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა გაჩ­ნ­და ჯერ პრო­ტეს­ტან­ტო­ბის სა­ხე­ლით, ხო­ლო შემ­დეგ თა­ვად პრო­ტეს­ტან­ტიზ­მი ჩა­მო­ყა­ლიბ­და მრა­ვალ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბად. ფაქ­ტობ­რი­ვად, ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხე­ლით მოქ­მე­დი ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა წარ­მო­შო­ბი­ლია უკ­ვე პრო­ტეს­ტან­ტიზ­მის­გან, რომ­ლის ერთ-ერ­თი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი იყო ლუ­თე­რი.

- უდი­დე­სი ნა­წი­ლი კა­ცობ­რი­ო­ბი­სა სხვა­დას­ხ­ვა რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მიმ­დე­ვა­რია. რა­ტომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო მე­ტად მიდ­რე­კილ­ნი სიც­რუ­ის­კენ?

- იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მინ­დო­ბილ­ნი არი­ან თა­ვიანთ აზ­როვ­ნე­ბას. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი აზ­რე­ბის მორ­ჩი­ლია, რა თქმა უნ­და, ჭეშ­მა­რი­ტე­ბას­თან ვერ მი­დის. სა­ხა­რე­ბის თა­ნახ­მად,U უფალი გვე­უბ­ნე­ბა: მცი­რედ­ნი არი­ან რჩე­ულ­ნიო, - მცი­რე­დია ღვთის ჭეშ­მა­რი­ტი სამ­წყ­სო იმის გა­მო, რომ უფალ­მა უწყის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბას არ ვი­ყე­ნებთ ღვთის სა­დი­დებ­ლად. ამი­ტო­მაც, ადა­მი­ან­თა ძა­ლი­ან დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ცი­ლე­ბუ­ლია ჭეშ­მა­რი­ტე­ბას.

- თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით, არა­მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის მიმ­დევ­რე­ბი გა­ცი­ლე­ბით ზედ­მი­წევ­ნით აღას­რუ­ლე­ბენ თა­ვი­ანთ სჯულის კა­ნო­ნებს. მა­თაც ხომ აქვთ თა­ვი­ან­თი სარ­წ­მუ­ნო­ებ­რი­ვი გან­ც­და?

- ეს არის არა სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა, არა­მედ ფა­ნა­ტიზ­მი. სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა არის ის, რო­დე­საც ადა­მი­ანს სწამს ჭემ­შა­რი­ტე­ბა, - მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლია. თუ ადა­მი­ანს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არ სწამს და სხვა არა­ჭეშ­მა­რი­ტი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მიმ­დე­ვა­რია, ეს უკ­ვე ნიშ­ნავს, რომ მას სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა არა აქვს. ფა­ნა­ტიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი არის ადა­მი­ა­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ხო­ლო არა­მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებ­ში, უკ­ვე თა­ვად რე­ლი­გი­ებ­შია ჩა­დე­ბუ­ლი ფა­ნა­ტიზ­მი. მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლია ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი. სა­დაც ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლია, შე­უძ­ლე­ბე­ლია, იქ იყოს ფა­ნა­ტიზ­მი, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა­ში არ არ­სე­ბობს ჯგუ­ფე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფა­ნა­ტიზ­მ­ში არ არი­ან, მაგ­რამ ეს ხდე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის არას­წო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზით.


შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი