ბანქოს სახლი (ნაწილიIV)
font-large font-small
ბანქოს სახლი (ნაწილიIV)
მა­იკლ დობ­სი
(ფრაგ­მენ­ტე­ბი რო­მა­ნი­დან)
მოამზადა რუ­სუ­დან ლე­ბა­ნი­ძემ


- ერთ-ერ­თი მდი­ვა­ნი ქა­ლია, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­თან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­გა­კავ­ში­რებთ. - უთხ­რა ო"ნეილს და­რაჯ­მა და მის­თ­ვის ყურ­მი­ლის გა­და­ცე­მის შემ­დეგ ისე შვე­ბით ამო­ი­სუნ­თ­ქა, თით­ქოს მხრე­ბი­დან უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ტვირ­თი მო­ეხ­ს­ნას.
- ალო! - ჩას­ძა­ხა ყურ­მილ­ში ო"ნეილმა. - დი­ახ, რო­ჯერ ო"ნეილი ვარ... რო­გორ ბრძან­დე­ბით, ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რო? დი­ახ, დი­ახ... რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან მი­ხა­რია. მეც გუ­ლი­თა­დად გი­ლო­ცავთ. ვფიქ­რობ, დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში შე­დე­გი სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რია... რა თქმა უნ­და, მეც ასე ვფიქ­რობ. თა­ნაც, გა­მარ­ჯ­ვე­ბა ხომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბაა. დი­ახ, დი­ახ, ამის მოს­მე­ნა მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ახ­ლა? ახ­ლა სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ში ვარ.
დარ­ბაზ­ში უკ­ვე სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვა.
- დი­ახ, დი­ახ, - გა­ნაგ­რ­ძო ო"ნეილმა, - მეც გე­თან­ხ­მე­ბით, რომ ყვე­ლამ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იმუ­შა­ვა და რა­ღა თქმა უნ­და, მეც ძა­ლი­ან დი­დი დახ­მა­რე­ბა გა­მი­წი­ეს. ნე­ბა მო­მე­ცით, თქვე­ნი სა­მად­ლო­ბე­ლი სიტყ­ვე­ბი მა­თაც გა­დავ­ცე.
ამ სიტყ­ვე­ბის შემ­დეგ ო"ნეილმა ტე­ლე­ფო­ნის ყურ­მი­ლის მიკ­რო­ფონს ხე­ლის­გუ­ლი და­ა­ფა­რა და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი აუდი­ტო­რი­ის­კენ ისე შებ­რუნ­და:
- პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბის­თ­ვის გუ­ლი­თად მად­ლო­ბას გიხ­დით და მი­აჩ­ნია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ ამ კამ­პა­ნი­ას უნ­და უმად­ლო­დეს. - სა­ზე­ი­მოდ წარ­მოთ­ქ­ვა მან, შემ­დეგ ყურ­მი­ლი ისევ ყურ­ზე მი­ი­დო და რამ­დე­ნი­მე­წა­მი­ა­ნი მი­ყუ­რა­დე­ბის შემ­დეგ დას­ძი­ნა: - ბა­ტო­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი იმა­საც ხაზს უს­ვამს, რომ ფუ­ლის ესო­დენ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ხარ­ჯ­ვის გა­მო, მი­სი უკან დაბ­რუ­ნე­ბის მოთხოვ­ნის იოტი­სო­დე­ნა სა­ბა­ბიც კი არა აქვს.
ამ სიტყ­ვე­ბის გა­გო­ნე­ბის­თა­ნა­ვე დარ­ბა­ზი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ­მა შე­ძა­ხი­ლებ­მა და აპ­ლო­დის­მენ­ტებ­მა შე­ა­ზან­ზა­რა. ზედ­მი­წევ­ნით კმა­ყო­ფილ­მა ო"ნეილმა კი ყურ­ზე მიბ­ჯე­ნი­ლი ტე­ლე­ფო­ნის ყურ­მი­ლი ოდ­ნავ გან­ზე გას­წია და ისე და­ი­ჭი­რა, რომ ეს სა­სი­ხა­რუ­ლო ყი­ჟი­ნა სა­ტე­ლე­ფო­ნო ხა­ზის მე­ო­რე ბო­ლო­შიც გა­ე­გო­ნათ. - დი­ახ, ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რო, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ და დიდ პა­ტი­ვად ვთვლი, რომ პირ­ვე­ლი, ვი­საც კი არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­უ­რე­კეთ, სწო­რედ მე ვი­ყა­ვი... მეც მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი ჩვენ­თან შეხ­ვედ­რას... კი­დევ ერ­თხელ გუ­ლი­თა­დად გი­ლო­ცავთ. ნახ­ვამ­დის!
ამის შემ­დეგ რო­ჯერ ო"ნეილმა ყურ­მი­ლი ფრთხი­ლად და­დო, დარ­ბა­ზის­კენ დინ­ჯად შებ­რუნ­და და ფარ­თოდ გა­ი­ღი­მა. შეკ­რე­ბი­ლებ­მა კი ისევ ტა­ში დას­ცხეს და ხე­ლის ჩა­მო­სარ­თ­მე­ვად და მად­ლო­ბის პი­რა­დად სათ­ქ­მე­ლად მა­შინ­ვე ყვე­ლამ მის­კენ იხუვ­ლა.
ო"ნეილი ჯე­რაც სა­მად­ლო­ბელ სიტყ­ვებს ის­მენ­და, მე­ზო­ბელ ქუ­ჩა­ზე გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნა­ში მჯდარ­მა მის­მა პი­რად­მა მდი­ვან­მა პე­ნიმ ავ­ტო­მო­ბი­ლის ტე­ლე­ფო­ნის ყურ­მი­ლი ფრთხი­ლად რომ და­დო და მან­ქა­ნის მი­ნის ამო­წე­ვი­სა და სარ­კის გას­წო­რე­ბის შემ­დეგ, ტუ­ჩე­ბის გულ­მოდ­გი­ნედ შე­ღებ­ვა და­იწყო.
პა­რას­კე­ვი, 11 ივ­ნი­სი
სმიტ-სკვერ­ზე თავ­მოყ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იზ­რ­დე­ბო­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის გა­მო­ჩე­ნას მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ. სა­ათ­მა თორ­მეტ­ჯერ უკ­ვე კარ­გა ხნის წინ ჩა­მოჰ­კ­რა, მაგ­რამ ყვე­ლა ხვდე­ბო­და, რომ ამ­ჯე­რად დრო შე­საძ­ლოა, უსაზღ­ვ­როდ და უსაშ­ვე­ლო­დაც კი გა­წე­ლი­ლი­ყო. იმის მი­ხედ­ვით თუ იმ­ს­ჯე­ლებ­დ­ნენ, რაც ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რე­ბის მო­ნი­ტო­რებ­ში ჩან­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ამა­ლა, პო­ლი­ცი­ის ეს­კორ­ტის და ტე­ლე და რა­დი­ო­კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბის მან­ქა­ნე­ბის თან­ხ­ლე­ბით, უკ­ვე მარ­მა­რი­ლოს თაღს უახ­ლოვ­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ე­დან­ზე მათ გა­მო­ჩე­ნამ­დე წუ­თე­ბი­ღა რჩე­ბო­და და სა­მი ახალ­გაზ­რ­და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც შეკ­რე­ბილთ პატ­რი­ო­ტუ­ლი ჰიმ­ნე­ბის წა­მოწყე­ბის, დრო­შე­ბი­სა და პლა­კა­ტე­ბის აფ­რი­ა­ლე­ბი­სა და ლო­ზუნ­გე­ბის აქ­ტი­უ­რი სკან­დი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. თუმ­ცა­ღა, მათ მო­წო­დე­ბას მა­ინ­ც­და­მა­ინც დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მი არ გა­მო­უწ­ვე­ვია. მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ბრი­ტა­ნე­თის დრო­შებს აქეთ-იქით მარ­თ­ლაც საკ­მა­ოდ გულ­მოდ­გი­ნედ იქ­ნევ­და, მაგ­რამ ხის გრძელ ჯო­ხებ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი ჰენ­რი კო­ლინ­რი­ჯის პორ­ტ­რე­ტე­ბით იმა­ვეს კე­თე­ბის სურ­ვი­ლი ნამ­დ­ვი­ლად არა­ვის გას­ჩე­ნია. წი­ნას­თან შე­და­რე­ბით ამ არ­ჩევ­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს სა­ერ­თო­დაც საკ­მა­ოდ გა­უ­ჭირ­დათ. ყვე­ლა სხვა სირ­თუ­ლეს­თან ერ­თად, კონ­კუ­რენ­ტე­ბიც გა­მუდ­მე­ბით კვალ­ში ედ­გ­ნენ და ოდ­ნავ ამო­სუნ­თ­ქ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც კი არ აძ­ლევ­დ­ნენ. აი, ახ­ლაც, მა­თი მონ­დო­მე­ბის შე­დე­გად, შეკ­რე­ბილთ ოპო­ზი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მომ­ხ­რეც შე­რე­ო­და, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ დრო­შებ­საც უფ­რო ენერ­გი­უ­ლად იქ­ნევ­დ­ნენ და ლო­ზუნ­გებ­საც ლა­მის ხმის ჩახ­ლე­ჩამ­დე გაჰ­ყ­ვი­როდ­ნენ. ამის გა­მო ერ­თხანს სა­ში­ში ჩოჩ­ქო­ლიც კი ატყ­და, თუმ­ცა­ღა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც მა­შინ­ვე ად­გილ­ზე გაჩ­ნ­დ­ნენ და სი­ტუ­ა­ცია სწრა­ფად გან­მუხ­ტეს. ამა­სო­ბა­ში გავ­რ­ცელ­და ხმა, თით­ქოს­და, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის პროგ­ნო­ზით, მთავ­რო­ბას უკ­ვე მხო­ლოდ 28-ად­გი­ლი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა­ღა ჰქონ­და, რა­მაც შეკ­რე­ბილთ ზე­ი­მის ხა­ლი­სი ლა­მის სა­ბო­ლო­ოდ და­უ­კარ­გა.
არა­ნაკ­ლებ ხა­ლის­და­კარ­გუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, უკ­ვე გვა­რი­ა­ნად გა­მობ­რუ­ჟუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ძმა, ჩარ­ლ­ზი კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის სახ­ლ­ში მყოფთ უკ­ვე ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბილ და ზო­გი­ერ­თის მი­ერ სა­ერ­თო­დაც გა­ზე­პი­რე­ბულ მა­თი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ას ვინ იცის, მე­რამ­დე­ნედ უყ­ვე­ბო­და და ენაც სულ უფ­რო და უფ­რო შე­სამ­ჩ­ნე­ვად ებ­მო­და.
- კარ­გი ადა­მი­ა­ნია ჩე­მი ძმა ჰენ­რი, - ლუღ­ლუ­ღებ­და ჩარლზ კო­ლინ­რი­ჯი, - დი­დე­ბუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი... მარ­თა­ლია, პი­რა­დად მე ყო­ველ­თ­ვის ვთვლი­დი, რომ სჯობ­და, ჩვე­ნი სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის­თ­ვის მი­ე­ხე­და, რად­გან მი­სი ერთ-ერთ დი­ად კომ­პა­ნი­ად გა­დაქ­ცე­ვა შე­ეძ­ლო, მაგ­რამ თა­ვად მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ბი­ე­ლი იზი­დავ­და. ისე, კაც­მა რომ თქვას, სა­ა­ბა­ზა­ნო მოწყო­ბი­ლო­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა დი­დად არც მე მხიბ­ლავ­და, მაგ­რამ აი, მა­მაჩ­ვე­ნი კი თა­ვი­სი ბიზ­ნე­სით მარ­თ­ლა ძა­ლი­ან ამა­ყობ­და. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჰენ­რი­საც რომ მა­სა­ვით ეფიქ­რა და ეამა­ყა, სა­ა­ბა­ზა­ნო მოწყო­ბი­ლო­ბე­ბის წარ­მო­ე­ბას მარ­თ­ლა რა­ღაც ძა­ლი­ან დიდ და სა­ჭი­რო ბიზ­ნე­სად აქ­ცევ­და... მის გა­რე­შე კი საქ­მე უკ­ვე ისე ჩა­ვარ­და, რომ დღეს ეს მოწყო­ბი­ლო­ბე­ბი პო­ლო­ნე­თი­დან თუ სუ­ლაც რუ­მი­ნე­თი­დან შე­მო­აქვთ...
ჩარ­ლ­ზ­მა მო­ნო­ლო­გი წა­მით შეწყ­ვი­ტა, ჭი­ქა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ვის­კი კი მას შემ­დეგ, რაც ჭი­ქა პირ­თან ვე­ღა­რაფ­რით მი­ი­ტა­ნა, უკ­ვე ისე­დაც გვა­რი­ა­ნად დას­ვ­რილ შარ­ვალ­ზე გა­და­ის­ხა. შექ­მ­ნი­ლი უხერ­ხუ­ლი პა­უ­ზით უმალ ისარ­გებ­ლა მოქ­მე­დი პარ­ტი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, ლორ­დ­მა ჰა­რის­მა და იქა­უ­რო­ბას შე­უმ­ჩ­ნევ­ლად გა­ე­ცა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­რეგ­ნუ­ლად არას­დ­როს იმ­ჩ­ნევ­და, უკ­ვე საკ­მა­ოდ ასა­კო­ვან და პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლებ­ში გვა­რი­ა­ნად გა­მობ­რ­ძ­მე­დილ ჰა­რისს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ძმას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სას­ტი­კად არ სი­ა­მოვ­ნებ­და. მი­სი აზ­რით, ჩარ­ლ­ზი სიფხიზ­ლე­ში ური­გო ყმაწ­ვი­ლი რო­დი იყო, მაგ­რამ ნას­ვა­მი სრუ­ლი­ად აუტა­ნე­ლი ხდე­ბო­და. ჰა­რისს კი სხვი­სი მი­ზე­ზით (თუნ­დაც ის სხვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ძმა ყო­ფი­ლი­ყო) ჩა­ფეთხუ­მე­ბუ­ლი გე­მის მარ­თ­ვა არ უყ­ვარ­და. თუმ­ცა­ღა, რო­გორც გა­მოც­დი­ლი ნა­ვი­გა­ტო­რი, იმა­საც ხვდე­ბო­და, რომ ად­მი­რა­ლის ძმის გე­მი­დან ერ­თი ხე­ლის დაკ­ვ­რით მოს­რო­ლას აზ­რი მა­ინც არ ჰქონ­და. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­თან სა­უბ­რი­სას ეს პრობ­ლე­მა ჰა­რის­მა რამ­დენ­ჯერ­მე მაქ­სი­მა­ლუ­რად დე­ლი­კა­ტუ­რად წა­მოს­წია და პრე­სა­ში მი­სი ძმის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ბინ­ძურ ინ­სი­ნუ­ა­ცი­ებ­ზეც სა­გან­გე­ბოდ გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რადღე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ვე­რა­ფერს გახ­და.
- ჩე­მი დრო­ის ნა­ხევ­რის ისე­დაც ვი­ღა­ცის სის­ხ­ლის დაღ­ვ­რა­ზე და­ხარ­ჯ­ვა მი­წევს და სა­კუ­თა­რი ძმის სისხლს მა­ინც ნუ­ღარ მომ­თხოვ. - სთხო­ვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა ჰა­რისს და ამით მი­ა­ნიშ­ნა, რომ ჩარ­ლ­ზ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ამო­წუ­რუ­ლად უნ­და ჩა­ეთ­ვა­ლა.
რა­ღა თქმა უნ­და, ჰენ­რი კო­ლინ­რი­ჯი პარ­ტი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს იმა­საც შეჰ­პირ­და, რომ ძმას უფ­რო მეტ ყუ­რადღე­ბას მი­აქ­ცევ­და, მაგ­რამ გა­მოც­დილ­მა ჰა­რის­მა კარ­გად იცო­და, რომ ეს და­პი­რე­ბა მხო­ლოდ და­პი­რე­ბად თუ დარ­ჩე­ბო­და და ასეც მოხ­და. ამი­ტო­მაც, ახ­ლა კი­დევ ერ­თხელ რომ და­ა­ფიქ­სი­რა, ოთა­ხი­დან ბან­ცალ-ბან­ცა­ლით გა­სულ ჩარლზს დიდ­მა და პა­ტა­რამ თვა­ლი რო­გო­რი ამ­რე­ზით გა­ა­ყო­ლა, მტკი­ცედ გა­დაწყ­ვი­ტა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ამ სა­კითხ­ზე აუცი­ლებ­ლად ხე­ლახ­ლა და­ლა­პა­რა­კე­ბო­და.
ამა­სო­ბა­ში პარ­ტი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს ეკო­ლო­გი­ის პრობ­ლე­მებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მდი­ვა­ნი, კა­ბი­ნე­ტის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და და ტე­ლე­გე­ნუ­რი წევ­რი, მა­იკლ სა­მუ­ე­ლი მი­უ­ახ­ლოვ­და. ის ჰა­რისს ლა­მის შვი­ლიშ­ვი­ლად ეკუთ­ვ­ნო­და და მო­ხუ­ცი სა­ხელ­მ­წი­ფო მოღ­ვა­წეც მას ყვე­ლა­ნა­ი­რად მფარ­ვე­ლობ­და. მი­ნის­ტ­რო­ბის­კენ პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი სა­მუ­ელ­მა მას შემ­დეგ გა­დად­გა, რაც, უილი­ამ­სის რე­კო­მენ­და­ცი­ით, სა­პარ­ლა­მენ­ტო პი­რად მდივ­ნად, ერ­თ­გ­ვარ ხე­ლის ბი­ჭად და­ნიშ­ნეს და ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი მი­ნის­ტ­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საწყი­სებ­ზე მომ­სა­ხუ­რე­ბა და­ა­ვა­ლეს. მა­შინ­დელ მა­იკლ სა­მუ­ელს გა­მუდ­მე­ბით რა­ღა­ცის შოვ­ნა, წა­ღებ-წა­მო­ღე­ბა, ატან-ჩა­მო­ტა­ნა, ამ ყვე­ლაფ­რის სრუ­ლი­ად უდ­რ­ტ­ვინ­ვე­ლად გაძ­ლე­ბა და ენა­ზე კბი­ლის და­ჭე­რა ევა­ლე­ბო­და, რად­გან ვინ­მეს და­წი­ნა­უ­რე­ბი­სას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რე­ბი ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ამ თვი­სე­ბებს აფა­სებ­დ­ნენ. სა­კუ­თა­რი გამ­ძ­ლე­ო­ბი­სა და უილი­ამ­სის მხარ­და­ჭე­რის წყა­ლო­ბით, სა­მუ­ელ­მა კა­რი­ე­რა სწრა­ფად გა­ი­კე­თა და მას შემ­დეგ ეს ორი ადა­მი­ა­ნი ერ­თ­მა­ნე­თის ერ­თ­გულ მე­გობ­რად დარ­ჩა.
- რა­მე პრობ­ლე­მაა, მა­იკლ? - ჰკითხა სა­მუ­ელს თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ.
- კი, - ამო­ი­ოხ­რა სა­მუ­ელ­მა, - ჩარ­ლ­ზი. რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მე­გობ­რე­ბის ან­და კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბის შერ­ჩე­ვის მსგავ­სად, ნა­თე­სა­ვე­ბის არ­ჩე­ვაც რომ შე­ეძ­ლოს.
- მარ­თ­ლა ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და. - და­ე­თან­ხ­მა მას თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. - მაგ­რამ არც ის უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ჩვენ ჩვენს ნე­ბა­ზე კო­ლე­გე­ბის არ­ჩე­ვაც კი არ შეგ­ვიძ­ლია. - სწო­რედ იმ წუთ­ში ოთახ­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შე­მო­სულ ფრენ­სის ურ­ჰარ­ტ­ზე ანიშ­ნა შემ­დეგ თა­ვის ახალ­გაზ­რ­და მე­გო­ბარს ჰა­რის­მა.
სა­მუ­ელ­მა ურ­ჰარტს ცი­ვად გა­ხე­და. ის მთა­ვარ შოლტს და­სა­ნა­ხა­ვად ვერ იტან­და, რად­გან მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტის წევ­რად და­ნიშ­ვ­ნი­სას მხა­რი არ და­უ­ჭი­რა და მი­სი მი­სა­მარ­თით სა­ერ­თო­დაც მუდ­მი­ვად მწა­რე­სიტყ­ვა­ობ­და. მაგ­რამ ახალ­გაზ­რ­და ბრწყინ­ვა­ლე იურისტს მფარ­ვე­ლად ისევ პარ­ტი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე მო­ევ­ლი­ნა და რამ­დე­ნი­მე კე­თი­ლი რჩე­ვაც მის­ცა:
"ყვე­ლა­ნა­ი­რად ეცა­დე მთლად ასე­თი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი არ გა­მოჩ­ნ­დე, არას­დ­როს შე­იმ­ჩ­ნიო, რომ საქ­მე­ე­ბი ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად მი­გი­დის, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­სას მე­ტის­მე­ტად არ ილი­ბე­რა­ლო. და კი­დევ: ღვთის გუ­ლი­სათ­ვის, არას­დ­როს გა­მოგ­რ­ჩეს, რა ხდე­ბა შენს ზურგს უკან! ნუ გა­ვიწყ­დე­ბა, რომ Pპოლიტიკური მოღ­ვა­წე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა მტრებ­თან ბრძო­ლა­ზე მე­ტად, კო­ლე­გე­ბის ღა­ლატ­მა და­ღუ­პა".
ბეჭდვა