ოლიმ­პი­ა­დებ­ზე ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა
font-large font-small
ოლიმ­პი­ა­დებ­ზე ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა
უნი­კა­ლუ­რი გდე­ბა ჰქონ­და, მსგავ­სი არ­სად მი­ნა­ხავს

რო­მის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში ქარ­თ­ველ სპორ­ტ­ს­მენ­თა­გან 16 ათ­ლე­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ­გან 10 ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლით დაბ­რუნ­და, ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლე­ბი კი ავ­თან­დილ ქო­რი­ძემ და რო­ბერტ შავ­ლა­ყა­ძემ მო­ი­პო­ვეს. ჩვე­ნი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი­დან კვარ­­ცხლ­ბე­კის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე პირ­ვე­ლი, კლა­სი­კუ­რი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ავ­თან­დილ ქო­რი­ძე ავი­და. მო­ჭი­და­ვე­თა ოლიმ­პი­უ­რი ტურ­ნი­რე­ბი ყო­ველ­თ­ვის გა­მორ­ჩე­ულ ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და. ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, გო­ლი­ა­თი ფა­ლავ­ნე­ბის ორ­თაბ­რ­ძო­ლე­ბი რო­მა­ე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და მთა­ვა­რი სა­სე­ი­რო სა­ნა­ხა­ო­ბა იყო. შე­საძ­ლოა, ამი­ტო­მაც, ჭი­და­ო­ბის ყად­რი თა­ნა­მედ­რო­ვე იტა­ლი­ე­ლებ­მაც კარ­გად იცი­ან. ავ­თო ქო­რი­ძემ რო­მა­უ­ლი ოლიმ­პი­ა­დის პირ­ველ წრე­ში მას­პინ­ძელ­თა ფა­ლა­ვა­ნი, მა­რიო დე სილ­ვა და­ა­მარ­ცხა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ლა­მა­ზად, რომ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ტურ­ნი­რის ბო­ლომ­დე ქარ­თ­ველს ქო­მა­გობ­დ­ნენ.


ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ონ­ში მთის სო­ფე­ლია - ჩო­მე­თი. ავ­თო ქო­რი­ძემ ბავ­შ­ვო­ბა იქ გა­ა­ტა­რა. ამის გა­მო მე­გობ­რე­ბი "ჩო­მე­თას" ეძახ­დ­ნენ. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი კავ­კა­სი­ას რომ მო­ად­გა, მა­მა ფრონ­ტ­ზე გა­იწ­ვი­ეს და ავ­თო, სამ დას­თან ერ­თად, ბა­ბუ­ამ სო­ფელ­ში წა­იყ­ვა­ნა. იმ წლებ­ში სო­ფელ­მა ბევ­რი ქა­ლა­ქე­ლი შე­ი­ფა­რა. ჩო­მეთ­ში კვი­რა­ო­ბით, ჭი­და­ო­ბა იმარ­თე­ბო­და. ჩვე­უ­ლებ­რივ, ავ­თოს ბა­ბუა იყო მო­თა­ვე. შვი­ლიშ­ვი­ლიც მან შე­ა­გუ­ლი­ა­ნა. რა­ღაც ილე­თე­ბი კი ის­წავ­ლა, მაგ­რამ დი­დი ვე­რა­ფე­რი მო­ჭი­და­ვე იყო, უფ­რო სწავ­ლას მის­დევ­და, და­ბალ ნიშ­ნებს თა­კი­ლობ­და.
ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და, 15 წლი­სა კი თა­ნა­ტო­ლებ­მა "პეტ­რეს ცირ­კ­ში", ცნო­ბილ მწვრთნელ პეტ­რე იორ­და­ნიშ­ვილ­თან მი­იყ­ვა­ნეს. ამ ასა­კის­თ­ვის ჭი­და­ო­ბის დაწყე­ბა იქ­ნებ გვი­ა­ნიც იყო, მაგ­რამ მწვრთნელს ჯა­ნი­ა­ნი ბი­ჭი მო­ე­წო­ნა და და­ი­ტო­ვა კი­დეც.
რამ­დე­ნი­მე თვე­ში დე­და­ქა­ლა­ქის მოს­წავ­ლე­თა პირ­ვე­ლო­ბა­ში იმარ­ჯ­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლო­ბაც მო­ი­გო. სა­კავ­ში­რო სარ­ბი­ელ­ზე რომ გა­იყ­ვა­ნეს, ჯერ მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა თა­ნა­ტო­ლებ­ში, ხო­ლო შემ­დეგ, ზა­პო­რო­ჟი­ე­ში ჭა­ბუკ­თა ტურ­ნირ­ზე უკ­ვე ყვე­ლას აჯო­ბა. მწვრთნე­ლი კმა­ყო­ფი­ლი იყო ბე­ჯი­თი შე­გირ­დით.
როს­ტომ აბა­ში­ძე, მსოფ­ლი­ოს სამ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი: "მე და ავ­თო თა­ნა­ტო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ჭი­და­ო­ბაც პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თ­დ­რო­უ­ლად და­ვიწყეთ. კუს ტბა­ზე კრო­სებს რომ დავ­რ­ბო­დით, ჯერ ასუ­ლიც არ ვი­ყა­ვი, ის უკ­ვე ქვე­ვით ეშ­ვე­ბო­და. ეცი­ნე­ბო­და ხოლ­მე ჩემს სი­ზარ­მა­ცე­ზე. ჩემ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ქო­რი­ძე და­უ­ზა­რე­ლი, ენერ­გი­უ­ლი მო­ჭი­და­ვე იყო და მე­ტო­ქე­ე­ბიც ასე იოლად ვერ დაღ­ლიდ­ნენ. მას გა­მარ­ჯ­ვე­ბის სხვა­ნა­ი­რი ჟი­ნი ჰქონ­და. მახ­სოვს, სტუ­დენ­ტ­თა სა­კავ­ში­რო სპარ­ტა­კი­ა­და­ზე ერ­თი შეხ­ვედ­რა წა­ა­გო. მწვრთნე­ლებ­მა მა­შინ­ვე ჩურ­ჩუ­ლი და­იწყეს, ამის­გან არა­ფე­რი გა­მო­ვაო. ავ­თომ კი, რომ დაჰ­ყ­ვა მე­ტო­ქე­ებს, ყვე­ლას ბდღვი­რი ადი­ნა, ბო­ლო შეხ­ვედ­რა კი თხუთ­მეტ­ქუ­ლი­ა­ნი სხვა­ო­ბით მო­ი­გო. ერ­თი ილე­თია, მო­ჭი­და­ვე­ე­ბი "ვერ­ტუშ­კას" ვე­ძა­ხით. ყვე­ლა იყე­ნებს ამ ფანდს, მაგ­რამ ავ­თო იდე­ა­ლუ­რად ას­რუ­ლებ­და. კი­სერ­ზე ხე­ლი რომ და­გე­დო, უკ­ვე ჰა­ერ­ში იყა­ვი. ჩოქ­ბ­ჯენ­შიც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და".
რო­მის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მე­ო­რე წრე­ში ავ­თან­დილ ქო­რი­ძემ იტა­ლი­ე­ლი მა­რიო დე სილ­ვას მსგავ­სად, ამე­რი­კე­ლი ბენ ნორ­ტ­რუ­პიც ან­გა­რი­შით - 3:1 და­ა­მარ­ცხა. მე­სა­მე შეხ­ვედ­რა კი უკ­ვე ერ­თობ გა­მოც­დილ და ძალ­ზე ძლი­ერ, ფი­ნელ კი­უ­ეს­ტი ლეჰ­ტო­ნენ­თან ჰქონ­და. ქუ­ლე­ბით მარ­ცხიც კი ორი­ვეს ცუდ დღე­ში ჩა­აგ­დებ­და, ხუ­თი სა­ჯა­რი­მო ქუ­ლით პრაქ­ტი­კუ­ლად კარ­გავ­დ­ნენ ფი­ნალ­ში გას­ვ­ლის შანსს... თხუთ­მეტ­წუ­თი­ა­ნი ჭი­და­ო­ბა ფრედ დას­რულ­და.
...1957 წელს, მოს­კოვ­ში მე­სა­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ჩა­ტარ­და. ქო­რი­ძემ ექ­ვ­სი­ვე შეხ­ვედ­რა და­მა­ჯე­რებ­ლად მო­ი­გო და და­უ­მარ­ცხებ­ლად მო­ი­პო­ვა პირ­ვე­ლო­ბა. სწო­რედ მა­შინ მი­აქ­ცია ყუ­რადღე­ბა საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბის ერთ-ერ­თ­მა მწვრთნელ­მა, არ­კა­დი ლენ­ც­მა, რომ ქო­რი­ძე სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რებს არ აგებ­და. მომ­დევ­ნო წელს თბი­ლის­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და შვე­ცი­ის ფა­ლავ­ნე­ბის სა­მატ­ჩო შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. აქ ქო­რი­ძემ მსოფ­ლი­ო­სა და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, "რკი­ნის ფრე­ად" წო­დე­ბუ­ლი, გუს­ტავ ფრეი და­ა­მარ­ცხა. იუგოს­ლა­ვი­ა­შიც, "ად­რი­ა­ტი­კის თა­სი" და­უ­მარ­ცხებ­ლად მო­ი­გო, თა­ნაც, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნებს - უნ­გ­რელ იმ­რე პო­ი­აკ­სა და თურქ რე­ზა დო­განს სძლია.
კლა­სი­კუ­რი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ოლიმ­პი­უ­რი ტურ­ნი­რი აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ტარ­დე­ბო­და. რო­მის თა­კა­რა მზის­გულ­ზე დღი­სით ტემ­პე­რა­ტუ­რა 40 გრა­დუსს აღ­წევ­და. კი­დევ უფ­რო ცხე­ლო­და "მა­სენ­ცი­ოს" ბა­ზი­ლი­კის თა­ღებ­ქ­ვეშ. გა­ოფ­ლი­ა­ნე­ბულ ტან­ზე მე­ტო­ქე­ებს ხე­ლი უს­ხ­ლ­ტე­ბო­დათ, მაგ­რამ ისევ წინ მი­ი­წევ­დ­ნენ. მე­ოთხე წრე­ში ქო­რი­ძის პი­რის­პირ ბერ­ძე­ნი ანას­ტას მო­ი­სი­დი­სი დად­გა. უკ­ვე მე­სა­მე წუთ­ზე თა­ვის სა­ფირ­მო ილეთ­ზე და­ი­ჭი­რა და ბერ­ძე­ნი ხი­დურ­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. კი­დევ ორი წუ­თი და, ქო­რი­ძემ სუფ­თა გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა. ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბით ფი­ნალ­ში მოხ­ვ­და. მა­შინ­დე­ლი წე­სე­ბით, ფი­ნალ­ში სა­მი ფა­ლა­ვა­ნი გა­დი­ო­და და მათ შო­რის ვლინ­დე­ბო­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი. დი­დი სიფ­რ­თხი­ლე მარ­თებ­და, ოლიმ­პი­ა­დებ­ზე ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა და მოხ­და კი­დეც. პირ­ველ ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში ქო­რი­ძის მე­ტო­ქე სტო­ი­ა­ნო­ვი იყო. სწო­რედ ეს ორ­თაბ­რ­ძო­ლა აღ­მოჩ­ნ­და ქარ­თ­ვე­ლი ფა­ლავ­ნის­თ­ვის ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტუ­ლი და კი­ნა­ღამ შე­ი­წი­რა კი­დეც. მსა­ჯებ­მა ქარ­თ­ვე­ლი­სა და ბულ­გა­რე­ლის ჭი­და­ო­ბა რა­ტომ­ღაც, ფარ­სად ჩათ­ვა­ლეს და ორი­ვე მოხ­ს­ნეს ტურ­ნი­რი­დან.
როს­ტომ აბა­ში­ძე: "სტო­ი­ა­ნოვ­მა ყვე­ლა მე­ტო­ქე და­ა­მარ­ცხა და ავ­თოს­თა­ნაც გა­მარ­ჯ­ვე­ბის იმე­დით გა­მო­ვი­და. რომ­ში მე სა­თა­და­რი­გო ვი­ყა­ვი და თა­ვი­სუ­ფალ დროს ქო­რი­ძეს ვეხ­მა­რე­ბო­დი, თუმ­ცა, ეს არც სჭირ­დე­ბო­და, ერ­თ­თა­ვად უტევ­და. და­საწყის­ში­ვე რამ­დენ­ჯერ­მე ილეთ­ზე და­ი­ჭი­რა ბულ­გა­რე­ლი, მაგ­რამ მსა­ჯებ­მა არ შე­უ­ფა­სეს. ავ­თო ისევ უტევ­და, მე­ტო­ქე კი კვლავ გარ­ბო­და. არ­ბიტრს წე­სით, უნ­და გა­ეფ­რ­თხი­ლე­ბი­ნა. ერთ მო­მენ­ტ­ში ბულ­გა­რე­ლი ბე­ჭე­ბი­თაც შე­ე­ხო ხა­ლი­ჩას და სწო­რედ აქ ჩათ­ვა­ლეს მსა­ჯებ­მა, რომ სტო­ი­ა­ნო­ვი გან­გებ "და­უწ­ვა" ქარ­თ­ველს და ორი­ვე მოხ­ს­ნეს. აბ­სურ­დუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა. სტო­ი­ა­ნო­ვი თა­ვად იბ­რ­ძო­და ოქ­როს მედ­ლის­თ­ვის და ქო­რი­ძის­თ­ვის რა­ტომ უნ­და და­ეთ­მო?.. მსა­ჯებს ჭი­და­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, რო­ჟე კუ­ლო­ნიც და­ე­თან­ხ­მა. ტრი­ბუ­ნე­ბი ახ­მა­ურ­და. იტა­ლი­ე­ლე­ბი ქო­რი­ძეს გულ­შე­მატ­კივ­რობ­დ­ნენ და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას მო­ითხოვ­დ­ნენ. ბე­დად ამ შეხ­ვედ­რას, სა­პა­ტიო სტუ­მარ­თა ლო­ჟი­დან, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტი, ევე­რი ბრენ­დე­ჯი უყუ­რებ­და. საბ­ჭო­თა დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­მაც მას მი­მარ­თეს. რან­გით მა­ღალ­მა რან­გით და­ბალს მი­უ­თი­თა და მსა­ჯებ­მაც თათ­ბი­რი გა­ნა­ახ­ლეს. ავ­თო ამ დროს ხა­ლი­ჩის კუთხე­ში იდ­გა და სიმ­წ­რის ცრემლს ძლივს იკა­ვებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, მსაჯ­თა კო­მი­სი­ამ ქო­რი­ძეს ქუ­ლე­ბით გა­მარ­ჯ­ვე­ბა მი­ა­კუთ­ვ­ნა, სტო­ი­ა­ნო­ვი კი მა­ინც მოხ­ს­ნეს. ამით გუს­ტავ ფრე­ი­მაც იხე­ი­რა - შვედს ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი ერ­გო. გა­სარ­კ­ვე­ვი ახ­ლა ერ­თი, თა­ნაც, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სა­კითხი რჩე­ბო­და: ვინ მო­ი­პო­ვებ­და ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტულს, ქარ­თ­ვე­ლი ავ­თან­დილ ქო­რი­ძე თუ იუგოს­ლა­ვი­ე­ლი ბრან­კო მარ­ტი­ნო­ვი­ჩი. 1960 წლის 31 აგ­ვის­ტოს რომ­ში ისევ ცხე­ლო­და, თუმ­ცა, სა­ღა­მოს ცო­ტა აგ­რილ­და, ტემ­პე­რა­ტუ­რა 30 გრა­დუ­სამ­დე ჩა­მო­ვი­და".
რო­მან რუ­რუა, მსოფ­ლი­ოს ოთხ­გ­ზი­სა და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი: "პეტ­რე იორ­და­ნიშ­ვი­ლის დარ­ბაზ­ში ქო­რი­ძეს­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე წე­ლი ვვარ­ჯი­შობ­დი და კარ­გად ვი­ცი, რა დო­ნის მო­ჭი­და­ვე იყო, სპა­რინ­გიც ხში­რად გვქონ­და. ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი ათ­ლე­ტი იყო, მი­ჭირ­და მას­თან პა­ექ­რო­ბა. უნი­კა­ლუ­რი გდე­ბა ჰქონ­და, მსგავ­სი არ­სად მი­ნა­ხავს. მკერ­დ­ზე მი­იკ­რავ­და მე­ტო­ქეს, უკან გა­და­იზ­ნი­ქე­ბო­და და რო­დე­საც მტკა­ვე­ლი­ღა რჩე­ბო­და ხა­ლი­ჩამ­დე და თით­ქოს თა­ვად უნ­და შე­ხე­ბო­და მას ბე­ჭე­ბით, რა­ღაც სა­ო­ცა­რი მოძ­რა­ო­ბით ამოტ­რი­ალ­დე­ბო­და და მე­ტო­ქეს ზე­ვი­დან მო­ექ­ცე­ო­და. ავ­თოს გარ­და, ასეთ გდე­ბას ვე­რა­ვინ აკე­თებ­და, ვერც მე. ასე­ვე უნაკ­ლოდ გა­მოს­დი­ო­და სუფ­ლექ­სი, ნა­ხე­ვარ­სუფ­ლექ­სი და "ვერ­ტუშ­კა". ის ყვე­ლას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფა­ლა­ვა­ნი იყო. ტი­პუ­რი ქარ­თ­ვე­ლი, თა­ვი­დან­ვე უტევ­და მე­ტო­ქეს, ბო­ლომ­დე აწ­ვე­ბო­და და ვიდ­რე სუნ­თ­ქ­ვა ჰყოფ­ნი­და, არ მო­ეშ­ვე­ბო­და. თით­ქოს თა­ვის­თ­ვის ბუზღუ­ნებ­სო, უც­ნა­ურ ხმებს გა­მოს­ცემ­და, რის გა­მოც მე­გობ­რებ­მა "ჯუჯღუ­ნა" შე­არ­ქ­ვეს. მის ჭი­და­ო­ბას რომ უყუ­რებ­დი, ჭი­და­ო­ბის შე­დევ­რით ტკბე­ბო­დი".
ავ­თო ქო­რი­ძის ბო­ლო მე­ტო­ქე ბრან­კო მარ­ტი­ნო­ვი­ჩი გახ­ლ­დათ. იტა­ლი­ე­ლებს ფი­ნალ­ში არა­ვინ ჰყავ­დათ, ამი­ტომ მა­თი ჯი­ლა ქარ­თ­ვე­ლი გახ­და. ორი­ვემ ფრთხი­ლად და­იწყო, ერ­თ­მა­ნეთს მკლა­ვის ძა­ლა მო­უ­სინ­ჯეს, მე­რე კი ქო­რი­ძემ შე­უ­ტია. მარ­ტი­ნო­ვი­ჩი თა­ვი­სი უდ­რე­კი ხი­დუ­რით იყო ცნო­ბი­ლი. ღირ­სე­უ­ლად იბ­რ­ძო­და, ერ­თხელ ქუ­ლაც აიღო, მაგ­რამ ქო­რი­ძის შე­ჩე­რე­ბა იმ დღეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ზე­დი­ზედ სა­მი ქუ­ლა აუღო იუგოს­ლა­ვი­ელს და საქ­მეც ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნა. სას­ტ­ვე­ნის შემ­დეგ მსაჯ­მა ქარ­თ­ვე­ლის ხე­ლი აღ­მარ­თა: ავ­თან­დილ ქო­რი­ძე - ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნია!
მოგ­ვი­ა­ნე­ბით მარ­ტი­ნო­ვი­ჩი იხ­სე­ნებ­და: "შეხ­ვედ­რის დაწყე­ბი­დან მა­ლე­ვე მივ­ხ­ვ­დი, რომ ქო­რი­ძის და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მივ­ხ­ვ­დი და უნე­ბუ­რად, ბედს შე­ვუ­რიგ­დი. ისე­თი თავ­გან­წირ­ვი­თა და აზარ­ტით მი­ტევ­და, მის ტემპს ვერ გა­ვუძ­ლებ­დი, ად­რე თუ გვი­ან, და­ნე­ბე­ბა მო­მი­წევ­და".
სა­ზე­ი­მო და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის დროს, კვარ­ცხ­ლ­ბეკ­ზე ოქ­როს მე­დალს რომ გა­დას­ცემ­დ­ნენ, სა­ხე­ზე ემო­ცი­ას ვერ შე­ატყობ­დი, თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შე­ჯიბ­რე­ბა მო­ი­გოო. დაღ­ლა მე­რე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგ­რ­ძ­ნო, ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში რომ დაბ­რუნ­და. სკამ­ზე ჩა­მოჯ­და და ტე­ლე­ვი­ზორს მი­უჯ­და. რო­ბერტ შავ­ლა­ყა­ძე შე­მო­ვი­და. ისიც დაღ­ლი­ლი იყო: სი­მაღ­ლე­ზე მხტო­მელ­თა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო შე­ჯიბ­რე­ბე­ბი გვი­ა­ნო­ბამ­დე გაგ­რ­ძელ­და და იმ დღის ამ­ბე­ბი არ იცო­და.
- რა ქე­ნიო? - იკითხა.
- ვი­ჭი­და­ვე, - მოკ­ლედ უპა­სუ­ხა ქო­რი­ძემ.
შავ­ლა­ყა­ძემ მო­იწყი­ნა, იფიქ­რა, ალ­ბათ ვერ მო­ი­გოო, მაგ­რამ იქ­ვე მყოფ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტ­კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძეს ისე გა­ე­ღი­მა, ეჭ­ვით გა­და­ხე­და ორი­ვეს.
- იჭი­და­ვა, მაგ­რამ რო­გორ იჭი­და­ვა! ჩემ­პი­ო­ნი გახ­და! - უთხ­რა სი­ხა­რუ­ლი­ძემ.
შავ­ლა­ყა­ძემ მაგ­რად ჩა­მო­არ­თ­ვა ხე­ლი ჩემ­პი­ონს და გა­მარ­ჯ­ვე­ბა მი­უ­ლო­ცა. მე­ო­რე დღეს იგი­ვე გა­მე­ორ­და, რო­დე­საც ოქ­როს მე­და­ლი უკ­ვე შავ­ლა­ყა­ძემ მო­ი­პო­ვა. რომ­ში ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი ქარ­თ­ველ­თა­გან სწო­რედ ამ ორ­მა ათ­ლეტ­მა მო­ი­პო­ვა.
...იმ ღა­მეს ქუ­თა­ის­ში წვრი­ლად ცრი­და, მო­ლი­პულ გზა­ზე მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბა სა­ხი­ფა­თო იყო. მე­გობ­რებ­მა დარ­ჩე­ნა ურ­ჩი­ეს, გა­მო­ი­ძი­ნეთ და დი­ლით წა­დი­თო. სა­ჭეს მი­უჯ­და. უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე რო­მან ძნე­ლა­ძეს ეძი­ნა. ქუ­თა­ი­სი­დან გა­მო­ვიდ­ნენ თუ არა, მდი­ნა­რე ჭი­შუ­რას­თან სველ ას­ფალ­ტ­ზე მან­ქა­ნა მო­ცურ­და, ამოტ­რი­ალ­და და პა­ტა­რა ხრამ­ში ჩა­ემ­ხო. რეს­ტორ­ნის სა­ხუ­რა­ვი­დან პრო­ჟექ­ტო­რის სხი­ვე­ბი სწო­რედ იმ მო­სახ­ვევ­ში ბრჭყვი­ა­ლებ­და.


გო­გი ფრან­გიშ­ვი­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი