ვინ გახ­დე­ბა ოქ­როს მო­ნე­ტის მფლო­ბე­ლი? - გზაპრესი

ვინ გახ­დე­ბა ოქ­როს მო­ნე­ტის მფლო­ბე­ლი?

30 მაისს "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვიდა ქართული მონეტების ოქროს კოლექცია, წიგნი-ალბომი, რომლის ღირებულებაა 18.50 ლარია, ხოლო გაზეთთან ერთად - 20 ლარი. მონეტების წიგნი-ალბომი მხოლოდ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად გაიყიდება, შემდეგ უკვე "ბიბლუსისა" და სხვა წიგნების მაღაზიებში, ოღონდ - სპეცფასის გარეშე.

ასევე თვეში ერთხელ გამოვა მონეტები, რომელიც ასევე გაიყიდება "კვირის პალიტრასთან" ერთად და მისი ღირებულება იქნება 3.50, ხოლო გაზეთთან ერთად - 5 ლარი. ეს კამპანია 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება, რადგან ჯამში 24 მონეტაა შესაგროვებელი.

ამ 24 მონეტაში არის რამდენიმე ოქროს მონეტა, რომელიც მოჰყვება ტირაჟს და შემთხვევითობის პრინციპით, ნებისმიერ მკითხველს შეიძლება შეხვდეს.

ეს წიგნი-ალბომი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეა, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. თითოეულ მონეტას ერთვის შესაბამისი ეპოქის მიმოხილვა. ალბომში შეხვდებით ეროვნულ მუზეუმში დაცულ, ეპოქების ამსახველი ექსპონატების ფოტოებსაც, რომლებიც ისტორიული სიზუსტით აღწერს თითოეულ მონეტას.GzaPress

ეს წიგნი საინტერესოა საქართველოს წარსულით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვისაც. წიგნზე მუშაობის პროცესში "პალიტრა L"-ს მხარში ამოუდგა ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკის უჯრედის მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფი, დიდი მადლობა მათ და ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, ბატონ დავით ლორთქიფანიძეს!.. საინტერესო პროცესი აღმოჩნდა მონეტების ასლების შექმნა, რომელზეც ნუგზარ მაღლაფერიძემ იმუშავა.

ალბომის მფლობელს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, ხელით შეეხოს ეროვნულ მუზეუმებში დაცულ უძველეს ქართულ მონეტებს (მეტალის ასლებს), შეაგროვოს და განათავსოს უნიკალურ წიგნ-ალბომში... გახდეს თავისი ქვეყნის განძის თანამფლობელი...