ოს­კარ უაილ­დის პი­რა­დი დრა­მა - კა­ტორ­ღა, შეც­ვ­ლი­ლი ორი­ენ­ტა­ცია და დან­გ­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა
font-large font-small
ოს­კარ უაილ­დის პი­რა­დი დრა­მა - კა­ტორ­ღა, შეც­ვ­ლი­ლი ორი­ენ­ტა­ცია და დან­გ­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა
"მხატ­ვა­რი ის არის, ვინც მშვე­ნი­ერს ქმნის. გა­უხ­ს­ნა ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი თა­ვი და და­ფა­რო მხატ­ვა­რი - აი, რის­კენ მი­ილ­ტ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა".

ოს­კარ ფინ­გალ ო"ფლაერტ უილს უაილდს უყ­ვარ­და სი­ლა­მა­ზე, ის მი­სი კერ­პი იყო. მაგ­რამ სად უნ­და პო­ვო სი­ლა­მა­ზე ამ სა­ში­ნელ, ობი­ვა­ტე­ლურ, მეშ­ჩა­ნურ ყო­ფა­ში? მა­ტე­რია - მშვე­ნი­ე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშ­თა შე­საქ­მ­ნე­ლად?
მას აზ­რე­ბით თა­მა­ში მოს­წონ­და, მა­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თ­ვა და სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბუ­ლის ეჭ­ვის­თ­ვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამით თით­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ჭა­ო­ბე­ბუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის აზ­ვირ­თე­ბას ცდი­ლობ­და.
აღი­ა­რე­ბულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა და­ცინ­ვა დე­კა­დან­სის ერთ-ერ­თი თვი­სე­ბაა. მე­რე­და, რა­რიგ ბრწყინ­ვა­ლეა და შე­უ­და­რე­ბე­ლი, ბრჭყვი­ა­ლა, ნა­თე­ლი ფე­რე­ბით. სა­ი­დან აქვს ეს ბრწყინ­ვა­ლე­ბა? და­ცე­მით ხომ არა? - დი­ახ, ერ­თი მხრივ, ეს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მის ხმე­ლი ყვა­ვი­ლია, რო­მე­ლიც და­ღუპ­ვის­კე­ნაა მიდ­რე­კი­ლი.
"არ არ­სე­ბობს არც უზ­ნეო და არც ზნე­ობ­რი­ვი წიგ­ნე­ბი. არ­სე­ბობს მხო­ლოდ კარ­გად ან ცუ­დად და­წე­რი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი", - წერ­და უაილ­დი "დო­რი­ან გრე­ის პორ­ტ­რე­ტის" შე­სა­ვალ ნა­წილ­ში.
მრა­ვა­ლი რამ, რაც ინ­გ­ლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ამ დი­დოს­ტა­ტის მი­ერ იყო ნათ­ქ­ვა­მი, ატა­რებ­და სურ­ვილს - მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბით გა­ნეგ­მი­რა, შო­კი­სე­ბუ­რი ზე­გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა სა­უ­კუ­ნე­თა მიჯ­ნა­ზე მყოფ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე; ზოგ­ჯერ გა­ებ­რა­ზე­ბი­ნა კი­დეც ის. სა­ბო­ლო­ოდ კი, მი­სი სა­მიზ­ნე გახ­და.

ოს­კარ უაილ­დი 1854 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს ირ­ლან­დი­ის დე­და­ქა­ლაქ დუბ­ლინ­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი - სერ უილი­ამ უაილ­დი, ცნო­ბი­ლი ექი­მი - ამ დროს 39 წლის იყო. დე­და - ჯე­ინ ფრან­ჩეს­კა ელ­ჯი - პო­ე­ტი, აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, ელი­ტუ­რი პო­ე­ტუ­რი სა­ლო­ნე­ბი­სა და კლუ­ბე­ბის მუდ­მი­ვი წევ­რი - 30 წლის. უაილ­დე­ბის ოჯა­ხის კა­რი ხე­ლო­ვან­თათ­ვის მუ­დამ ღია იყო. მშობ­ლებ­მა ვა­ჟის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი მის­წ­რა­ფე­ბას ხე­ლი შე­უწყ­ვეს. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ოს­კა­რი მშობ­ლე­ბის­თ­ვის მე­ო­რე ვა­ჟი იყო. დე­და­მისს ისე უნ­დო­და ქა­ლიშ­ვი­ლის ყო­ლა, რომ ბი­ჭუ­ნას გო­გოს ტა­ნი­სა­მოსს აც­მევ­და, კუ­ლუ­ლებს უზ­რ­დი­და და შე­დე­გებ­ზე სუ­ლაც არ ფიქ­რობ­და. ის მა­ღა­ლი, მოხ­დე­ნი­ლი და ელე­გან­ტუ­რი ყმაწ­ვი­ლი გა­ი­ზარ­და.

20 წლის ოს­კა­რი სა­მოგ­ზა­უ­როდ იტა­ლი­ა­ში წა­ვი­და და პრო­ტეს­ტან­ტო­ბი­დან კა­თო­ლი­კურ რწმე­ნა­ზე მო­ექ­ცა. დრო­დად­რო სო­ნე­ტებ­სა და ლექ­სებს თხზავ­და. 1878 წელს, ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ა­ნი­ჭეს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, უაილ­დი ლონ­დო­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ის ნე­ბის­მი­ერ კლუბ­სა თუ წვე­უ­ლე­ბა­ზე სა­სურ­ველ სტუმ­რად ით­ვ­ლე­ბო­და. ახალ­გაზ­რ­და შე­მოქ­მე­დი სა­კუ­თარ შე­მო­სა­ვალს ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­ზე რე­ცენ­ზი­ე­ბის წე­რი­თა და ლექ­ცი­ე­ბის კითხ­ვით გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და. ასე­ვე, კო­მე­დი­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წე­რა­საც მიჰ­ყო ხე­ლი, რი­თაც დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.
ოს­კა­რი ექ­ს­ტ­რა­ვა­გან­ტუ­რად, ხელ­გაშ­ლი­ლად, სკან­და­ლუ­რად და რაც მთა­ვა­რია, ბედ­ნი­ე­რად, გან­ცხ­რო­მით ცხოვ­რობ­და.
1882 წელს, ამე­რი­კა­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ჩა­სულ უაილდს აღ­ტა­ცე­ბით შეხ­ვ­დ­ნენ. მის­მა არა­ორ­დი­ნა­რულ­მა აზ­რებ­მა ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია. გარ­და ამი­სა, ყუ­რადღე­ბას ჩაც­მუ­ლო­ბი­თაც იქ­ცევ­და - წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი ხა­ვერ­დის კამ­ზო­ლი, გოფ­რი­რე­ბუ­ლი სა­ყე­ლო, მუხ­ლე­ბამ­დე შარ­ვა­ლი, ნაც­რის­ფე­რი აბ­რე­შუ­მის წინ­დე­ბი და ა.შ.
ამე­რი­კა­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით პა­რიზ­ში სა­მი თვე დაჰ­ყო. სწო­რედ იქ გა­იც­ნო ვერ­ლე­ნი, ჰი­უ­გო, მა­ლარ­მე, ზო­ლა, დე­გა, დო­დე და სხვა­ნი.
ახალ­გაზ­რ­დო­ბი­სას ის ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლი გახ­ლ­დათ. ოს­კა­რის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ფლო­რი ბელ­კუ­მი იყო, რო­მე­ლიც 21 წლი­სამ გა­იც­ნო. ახალ­გაზ­რ­და მწე­რალს გუ­ლი გა­უტყ­და, რო­ცა ქალ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, ცო­ლად გაჰ­ყო­ლო­და ბრემ სტო­კერს ("დრა­კუ­ლას" ავ­ტორს). ამის შემ­დეგ, უაილ­დი ერ­თხანს მსა­ხი­ობ­მა ლი­ლი ლან­გ­ტ­რიმ გა­ი­ტა­ცა, რო­მე­ლიც მა­შინ გათხო­ვი­ლი იყო. ამას კი­დევ რამ­დე­ნი­მე ხან­მოკ­ლე რო­მა­ნი მოჰ­ყ­ვა. არც მე­ძავ­თა მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ამ­ბობ­და უარს. 1881 წელს კი, ოს­კარ უაილ­დ­მა კონ­ს­ტან­ცია ლო­ი­დი გა­იც­ნო - ლა­მა­ზი და ალერ­სი­ა­ნი გო­გო­ნა, რო­მელ­საც ვნე­ბი­ან, პო­ე­ტურ წე­რი­ლებს სწერ­და. ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთ­ზე უზო­მოდ იყ­ვ­ნენ შეყ­ვა­რე­ბულ­ნი და 1884 წელს იქორ­წი­ნეს კი­დეც. თაფ­ლო­ბის თვე პა­რიზ­ში გა­ა­ტა­რეს. შემ­დ­გო­მი რამ­დე­ნი­მე წე­ლიც წყვი­ლის­თ­ვის ბედ­ნი­ე­რი იყო. მათ ორი ვა­ჟი შე­ე­ძი­ნათ - სი­რი­ლი და ვი­ვი­ა­ნი.
ქორ­წი­ნე­ბი­დან პირ­ველ წლებ­ში მწე­რალ­მა თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შექ­მ­ნა: "ქან­თერ­ვი­ლის მოჩ­ვე­ნე­ბა" (1887), "ლორდ არ­თურ სე­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლი" (1891) და რო­მა­ნი "დო­რი­ან გრე­ის პორ­ტ­რე­ტი" (1891).
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოს­კარს ცოლ-შვი­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ოჯა­ხურ ყო­ფას მა­ინც ვე­რაფ­რით მო­ერ­გო. მი­სი ბი­ოგ­რა­ფე­ბი დღემ­დე ცდი­ლო­ბენ, ამოხ­ს­ნან - რამ უბიძ­გა მწე­რალს, შე­ეც­ვა­ლა სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია?
1891 წელს, უაილ­დ­მა 22 წლის არის­ტოკ­რა­ტი, ლორ­დი ალ­ფ­რედ ბრი­უს დუგ­ლა­სი გა­იც­ნო (მარ­კიზ ქუ­ინ­ს­ბე­რის მე­სა­მე ვა­ჟი), რო­მელ­მაც მის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ დრა­მა­ში ბო­რო­ტი გე­ნი­ის რო­ლი შე­ას­რუ­ლა. ის მწე­რალ­ზე 16 წლით უმ­ც­რო­სი იყო. მე­ო­რე შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე ოს­კარ­მა მას "დო­რი­ან გრე­ის პორ­ტ­რე­ტი" აჩუ­ქა. დუგ­ლა­სი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლი, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, ვნე­ბი­ა­ნი, იმ­პულ­სუ­რი და ამა­ყი ახალ­გაზ­რ­და გახ­ლ­დათ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, უაილ­დი­სა და დუგ­ლა­სის შე­სა­ხებ ჭო­რებ­მა იმა­ტა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლოა, ჩუ­მა­დაც დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, რომ ამ საქ­მე­ში ახალ­გაზ­რ­და ლორ­დის მა­მა არ ჩა­რე­უ­ლი­ყო. ქუ­ინ­ს­ბე­რის მარ­კიზს, ჯო­ნა­თან დუგ­ლასს შვი­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის მი­მართ მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. მი­სი მრის­ხა­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის კულ­მი­ნა­ცია ღია ბა­რა­თი იყო, რო­მე­ლიც მან უაილდს კლუბ "ალ­ბე­მარ­ში" გა­უგ­ზავ­ნა. ბა­რათ­ზე შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი სიტყ­ვე­ბი ეწე­რა. ოს­კარ­მა ცხელ გულ­ზე და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და მარ­კიზს სა­სა­მარ­თ­ლო­ში უჩივ­ლა. ალ­ფ­რე­დის მა­მა სა­სა­მარ­თ­ლოს­თ­ვის კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მას დე­ტექ­ტივ­თა და ფა­სი­ან ინ­ფორ­მა­ტორ­თა მთე­ლი ჯგუ­ფი ჰყავ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. სა­სა­მარ­თ­ლო­ში მი­იყ­ვა­ნეს ყმაწ­ვი­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც უაილ­დ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბი და­ა­დას­ტუ­რეს. პრო­კუ­რო­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ქუ­ინ­ს­ბე­რის მარ­კი­ზის მი­მართ აღ­ძ­რუ­ლი საქ­მე შე­ეწყ­ვი­ტა. ჯო­ნა­თან დუგ­ლა­სი გა­მარ­თ­ლ­და.
მე­გობ­რე­ბი ოს­კარს სთხოვ­დ­ნენ, სას­წ­რა­ფოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ლონ­დო­ნი, მაგ­რამ მწე­რალ­მა ამა­ზე უარი თქვა. ერ­თი თვეც არ იყო გა­სუ­ლი, რომ უაილ­დი და­ა­პა­ტიმ­რეს. ახ­ლა უკ­ვე ალ­ფ­რე­დის მა­მა უჩი­ო­და მას სა­სა­მარ­თ­ლო­ში, გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მო. ამ სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცეს­ზე მწე­რალს ზო­გი­ერ­თი სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მო­ე­ბის დაც­ვაც კი მო­უხ­და - მა­გა­ლი­თად, "დო­რი­ან გრე­ის პორ­ტ­რე­ტის". უაილდს მახ­ვილ­გო­ნი­ე­რე­ბა არც აქ ღა­ლა­ტობ­და. ის შთამ­ბეჭ­და­ვი სიტყ­ვე­ბით უპი­რის­პირ­დე­ბო­და უხამს ბრალ­დე­ბებს. მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თ­ლომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ვერ მი­ი­ღო და საქ­მე მე­სა­მე პრო­ცე­სის­თ­ვის გა­და­ი­დო. თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ­მა ოს­კარ­მა ქვეყ­ნი­დან გამ­გ­ზავ­რე­ბა კვლავ არ ისურ­ვა.
მე­სა­მე პრო­ცე­სი მის­თ­ვის ტრა­გი­კუ­ლად დამ­თავ­რ­და: უაილდს ორი წლის კა­ტორ­ღუ­ლი შრო­მა მი­უ­სა­ჯეს, რაც იმ­ხა­ნად ბრი­ტა­ნუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.
ინ­გ­ლი­სის სა­ტუ­სა­ღოს მძი­მე პი­რო­ბებ­მა პო­ე­ტუ­რი სუ­ლის მქო­ნე უაილ­დ­ზე მძი­მე კვა­ლი და­აჩ­ნია: მას ღრმა დეპ­რე­სია და­ეწყო, მძი­მე სენ­მა და­რია ხე­ლი; დაყ­რუვ­და და მხედ­ვე­ლო­ბაც და­აკ­ლ­და; გარ­და­ეც­ვა­ლა დე­და; ცოლ-შვილს და­შორ­და. ერ­თი სიტყ­ვით, ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი ინ­გ­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოთხოვ­ნა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი იყო. სწო­რედ ამ დროს და­ი­წე­რა მი­სი ცნო­ბი­ლი პო­ე­მა - "რე­დინ­გის ცი­ხის ბა­ლა­და" და პრო­ზა­უ­ლი წე­რი­ლი - Dე Pროფუნდის ("სიღ­რ­მი­დან").
ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­რა­ლუ­რად და ფი­ზი­კუ­რად გა­ტე­ხი­ლი მწე­რა­ლი ინ­გ­ლის­ში აღარ დარ­ჩე­ნი­ლა. სე­ბას­ტი­ან მელ­მო­ტის სა­ხე­ლით, ჯერ საფ­რან­გეთ­ში, შემ­დეგ, იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და. ახალ­გაზ­რ­და მე­გო­ბარ­თან, ალ­ფ­რედ დუგ­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც ისევ გაგ­რ­ძელ­და. მი­სი წყა­ლო­ბით უაილ­დის პი­ე­სე­ბი ისევ იდ­გ­მე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა თე­ატ­რის სცე­ნებ­ზე. მა­გა­ლი­თად, 1896 წელს, პა­რი­ზის "ხე­ლოვ­ნე­ბის" სცე­ნა­ზე და­იდ­გა პი­ე­სა - "სა­ლო­მე". ეს პი­ე­სა უაილ­დის მი­ერ ფრან­გუ­ლად იყო და­წე­რი­ლი. მან ის, თა­ვის დრო­ზე, დი­დი ფრან­გი მსა­ხი­ო­ბის - სა­რა ბერ­ნა­რის­თ­ვის და­წე­რა და ამით ასა­ხა არა იმ­დე­ნად ბიბ­ლი­უ­რი გმი­რის, არა­მედ - ტრა­გი­კუ­ლი მსა­ხი­ო­ბის სა­ხე.
1898 წელს, "რე­დინ­გის ცი­ხის ბა­ლა­და" ავ­ტო­რის სა­ხე­ლის გა­რე­შე გა­მო­ვი­და.
1899 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე მწე­რა­ლი ახალ­გაზ­რ­და მე­გო­ბარ­თან ერ­თად ნე­ა­პოლ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, მაგ­რამ დე­კემ­ბერ­ში ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს და­შორ­დ­ნენ.
1900 წლის 30 ნო­ემ­ბერს, 46 წლის ასაკ­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი მწე­რა­ლი - ოს­კარ უაილ­დი საფ­რან­გეთ­ში, ერთ უსა­ხურ სას­ტუმ­რო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის ნაჩ­ქა­რე­ვად "ბა­ნი­ოს" სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რ­ძა­ლეს. თუმ­ცა, და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის შემ­დეგ, "ლა-შე­ზის" სა­საფ­ლა­ო­ზე გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც ჯე­ი­ქობ ეფ­ს­თა­ი­ნის ფრთო­სა­ნი სფინ­ქ­სის ქან­და­კე­ბა და­უდ­გეს.
1905 წელს, გა­მო­ვი­და მი­სი აღ­სა­რე­ბის Dე Pროფუნდის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა.
ოს­კარ ფინ­გალ ო" ფლა­ერტ უილს უაილ­დი თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­გ­ლი­სუ­რი ენის უდი­დეს რე­ფორ­მა­ტო­რა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. მი­სი ზღაპ­რე­ბი, პი­ე­სე­ბი, რო­მა­ნი, ლექ­სე­ბი, პო­ე­მე­ბი, მოთხ­რო­ბე­ბი, ესე­ე­ბი, წე­რი­ლე­ბი, კრი­ტი­კა, პუბ­ლი­ცის­ტი­კა გა­მუდ­მე­ბით ითარ­გ­მ­ნე­ბა და გა­მო­ი­ცე­მა მსოფ­ლი­ოს ოთხ­მოც­ზე მეტ ენა­ზე.

"დო­რი­ან გრე­ის პორ­ტ­რე­ტი"
რო­მა­ნის შე­სა­ვალ ნა­წილ­ში ავ­ტო­რი წერს: "თუ ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი კა­მათს იწ­ვევს, - მა­შა­სა­და­მე, მას­ში არის რა­ღაც ახა­ლი, რთუ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი".
უაილ­დის იდეა იმის შე­სა­ხებ, რომ სი­ლა­მა­ზე­სა და მო­რალს ერ­თ­მა­ნეთ­თან კავ­ში­რი არ აქვს, "დო­რი­ან გრე­ის" საწყის პუნ­ქ­ტად გვევ­ლი­ნე­ბა. მო­რა­ლი თით­ქოს­და, ბო­ჭავს ადა­მი­ანს და სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა­ში ხელს უშ­ლის. ამი­ტო­მაც, რო­მა­ნის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი და მას­თან ერ­თად უაილ­დი მო­რალს უარ­ყოფს. სი­ლა­მა­ზე და სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა დო­რი­ა­ნის დე­ვი­ზად იქ­ცე­ვა. სა­ით მიჰ­ყავს ყო­ვე­ლი­ვე ამას?.. - ის ან­გ­რევს სა­კუ­თარ თავს, რო­გორც პი­როვ­ნე­ბას. სუ­ლი­ე­რი სი­ღა­ტა­კე მას ჩიხ­ში აქ­ცევს, რო­მელ­შიც სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბის უნარს და სი­ლა­მა­ზის გან­ც­და­საც კარ­გავს.
თუ­კი დო­რი­ან გრე­ის ბედს რა­ი­მე­ნა­ი­რი ობი­ექ­ტუ­რი აზ­რი მა­ინც გა­აჩ­ნია, ის მხო­ლოდ ერ­თ­ში მდგო­მა­რე­ობს: მო­რა­ლუ­რი მუხ­რუ­ჭის და­კარ­გ­ვას ადა­მი­ა­ნი და­ღუპ­ვის­კენ მიჰ­ყავს. ამ აზრს მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხის ლო­გი­კი­და­ნაც ვი­გებთ. გა­მო­დის, რომ ავ­ტო­რი თა­ვის რო­მანს იწყებს მო­რა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის უარ­ყო­ფით, ხო­ლო ას­რუ­ლებს სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო დას­კ­ვ­ნით - მთა­ვა­რი გმი­რის ამო­რა­ლუ­რო­ბის ბრალ­დე­ბით. ნა­წარ­მო­ე­ბის რთულ სიმ­ბო­ლი­კა­ში ეს ნიშ­ნავს, რომ რე­ა­ლურ ადა­მი­ან­ში ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ვერ შე­იც­ნობ, ის მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ასა­ხო. აქ­ვე ხდე­ბა უაილ­დის პრინ­ცი­პის ილუს­ტ­რა­ცი­აც, რომ "ხე­ლოვ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით, უფ­რო მე­ტად რე­ა­ლუ­რია. ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას ჰბა­ძავს და არა პი­რი­ქით". მწე­რალ­მა ეს სა­ი­დუმ­ლო იცო­და და მი­სით სარ­გებ­ლო­ბაც შე­ეძ­ლო. მან მო­ი­გო­ნა ეს თა­მა­ში - რე­ა­ლო­ბი­სა სიმ­ბო­ლურ­თან; გაგ­ვი­ტა­ცა ამ თა­მა­შით, შემ­დეგ კი, მოგ­ვ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა - გვე­ფიქ­რა, რაც გვსურ­და...

ირი­ნა ჯან­დი­ე­რი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
09.07.2016
დორიან გრეი - საუკეთესო ნაწარმოებია, შესაბამისად მისი ავტორიც შეუდარებელია
bebe
16.06.2016
"მორალური მუხრუჭის დაკარგვას ადამიანი დაღუპვისკენ მიჰყავს"-ჩვენ უწიგნურ საზოგადოებას კი მორალზე საუბარი სასაცილოდ არ ჰყოფნით და თავიანთ აღვირახსნილობას ადამიანის თავისუფლებით ხსნიან.წაიკითხეთ ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტი" იქნებ მაგან მაინც დაგამუხრუჭოთ.
:)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი