თბილისში დღეს ქარი და წვიმა იქნება - გზაპრესი

თბილისში დღეს ქარი და წვიმა იქნება

თბილისში დღეს ქარი და წვიმა იქნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ქარი შესაძლოა მცირედით გაძლიერდეს, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის.

"არავითარი საპანიკო ძლიერი ქარი მოსალოდნელი არ არის, თუმცა ქარი ცოტა შეიძლება გაძლიერდეს. თბილისში დღეს 27 გრადუსი ტემპერატურა და დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრად დაკლებაა მოსალოდნელი. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვა, წვიმა ელჭექით.

ჰიდრომეტეოროლოგები ამინდის გაუმჯობესებას და ტემპერატურის მატებას 18 ივნისიდან პროგნოზირებენ.